20 იანვარს, ინგლისის ლიგის თასზე, “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრაში (1:1) კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.
ჭდე: ჩელსი
რა მოხდა ჯონ ტერისა და რაჰიმ სტერლინგს შორის გუშინდელ მატჩში (ვიდეო)
სტერლინგი: „ჩელსის“ მეორე მატჩში გაუჭირდება“
„ლივერპულის“ ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგმა „ჩელსისთან“ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც გოლით გამოირჩა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
„რა თქმა უნდა, შესვენების დროს გული დაგვწყდა, რომ ვაგებდით. გვესმოდა, რომ ბოლომდე უნდა გვებძოლა. ჩინებული ქამბექი გამოგვივიდა.
ბურთის ფლობას ვცდილობდით და „ჩელსის“ კარს მუდმივად ვუტევდით. მიხარია, რომ გავიტანე და გუნდს დავეხმარე.
„ლივერპული“ ყოველთვის თამაშშია. „ჩელსის“ მეორე მატჩში გაუჭირდება. იმედია, გასვლაზე სასურველ შედეგს მივაღწევთ.
ვფიქრობ, პაუზა ძალიან დაგვეხმარა. არის მომენტები, როდესაც დასვენება აუცილებელია. მწვრთნელმა დამასვენა, რაც გამომადგა კიდეც“, – განაცხადა სტერლინგმა.
ტიერი ანრი, სესკ ფაბრეგასი და მარიო ბალოტელი “პუმას” ახალ რეკლამაში (ვიდეო)
ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა “პუმამ” ახალი რეკლამა გადაიღო, რომელშიც მონაწილეობა ტიერი ანრიმ, სესკ ფაბრეგასმა და მარიო ბალოტელიმ მიიღეს.
მოურინიო: „ჯერარდი თითქმის „ჩელსის“ ფეხბურთელი იყო“
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ წარსული გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი კლუბი 2005 წელს „ლივერპულის“ კაპიტნის სტივენ ჯერარდის შეძენას ცდილობდა.
„ჯერარდის დასამატებლად ყველაფერი გავაკეთეთ და მიზანს თითქმის მივაღწიეთ კიდევ. ცენტრში მაკელელეს, ჯერარდისა და ლამპარდის ტრიოზე ვოცნებობდი. მაშინ ათიანის გარეშე ვთამაშობდით. მაკელელე მცველების წინ მოქმედებდა. მე, ბატონი აბრამოვიჩი და პიტერ კენიონი ამაზე ბევრს ვფიქრობდით.
ჯერარდის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მას „ჩელსისნაირ“ გუნდში თამაში უნდოდა, თუმცა მას პირადად ამის შესახებ არ უთქვამს. საბოლოოდ, ტრანსფერი ვერ შედგა, რის გამოც გული დამწყდა. სტივენი ყოველთვის „წითელი“ იქნება. ვფიქრობ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – ციტირებს პორტუგალიელს ВВС.
„სუონსი“ – „ჩელსი“ 0:5
ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში გათამაშების ცხრილის ლიდერი „ჩელსი“ გასვლაზე „სუონსის“ შეხვდა და ანაგრიშით 5:0 გაანადგურა.
პირველი გოლი მატჩის პირველივე წუთზე ოსკარმა გაიტანა. „ლურჯების“ უპირატესობა მე-20 წუთზე გაიზარდა, როდესაც სესკ ფაბრეგასის პასით გოლის გატანა დიეგო კოსტამ მოახერხა. თოთხმეტ წუთში კოსტამ დუბლიც გაიფორმა, 36-ე წუთზე კი იგივე ოსკარმაც გააკეთა – 4:0.
მეორე ნახევარში 79-ე წუთამდე არაფერი შეცვლილა, როდესაც გოლი ანდრე შურლემ გაიტანა.
საბოლოოდ, 5:0 და ჟოზე მოურინიოს გუნდი სახლში კარგი განწყობითა და 3 ქულით ბრუნდება. ამჟამად „არისტოკრატთა“ მონაგარი 52 ქულაა.
„სუონსი“ – „ჩელსი“ 0:5
გოლები: ოსკარი 1′, 36′, დიეგო კოსტა 20′, 34′, შურლე 79′
ტერიმ “ჩელსის” რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა
ლონდონის “ჩელსის” კაპიტან ჯონ ტერისთვის ინგლისის პრემიერლიგის XXII ტურში “სუონსი სიტის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა კლუბის რიგებში ჩატარებული 649-ე მატჩი გახლდათ. ამ მაჩვენებლით ინგლისელმა მცველმა “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ჩამოიტოვა და მესამე ადგილი დაიკავა.
“ჩელსის” რიგებში ყველაზე მეტი მატჩი რონ ჰარისს აქვს ჩატარებული. მას კლუბის ფორმით 795 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. მეორე ადგილზეა პიტერ ბონეტი, 729 მატჩით.
ათი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი, რომლებიც ფეხბურთელებს ჰყავთ
საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ათი ფეხბურთელი, რომელთაც ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები ჰყავთ.
*თანხები მოცემული ფუნტ სტერლინგის სახით
10. ნანი – ლამბორგინი გაილარდო LP 550-2
ფასი: 140 000
9. არდა თურანი – მერსედეს-ბენც SLS AMG
ფასი: 145 000
8. დიდიე დროგბა – მერსედეს SL65-AMG
ფასი: 150 000
7. უეინ რუნი – ასტონ მარტინი Vanquish S
ფასი: 150 000
6. ჟერმეინ პენანტი – ასტონ მარტინი DBS
ფასი: 170 000
5. ფრენკ ლამპარდი – ფერარი 458
ფასი: 200 000
4. ობაფემი მარტინსი – ლამბორგინი N50M
ფასი: 250 000
3. დევიდ ბექჰემი – როლს როის ფანტომი
ფასი: 350 000
2. ელ ჰაჯი დიუფი – მერსედეს-ბენც SLR მაკლარენი
ფასი: 420 000
1. კრიშტიანო რონალდუ – ფერარი 2014
ფასი: 2 მილიონი
“ჩელსი” – “ნიუკასლი” 2-0
ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში “ცელსიმ” “ნიუკასლს” უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით მოუგო.
“ჩელსი” 2-0 “ნიუკასლი”
გოლები: ოსკარი 43′ ; დიეგო კოსტა 59′
„ჩელსიმ“, შესაძლოა, შურლე გაყიდოს
ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ანდრე შურლეს თამაშით უკმაყოფილოა.
ლონდონელები უკვე ახლა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფიქრობენ. შესაძლოა, პორტუგალიელი სპეციალისტისთვის პრიორიტეტად სწორედ გერმანიის ნაკრების მოთამაშის გაყიდვა გახდეს.
თავად ფეხბურთელს იანვარში გუნდიდან წასვლა არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გერმანულ კლუბს მასთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი აქვს.
შურლოეს შესაძლო შემცვლელის სახით, ლონდონელები დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ მარკო როისსა და „ფიორენტინას“ მოთამაშეს ხუან კუადრადოს განიხილავენ.
მოურინიოს გადაცდომაში სდებენ ბრალს
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს გადაცდომაში სდებს ბრალს.
კერძოდ, საუბარია 28 დეკემბერს, პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ მოურინიოს მიერ თქმულ ფრაზაზე. აღნიშნულ შეხვედრაში “პენსიონერთა” ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, პორტუგალიელმა თავკაცმა კი თქვა, რომ მისი გუნდის წინაარმდეგ კამპანიაა გაჩაღებული.
13 იანვრამდე მოურინიოს აღნიშნულ ბრალდებაზე პასუხის გაცემის უფლება აქვს, რის შემდეგაც საქმის საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ.
რამირესი მხოლოდ „ჩელსიზე“ ფიქრობს
„ჩელსის“ ნახევარმცველმა რამირესმა მადრიდის „რეალისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ მხრიდან მის მიმართ ინტერესზე ისაუბრა.
„იუვენტუსი“ და „რეალი“ მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი კლუბები არიან. მათი მხრიდან ინტერესის შესახებ ინფორმაციი გაგება სასიამოვნოა, თუმცა მოლაპარაკებები ჩვენ შორის არ ყოფილა. მე მხოლოდ „ჩელსიზე“ ვფიქრობ და აქ ჩემი სამუშაოს შესრულებას ვცდლობ“, – განაცხადა რამირესმა.