ტერი ტრავმირებულია, ფაბრეგასის თამაში საეჭვოა – როგორ ითამაშებს “ჩელსი” “არსენალთან”?

ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს დღეს გასამართ ლონდონურ დერბიმდე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

“ლურჯებს” დაცვის რამდენიმე მთავარი მოთამაშე აკლია, დაცვის რომელიც აქამდე არაერთ შეცდომას უშვებდა. ცესკ ფაბრეგასი კი სასტარტოში მოხვედრის მთვარი კანდიდატია “ლესტერთან” გაფორმებული დუბლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ კონტეს ბიჭებმა ბოლო სამი მატჩიდან სამივეში მოახერხა 2 გოლის გაშვება : “სუონსისაგან”, “ლივერპულისა” და “ლესტერ სიტისაგან”. “არსენალს” კი შეტევაში საკმაოდ კარგად აქვს საქმე.

გუნდის კაპიტანი, ჯონ ტერი თამაშს ვერ შეძლებს, კონტეს კი სავარაუდოდ დავიდ ლუისისა და გარი კეჰილის დაწყვილება მოუწევს ცენტრში. კლუბის 23 მილიონიანი შენაძენი, მარკოს ალონსო კი სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა.

ფაბრეგასს, რომელსაც პრემიერ ლიგის არცერთი მატჩი არ დაუწყია სასტარტოდან, სავარაუდოდ ოსკარის, ან ნემანია მატიჩის ჩანაცვლება მოუწევს.

შეტევაზე კვლავინდებურად დიეგო კოშტა იზრუნებს, დაცვის ფლანგებს კი სავარაუდოდ ივანოვიჩი და ასპილიკუეტა ჩაიბარებენ. სასტარტოში უნდა მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელებიც, როგორებიც არიან: კურტუა, აზარი, ვილიანი და კანტე.

მორატა: “პრემიერ ლიგის გუნდი ჩემს სანაცვლოდ სარეკორდო თანხას იხდიდა, მაგრამ…”

ალვარო მორატამ “იუვენტუსში” ორი წელი გაატარა და საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო. გასულ ზაფხულზე ესპანელი მადრიდის “რეალმა” დაიბრუნა. ბევრი ვარაუდობდა, რომ “ბლანკოსმა” იმისთვის გადადგა ეს ნაბიჯი, შემდეგ ალვარო უფრო ძვირად გაეყიდა. მაგრამ “რეალმა” ასე არ გააკეთა და ახლაგაზრდა ფეხბურთელი დაიტოვა.

“ფურია როხას” შემტევმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გასულ სატრანფერო ფანჯარაზე “თეთრებს” ლონდონის “ჩელსიმ” ესპანური ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხა შესთავაზა, მაგრამ პერესმა იგი არ დათმო.

“ეს იყო ძალიან მსუყე შემოთავაზება. მე გავხდებოდი ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი მოთამაშე.”

“მადრიდის “რეალმა” “ჩელსის” შემოთავაზება დაბლოკა; პერესმა თქვა, რომ მე გუნდის გეგმებში შევდიოდი. ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება!” – განაცხადა ესპანელმა.

ინგლისის ლიგის თასი: “ჩელსიმ” “ლესტერს” დამატებით ტაიმებში მოუგო (ვიდეო)

გუშინ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს “ლესტერ სიტი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. მე-17 და 34-ე წუთებზე ოკაზაკის დუბლით “მელიები” წინ გაიჭრნენ. პირველი ტაიმის მეორე დამატებით წუთზე კეჰილმა ერთი გოლი გაქვითა.

მეორე ნახევარში “არისტოკრატების” მხრიდან ასპილიკუეტამ ულამაზესი გოლი გაიატანა და ანგარიში გაათანაბრა. ძირითად დროში აღარაფერი საინტერესო მომხდარა.

მატჩის ბედი დამატებით ტაიმებში გადაწყდა. 92-ე და 94-ე წუთებზე ფაბრეგასმა დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს, ანგარიშით, 4-2 გაამარჯვებინა. “ჩელსი” ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალშია!

კურტუა: “მინდა უკან, ესპანეთში დავბრუნდე”

ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯმა, ტიბო კურტუამ მედიასთან საუბრისას გაამხილა, რომ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა უკან ესპანეთში, სადაც ის ადრე “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი მეკარე “ჩელსის” 2011 წელს შეუერთდა “გენკიდან”, რის შემდეგაც, ის მაშინვე გაანათხოვრეს “ატლეტიკო მადრიდში”, სადაც ის 3 წლის მანძილზე ასპარეზობდა.

“თავს ნახევრად ესპანელად ვგრძნობ. მათთან გამომშვიდობება ძალიან გამიჭირდა. მართალია, ცივსისხლიანი ვარ, მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ვიტირე კიდეც.

“ატლეტიკო” ოჯახია. მე კვლავ ვგრძნობ მათ სიყვარულს.” – განაცხადა 24 წლის მეკარემ.

კლოპის “ლივერპულმა” “სტემფორდ ბრიჯიდან” 3 ქულა წამოიღო (ვიდეო)

ახლახან დაბრუნდა ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი, რომელიც “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა. ადგილობრივი “ჩელსის” მეტოქე მერსესაიდული “ლივერპული” გახლდათ.

მატჩი სტუმართა სრული უპირატესობით დაიწყო, კლოპის ბიჭები ტაიმის ბოლოთ ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მართალია, მეორე ტაიმში კოშტამ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა “არისტოკრატებმა” მატჩიდან 1 ქულაც ვერ აიღეს.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ბრანისლავ ივანოვიჩი,ლუისი, კეჰილი, ასპილიკუეტა; კანტე; აზარი, მატიჩი, ოსკარი, ვილიანი; დიეგო კოშტა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ლივერპული”: მინოლე; კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი; ლალანა, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; მანე, სტარიჯი, კოუტინიო

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: დიეგო კოშტა 61′ – ლოვრენი 17′, ჰენდერსონი 36′


ჰენდერსონმა ტიბო კურტუას ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

ჯორდან ჰენდერსონმა “სტემფორდ ბრიჯზე” ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა, რითიც “ლივერპულელთა” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ საქმე პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის მატჩს ეხება, რომლის ეგიდითაც ლონდონურ “ჩელსის” მერსესაიდული “ლივერპული” დაუპირისპირდა.

“ჩელსი” – “ლივერპული”: გუნდების სიმბოლური კომბინირებული შემადგენლობა (ფოტო)

დღეს პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის სადებიუტო შეხვედრაში ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდებიან.

Skysposrt-ი ავრცელებს კომბინირებულ შემადგენლობას, რომელიც “ლივერპულისა” და “ჩელსის” საუკეთესო მოთამაშეებისგან შედგება.

ანტონიო კონტე: “კლოპი დიდებულია, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მისი გუნდის მომავალი მეტოქის, “ლივერპულის” დამრიგებელი, იურგენ კლოპი შეაქო. იტალიელმა სპეციალისტმა კლოპს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.

“იურგენი დიდებული მწვრთნელია, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში” – განაცხადა კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

“მე მას ვიცნობ, თუმცა არც ისე კარგად. ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ გვაქვს ნათამაშები, პრე-სეზონის მატჩში. მიუხედავად ამისა, ძალიან მიხარია, რომ ხვალ მის ნახვას შევძლებ.” – განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატები” 10 ქულით მეორე ადგილს იკავებენ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, მერსესაიდელები – მე-7 ადგილს.

რადამელ ფალკაომ “ტოტენჰემის” ფანებს სათანადო პასუხი გასცა (ვიდეო)

რადამელ ფალკაო სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ბოლოს იცინოდა – მას შემდეგ, რაც ლონდონის “ტოტენჰემმა” ჩემპიონთა ლიგაზე, შინ “მონაკოსთან” წააგო, ლონდონელთა გამწარებულმა “ჩელსის” ყოფილ ფორვარდზე მიიტანეს იერიში.

“სპურსის” ფანები მას “ჩელსისგან” უარყოფილს” უწოდებდნენ – ამის პასუხად, კოლუმბიელმა ფორვარდმა ინგლისელ ფანებს მატჩის ანგარიში შეახსენა.

პრემიერ ლიგის გუნდი გრიზმანში რეკორდულ თანხას იხდის

Sunday Express-ი იტყობინება, რომ ლონდონის “ჩელსი” მომავალ ზაფხულზე ანტუან გრიზმანის შეძენას აპირებს.

როგორც ირკვევა, ანტონიო კონტეს “არისტოკრატების” ხელმძღვანელობასთან უკვე ჰქონდა საუბარი ფრანგის ტრანსფერის თაობაზე. ნახსენებ წყაროს თუ დავუჯერებთ, ინგლისელები საფრანგეთის ნაკრებისა და “ატლეტიკოს” შემტევში მინიმუმ 86 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

გასულ ზაფხულზე პოგბაში “მაჩესტერმა” 89 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც, ჯერჯერობით, რეკორდული თანხაა. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გამორიცხული, რომ მომავალ ზაფხულზე ეს რეკორდი გრიზმანის ტრანსფერმა მოხსნას.

ოსკარი: “კონტემ თვითრწმენა დამიბრუნა”

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ოსკარმა განაცხადა, რომ “ჩელსიში” ანტონიო კონტეს მისვლამ მასზე დადებითად იმოქმედა.

“კონტემ თვითრწმენა დამიბრუნა. ახლა, თავს მშვენივრად ვგრძნობ და კარგადაც ვთამაშობ. იმედია, ყველაფერი ასევე გაგრძელდება.

ბოლო დროს, 10-იანის ან ვინგერის პოზიციაზე მიწევდა თამაში, ახლა კი ჩემს მშობლიურ პოზიციას დავუბრუნდი. კონტეს თაოსნობით, კვლავ რვიანის ფუნქციებს შევასრულებ.

“ჩელსიში” საკმაოდ კარგი დრო გავატარე და ბევრ წარმატებასაც მივაღწიე – კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა, ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოვიგე.

მხოლოდ წინა სეზონი იყო გამონაკლისი. ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე სეზონში იგივე არ განმეორდება.”

“კრისტალ პალასმა” ტრავმირებული ლოიკ რემი უკან, “ჩელსიში” გაუშვა

ლოიკ რემი მშობლიურ “ჩელსიში” დაბრუნდა, რათა “კრისტალ პალასის” გუნდთან ერთად ვარჯიშისას მიღებული მუხლის ტრავმა მოიშუშოს.

შეგახსენებთ, რომ ლოიკ რემიმ “არისტოკრატთა” ბანაკი ამა წლის 30 აგვისტოს დატოვა. მან “არწივებთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც, ის კვლავ “სტემფორდ ბრიჯზე” უნდა დაბრუნდეს.

ამის შესახებ განცხადება “პალასის” თავკაცმა, ალან პარდიუმ გააკეთა:”იმედი გვქონდა, რომ ის ჩვენი გუნდის წარმატებაში დიდ როლს ითამაშებდა, თუმცა ახლა რემი ტრავმირებულია. ის რამოდენიმე კვირით დაგვაკლდება.”