კიდევ ერთი ბულგარული სასწაული?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის დღეს გასამართი დარჩენილი რვა შეხვედრით დასრულდება. დღის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში შედგება, სადაც “არსენალი” დორტმუნდის “ბორუსიას” მიიღებს, ხოლო ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას სოფია უმასპინძლებს.

 

არსენალი – ბორუსია

ლონდონში გასამართი შეხვედრა პასუხს რამდენიმე კითხვას გასცემს. დორტმუნდელებმა პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულეს და პლეი-ოფში თამაში გასულ ტურში გაინაღდეს. გერმანული კლუბი საშინაო ასპარეზისგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობს. ახლა უკვე კლოპის გუნდის მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იქნება, რისთვისაც დღევანდელ შეხვედრაში ფრეც კი საკმარისი იქნება.

საინტერესოა, რომ საყაიმო რეზულტატი შემდეგ ეტაპზე “არსენალსაც” გაიყვანს. ლონდონელები ლიგის დასკვნით ეტაპს მცირე ჩავარდნით ხვდებიან. გასულ ტურში “ანდერლეხტთან” ვერმოგებული საშინაო მატჩის შემდეგ “მეთოფეებმა” პრემიერლიგაში ზედიზედ ორი მატჩი წააგეს, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა.

 

ლუდოგორეცი – ლივერპული

სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატცში სოფიაში შედგება, სადაც “ლუდოგორეცი” “ლივერპულს” მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგის ბულგარულ დებიუტანტს და გამოცდილ ინგლისურ კლუბს ოთხი ტურის შემდეგ ფაქტობრივად ერთანირი მდგომარეობა აქვთ. ორივე გუნდი დღეს მადრიდში “ბაზელის” წაგების მოლოდინშია. თუმცა, “ლივერპულისთვის” მადრიდულ დაპირისპირებაში ფრეც საკმარისი იქნება. მერსისაიდელები უკანასკნელ შეხვედრას საკუთარ მოედანზე სწორედ მთავარი კონკურენსტის წინააღმდეგ გამართავენ და დღეს მოგების შემთხვევაში ყველაფერი უკვე მათ ხელში იქნება.

“ლუდოგორეცის” მთავარი უპირატესობა კი ფქისოლოგიური წნეხის არქონაა. მოკრაძალებული ბულგარული კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა და ბოლოსწინა ტურამდე გარკვეული შანსების ქონა უკვე დიდი მიღწევაა. თუ დერმენჯიევის შეგირდები ამ მცირე შანსების გამოყენებას შეძლებენ, ეს უბრალოდ სასწაული იქნება. ისე, ალბათ ყველას გვახსოვს, რომ ჯგუფურ ეტაპზე “ლუდოგორეცი” სწორედ მცირე სასწაულის შედეგად მოხვდა.

 

დღის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

Champions_League_NEW_GEO

მესიმ რაულის რეკორდი დაამხო

”ჩემპიონთა ლიგას” ახალი საუკეთესო ბომბარდირი ჰყავს. ლიონელ ანდრეს მესიმ მადრიდის რეალის ყოფილ ფეხბურთელს გატანილი გოლებით გადაუსწრო. ”ჩემპიონთა ლიგაზე” რაულმა,საფეხბურთო კარიერის მანძილზე, 71 გოლის გატანა შეძლო. არგენტინელი ფეხბურთელის ანგარიშზე 74 გატანილი გოლია.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ლიონელ ანდრეს მესიმ რიგით მეორე მნიშვნელოვანი რეკორდის მოხსნა. შეგახსენებთ, რომ ”ლა ლიგის” მე-12 ტურის მატჩში მესიმ ლეგენდარული ზარას რეკორდი მოხსნა.

ბატე – პორტო 0:3

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში “ბატემ” “პორტოს” უმასპინძლა და საკუთარ კარში სამი უპასუხო გოლი გაუშვა.

ბატე 0-3 პორტო

გოლები: ერერა 56′ ; მარტინესი 65′ ; ტელიო 89′

ჩემპიონთა ლიგის მეცხრე დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

გაიხსნა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის პირველი სათამაშო დღე. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

ცსკა (6 %) ფრე (13 %) “რომა” (81 %)
“ბატე” (2 %) ფრე (3 %) “პორტუ” (95 %)
“მანჩესტერ სიტი” (31 %) ფრე (11 %) “ბაიერნი” (58 %)
“აპოელი” (0 %) ფრე (3 %) “ბარსელონა” (97 %)
“პარი სენ-ჟერმენი” (93 %) ფრე (3 %) “აიაქსი” (4 %)
“შალკე” (10 %) ფრე (18 %) “ჩელსი” (72 %)
“სპორტინგი” (95 %) ფრე (4 %) “მარიბორი” (1 %)
“შახტარი” (80 %) ფრე (11 %) “ბილბაო” (9 %)

 

ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფური ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბოლოსწინა, მეხუთე ტურის დღევანდელი მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს მანჩესტერსა და გელზენკირხენში გასამართი შეხვედრები იწვევს.

 

მანჩესტერ სიტი – ბაიერნი

ლიგის მიმდინარე გათამაშება “სიტისთვის” საკმაოდ ცუდად მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე გასასველად, შესაძლოა, “ბაიერნის” და “რომას” დამარცხებაც კი არ იყოს საკმარისი. თანაც, ისიც უდნა ითქვას, რომ ამის გაკეთება მანჩესტერელბს ნამდვილად გაუჭირდებათ. საწყის ოთხ ტურში პელეგრინის გუნდს გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია.

უმნიშვნელოვანეს შეხვედრას “სიტი” პრობლემებით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო “ბაიერნთან” ნახევარმცველების დუეტი ტურე-ფერნანდინიო ვერ ითამაშებენ. ტრავმები აქვთ სილვას და ჯეკოს. ასე რომ, პელეგრინი უახლოეს რეზერვს გამოიენებს: ლამპარდი, მილნერი, ნასრი.

“ბაიერნმა” გასულ ტურშ პირველი ადგილი გაინაღდა. ასე რომ, ახლა მიუნხენელების მოედანზე გასვლა ნებისმიერი შემადგენლობითაა შესაძლებელი. გვარდიოლას სასტარტო 11-ეულის როტაციის საშუალება აქვს, რასაც დიდი ალბათობით გამოიყენებს კიდეც.

სავარაუდო შემადგნელობები:

მანჩესტერ სიტი: ჰარტი – საბალეტა, კომპანი, დემიჩელისი, კლიში – ხესუს ნავასი, მილნერი, ფერნანდო, ლამპარდი, ნასრი – აგუერო

ბაიერნი: ნოიერი – რაფინია, ბენატია, დანტე, ბერნატი – ჩაბი ალონსო, როდე – რობენი, მიულერი, რიბერი – ლევანდოვსკი.

 

შალკე – ჩელსი

სპეციალისტები ჯგუდიან “შალკეს” და “ჩელსი” იოლ გასვლას ვარაუდობნენ, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოეთიშოს.

გელენკირხენულ კლუბში რობერტო დი მატეოს მოსვლის შემდეგ გუნდის მთავარი მინუსი სტაბილურობის ნაკლებობაა. “შალკეს” წარმატებულ მატჩებს ჩაგდებული შეხვედრები ანაცვლებს. ამ მხრივ სამაგალითო იყო ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში “ვოლფსბურგთან” გამართული შეხვედრა, რომელშიც “შალკე” 3:0 დაწინაურდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობა მეორე ტაიმში ძლივს შეინარჩუნა.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დი მატეო დადებითი შედეგის მიღწევას ეცდება თუმცა, ბოლო დროს “შალკეს” ოპტიმალური შემაგენლობის შეკრება მომრავლებული ტრავმების გამო უჭირს.

ლონდონელები ჩემპიონთა ლიგაში დამაჯერებლად ვერ ასპარეზობენ. მართალია, “ჩელსის” ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ფრეც კი ყოფნის, თუმცა პრემირლიგის შედეგების გათვალისინებით ლონდონელი გულშემატკივარი თავისი კლუბისგან საერთაშორისო ასპარეზზეც უკეთეს თამაშს მეტს ელის.

“მარიბორის” წინააღმდეგ ჟოზე მოურინიომ შემადგენლობის მხრივ გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართა. გელენკირხენში კი ლონდონელთა ოპტიმალურ სასტარტოს უნდა ველოდოთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

შალკე: ფერმანი – უტიდა, ჰიოვედესი, ფელიპე სანტანა, ფუხსი – ჰეგერი, ნოიშტედტერი – ჩუპო-მოტინგი, ბოატენგი, მეიერი – ჰუნტელაარი.

ჩელსი: კურტუა – ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა – მატიჩი, ფაბრეგასი – რამირესი, ოსკარი, აზარი – დიეგო კოშტა. 

 

დღის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

Champions_League_NEW_GEO

ინიესტა და ვერმაელენი ”აპოელთან” მატჩს გამოტოვებენ

კატალონიის ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კვიპროსში 22 ფეხბურთელთან ერთად გაემგზავრება.

”ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპის შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებენ: ანდრეს ინიესტა და ტომას ვერმაელენი. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კატალონიის ”ბარსელონა” რიგით მე-5 ჯგუფური ეტაპის მატჩს ”აპოელის” წინააღდეგ გამართავს. თამაში 25 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება.

განაცხადი: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, მონტოია, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ჩავი, ბედრო, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, დუგლასი, ალბა, სერხი რობერტო, ადრიანი, ალვეში, მატიე და მანური.

 

ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი vs ევროპის ლიგის ჰიმნი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ცნობილი კომპოზიციის არანჟირებული ვერსიაა, რომელიც ინგლისელმა კომპოზიტორმა ტონი ბრიტენმა 1992 წელს გადააკეთა. ჰიმნი უეფას სამ ოფიციალურ ენაზე სრულდება — ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად. ჰიმნის სრული ვერსია 3-წუთიანია, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყებამდე მისი მოკლე ვარიანტი სრულდება.

Tony Britten

რაც შეეხება უეფას ევროპის ლიგის ჰიმნს, ის 2009 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში პარიზის ოპერაში კომპოზიტორ იოან ცვეიგის ხელმძღვანელობით ჩაიწერა. სპეციალურად ამ ტურნირისთვის დაწერილი კომპოზიცია პირველად 2009 წლის 28 აგვისტოს, გრიმალდის ფორუმზე ააჟღერს.

Yohann Zveig

ჰიმნი ევროპის ლიგის ყველა მატჩის დაწყებამდე ირთვება. ასევე, სატელევიზიო ტრანსლაციების დროს ტურნირის გახსნის მუსიკალურ გაფორმებად გამოიყენება.

იოან ცვეიგი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ჰიმნი საყოველთაო აღიარებას მოიპოვებს და ისეთივე წარმატებული გახდება, როგორიც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნია. მართალია, ევროპის ლიგა ჩემპიონთა ლიგასთან შედარებით ნაკლებად პრესტიჟული ტურნირია, თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირს უკეთესი ჰიმნი აქვს. როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დაობენ. არჩევანი თქვენთვის მოგვინდია.



კომპანიმ ცსკა-სთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა ვინსან კომპანიმ მოსკოვის ცსკა-სთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„გამარჯვებულები ყველას მოსწონს. თუმცა, მე სხვა გზა ავირჩიე – საკუთარი გუნდის მჯერა და ამ კლუბს მხარს 100%-თ ვუჭერ.

მოდით, ყველაფერს სხვანაირად შევხედოთ. „სიტი“ არ არის ის კლუბი, რომელიც ზედიზედ 20 წელი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ყოველწლიურად ახალ ეტაპზე გადასვლას ვცდილობთ და აქამდე ეს გამოგვდიოდა“, – ციტირებს ბელგიელს BBC.

“რეალის” ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა “ლივერპულს” ტექნიკური გოლი გაუტანა

ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა “ლივერპულს” ტექნიკური გოლი გაუტანა.

ლიონელ მესის კიდევ ერთი მიღწევა – არგენტინელი რაულს გაუთანაბრდა

5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “აიაქსმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. შეხვედრაში ორივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.

ამსტერდამელთა წინააღმდეგ დუბლის გაფორმების შემდეგ, არგენტინელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სულ 71 გოლი მოუგროვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესო ბომბარდირს, მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელ რაულს დაეწია, რომლის ანგარიშზეც ასევე 71 გოლია.

“პსჟ” – “აპოელი” 1:0

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე კვირროსულ “აპოელს” უმასპინძლა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით სძია.

პსჟ 1-0 აპოელი

გოლი: კავანი 1′

მარკო როისი: „ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა მარკო როისმა „გალათასარაისთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„დღევანდელი შეხვედრა სტამბულში გამართულ მატჩთან შედარებით, გაცილებით რთული აღმოჩნდა. მეტოქე თავისუფალ სივრცეებს არ გვაძლებდა.

შესვენებამდე მომენტი არც გვქონია, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩნებდით. ყველაფერი მეორე გოლის შემდეგ შეიცვალა.

შემდეგი მატჩი ლონდონში „არსენალის“ წინააღმდეგ გველის. დღეს თავდაჯერებულობა მოგვემატა. რა თქმა უნდა, „ბორუსიას“ მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა“, – განაცხადა მარკომ.