ვის დანიშნავდა თავისი გუნდის თავკაცად ჟოზე მოურინიო?

„ვესტ ბრომვიჩთან“ ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩის წინ „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მეტოქის თავკაცი ტონი პიულისი შეაფასა.

„თუ ინგლისური კლუბის მფლობელი ვიქნებოდი, მაშინ მთავარ მწვრთნელად ტონი პიულისს დავნიშნავდი. ყველაფერი მარტივია – ეს ადამიანი გუნდის მიზნების მიღწევის გარანტია.

პულისის მაჩვენებლები ძალიან კარგია. მას ის ესმის, რასაც ბევრი არ აფასებს“, – განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთელები, რომლებმაც მოურინიო ვერ მოხიბლეს (მეორე ნაწილი)



აზარი ჟურნალისტების აზრით საუკეთესოა

“ჩელსის” ნახევარმცველი, ედენ აზარი ინგლისელი ჟურნალისტების მიერ პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ იქნა აღიარებული.

ედენმა ეს ჯილდო პირველად მიიღო. უკანასკნელ სამ სეზონში ეს ჯილდო მიიღეს: ლუის სუარესი(“ლივერპული”, 13/14); გარეთ ბეილი(“ტოტენჰემი”, 12/13) და რობინ ვან პერსი(“არსენალი”, 11/12).

მანამდე, ბელგიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე ინგლისის წლის ფეხბურთელად დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში, ედენ აზარმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 14 გოლი და გააკეთა რვა საგოლე გადაცემა.

ჟურნალისტებმა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ინგლისის ფეხბურთის ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ბელგიელმა ხმათა 53% დააგროვა, რითაც „ტოტენჰემის“ თავდამსხმელ ჰარი კეინს აჯობა. მესამე ადგილზე კი აზარის თანაგუნდელი, გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი გავიდა.

აქამდე აზარმა წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ინგლისის პროფესიონალი ფეხბურთელების ვერსიითაც მიიღო.

როგორ მოიქცა სესკ ფაბრეგასი, როცა მას გულშემატკივრები ამხნევებდნენ (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მოიქცა სესკ ფაბრეგასი “ლივერპულთან” გამართულ მატჩში, როცა მას გულშემატკივრები ამხნევებდნენ.

როგორ მიულოცეს “ლივერპულის” ფეხბურთელებმა “ჩელსის” ჩემპიონობა (ვიდეო)

10 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო.

მატჩის დაწყების წინ, ლივერპულელმა ფეხბურთელებმა ლონდონელებს ჩემპიონობა მიულოცეს.

“ჩელსი” “ლივერპულს” დაუზავდა

პრემიერ ლიგის 36-ე ტურში, “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” “ლივერპულს” დაუზავდა, სადაც გამარჯვებული არ დაფიქსირებულა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

“ჩელსი” 1-1 “ლივერპული”

გოლი: ტერი ‘5 – ჯერარდი ’44

შკრტელი: “ჩელსი უკვე ჩემპიონია, მაგრამ…”

“ლივერპულის” მცველმა, მარტინ შკრტელმა “ჩელსისთან” გასამართ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

“ჩვენი მეტოქე უკვე ჩემპიონია, რამაც შესაძლოა შეხვედრას გარკვეული დაღი დაასვას. მაგრამ, ფეხბურთელმა ყოველთვის უნდა იბრძოლოს საკუთარი გულშემატკივრებისა და გუნდისთვის. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს რთული მატჩი გველის.

ჩვენი კლუბების დაპირისპირებების ისტორია უკვე საკმაოდ მდიდარია. ასე რომ, შეხვედრა მოლოდინს გაამართლებს. ჩვენ სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ” – განაცხადა შკრტელმა.

მოურინიო: „ჩეხი სხვა ინგლისურ კლუბში არ გადავა“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიო თქმით, პეტერ ჩეხი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა ინგლისურ კლუბში არ ითამაშებს.

„ყველაფერი ჩემგან რომ ყოფილიყოს დამოკიდებული, ჩეხს მაშინაც დავტოვებდი, თუ მას ეს არ მოუნდებოდა. ვფიქრობ, კლუბი მოთამაშეზე უფრო მნიშვნელოვანია. გუნდს ორი მაღალი დონის კარის დარაჯი აუცილებლად უნდა ჰყავდეს. არამგონია, ჩეხის გარეშე წელს ჩემპიონები გავმხდარიყავით, რადგან მან პრემიერლიგის ექვს მნიშვნელოვან შეხვედრაში ითამაშა. ამ ქულების გარეშე პირველ ადგილზე ვერ ვიქნებოდით.

ჩემთვის ძირითადი ვარიანტი მისი ჩვენთან დარჩენაა. ინგლისურ კლუბში ის ზუსტად არ გადავა“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიო: “თქვენ გგონიათ, მესი რომ მყავდეს, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებ?”

კურტუა: “ტიტულების მოსაგებად საიმედო დაცვაა საჭირო”

“ჩელსის” მეკარემ, ტიბო კურტუამ პრემიერ ლიგის მოგებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გასულ კვირას, რამდენიმე ტურით ადრე, ლონდონურმა გუნდმა ინგლისის ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა.

35 მატჩის შემდეგ, “არისტოკრატთა” გაშვებული გოლების გრაფაში მხოლოდ 27 ეწერა. მოურინიომ ამის გამო დაცვა შეაქო.

“ვფიქრობ, რომ სეზონის დასაწყისში დაცვა არეული იყო. ადვილად გვეპარებოდა კონტრ-შეტევები და ამის გამო, ხშირად ვისჯებოდით. სამი თვის განმავლობაში ბევრი გოლი გვქონდა გაშვებული,”-განაცხადა კურტუამ Sky Sports-თან ინტერვიუში.

“იმისთვის, რომ ტიტულები მოიგო, საჭიროა საიმედო დაცვა გყავდეს. სამწვრთნელო შტაბი ამ მხრივ საუკეთესო იყო, მათ ისე მოახერხეს გუნდის გადაწყობა, რომ დაცვის ხაზი გაუვალი კედელივით იდგა”.

მოურინიო: “თქვენ გგონიათ, მესი რომ მყავდეს, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებ?”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კატალონიის “ბარსელონას” ლიდერზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ნებისმიერი ინგლისური გრანდი მესისთან ერთად ჩემპიონთა ლიგას უპრობლემოდ მოიგებდა.

“ვფიქრობ, ამ ბიჭს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. როგორ ფიქრობთ, “მანჩესტერ სიტი” მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა? “ჩელსი” და “არსენალი” მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ შეძლებდნენ? “მანჩესტერ იუნაიტედი” მასთან ერთად თასს ვერ დაეუფლებოდა? მე ვფიქრობ, მესისთან ერთად ინგლისური კლუბები ჩემპიონთა ლიგას მოიგებდნენ.

არსებობს გუნდი და არსებობს მესი. როცა გვარდიოლა “ბარსელონას” წვრთნიდა, მესიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ახლა, კატალონიელებს ლუის ენრიკე თავკაცობს და გუნდი ფინალთან ძალიან ახლოსაა. ერთ დღესაც, მესის მწვრთნელი ანტონი რომ იყოს, ჩემპიონთა ლიგას ისიც მოიგებდა”, – ამბობს მოურინიო.

გრიზმანი “ჩელსით” დაინტერესდა

“ატლეტიკოს” ფეხბურთელი, ანტუან გრიზმანი არაა წინააღმდეგი, გუნდი კიდევ ერთხელ შეიცვალოს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ფრანგი მოხარულია ლონდონური გუნდის მისდამი დაინტერესებით. “ჩელსი” აპირებს მადრიდული გუნდიდან ფეხბურთელების გამოხიკვას. ისინი არ ჩერდებიან დიეგო კოშტაზე და ფილიპე ლუისზე.

ამის მიუხედავად, “ლეიბებს” არ სურთ გრიზმანის გაშვება და ექს-“სოსიედადელთან” ახალ კონტრაქტზე დაიწყეს მოლაპარაკება.

თავად ანტოინმა უნდა იცოდეს, რა დოზით იჩენს ინტერესს “არისტოკრატული” გუნდი მის მიმართ, რადგან უთხრას თუ არა უარი “ატლეტიკოს” ახალი ხელშეკრულების თაობაზე. ჩოლო სიმეონე ფრანგ 70 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში, 24 წლის თავდამსხმელმა 22 გოლი გაიტანა.

ტერი დროგბას დარჩენას იმედოვნებს

„ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი თვლის, რომ დიდიე დროგბამ კლუბთან ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.

„დიდიეს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, თუმცა მიმდინარე სეზონში დიეგო კოსტამ ძირითად შემადგენლბოაში ადგილი დაიმსახურა. თავის მხვრივ, დროგბა გასახდელში დიდ როლს ასრულებს, რადგან ის ძალიან გამოცდილია. იმედია, დიდიე გუნდში დარჩება“, – განაცხადა ტერიმ.