დავიდ ვილიამ ფეხბურთიდან ჩაბი ალონსოს წასვლაზე ისაუბრა

დავიდ ვილიამ მის ესპანელ თანამემამულეზე, ჩაბი ალონსოზე ისაუბრა, რომელმაც ახლახან გაგვიმჟღავნა თავისი სურვილი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებმა ერთად ევროპის 2008 და 2012 წლის ჩემპიონატებთან ერთად 2010 წლის მუნდიალიც მოიგეს.

“ჩაბი ალონსო ჩემი თანაგუნდელი იყო ნაკრებში და სიმართლე გითხრათ, მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა. “ბაიერნთან” ერთად ის საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა.

მინდა მადლობა არა მარტო ჩემთან მეგობრობისთვის, არამედ თანაგუნდელობისთვისა და იმისთვის გადავუხადო, რასაც ფეხბურთში მიაღწია.

მადლობა შენი ნიჭითა და შესაძლებლობებით ფეხბურთის გალამაზებისთვის, ” – აცხადებს ამერიკაში მოთამაშე დავიდ ვილია.

ოფიციალურად: ჩაბი ალონსო კარიერას ასრულებს

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო კარიერას ასრულებს.

35 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე მან “არსენალთან” მოგებული ორრაუნდიან დაპირისპირებაში 180 წუთი ითამაშა და გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლაშიც დაეხმარა.

ალონსოს კარიერა “რეალ სოსიედადში” 1999 წელს დაიწყო. ის ესპანეთში მანამ თამაშობდა, სანამ “ლივერპულმა” არ გადაიბირა და “ენფილდზე” ვარსკვლავად არ აქცია. “წითლების” რიგებში მან პირველივე სეზონში მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, შემდეგში კი სამი სხვა ტიტულიც დაამატა.

2009 წელს კი ის მადრიდის “რეალში” გადავიდა 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული 5 წლის განმავლობაში მან 5 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც.

“რეალის” შემდეგ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი “ბაიერნში” გადაბარგდა, სადაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა.

ახლა კი, ის ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდებასა და ფეხბურთიდან წასვლას აპირებს.

ჩაბი ალონსომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ის კარიერას დაასრულებს. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა “ბილდი” ავრცელებს.

ალონსომ კარიერა “რეალ სოსიედადში” დაიწყო, საიდანაც 2004 წელს “ლივერპულში” გადავიდა, 2009 წელს ესპანელი ნახევარმცველი მადრიდის “რეალს” შეუერთდა. “სამეფო კლუბში” გატარებული ხუთი წლის შემდეგ, მან “ბაიერნს” მიაშურა. ალონსო თერთმეტი წლის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავდა.

ჩაბი ალონსოს ტიტულები:

“ლივერპული”
ჩემპიონთა ლიგა: 2004-05
სუპერ თასი: 2005
ასოციაციის თასი: 2005-06

“რეალი”
ჩემპიონთა ლიგა: 2013-14
ლა ლიგა: 2011-12
ესპანეთის თასი: 2010-11, 2013-14
ესპანეთის სუპერთასი: 2012

“ბაიერნი”
ბუნდესლიგა: 2014-15, 2015-16
გერმანიის თასი: 2015-16
გერმანიის სუპერთასი: 2016

ესპანეთის ნაკრები:
მსოფლიოს ჩემპიონატი: 2010
ევროპის ჩემპიონატი: 2008, 2012

ალონსო: “გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტიში” საკუთარი ფილოსოფია არ უნდა შეიცვალოს”

ხაბი ალონსომ, რომელსაც პეპ გვარდიოლა მიუნხენის “ბაიერნში” წვრთნიდა, მის ყოფილ მწვრთნელზე ისაუბრა. ესპანელმა ნახევარმცველმა განაცადა, რომ პრემიერ ლიგის სტილი ბუნდესლიგისგან განსხვავდება, თუმცა, გვარიდოლამ საკუთარი სამწვრთნელო ფილოსოფია არ უნდა შეიცვალოს.

“მანჩესტერ სიტი” პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად მიმაჩნია. ძალიან მომწონდა ამ გუნდის ახლანდელი მწვრთნელის, გვარდიოლას დამოძღვრილ კლუბში თამაში. იმედი მაქვს, ჩემპიონატის გამოცვლასთან ერთად, იგი სამწვრთნელო ფილოსოფიას არ შეიცვლის. ეს იმ წესების ერთობლიობაა, რომლითაც პეპმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია.”

“ალბათ, გვარდიოლა ინგლისში უფორ ფიზიკური ასპექტების გაუმჯობესებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ამისთვის კი, იგი, შესაძლოა, კიდევ ეძებს, შესაბამის ფეხბურთელებს,” – განაცხადა ალონსომ.

ჩაბი ალონსო: “ლივერპულის” ფანებისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებაზე უკეთესი არაფერია “

ინგლისური “ლივერპულის” ექს-ფეხბურთელმა, ჩაბი ალონსომ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის არსებულ მეტოქეობაზე ისაუბრა.

“ლივერპულის” ფანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებაა.

ჩემი “ლივერპულური” კარიერის მანძილზე, “ოლდ ტრაფორდზე” წარმატების მიღწევა გვიჭირდა, თუმცა იქ მოპოვებულ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ფანებისთვის და ჩვენს თვითრწმენასაც აძლიერებდა.

რაც შეეხება იურგენ კლოპს, მე მას დიდ პატივს ვცემ. მას ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, იცის, თუ რას ითხოვენ ფანები მისგან და ყველაფერს გააკეთებს, მიზნის მისაღწევად.” – განაცხადა მან.

ალონსო რონალდუს: “ბაიერნში” მიგიღებთ, ყოველ სეზონში 50 გოლს თუ გაიტან”

“ბაიერნის” ესპანელი ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო აღიარებს, რომ გუნდში დიდი სიამოვნებით მიიღებდა ისეთი კალიბრის ფეხბურთელს, როგორიც მისი ყოფილი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუა.

“კრიშტიანუ მაქსიმალურად არის ადაპტირებული მოედანთან. ის ცენტრალური ფორვარდი არ არის, მაგრამ უყვარს იმ არეალში თამაში. მან წინასწარ იცის, საით წავა ბურთი – გულების უმეტესობა ერთი შეხებით გააქვს.

ვფიქრობ, თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს, ისიც კარგია, პოზიციის ცვლილებისკენ რომ მიიწევს.

მანამ, სანამ მას ყოველ სეზონში 50 გოლის გატანა შეუძლია, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვისურვებდით მისნაირი ფეხბურთელის ყოლას. კრიშტიანუს სტატისტიკა უბრალოდ გასაოცარია, ბრწყინვალე.”

ჩაბი ალონსო კარიერის დასრულებას “ბაიერნში” აპირებს

“ბაიერნის” ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ საკუთარ მომავალზე საუბრისას გაგვიმხილა, რომ კარიერის დასრულებას “ბაიერნში” აპირებს.

“ვფიქრობ, “ბაიერნი” ჩემთვის ბოლო კლუბი იქნება. მინდა მანამდე განვაგრძო ელიტაში თამაში, სანამ ჩემი გონება და სხეული დამემორჩილება.

კარიერას “ბაიერნში” დავასრულებ – არამგონია მომავალში რაიმე სერიოზული ნაბიჯი გადავდგა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში, თუმცა ახლა შესაფერისი დრო არ არის.”

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ესპანელს ინგლისური “ლივერპულისა” და ესპანური “რეალის” მაისურითაც აქვს ნათამაშები.

“ბაიერნი” რიბერის, რობენსა და ჩაბი ალონსოს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს

გერმანული “ბაიერნის” წარმომადგენელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ პრესასთან საუბრისას გაამხილა, რომ კლუბი გუნდის 3 ლიდერთან ცდილობს კონტრაქტის გახანგრძლივებას. საუბარია არიენ რობენზე, ფრანკ რიბერსა და ჩაბი ალონსოზე.

“მე მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ კონტრაქტები სამივე მათგანს გავუხანგრძლივო.

ყველასათვის ცნობილია, რომ ანჩელოტის ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით კი გამოცდილ ფეხბურთელებთან. ჩვენ მათი შენარჩუნება გვჭირდება.” – განუცხადა რუმენიგემ Sport Bild-ს.

შეგახსენებთ, რომ ამ ტრიოს კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურებათ.

ალონსო: “პიროვნულად პეპი და ჟოზე ერთმანეთს ძალიან გვანან”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველს, ჩაბი ალონსოს სჯერა, რომ პიროვნულად ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა მსგავსები არიან, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია ემხრობიან.

“საფეხბურთო კუთხით პეპი და ჟოზე აშკარად განსხვავებული ადამიანები არიან, თუმცა მათ პიროვნულობაში ბევრ მსგავსებას ვხედავ.

მოურინიო 100%-ით კონკურენტუნარიანია, მას ყველაზე მეტად მოგება უნდა და ამის მისაღწევად გზიდან ყველას იშორებს.” – განაცხადა ალონსომ, რომელიც ამჟამად პეპის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ალონსო: “ბარსას” “კამპ ნოუზე” დამარცხება ლა ლიგის მოგებაზე უკეთესი გრძნობაა”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, ჩაბი ალონსო თვლის, რომ “კამპ ნოუზე” კატალონიური კლუბის დამარცხება უკეთესი გრძნობაა, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატის მოგება.

“კამპ ნოუზე” იშვიათად მოგვიგია მატჩები, როგორც ეს მოხდა 2012-ში. ეს იმ დროს მოხდა, როცა ლა ლიგა 100 ქულით მოვიგეთ, თუმცა “კლასიკო” 2-1 წავაგეთ, რის გამოც “ბარსელონა” უფრო კარგად გრძნობდა თავს. მართლაც რომ დასამახსოვრებელი წელი იყო.

ეს მატჩი ყოველთვის დაძაბული და საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ “რეალი” 10 ქულით ჩამორჩება “ბარსას”. “კლასიკო” ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირებაა ფეხბურთში. დიდ ღონისძიებას ჰგავს.

იმედი მაქვს, რომ კარგი მატჩის ყურება მოგვიწევს და “რეალი” “ბარსას” დამარცხებას შეძლებს. ეს მათთვის ძალიან კარგი იქნება.

ჩემპიონთა ლიგას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ეს წლის ყველაზე დიდი მოვლენა და მიზანია. ლა ლიგის მოგება მათთვის ძალიან რთულია, ამიტომაც ისინი ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვებიან.

“რეალს” ასეთი ფეხბურთელებით ნებისმიერი კლუბის დამარცხება შეუძლია. დიახ, ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტები არიან.”- განაცხადა ესპანელმა.

“ბაიერნის” ფეხბურთელების კომენტარები კენჭისყრის დასრულების შემდეგ

როგორც იცით, დღეს ნიონში გამართულ წილისყრაზე გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად “რეკორდმაისტერს” ორმატჩიან დუელში “ბენფიკას” დამარცხება მოუწევს.

“ბაიერნის” შანსებზე ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ ისაუბრა: “გასულ წელს საკმაოდ კარგი გაკვეთილი მივიღეთ “პორტოსგან” – ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე არ არსებობს (“ბაიერნმა” 3-1 წააგო “პორტოსთან”). კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და მეტოქეს პატივისცემით უნდა მოვეპყრათ”

ბადშტუბერი: “არც ისე ადვილია, როგორც გარედან ჩანს”

სებასტიან როდე: “მსოფლიოს მასშტაბით ორი საუკეთესო კლუბის დაპირისპირება.”

ხავი მარტინესი: “ლისაბონის “ბენფიკა”. ჩვენ მოვდივართ”

რობერტ ლევანდოვსკი: “ბენფიკას” დავუწყვილდით. ამ ეტაპზე სუსტი მეტოქეები არ არსებობენ. ოცნების ასასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ”

დავიდ ალაბა:”მოუთმენლად ველით ამ მატჩს, თუმცა მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არ იქნება. “ბენფიკა” მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდა.”

ალონსომ გვარდიოლა და მოურინიო ერთმანეთს შეადარა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჟოზე მოურინიოს შეადარა, რომლის თავკაცობითაც მადრიდის “რეალში” თამაშობდა.

“ორივე მათგანი ნამდვილი ლიდერია. ორივენი ქარიზმატული პიროვნებები არიან, რომლებსაც ადამიანების დარწმუნება შეუძლიათ.

მათ განსხვავებული თვისებები ახასიათებთ, თუმც საერთოც ბევრი აქვთ. ორივე მათგანი საკმაოდ ემოციურია.

ძალზედ რთულია, თუმცა აუცილებელია, რომ გუნდი შენთვის აბრძოლო. მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებ ვარჯიშებზე, თუ ფეხბურთელები გვერდით არ გიდგანან”, – ალონსოს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.