“ბარსელონა” – “სპორტინგი”: სასტარტო შემადგენლობები

რამდენიმე წუთში “კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში კატალონიის “ბარსელონა” ლისაბონის “სპორტინგს” უმასპინძლებს.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს:

“ბარსელონა”: სილესენი, სემედუ, პიკე, ვერმაელენი, დინი, გომესი, ალეიშ ვიდალი, დენის სუარესი, რაკიტიჩი, სუარესი, ალკასერი.

“სპორტინგი”: პატრისიო, პიჩინი, კოატესი, მატიე, რუისი , ვილიან კარვალიო, ბეტალია, ფერნანდეში, აკუნა, რისტოვსკი.

მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩები განსხვავებულ დროს აიღებს სტარტს

მომავალი, 2018/2019 წლის სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩები განსხვავებულ დროს აიღებს სტარტს. უეფას წარმომადგენლებმა მსგავსი გადაწყვეტილება შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებული ბოლო შეკრების დროს მიიღეს.

შედეგად, 2018/19 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასამართი მატჩები ორ ჯგუფად დაიყოფა. როგორც ვიცით, თითო დღეს ჯგუფური ეტაპის რვა მატჩი იმართება – მათგან ორი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, დარჩენილი ექვსი კი 23:00-ზე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მატჩები თბილისის დროით 23:45 / 22:45 საათზე იწყება.

ვალვერდე: “მესი მაშინ გამოვიდა მოედანზე, როცა ეს საჭირო გახდა”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ტურინის “იუვენტუსი” კატალონიის “ბარსელონას” დაუვხდა. დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელები პირველი ადგილით გავიდნენ ჯგუფიდან.

პრინციპული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “ბლაგურნას” მთავარა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

“მესის ტრავმა არ ჰქონდა. უბრალოდ, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ამიტომ აუცილებელია, ზოგჯერ, დასვენების საშუალება  მივცეთ. ხოლო, როცა ზეწოლის გაძლიერება გახდა საჭირო, ის საქმეში ჩაერთო. მან ჩვენს შეტევებს მრავალფეროვნება შემატა.”

“ჩვენი მიზანი იყო, რომ მარკს ბევრი სეივის გაკეთება არ დასჭირვებოდა. დღეს, მას ხშირად არ გამოუჩენია თავი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ის უდაოდ კარგ ფორმაშია. დიბალას წიინააღმდეგ გერმანელმა მშვენივრად ითამაშა.”

“ბედნიერი ვარ, რომ რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. წინ ახალი თავგადასავლები გველის,” – აცხადებს ვალვერდე.

ალეგრი: “ჭიქები მაინც ავავსოთ, ჩვენ ხომ “ბარსელონას” წინააღმდეგ თავი კარგად დავიცავით”

დღეს კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრა და მეტოქესთან უგოლო ფრე გააგორა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შემდეგ ჟურნალისტებს იტალიელთა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ესაუბრა.

“ეს ჩვენი პირველი უგოლო ფრე იყო ამ სეზონში. “ბარსელონა” თავს შესანიშნავად იცავდა. მათ აგვისტოს შემდეგ მხოლოდ ოთხი გოლი მიიღეს თავიანთ კარში. პირველ ტაიმში რამდენიმე შანსი შევქმენით, მაგრამ შემდეგ კატალონიელებმა სივრცეები ჩაკეტეს ფლანგებზე და ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.”

“მიზანი ცალსახაა: საბერძნეთში მოგება! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯგუფიდან გავალთ. სხვა მხრივ, იმის იმედზე უნდა ვიყოთ, რომ “სპორტინგი” ბარსელონაში ვერ მოიგებს. მოდი, დავივიწყოთ, დღევანდელი. ჩვენ ხომ “ბარსელონას” დავუპირისპირდით. შეგვიძლია, ჭიქები მაინც ავავსოთ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მათ წინაშე თავი კარგად დავიცავით,” – აცხადებს ალეგრი.

კარიკატურა: ომარ მომანი “სევილია” – “ლივერპულის” მატჩს გამოეხმაურა (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “სევილიამ” “ლივერპულს” უმასპინძლა და ფრედ 3:3 ითამაშა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ინგლისელები მეტოქეს 3:0 ანადგურებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში მაპინძელთა საოცარი თამაშისა და “ლივერპულის” უყურადღებობის შემდეგ, “სევილიამ” 3 გოლი გაიტანა და მატჩი გადაარჩინა.

ამ ყველაფერს ცნობილი კომიკოსი ომარ მომანი გამოეხმაურა, სადაც აღბეჭდილია, თუ რამდენად გაბრაზებულია იუგენ კლოპი მორენოს ცუდი თამაშის გამო.

“სევილია” – “ლივერპული”: სასტარტო შემადგენლობები

სულ მალე ესპანეთში ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “სევილია” “ლივერპულს” უმასპინძლებს და შეიძლბა ითქვას, რომ ჯგუფის ლიდერის ვინაობაც გაირკვევა.

ჩვენ კი მატჩის დაწყებამდე გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს:

“სევილია”: რიკო, მერკადო, გაისი, ლენგლეტი, ესკუდერო, ზონზი, პიზარო, ნოლიტო, ბანეგა, სარაბია, ბენ იედერი.

“ლივერპული”: კარიუსი, გომესი, ლოვრენი, კლავანი, მორენო, მანე, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კოუტინიო, ფირმინიო, სალაჰი.

ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია “აპოელთან” შეხვედრამდე

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები შედგება. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” ნოქოზიის “აპოელს” დაუპირისპირდება.

თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა.

“მადრიდული დერბი რთული გამოდგა. გასაგებია, რომ ბენზემამ ცუდი შეფასება მიიღო, თუმცა, დამიჯერეთ, ის გუნდში პირველია, რომელსაც გაცილებით მეტის ჩვენება და გაკეთება უნდა, ვიდრე ამას ახლა ახერხებს. აქ ვარ, რათა დავეხმარო ყველა მოთამაშეს, არა მხოლოდ კარიმს.”

“გუნდში ახალაგზრდა ფეხბურთელები გვყავს. ერთ-ერთი ასეთი ასენსიოა, რომელსაც სათამაშო დრო ნამდვილად მოემატა. ის ყოველ დღე ვითარდება. ასევე, აღვნიშნავ დანი სებალოსის პროგრესს, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამ გუნდში ყველას შეუძლია, რომ მაღალ დონეზე, სტაბილურად ითამაშოს.”

“ვიცით, ჩვენი სამუშაოს სირთულე. მადრიდის “რეალს” წარმოვადგენთ და გაცილებით მეტი ძალისხმევის გამოჩნეა გვმართებს, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ; ის დიდი შედეგი, რომელსაც ხალხი ელოდება. ყველას უნდა, რომ მეტი ითამაშოს. ჩემი გუნდის წევრები შანსებს ელიან. სწორედ მე გადავწყვეტ, ვინ რამდენ ხანს გავა მოედნაზე. ესაა ჩემი საქმე. ერთადერთს, რასაც სპორტსმენებს ვთხოვ, ისაა, რომ, როცა ვეტყვი, მოემზადონ და მაქსიმალურად კონცენტრირდნენ.”

“აპოელი” მშვენიერი გუნდია. მათ დაამტკიცეს, რა შეუძლიათ. მათ ჩემპიონატს არ ვუყურებ და კლუბის შესაძლებობებზე, იქიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნას ისინი ნამდვილად იმსახურებენ. “ბერნაბეუზე” მათ კარგად ითამაშეს. ხვალ რთული მატჩი გველის და მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ,” – ამბობს “ზიზუ”.

 

“ბარსელონას” “იუვენტუსთან” შეხვედრაში ექვსი ფეხბურთელი დააკლდება

ზეგ კატალონიის “ბარსელონა” ტურინში, “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით შედგება.

საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” იტალიაში ექვსი ფეხბურთელი ვერ წაჰყვება. რაფინიას, უსმან დემბელეს, ხავიერ მასკერანოს, არდა თურანს, სერხი რობერტოსა და ანდრე გომეშს ტრავმები აქვთ. სოწრედ ამიტომ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პირველ გუნდში ისეთ ახალგაზრდებს უხმო, როგორებიცაა: ორტალა, კუენკა, ფალი, ვიტინიო, მოისესი, მარკი.

“ბარსელონა” ხვალ გაემგზავრება იტალიაში. გეტყვით, რომ ესპანელებს ფრეც აწყობთ, რათა ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ: მათ ათი ქულა აქვთ და სამით უსწრებენ მეორეადგილოსან “ბებერ ქალბატონს”, რომელსაც “კამპ ნოუზე” 3:0 სძლიეს. ვალვერდეს ბიჭები მეექვსე ტურის მატჩს სახლში, “სპორტინგთან” გამართავენ.

ხედირა: “ბუფონს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უნდა დავეხმაროთ”

ტურინის “იუვენტუსის” გერმანელმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ იტალიის ნაკრების მიერ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის დაკარგვაზე გააკეთა კომენტარი.

“იტალიის მარცხი? ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდა. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, როდესაც ატირებული ბუფონი ვნახე. ვწუხვარ იტალიელების გამო.

როდესაც იტალიის გამოვარდნის შესახებ გავიგე, ბუფონს წერილი გავუგზავნე. მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვები უმნიშვნელოა. ბუფონს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა დარჩა მოსაგები, ჩვენ კი ამის გაკეთებაში მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ,” – ციტირებს ხედირას სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის შემდეგ სანაკრებო კარიერა სამმა უდიდესმა იტალიელმა ფეხბურთელმა, დე როსიმ, ჯიჯი ბუფონმა და კიელინიმ დაასრულეს.

მოურასა და მარკინიოსს შვილები შეეძინათ – ცხრა თვის წინ “პსჟ”-მ “ბარსა” გაანადგურა

“პსჟ”-ს ფეხბურთელებმა, ლუკას მოურამ და მარკინიოსმა მსოფლიოს სასიხარულო ამბავი აუწყეს – ორივე მათგანს შვილი შეეძინა. ამ ფაქტების შესახებ ფეხბურთელებმა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გააგებინეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ზუსტად ცხრა თვის წინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “პსჟ”-მ “ბარსელონა” ანგარიშით, 4-0 გაანადგურა. ამ მატჩში ზემოთ ნახსენები ორივე სპორტსმენი თამაშობდა.

შეგვიძლია, გავყვეთ საინტერესო თეორიას…

შმელცერი: “ამ სიტუაციიდან ერთად უნდა გამოვდეთ”

დღეს დორტმუნდის “ბორუსია” საკუთარ მოედანზე ნიქოზიის “აპოელს” დუაპირისპირდა და ფრე, 1-1 ითამაშა.

დაძაბული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გერმანელთა კაპიტანი, მარსელ შმელცერი ესაუბრა.

“ბევრი შანსი გვქონდა. განსაკუთრებით, ამას პირველ ტაიმზე ვიტყოდი. სწორედ მატჩის ამ ნაწილში უფრო მეტი უნდა გაგვეტანა. რთული პერიოდი გვაქვს. ძალები უნდა მოვიკრიბოთ და ამას მწვრთნელთან ერთად გავუმკლავდეთ. ჩვენ თავდადებულად ვითამაშეთ, თუმცა სათანადო შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ.”

“ვფიქრობ, ეს შეხვედრა კვიპროსში გამართულ შეხვედრას ჯობდა. იქ ამდენი მომენტი არ გქვონია. შესაბამისად, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რომ ამ რთული სიტუაციიდან მოვნახოთ გამოსავალი,”  – აცხადებს შმელცერი.

ზიდანი: “მიყვარს, როცა რთულ სიტუაციაში ვვარდებით”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის “რეალი” ინგლისის დედაქალაქ ლონდონს ესტუმრება და “უემბლიზე” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.

პრინციპული შეხვედრის წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“წინ დიდი გამოწვევაა. თუმცა, ენთუზიასმით და ვნებით ვართ აღვსილები. ყველაფერს ვიზამთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ამ სეზონში ბევრი რთული მომენტი გვქონდა. რა თქმა უნდა, არ მომწონს წაგების შეგრძნება. ახლა კიდევ ერთი დიდი დაბრკოლება გვაქვს წინ – შესაბამისად, არსებობს დიდი გამარჯვების მოპოვების შანსიც. როცა საქმე რთულად მიდის, უფრო მეტად გვინდა, რომ მოვიგოთ.”

“არ ვფიქრობ, რომ “ჟირონასთან” გამართული შეხვედრა “რეალში” ჩემი მწვრთნელობის პერიოდში ჩატარებულ მატჩებში ყველაზე ცუდი იყო. ეს ფეხბურთია და, როცა აგებ, აანალიზებ ამ შედეგის გამომწვევ ფაქტორებს. ჩენ ნამდვილად არ ვითამაშეთ კარგად და ამ ხარვეზებს აუცილებლად აღმოვფხვრით. კატალონიელებთან დაპირისპირებაზე მეტს აღარ ვფიქრობთ. ახლა წინ ახალი შეხვედრაა. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობთ და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვებას ვაპირებთ,” – აცხადებს “ზიზუ”.