მ.სუარესი: “ბაიერმა დაამტკიცა, რომ ძლიერია”

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, მარიო სუარესმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

პირველი თამაში “ლეიბებმა” მინიმალური ანგარიშით, 0:1 დათმეს.

“ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. ვიცით, რომ ყველაფრის მიცემა მოგვიწევს ამ მატჩის მოსაგებად. ხვალ ჩვენ ვითამაშებთ საკუთარ მოედანზე და გაანალიზებული გვაქვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება “ატლეტიკოსთვის” მე-12 ფეხბურთელი, გულშემატკივრის სახით”.

“მწვრთნელმა ნათლად აგვიხსნა, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ზუსტად და აუჩქარებლად. საჭიროა სწრაფი გოლი”.

“ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კარგი თამაში, ისე მომდევნო ეტაპზე ვერ გავალთ. “ბაიერმა” დაამტკიცა, რომ საკმაოდ ძლიერია,”-განაცხადა სუარესმა.

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგიათ

სპორტულმა პორტალმა talkSPORT-მა დაასახელა ათი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგიათ.

1. ჯანლუიჯი ბუფონი

Gianluigi+Buffon+Juventus+FC+v+AC+Milan+Serie+wTG1l-0-544l

2. ფაბიო კანავარო

CANNA

3. სოლ კემბელი

CORRECTING IDENTITY -- SOL CAMPBELL Arse

4. ლოთარ მათეუსი

PIXA-21072010-802

5. პატრიკ ვიეირა

9943987_football_361112c

6. მიხაელ ბალაკი

095521-michael-ballack

7. პაველ ნედვედი

nedved

8. დიეგო მარადონა

EPICDIEGO-MARADONA

9. რონალდო

real-madrid-ronaldo-de-lima-2668

10. რობერტო ბაჯო

BAG_00B_zps27fe5e84

ვენგერი: „მონაკოსთან“ დასაკარგი არაფერი გვაქვს“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერემა „მონაკოსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ახლა ფავოროტი „მონაკოა“. მეტოქესთან შედარებით, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს.

როგორ შეგვიძლია მოგება? თუ ისე ვითამაშებთ, როგორც „ვესტ ჰემთან“ და ბოლო წამებამდე ვიბრძოლებთ, მაშინ მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებას მოვახერხებთ“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

კარვალიო: “არსენალიდან ყველაფერს უნდა ველოდოთ”

“მონაკოს” ცენტრალურმა მცველმა, რიკარდო კარვალიომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი მატჩის წინ “არსენალზე” ისაუბრა.

“სიმართლე გითხრათ, მგონია, მეტოქემ პირველ თამაშში კარგად ვერ შეგვიცნო. რა თქმა უნდა, გულშემატკივრები გავახარეთ, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა საფრანგეთში გაიმართება”.

“თუმცა, ამ სიტუაციაში ჩვენთვის ცუდიც და კარგიც შეიძლება მოხდეს. “არსენალისგან” ყველაფერს უნდა ველოდოთ”.

“ასეთ მატჩში ყველა მოთამაშეს სურს მონაწილეობის მიღება. ჩვენ ორმაგად კონცენტრირებულები ვართ, რადგან გვსურს, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ საკუთარი დონე და კლასი,”-განაცხადა ფრანგთა ცენტრალურმა უკანახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, ლეონარდო ჟარდიმის შეგირდებმა “არსენალი” 1:3 დაამარცხეს.

იოზილი: „მჯერა, რომ „მონაკოს“ დამარცხებას შევძლებთ“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველს მესუთ იოზილს სჯერა, რომ „მონაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ანგარიშით 1:3 მარცხის შემდეგ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს.

„ჩვენ „მონაკოს“ სათამაშო რითმის დარღვევასა და სწრაფი გოლის გატანას ვგეგმავთ. სამი გოლი გატანა, რასაკვირველია, ურთულესი იქნება, მეტოქე თავს კარგად იცავს. ამის მიუხედავად, ჩვენი შანსების მაინც მჯერა. „მანჩესტერ იუანტიედთან“ შეხვედრაში საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ“, – განაცხადა „მეთოფეთა“ ფეხბურთელმა.

მხითარიანი „იუვენტუსთან“ არ იქნება?

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა გენრიხ მხითარიანმა, შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გამოტოვოს.

„კიოლთან“ გერმანიის ჩემპიონატის გუშინდელ მატჩში სომხეთის ნაკრების მოთამაშემ ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი იტალიურ კლუბთან თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ცნობისთვის, „ბორუსია“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა ოთხშაბათს, 18 მარტს შედგება. პირველი მატჩი ტურინელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის პრევიუ

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასასვლელად დღეს ლონდონში და მიუნხენში იბრძოლებენ. ორივე წყვილში ინტიგა შენარჩუნებულია, ამიტომ გულშემატკივრები საინტერესო შეხვედრების მოლოდინში არიან.

 

ჩელსი – პსჟ

პირველი მატჩი – 1:1

პირველ შეხვედრაში ნაჩვენები შედეგი “ჩელსის” გარკვეულ უპირატესობას აძლევს, თუმცა პარიზელთა შანსები მაინც რეალურია.

ჟოზე მოურინიოს გუნდი იანვრის ბოლოდან დაუმარცხებელია, რაც პრემიერლიგაში მათ მდგომარეობაზე დადებითად აისახა. გარდა ამისა, ლონდოელებმა ლიგის თასის სახით სეზონის პირველი ტიტულიც მოიგეს. მაგრამ, ამავდროულად “ჩელსის” თამაში შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის.

ბოლო დროს გუნდის შემადნგელობაში ნემანია მატიჩი არ ჩანდა, რომელიც ზუმამ შეცვალა. თუმცა დღეს სერბის დაბრუნებაა მოსალოდნელი. აი ზუმა კი დაცვის ცენტრში ან სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდება. მოურინიოს კიდევ ერთი დილემა რამირესსა და ოსკარის საკითხს ეხება.

პსჟ-ს მდგომარეობა ლონდონელთა მსგავსია – პარიზელები საშინაო ასპარეზზე კი იგებენ, თასზეც წარმატებით თამაშობენ, მაგრამ დამაჯერებლობა “სენ ჟერმენს” ნამდვილად აკლია.

გასულ კვირაში პარიზელებმა სამი მატჩი ჩაატარეს, ამიტომ ლორან ბლანმა როტაციას აქტიურად მიმართა. დღეს კი მოედანზე გუნდის საუკეთესო შემადგენლობა გავა. შემადგენლობის მხრივ ერთ-ერთი მთავარი კითხვა ტიაგო სილვას პოზიციას ეხება. ბრაზილიელის გამოსვლა როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაშია შესაძლებელი.

სავარაუდო შემადგენლობები:

ჩელსი: კურტუა – ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა – მატიჩი, რამირესი – ვილიანი, ფაბრეგასი, აზარი – დიეგო კოშტა

პსჟ: სირიგუ – ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი – დავიდ ლუისი, ვერატი, მატუიდი – კავანი, იბრაჰიმოიჩი, ლავესი

Chelsea_PSG_ENG

 

ბაიერნი – შახტარი

პირველი მატჩი – 0:0

“შახტარის” შანსები “ბაიერნთან” საშინაო შეხვედრაშიც კი ბურუსით იყო მოცული, თუმცა დონეცკელებმა ლვოვში გამარტულ მატჩში დაამტკიცეს, რომ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანთან ტოლსწორად თამაში შეუძლიათ.

მიუნხენურ შეხვედრაში “შახტარის” შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი. დისკვალიფიკაციის შემდეგ უკრაინულ გუნდს ძირითადი საყრდენი, სტეპანენკო უბრუნდება.

ზამთრის პაუზიდანდ აბრუნებულ “ბაიერნს” რამდენიმე სასტარტო შეხვედრაში ძალიან გაუჭირდა, თუმცა ბოლო დროს გვარიდოლას შეგირდები ძველ ფორმას უბრუნდებიან. ბუნდესლიგაში მიუნხენელებმა 5-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხვეს, საერთო ანგარიშით 23:1.

გვარდიოლას შემთხვევაში შემადგენლობის და სათამაშო სქემის გამოცნობაც საკმაოდ რთული საქმეა. გერმანელი ჟურნალისტების ვარაუდით მიუნხენელები 4-2-3-1 სქემით ითამაშებენ, სადაც დაცვის ცენტრში ბადშტუბერი მოიაზრება, მათ წინ შვაინშტაიგერი-ალაბას დუეტი, ხოლო შეტევის წინა ხაზზე რობერტ ლევანდოვსკი.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი – რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ბერნატი – შვაინშტაიგერი, ალაბა – რობენი, მიულერი, რიბერი – ლევანდოვსკი

შახტარი: პიატოვი – სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი – სტეპანენკო, ფრედი – დუგლას კოსტა, ალექს ტეიშეირა, ტაისონი – ლუის ადრიანო

Bayern_Shakhtar_ENG

ჰუნტელაარი: „მეტის მიღწევა შეგვეძლო“

გელზენკირხენის „შალკე 04“-ის თავდამსხმელის კლას იან ჰუნტელაარის აზრით, მის გუნდს მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ რაუნდში მეტის მიღწევა შეეძლო.

„რა თქმა უნდა, დღევანდელი თამაშის ხარისხით კმაყოფილნი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეტის მღწევა შეგვეძლო. გოლებს საკმაოდ ადვილად ვუშვებდით, შესვენებაზე უპირატესობით უნდა გავსულიყავიტ. დღეს მეტოქეს თავი კომფორტულად ნამდვილად არ უგრძვნია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

„პორტუმ“ „ბაზელი“ უშანსოდ დატოვა

„პორტუს“ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. „დრაგაუზე“ პორტუგალიელებმა შვეიცარიის „ბაზელი“ მიიღეს და ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრე ფრედ, 1:1 დასრულდა.

მე-14 წუთზე ანგარიში იასინ ბრაიმიმ გახსნა, რომელმაც საჯარიმო ზუსტად შეასრულა. უპირატესობა მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაზარდეს – ექტორ ერერამ მეტოქის საჯარიმოს გარედან ჩინებულად დაარტყა. სტანდარტიდან თავი კარლოს კასემირომაც გამოიჩინა. წერტილი კი 76-ე წუთზე ვენსან აბუბაკარმა დასვა.

ანჩელოტი: “შალკესთან ბევრი პასები კი არა, სწრაფი თამაში გვჭირდება”

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ და გელზენკირხენის “შალეს” დამრიგებელმა რობერტო დი მატეომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის დღევანდელი საპასუხო მატჩის წინ გამართული პრესკონფერენციებზე შემდეგი სახის კომენტარები გააკეთეს.

კარლო ანჩელოტი: “ბენზემა, ბეილი და რონალდუ კვლავაც ძირითად შემადგენლობაში და ერთად ითამაშებენ. მე მათ ვენდობი და სხვაგვარ მოსაზრებებს ვერ გავიზიარებ. ბოლო მატჩებში ფორვარდები ნაკლებად შედეგიანები არიან იმიტომ, რომ გუნდისგან ნაკლებ დახმარებას იღებენ. “შალკესთან” მატჩშიც და ისედაც, პასებით ზედმეტად ვერთობით. ეს არ გამოგვადგება, უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ”.

რობერტო დი მატეო: “ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ცდას არ მოვაკლებთ. ძირითადაც შემადგენლობაში უძლიერესი ფეხბურთელები გავლენ. რაც შეეხება “რეალის” ბოლო წაფორხიალებას, ეს შემთხვევითობა და კრიზისზე საუბარი საუბარი სასაცილოდ მიმაჩნია. ჩვენ ნომერ პირველი ამოცანა გოლის გატანაა და თუ ეს მოვახერხეთ, საინტერესო თამაში დაიწყება”.

ჩემპიონთა ლიგა: ვინ იქნება პირველი მეოთხედფინალისტი?

ჩემპიონთა ლიგაში განმეორებით 1/8 ფინალური შეხვედრების დრო დგება. დღეს გასამართ შეხვედრებს მადრიდული “სანტიაგო ბერნაბეუ” და პორტუში მდებარე “დრაგაუ” უმასპინძლებენ.

 

რეალი – შალკე

პირველი მატჩი – 2:0 “რეალის” სასარგებლოდ

მიუხედავად ესპანეთის ჩემპიონატში არსებული პრობლემებისა, ამ წყვილში პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, რომელიც მადრიდელებმა დამაჯერებლად მოიგეს, “შალკეს” დღეს ძალიან მცირე შანსები აქვს.

საინტერესო იქნება კარლო ანჩელოტის რეაქცია ბილბაოში განცდილ მარცხზე და თუ აისახება ყოველივე ეს მადრიდელთა სასტარტო შემადგენლობაზე. თუმცა, ამ ეტაპზე “რეალის” სათადარიგოთა სკამი როტაციის დიდ საშუალებას არც იძლევა. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ დიდხიანი უქმობის შემდეგ განაცხადას ლუკა მოდრიჩი დაუბრუნდა.

“შალკეს” კი კადრების მხრივ და ცუდ ფორმასთან დაკავშირებული საკუთარი პრობლემები აქვს. წარუამტებელი სერიის შეწყვეტა რობერტო დი მატეოს გუნდმა მხოლოდ გასულ უიქენდზე “ჰოფენჰაიმთან” შეხვედრაში შეწყვიტა. გელზენკირხენელებისთვის დადებითია ის მომენტიც, რომ უკანასკნელმა შეხვედრამ ტრავმების გარეშე ჩაიარა.

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი: კასილიასი – არბელოა, პეპე, ვარანი, მარსელო – ილიარამენდი, კროოსი, ისკო – ბეილი, ბენზემა, რონალდუ.

შალკე: ველნროიტერი – უტიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, ფუჰსი – ნოიშტედტერი – ბარნეტა, მაიერი – ჩუპო-მტინგი, ჰუნტელაარი.

RealMadrid_Schalke_GEO

პორტო – ბაზელი

პირველი მატჩი – 1:1

პირველმა შეხვედრამ წყვილში ძალათა თანაფარდობა არ შეცვლა. “პორტო” კვლავ რჩება ამ დაპირისპირების ფავორიტად.

მატჩებს შორის სამკვირიანმა პაუზამ სასტარტოში მცირე ცვლილებები შეიტანა. პორტუგალიელებმა წამყვანი შემტევი, ჯექსონ მარტინესი დაკარგეს, ხოლო შვეიცარიული შეხვედრის შემდეგ მოედანზე ტორესი არ გამოჩენილა. უკანასკნელი დანაკლისი ევანდროთი აღმოიფხვრა, ხოლო შეტევაში აქცენტი ტაქტიკური სქემის შეცვლაზე და ფლანგების გააქტიურებაზე გააკეთეს.

“ბაზელს” დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული სუხი ვერ დაეხმარება, რომელსაც შერი შეცვლის. გამორიცხული არც ის არის, რომ გასვლით შეხვედრაში შვეიცარიულმა კლუბმა მოედნის ცენტრის გაძლიერებაზე იზრუნოს.

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტო: ფაბიანო – დანილო, მაიკონი, მარკანო, ალექს სანდრო – ერერა, კაზემირო, ევანდრო – ტელიო, აბუბაკარი, ბრაიმი

ბაზელი: ვაცლიკი – ჯაკა, შერი, სამუელი, საფარი – ელნენი, ფრაი – გონსალესი, ძუფი, გაში – შტრელერი
 Porto_Basel_GEO

ვიდალს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს

ტურინის „იუვენტუსისა“ და ჩილეს ნაკრების ნახევარმცვლემა არტურო ვიდალმა თავის გეგმებზე ისაუბრა. როგორც შუახაზელმა აღნიშნა, მას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, რის შემდეგაც კოპა ამერიკას მოგებაზეც იფიქრებს.

„ამერიკის თასის მოგება ცუდი არ იქნებოდა, თიმცა ამის წინ ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებდი. ერთად უკვე რამდენიმე წელი ვთამაშობთ და შეთამაშებაც იგრძნობა. როდესაც ყველა შემადგენლობაშია, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია“, – ციტირებს ვიდალს „Gazzetta dello Sport“-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ალეგრის გუნდმა დორტმუნდის „ბორუსიას“ შინ ანგარიშით 2:1 მოუგო.