რუმინეთში ფავორიტად დინამოს მიიჩნევენ

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაში “აქტობეს” ბარიერის გადალახვის შემთხვევაში თბილისის “დინამო” დიდი ალბათობით ბუქარესტის “სტიაუას” შეხვდება.

პოპულარულ რუმინულ გამოცემა Sporturilor – ისთვის მიცემულ ინტერვიუში “სტიაუას” მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ გილკემ განაცხადა, რომ მიუხედავად პირველ მატჩში მარცხისა, “აქტობესთან” ფავორიტად “დინამო” მიაჩნია.

აღნიშნულ მოსაზრებას გამოცემის კორესპონდენტიც იზიარეს და წერს, რომ აქტობეს სუსტი შემადგენლობა ჰყავს. ფეხბურთელების საერთო ფასი 10 მილიონზე ნაკლებია, აქედან ნახევარი კი, საუკეთესო 4 მოთამაშის ღირებულებაა.

რუმინელმა ჟურნალსიტმა “აქტობეს” მწვრთნელზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვლადიმერ გაზაევის სახით ყაზახეთის ჩემპიონს საკმაოდ გამოუცდელი მწვრთნელი ჰყავს და მიუხედავად თბილისურ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშისა, წყვილის ფავორიტი “დინამოა”.

შეგახსენებთ, რომ “აქტობე” – “დინამო” ყაზახეთში 23 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს სტრატს.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ოფიციალური ბურთები

2014-2015 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და ევროპის ლიგის გათამაშების ოფიციალური ბურთების ფოტოები გამოქვეყნდა.

უეფას საკლუბო ტურნირებზე ამ სეზონში ასეთი ბურთებით ითამაშებენ.

 

მეკარის გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე

დრამატული გამოდგა სომხური “ბანანცის” და ანდორული “სანტა კოლომას” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის ბოლო წუთები.

არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ანდორელებს კუთხურის მოწოდების უფლება მიეცათ. მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა მეკარე ელოიმ გოლის გატანა მოახერხა ანგარიში 3-2 გახადა და სტუმრად გატანილი გოლების წყალობით “სანტა კოლომა” მეორე ეტაპზე გაიყვანა.

თბილისის “დინამოს” სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

დღეს, შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილიყრა გაიმართება.

საქართველოს ღირსებას ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირში თბილისის “დინამო” დაიცავს.

თბილისური კლუბის სავარაუდო მეტოქეები არიან:”ბატე” (ბელარუსი), “მაქაბი თელავივი” (ისრაელი), “შერიფი” (მოლდოვა), “აქტობე” (ყაზახეთი), “მარიბორი” (სლოვენია).

წილისყრა, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ათი საუკეთესო გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ათი საუკეთესო გოლია ასახული.

რობენი: „ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტელევიზორში ყურება უჩვეულოა“

ჰოლანდიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის შესახებ ისაბრა.

„ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება ტელევიზორში მომიწევს. ამის გაკეთება რთული იქნება, თუმცა უნდა შევეჩვიო.

სხვა მხვრივ, დასვენებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოვემზადები. ამის მიუხედავად, თუ არჩევანის უფლება მექნებოდა, რა თქმა უნდა, ხვალ ლისაბონში თამაშს ვამჯობინებდი“, – განაცხადა ჰოლანდიელმა შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

არდა თურანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს შეძლებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი არდა თურანი „რეალთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში თამაშს შეძლებს.

თურქი მოთამაშე „ბარსელონასთან“ ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩში დაშავდა, რის გამოც, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. სამედიცინო შემოწმების შედეგად, გაირკვა, რომ არდამ ძვლები მხოლოდ მსუბუქად დაიზიანა, რაც მას ვარჯიშში ხელს არ შეუშლის.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირს ფინალური შეხვედრა 24 მაისს, ლისაბონში გაიმართება.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაფუ: „ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ მოიგებს“

ბრაზილიის ნაკრების ექს-მცველის კაფუს აზრით, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალი“ გახდება.

„ვფიქრობ, „რეალი“ ჩემპიონი გახდება. „ატლეტიკო“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ტურნირის გამარჯვებულის ბედი ერთ მატჩში წყდება, „რეალს“ კი კარგი გამოცდილება აქვს. მის რიგებში ბევრი ჩამპიონია, თვითონ კლუბმა კი თავის ისტორიაში ეს ტურნირი ცხრაჯერ მოიგო , ამიტომაც, ჩემი აზრით, „ბლანკოსი“ გაიმარჯვებს.

გარდა ამისა, როდესაც შენს რიგებში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გამოდის, ეს დამატებით უპირატესობას გაძლევს. „რეალს“ შეუძლია, რომ ბურთი კრიშტიანუ რონალდუს მუდმივად ჩააბაროს“, – განაცხადა კაფუმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

უეფა-ს კოეფიციენტთა ცხრილში პორტუგალიამ იტალიას გაუსწრო

მიმდინარე სეზონში იტალია უეფა-ს კოეფიციენტთა ცხრილში მეხუთე ადგილზე დაქვეითდა.

პორტუგალიის მეოთხე ადგილზე გადასვლამ „ბენფიკას“ ევროპის ლიგის ფინალში გასვლამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ ცხრილში მომხდარი ცვლილებები ყოველი ქვეყნიდან ევროტურნირებზე კლუბთა რაოდენობაზე არ იმოქმედებს – როგორც პორტუგალიიდან, ასევე იტალიიდან, ჩემპიონთა ლიგაზე სამი კლუბი იასპარეზებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „გვარდიოლას სახით მცოდნე მწვრთნელი გვყავს“

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალთან“ ანგარიშით 0:4 წაგებული მატჩი მის კლუბისთვის სერიოზული დარტყმაა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რეალმა“ სახეში ჩაგვარტყა. ამ საღამოს ნადმვილი კატასტროფა გადავიტანეთ. თუმცა ჩვენ ხოსეპ გვარდიოლას სახით მცოდნე მწვრთნელი გვყავს.

რა თქმა უნდა, ეს მძიმე მარცხია, თუმცა ამჟამად ფუნდამენტალურ პრობლემებზე საუბარი სწორი არ იქნებოდა“, – განაცხადა რუმენიგემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფილიპე ლუისი: “დღვანდელი მატჩი მწვრთნელთა დუელი იქნება”

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა ფილიპე ლუისმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაში საკუთარი გუნდის ფინალში გასვლის იმედი აქვს. შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოს” და “ჩელსის” პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

“ჩვენთვის ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის გამოცდილება ბევრს ნამდვილად არ აქვს. ვფიქრობ, “ჩელსი” ძალიან მკაცრად ითამაშებს დაცვაში, თუმცა არც შეტევებზე იტყვის უარს. დღევანდელი მატჩი მწვრთნელთა დუელი იქნება” – განაცხადა ფეხბურთელმა.

“ბაიერნი” – “რეალი” (სასტარტო შემადგენლობები)

როგორც იცით, დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “ბაიერნი” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“ბაიერნი”: ნოიერი, დანტე, ბოატენგი, ლამი, ალაბა, რიბერი, რობენი, მიულერი, შვაინშტაიგერი, კროოსი, მანჯუკიჩი.

“რეალი”: კასილასი, პეპე, რამოსი, კოენტრაო, რონალდუ, ბენზემა, ბეილი, ალონსო, კარვახალი, მოდრიჩი, დი მარია.