პოგბა: „ატლეტიკო“ თავს კარგად იცავდა“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მარდირის „ატლეტიკოსთან“ 0:0 დასრულებული მატჩი შეაფასა, რომლის წყალობით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა.

„იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც შარშან ტურნირის ფინალში გავიდა, კარგად ვითამაშეთ. „იუვენტუსისთვის“ ეს დიდი გამოცდილებაა, რადგან ჩვენი ჯგუფში ჩარჩენის ალბათობა არსებობდა.

„ატლეტიკო“ თავს კარგად იცავდა და თავისუფალ სივრცეს არ გვაძლევდა, ამიტომაც რამდენიმეჯერ შორიდან დარტყმა ვცადეთ. მოგებას ვცდილობდით, თუმცა ფრეც გვეყო.

ვიცი, რომ ჩვენს გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევის უნარი აქვს. ყველა ფეხბურთელი მოსაგებად საკმარისს აკეთებს. ჩვენ ბეჯითად ვმუშაობთ და თავდაჯერებულები ვართ“, – განუცხადა პოგბამ „Sky Italia“-ს.

ჯერარდი: „ლივერპულმა“ 1/8 ფინალში გასვლა არ დაიმსახურა“

„ბაზელთან“ ფრედ 1:1 დასრულებული მატჩისა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მიღმა დარჩენის შემდეგ სტივენ ჯერარდი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„არა, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლა არ დაგვიმსახურებია. ამის მიზეზი არა ბოლო მატჩი, არამედ სხვა შეხვედრებია. ყველაფერი ექვსი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, თამაშების უმეტესობა ცუდად ჩავატარეთ.

ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებენ იანვრის ცვლილებები. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემადგენლობაში ძირითადი თავდამსხმელი იყოს, რომელსაც გოლების გატანა და გუნდის პრემიერლიგის ოთხეულში დაბრუნება შეუძლია.

ეს მარიო ბალოტელისაც ეხება, რომელმაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენოს“, – განუცხადა ჯერარდმა ITV-ს.

ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის მიმოხილვა

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის პირველი სათამაშო დღის სრულ მიმოხილვას.

ოლიმპიაკოსი ოლიმპიაკოსი 4:2 მალმიო მალმიო
იუვენტუსი იუვენტუსი 0:0 ატლეტიკო ატლეტიკო
ლივერპული ლივერპული 1:1 ბაზელი ბაზელი
მადრიდის რეალი მადრიდის რეალი 4:0 ლუდოგორეცი ლუდოგორეცი
მონაკო მონაკო 2:0 ზენიტი ზენიტი
ბენფიკა ბენფიკა 0:0 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენის ბაიერი
გალათასარაი გალათასარაი 1:4 არსენალი არსენალი
დორტმუნდი დორტმუნდი 1:1 ანდერლეხტი ანდერლეხტი

 

მიმოხილვის სანახავად გადადით მატჩის გვერდზე და გახსენით მიმოხილვა. 

 

“მონაკო” – “ზენიტი” 2:0

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში “მონაკომ” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. “მონეგასკებმა” ამ გამარჯვებით პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს, პეტერბურგელები კი ტურნირს გამოთიშეს.

მონაკო 2-0 ზენიტი

გოლები: აბდენური 63′ ; ფაბინიო 89′ 

„გალათასარაი“ – „არსენალი“ 1:4

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში „გალათასარაიმ“ „არსენალი“ მიიღო და ლონდონელებთან ამჯერადაც დამარცხდა.

უკვე მე-11 წუთსთვის არსენ ვენგერის გუნდი ანგარიშით 0:2 იგებდა. უკვე მე-3 წუთზე ანგარიში აარონ რემზის პასით ლუკას პოდოლსკიმ გახსნა. რემზი ამ მატჩის ყველაზე შედეგიანი მთამაშე გამოდგა. შვიდ წუთში გოლი სწორედ მან გაიტანა, ხოლო 29-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. მასპინძლებმა სხვაობის შემცირება მხოლოდ მატჩის ბოლოს, 89-ე წუთზე შეძლეს, როცა თავი უესლი სნეიდერმა გამოიჩინა, თუმცა დამატებით დროის მეორე წუთზე რემზის მსგავსად დუბლი ლუკას პოდოლსკიმაც მიითვალა – 1:4.

საბოლოოდ, „არსენალი“ 13 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, რადგან დორტმუნდის „ბორუსიას“, რომელმაც ასევე ქულების იგივე რაოდენობა დააგროვა, გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობა აქვს. რაც შეეხება „გალათასარაის“, თურქული კლუბი 1 ქულით ჯგუფის ბოლო ადგილზე დარჩა.

ლივერპული ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ლივერპულმა” “ბაზელს” უმასპინძლა. გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძლებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, თუმცა 25-ე წუთზე “ბაზელი” ფრეის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა და ტაიმიც მინიმალური ანგარიშით მოიგო.

შესვენების შემდეგ ბრენდან როჯერსმა საკუთარი გუნდის გამოცოცხლება ცვლილებებით სცადა და მოედანზე მორენოსთან ერთად 20 წლის ლაზარ მარკოვიჩი შეუშვა. თუმცა, სერბმა შემტევმა უხეშობისთვის წითელი ბარათი სულ რაღაც 16 წუთში მიიღო და “ლივერპულის” საქმე კიდევ უფრო გართულდა. მიუხედავად ამისა, მერსისაიდელები ბოლომდე იბრძოდნენ და 81-ე წუთზე ჯერარდის ულამაზესი ჯარიმით ანგარიშიც გაათანაბრეს. დარჩენილი 10 წუთი მასპინძლებმა მთელი გუნდით შეტევაში გაატარეს და რამდენიმე მომენტიც შემქნეს, თუმცა საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა. პლეი-ოფში თამაშის უფლება “ბაზელმა” მოიპოვა, ხოლო “ლივერპული” ბედს ევორპა ლიგაზე ცდის.

ლივერპული 1-1 ბაზელი

გოლები: ფრეი 25′ (0:1); ჯერარდი 81′ (1:1)

ჩემპიონთა ლიგის მე-11 დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს იხსნება უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის პირველი სათამაშო დღე. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“ოლიმპიაკოსი” (98 %) ფრე (2 %) “მალმიო” (0 %)
“იუვენტუსი” (54 %) ფრე (33 %) “ატლეტიკო” (13 %)
“ლივერპული” (92 %) ფრე (6 %) “ბაზელი” (2 %)
“რეალი” (100 %) ფრე (0 %) “ლუდოგორეცი” (0 %)
“მონაკო” (52 %) ფრე (17 %) “ზენიტი” (31 %)
“ბენფიკა” (25 %) ფრე (22 %) “ლევერკუზენი” (53 %)
“გალათასარაი” (5 %) ფრე (14 %) “არსენალი” (81 %)
“დორტმუნდი” (94 %) ფრე (2 %) “ანდერლეხტი” (4 %)

 

ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი ტური

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 ტურის მატჩების ნაწილი გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს ლივერპულში გასამართი ადგილობრივი კლუბისა და “ბაზელის” შეხვედრა იწვევს. პლეი-ოფში გასასვლელად ერთმანეთის წინააღმდეგ ასევე “მონაკო” და “ზენიტი” იბრძოლებენ.

 

ლივერპული – ბაზელი

“ლივერპულს”, რომელიც საუკეთესო სეზონს არ ატარებს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

ჩემპიონატში “მერსისადელთა” მდგომარეობა სამ ტურში მოპოვებული 7 ქულის შემდეგ ოდნავ გამოსწორდა. დღევანდელ შეხვედრაშიც სასტარტოში სწორედ “სტოკთან”, “ლესტერთან” და “სანდერლენდთან” გამოყენებულ ფეხბურთელებს უნდა ველოდოთ. დაცვაში ტურემ შკრტელი შეცვალა, ტრავმის შემდეგ ძირითადს ჯონსონიც დაუბრუნდა, ხოსე ენრიკე კი მარცხენა ფლანგზე დაბრუნებას ელის. შეტევაში ბალოტელის და სტარიჯის ტრავმების გამო ფაქტობრივად მთელი სათამაშო დრო ლამბერტს ეთმობა.

“ბაზელს” დღეს ფრეც ჰყოფნის, თუმცა პაულუ სოუზას გუნდისთვის მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში გამართლებული არ იქნება. “ენფილდს” “ბაზელი” ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით სტუმრობს.

სავარაუდო შემადგენლობა

ლივერპული: მინიოლე – ჯონსონი, ტურე, შკრტელი, ხოსე ენრიკე – ჯერარდი, ჰენდერსონი – ლალანა, კოუტინიო, სტერლინგი – ლამბერტი. 

ბაზელი: ვაცლიკი – დეგენი, შერი, სუხი, საფარი – ელენი, ფრაი, ჯაკა – გონსალესი, შტრელერი, გაში. 

 

მონაკო – ზენიტი

ამ წყვილშიც ვითარება საკმაოდ ნათელია. მასპინძლებს მომდევნო ეტაპზე გასასველლად ფრეც აძლევთ ხელს, ხოლო “ზენიტი” ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დარჩება.

“მონაკო” შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. სხვადასხვა მიზეზებით საკუთარ გუნდს რიკარდუ კარვალიო, კურზავა და კონდოგბია ვერ დაეხმარებიან. “მონაკსთვის” კი სამი მოთამაშის არყოფნა საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკლისია.

“ზენიტმა” ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ ჩემპიონატის თამაშში რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა. დღეს, პეტერბურგელები მეტოქეს ოტპრიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდებიან. გუნდს ტრავმირებული ხავი გარსიაც დაუბრუნდება.

სავარაუდო შემადგენლობა

მონაკო: სუბაშიჩი – ფაბინიო, ადბენური, რაჯი, ეჩიეჯილე – ჟოაუ მოუტინიო, ტულალანი, ბაკაიოკო – დირარი, ბერბატოვი, ფერეირა, კარასკო. 

ზენიტი: ლოდიგინი – ანიუკოვი, გარაი, ლომბერტსი, კრიშიტო – ხავი გარსია, ფაიზულინი, ვიტსელი – ჰალკი, რონდონი, დანი. 

 

დღის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

Champions_League_NEW_GEO

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ხუთი საუკეთესო გოლი.

TOP 10: ევროპის საუკეთესო კლუბები ბოლო ათი წლის განმავლობაში

სპორტულმა პორტალმა talkSPORT-მა ბოლო ათი წლის ათი საუკეთესო ევროპული კლუბი დაასახელა.

10. “ლივერპული”

940450_w2

9. “ინტერი”

1491602_w2

8. “ლიონი”

Lyon+v+Bordeaux+UEFA+Champions+League+9OTfB1BGiNvl

7. “მილანი”

Milan-Champions-League

6. “არსენალი”

Arsenal-v-Marseille-UEFA-Champions-League

5. “რეალი”

_75087655_real_madrid_reuters

4. “მანჩესტერ იუნაიტედი”

PA-5974398

3. “ბაიერნი”

Bayern-Munich-Champions-League-Winners-2013-HD-Wallpaper

2. “ჩელსი”

1799764_w2

1. “ბარსელონა”

barcelona-football_2223884b

„ლივერპულის“ დაცვის მორიგი „საოცრება“

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა „ლუდოგორეცთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გუშინდელ მატჩში სტანდარტულებზე თამაშის „საოცარი“ უნარი გამოამჟღავნეს.

მერსესაიდელთა თერთმეტივე მოთამაშემ ბულგარული გუნდის მხოლოდ ხუთი ფეხბურთელის გაჩერება ვერ შეძლო, რის შედეგადაც, ბურთი მინოლეს კარში აღმოჩნდა.

2

ეს ეპიზოდი „ლივერპულის“ „ჩელსისთან“ მსგავს შეცდომას ძალიან ჰგავდა.

liverpool-set-piece-strategy

ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის მიმოხილვა

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღის სრულ მიმოხილვას.

 

დღის მატჩები

ზენიტი ზენიტი 1:0 ბენფიკა ბენფიკა
ატლეტიკო ატლეტიკო 4:0 ოლიმპიაკოსი ოლიმპიაკოსი
მალმიო მალმიო 0:2 იუვენტუსი იუვენტუსი
ლუდოგორეცი ლუდოგორეცი 2:2 ლივერპული ლივერპული
ბაზელი ბაზელი 0:1 მადრიდის რეალი მადრიდის რეალი
ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენის ბაიერი 0:1 მონაკო მონაკო
ანდერლეხტი ანდერლეხტი 2:0 გალათასარაი გალათასარაი
არსენალი არსენალი 2:0 დორტმუნდი დორტმუნდი

მიმოხილვის სანახავად გადადით მატჩის გვერდზე და გახსენით მიმოხილვა.