ჩეხი: „არსენალის“ მცველებს სამ სხვადასხვა ენაზე ვესაუბრები“

„არსენალის“ მეკარემ პეტრ ჩეხმა მატჩების დროს თავისი გუნდის მცველებთან კონტაქტის შესახებ ისაუბრა.

„მონრეალსა და ბალიერს ესპანურად, კოშელნის – ფრანგულად, მერტეზაკერს კი ინგლისურად ვესაუბრები. ამ უკანასკნელმა ინგლისური ჩემ მსგავსად იცის და სხვებს დარიგებებს სწორედ ამ ენაზე აძლებს. თუმცა, ასე ხშირად არ ხდება.

„არსენალში“ ტრანსფერი? ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ ყოველთვის მინდოდა იმ გუნდში მეთამაშა, რომელიც იმარჯვებს. „არსენალის“ რომ არ მჯეროდეს, აქ არ გადავიდოდი. ფეხბურთს იმიტომ არ ვთამაშობ, რომ საუკეთესოებთან ვკონკურირებდე, უბრალოდ, მოგებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ“, – ციტირებს ჩეხს „მირორი“.

აზარი: „ჩელსის“ ამ სეზონში ორი ტიტულის მოგება შეუძლია“

„ჩელსის“ ნახევარმცველის ედენ აზარის აზრით, მიმდინარე სეზონში მის გუნდს ორი ტიტულის მოგება შეუძლია. ცნობისთვის, „ლურჯები“ ამჟამად პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-14 საფეხურზე იმყოფებიან.

„თუ სეზონის მეორე ნახევარში საქმეები უკეთესად იქნება, „ჩელსი“ ორი ტიტულის მოგებას შეძლებს. ახლა მოგება უნდა დავიწყოთ, რათა თავდაჯერებულობა აღვიდგინოთ. რაც შეიძლება ხშირად მოგება გვჭირდება“, – ციტირებს ბელგიელს „არისტოკრატთა“ ოფიციალური ვებგვერდი.

ყველაზე სუსტი კლუბი, რომელმაც მოურინიოს კონტრაქტი შესთავაზა

ბრაზილიური კლუბი „იბისი“, რომელიც 1980 წელს თავისი ანტირეკორდით (55 ვერმოგებული მატჩით) არის ცნობილი, თურმე „ჩელსიდან“ გაშვებული ჟოზე მოურინიოს გადაბირებას ცდილობდა.

ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულს ეს კლუბი ორწლიან კონტრაქტს სთავაზობდა, რომლის თანახმად, თვეში ერთხელ მოურინიოს საჭმლით მოამარაგებდნენ, ყოველი წაგებული მატჩის შემდეგ კი ის ბონუსებს მიიღებდა, ხოლო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, მას ავტომატურად გაათავისუფლებდნენ.

ბოლოსთვის, გეტყვით, რომ ეს წინადადება „იბისმა“ მოურინიოს 28 დეკემბრისთვის შესთავაზა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში პირველ აპრილს უდრის.

ჰიდინკი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფრით დაკმაყოფილდა

„ჩელსის“ მთავარია მწვრთნელმა გულ ჰიდინკმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უგოლოდ დასრულებული შეხვერის შესახებ ისაუბრა.

„ერთ ხმვრივ, მიხარია, რომ ფრედ ვითამაშეთ, სხვა მხვრივ, მოსაგებად ორი მომენტი გვქონდა. შემტევი ხაზის რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, ამიტომ ცვლილებები მოგვიწია. ჯამში, დავკმაყოფილდი.

აზარი ძალიან მოძრავია და ნებისმიერი ადგილიდან თამაში შეუძლია. მას მარცხნიდან მოქმედება ურჩევნია, თუმცა ცენტრში კარგად თამაშის უნარი გააჩნია. შემტევი ხაზის ყველა ფეხბურთელი ტრავმირებულია, ამიტომ, ადაპტირება მოგვიწია“, – განაცხადა ფეხბურთს ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

„ჩელსიმ“ ჩეხს რეკორდის მიღწევა მიულოცა

„ჩელსიმ“ თავის ყოფილ მეკარეს პეტრ ჩეხს, რომელიც ამჟამად „არსენალის“ კარს იცავს, პრემიერლიგის რეკორდის დამყარება მიულოცა.

„ჩვენს ლეგენდას პეტრ ჩეხს პრემიერლიგის „მშრალი“ მატჩების რეკორდის მიღწევას ვულოცავთ“, – წერია „არისტოკრატთა“ ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „ბორნმუტთან“ ანგარიშით 2:0 მოგებული მატჩი ჩეხისთვის პრემიერლიგაში 170-ე გამოდგა, რომელშც მას გოლი არ გაუშვია. აქედან 162 შეხვედრა მან „ჩელსიში“ ჩაატარა.

პეტრ ჩეხმა პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში ლონდონის „არსენალმა“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ეს შედეგი „მეთოფეთა“ მეკარისთვის პეტრ ჩეხისთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან მან პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა – კერძოდ, ჩეხმა ინგლისის ჩემპიონატში 170-ე მშრალი მატჩი ჩაატარა, რითიც, ამ მაჩვენებლით, ტურნირის ისტორიაში პირველ ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ჩეხი პრემიერლიგაში 2004 წლიდან თამაშობს.

ლამპარდი: „არამგონია, მოურინიოს გაშვებისას ფეხბურთელებს შორის რაიმე გარიგება ყოფილიყო“

„ჩელსის“ ლეგენდა ფრენკ ლამპარდი, რომელიც ამჟამად „ნიუ-იორკ სიტის“ რიგებში თამაშობს, არ ფიქრობს, რომ ლონდონური კლუბისდ ფეხბურთელები მოურინიოს გასაშვებად სპეციალურ გარიგებაში იღებდნენ მონაწილეობას.

„ვფიქრობ, გარიგების შემთხვევაში, კლუბში საჭირო ხალხი შეკრები არ არის. „ჩელსის“ მოთამაშეებსა და თვითონ კლუბს ვიცნობ, ეს გარიგება არ იყო.

უბრალოდ, ფეხბურთელებმა სათანადოდ ვერ ითამაშეს. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ეჭვებს ეძებენ, მაგრამ პასუხი საფეხბურთ მინდორზეა“, – ციტირებს პორტუგალიელს „დეილი მეილი“.

ჰიდინკი: „ჩელსის“ „უოტფორდთან“ მოგება შეეძლო“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრნელმა გუს ჰიდინკმა „უოტფორდთან“ ფრედ 2:2 დასრულებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ჯამში, ეს სამართლიანი შედეგია. „უოტფორდი“ პატივისცემას იმსახურებს, რადგან ამ გუნდს მოგებათა სერია ჰქონდა. მის რიგებში კარგი თავდამსხმელები თამაშობენ. და მაინც, მეტის მიღწევა შეგვეძლო. ბევრი შანსი გვქონდა. სამწუხაროა, რომ პენალტის შესრულებისას ოსკარს ფეხი დაუცდა. დიეგო კოსტამ თავისი ეფექტურობა შესრულებული დუბლით აჩვენა. როდესაც ის თამაშზე ფიქრობს, მას ყველაფერი გამოსდის. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში კოსტა ვერ დაგვეხმარება, რაზეც მუშაობა მოგვიწევს“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ლუკაკუ: „ყველა ამბობს, რომ „ჩელსი“ მოურინიო გამო დავტოვე“

„ევერტონის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ „ჩელსი“ თავისი ნებით დატოვა.

„ყველა ამბობს, რომ „ჩელსიდან“ მოურინიოს გამო წამოვედი, თუმცა ეს ასე არ არის. გადაწყვეტილება თვითონ მივიღე. მასთან კაბინეტში შევედი და გაშვება ვთხოვე. მოურინიო პირველი იყო, ვინც წარმატება მისურვა, როდესაც „ევერტონთან“ კონტრაქტი გავაფორმე, რის გამო პატივს ვცემ. სამწუხაროა, რომ მას „ჩელსის“ დატოვება მოუწია. ის ჩინებული ადამიანია“, – ციტირებს ლუკაკუს „გარდიანი“.

მოურინიოს აგენტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

ჟოზე მოურინიო აგენტი ჟორჟოზე მენდეში უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმად, მისმა კლიენტმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლონდონის „ჩელსიდან“ გაუშვეს, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოლაპარაკება დაიწყო.

„არ ვიცით, მომავალში რა იქნება. ამჟამად არც კლუბის წინადადება და არც შეთანხმება გვაქვს. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“ , -ციტირებს მენდეშს „Globoesporte“.

მარკო მატერაცი: “ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია”

მილანის “ინტერისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.

“ჟოზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, ამაზე დავა არ ღირს. რატომ? ის ბრწყინვალე ტაქტიკოსია, შესწავლილი ჰყავს ყველა მეტოქე. მოურინიო პირდაპირი ადამიანია და არასოდეს იტყუება. რაც მთავარია, მას შეუძლია, რომ გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნას, რისი გაკეთებაც 25-30 ფეხბურთელში რთულია.

როდესაც ის მადრიდის “რეალის” წვრთნიდა და მილანში, “მილანთან” სათამაშოდ ჩამოვიდა, ტრიბუნებიდან უსტვენდნენ, თუმცა მან მათ სამი თითი დაანახა, რათა ეჩვენებინა, რომ ერთ სეზონში სამი ტიტული ერთად მოიგო”, – ამბობს მატერაცი.

მოურინიოს გათავისუფლებაში დიდი როლი შევჩენკომ ითამაშა – „Calciomercato“

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემის „Calciomercato“-ს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ჟოზე მოურინიოს ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისფულებაში დიდი როლი გუნდის ექს-ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ ითამაშა.

წყაროს ცნობით, უკრაინელს რომან აბრამოვიჩთან ახლო ურთიერთობა აქვს და მას ნებისმიერ დროს კლუბში რომელიმე თანამდებობის დაკავება შეუძლია. რომანო ასევე იმის შესახებ წერს, რომ შევჩენკომ, შესაძლოა, რამდენიმე „ჩელსის“ ფეხბურთელს მოურინიოს გაშვებასთან დაკავშირებით შეტყობინება გაუზაგვანა, რის შესახებაც თავად პორტუგალიელმა არც კი იცის.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა სათქმელია, რომ შევჩენკო აბრამოვიჩთან ერთად აქამდეც უანხავთ.