პირველი სენსაციაც გამოცხვა: მექსიკამ გერმანიას მოუგო (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, F ჯგუფში, პირველი ტურის შეხვედრაში გერმანია მექსიკას დაუპირირსპირდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა. 35-ე წუთზე მექსიკა კონტრშეტევაზე წავიდა, ხავიერ ერნანდესმა ირვინგ ლოზანოს გადააწოდა ბურთი, რომელმაც საჯარიმოში მეტოქის ფეხბურთელი მოატყუა და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაიტანა გოლი. მეორე ნახევარში გერმანიას გასატანი ჰქონდა და, ლოგიკურად, პირველ ნომრად თამაშობდა. თუმცა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ვერცერთი შანსი ვერ გამოიყენა და დაპირისპირებაც საბოლოოდ, 0-1 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ მექსიკა სამი ქულით პირველზეა. ხოლო, გერმანია, ჯერჯერობით, ნული ქულით ბოლოზე. ხვალ, 18 ივნისს, ამ ჯგუფში შვედეთი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება. ეს თამაში 16:00 საათზე დაიწყება.

 

“ვესტ ჰემმა” ჩიჩარიტოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდვა გადაწყვიტა

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები მზად არიან, გუნდის მექსიკელ შემტევს, ხავიერ ერნანდეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეელიონ. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

როგორც იცით ჩიჩარიტო ლონდონელთა რიგებს გასულ ზაფხულს შეუერთდა და მის ტრანსფერში “ჩაქუჩებმა” 16 მილიონი ევრო გადაუხადეს “ბაიერ ლევერკუზენს”. თუმცა, ამ უკანასკნელმა იმედები ვერ გაამართლა და პრემიერ ლიგის 21 მატჩში მხოლოდ 4 გატანილი გოლით შეძლო თავის გამოჩენა.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ ჩიჩარიტოს სათამაშო სტილი დიდ მოწონებას ვერ იმსახურებს “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელთა შორის და ატიტომაც, ჩიჩარიტოსა და “ჩაქუჩების” გზების გაყრა საუკეთესო ვარიანტია ორივე მხარისთვის.

ჩიჩარიტო ტრავმირებულია

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” თავდამსხმელი, ხავიერ ჰერნანდესი ტრავმირებულია. მან ეს ტრავმა გუშინდელ ახმანაგურ შეხვედრაში მიიღო, სადაც მექსიკა ბელგიას დაუპირისპირდა და მეტოქესთან ფრე, 3-3 ითამაშა.

ჰერნანდესს მოედნის დატოვება 51-ე წუთზე მოუწია. მან ამ მომენტში თერთმეტმეტრიანის მოპოვება შეძლო, თუმცა ბარძაყზე დაზიანება მიიღო. საგულისხმოა, რომ ეს არც ისე იღბლიანი შეხვედრა მისთვის ეროვნულ ნაკრებში რიგირთ მეასე იყო.

აქვე გეტყვით, რომ მექსიკელი გამოტოვებს ამხანაგურ თამაშს პოლონეთთან და, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს “უოტფორდთან”

ჩიჩარიტო: “ეს ყველაფერი ტყუილია”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ცენტრფორვარდმა, ხავიერ ერნანდესმა სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ის twitter-ზე “ვესტ ჰემის” პოსტს გამოეხმაურა, სადაც მისმა ამჟამინდელმა კლუბმა ესპანური მედიის ცნობა გაავრცელა, თითქოს, ჩიჩარიტოს ლა ლიგაში დაბრუნება სურდა, ამის მიზეზი კი, მეგობარ გოგონასთან ახლოს ყოფნა დასახელდა. ამასთან დაკავშირებით, მექსიკელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა: “ეს ყველაფერი ტყუილია, მე ძალიან ბედნიერი ვარ “ვესტ ჰემში.” – წერს ერნანდესი.

მოურინიო: “ჩიჩარიტოს” ყიდვა შემეძლო, თუმცა ლუკაკუზე არჩევანი ამ მიზეზის გამო გავაკეთე”

კვირას, ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, “ოლდ ტრაფორდზე” ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა იმით იქნება გამორჩეული, რომ “ჩაქუჩების” შეტევაში ხავიერ ერნანდესი ითამაშებს, რომელიც წარსულში “წითელი ეშმაკი” იყო.

ჟოზე მოურინიომ აღნიშნულ მატჩზე საუბრის დროს განაცხადა, რომ მას “ჩიჩარიტოს” “მანჩესტერში” დაბრუნება შეეძლო, თუმცა არჩევანი ბელგიელ რომელუ ლუკაკუზე გააკეთა.

“ხავიერს ჩემს შემადგენლობაში ყოველთვის მივესალმები, რადგან მას ძალიან ცოტა დრო სჭირდება გოლის გასატანად. თუმცა, ჩვენ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა მიმართულებით წავედით და რომელუ ლუკაკუ შევიძინეთ. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბელგიელი მექსიკელთან შედარებით ახალგაზრდაა. ასევე, გვყავს მარკუს რეშფორდი, რომელსაც შეუძლია თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში. ამიტომ, “ჩიჩარიტოს” ყიდვაზე უარი ვთქვით,” – აცხადებს პორტუგალიელი.

ერნანდესი: “მინდა “ოლდ ტრაფორდზე” დაბურნება სამი ქულით აღვნიშნო”

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ჩიჩარიტო ლევერკუზენის “ბაიერიდან” “ვესტ ჰემში” გადავიდა. “ჩქუეჩებს” პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩი “ოლდ ტრაფორდზე”, “მანჩესტერ იუნაიტედთან” აქვთ.

ხავიერ ერნანდესმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ნახსენებ შეხვედრაში სამი ქულის აღებას გეგმავს.

“პირველ ტურში ჩემს ძველ კლუბს ვეთამაშები. ის სტადიონი ჩემი სახლი იყო. ახლა კიდევ ერთხელ გამოვალ იქ, ოღონდაც, სხვა ფერებს დავიცავ.”

“ძალიან მინდა, “ვესტ ჰემს” დავეხმარო და სამი ქულა მოვიპოვოთ. ტურნირის დამაჯერებლად დაწყება უმნიშვნელოვანესი იქნება!” – განაცხადა ჩიჩარიტომ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 ივლისი


ბონუჩი “ბარსელონაში”?

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” ლეონარდო ბონუჩის შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

“იუვენტუსის” მცველის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსიც” გამოთქვამს, თუმცა თავად ფეხბურთელს კლუბიდან წასვლის შემთხვევაში “კამპ ნოუზე” დაბანაკება ურჩევნია.


“ინტერი” დი მარიასთვის 49 მილიონს ამზადებს

Tuttosport-ის ცნობით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები საკმაოდ ამბიციური ნაბიჯისთვის ემზადებიან და მზად არიან “პარი სენ-ჟერმენს” ანხელ დი მარიას სანაცვლდო 49 მილიონი ევრო გადაუხადონ.

სერია ა-ს გიგანტების მთავარმა სამიზნემ გასულ სეზონში 13 გოლის გატანა შეძლო ფრანგული გრანდის მაისურით და ახლა ძალიან ახლოსაა კლუბის დატოვებასთან.


ხავიერ ერნანდესი პრემიერ ლიგაში?

ESPN-ის ცნობით, “ლევერკუზენის” თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის შეძენა “ვესტ ჰემს” სურს. მექსიკელ ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი, თუმცა მას სხვა ჩემპიონატში გადაბარგება სურს.


“ლივერპული” კოუტინიოს სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს

“ლივერპულმა” გუნდის ბრაზილიელი ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს გადაბირებით დაინტერესებულ მხარეებს განუცხადა, რომ ამ უკანასკნელის ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ ფილიპეს გადაბირებასთან ყველაზე ახლოს საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე “პარი სენ-ჟერმენია”, რომელსაც 100 მილიონის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს.


ლაკაზეტი “არსენალში” ითამაშებს

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით მომავალ სეზონში ალექსანდრ ლაკაზეტი ლონდონის “არსენალში” ითამაშებს.

ცნობილი გახდა, რომ ფრანგი თავდამსხმელი უკვე ჩავიდა ლონდონში. იგი, სავარაუდოდ,ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ხელშეკრულების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ჩიჩარიტო: “მლს”-ში თამაში უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩინეთის სუპერ ლიგაში”

ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ჩინეთის სოპერ ლიგაში ასპარეზობასა და დიდი ფულის შოვნას ჩრდილოეთ ამერიკაში, “მლს”-სში თამაში ურჩევნია.

“ჩემთვის “მლს”-ში თამაში უფრო საინტერესოა. მომწონს ამ ჩემპიონატის სტილი და ამერიკურლი ცხოვრება. თუმცა, ვერ იტყვი, რა მოხდება სამი, ოთხი ან ხუთი წლის შემდეგ. არასოდეს თქვა არასოდეს.”

“რა თქმა უნდა, ძალიან დამაბნეველი და მაცდურია ჩინური კლუბების მიერ შემოთავაზებული დიდი ხელფასი. თუმცა, ასეთი შემოთავაზება ახლა რომ მქონდეს, უარით გავისტუმრებდი. ჩემთვის ახლა კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – ფული. “ბაიერის” ფეხბურთელი ვარ და ბედნიერი ვარ ამით,” – განაცხადა მექსიკელმა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (11 იანვარი)

“ჩელსი” “ლევერკუზენს” დაუკავშირდა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა “ბაიერ ლევერკუზენს” თურქი ნახევარმცველის, ჰაკან ჩალხანოღლუს ტრანსფერის თაობაზე მიმართეს, რომელსაც “არისტოკრატთა” თავკაცი, ანტონიო კონტე ოსკარის შემცვლელად მოისაზრებს. (Turkish-football.com)

“ატლეტიკომ” ალექსის სანჩესს დაუმიზნა

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები მზად არიან ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” სამიზნისათვის, ალექსის სანჩესისათვის იბრძოლონ. აღნიშნულ ინფორმაციას ჩილური გამოცემები ავრცელებენ. (El Grafico)

ჩიჩარიტო “ლევერკუზენის” დატოვებას არ აპირებს

“ბაიერ ლევერკუზენის” მექსიკელმა ფორვარდმა, ხავიერ ერნანდესმა ყველასათვის ნათელი გახადა, რომ ის ზამთარში გერმანული კლუბის დატოვებას არ აპირებს. “ეს ყველაფერი უბრალო სპეკულაციაა. არც მე და არც ჩემს აგენტს არ უსაუბრია სხვა კლუბის წარმომადგენლობასთან. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ჩემი ერთადერთი სურვილი ამ კლუბში დარჩენაა.” (Kicker)

1

“ბორნმუთს” იჯარით ჯონ ტერის აყვანა სურს

ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ “ბორნმუთის” ხელმძღვანელობამ ლონდონის “ჩელსის” სეზონის ბოლომდე ჯონ ტერის იჯარის წესით აყვანის წინადადებით მიმართა. მას შემდეგ, რაც “ლურჯებმა” “ბორნმუთში” განათხოვრებული ნათან აკე დათქმულზე ადრე უკან დაიბრუნეს, ედი ჰაუს გუნდს დაცვის ხაზში პრობლემები გაუჩნდა. (Daily Mail)

ოფიციალურად: “ბენფიკამ” ტაარაბტი “ჯენოაში” გაანათხოვრა

სულ ცოტა ხნის წინ ოფციალურად დადასტურდ, რომ პორტუგალიური “ბენფიკას” ფეხბურთელი, ადელ ტაარაბტი იჯარით გადავიდა იტალიურ “ჯენოაში”. 27 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე დარჩება “ჯენოაში”.

“ტოტენჰემს” ნიკო გაიტანი სურს

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა. ბრიტანული პრესის ცნობით, “მამლებმა” უკვე მიმართეს “ატლეტიკოს” ნიკო გაიტანის ტრანსფერის თაობაზე, თუმცა მადრიდელები ჯერ უარზე არიან. (London Evening Standard)

ჩიჩარიტო “ლევერკუზენის” დატოვებას არ აპირებს

“ბაიერ ლევერკუზენის” მექსიკელმა ფორვარდმა, ხავიერ ერნანდესმა ყველასათვის ნათელი გახადა, რომ ის ზამთარში გერმანული კლუბის დატოვებას აк აპირებს.

გერმანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ბაიერმა” თანხმობა განაცხადა ჩიჩარიტოს გაყიდვაზე, თუ რომელიმე კლუბი მის ტრანსფერში 25 მილიონ ევროს გადაიხდის. თუმცა, თავად ფეხბურთელი ამ ყველაფერს უარყოფს.

“იონას ბოლდტსა და რუდი ფოლერს ( მწვრთნელი და სპორტული დირექტორი) ჩემთვის არაფერი უთქვამთ.” – განაუცხადა ჩიჩარიტომ Kicker-ის ჟურნალისტებს.

“ეს ყველაფერი უბრალო სპეკულაციაა. არც მე და არც ჩემს აგენტს არ უსაუბრია სხვა კლუბის წარმომადგენლობასთან. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ჩემი ერთადერთი სურვილი ამ კლუბში დარჩენაა.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (29 დეკემბერი)

გვარდიოლამ ვაიგლს დაუმიზნა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, იულიან ვაიგლი სამიზნეთა სიის სათავეში მოათავსა. სავარაუდოდ, ტრანსფერი მომავალ ზაფხულს განხორციელდება.(Manchester Evening News)

“ბარსელონა” ბრანისლავ ივანოვიჩის გადაბირებას აპირებს

“ჩელსის” ძირითადიდან ამოვარდნილ ბრანისლავ ივანოვიჩს კატალონიური “ბარსელონა” “კამპ ნოუს” საგზურს სთავაზობს. ინგლისელების აზრით, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ სერბმა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. (The Sun)

“ვალენსიას” როხოს გადაბირება მოუნდა

ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელებმა ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტეს. ბრიტანული პრესის ცნობით, “ღამურები” მარკუს როხოს გადაბირებას აპირებენ, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” ლუი ვან გაალმა მიიყვანა. (Manchester Evening News)

Untitled-1

“სუონსის” მთავარი სამიზნე ქრის კოულმენია

დიდი წნეხის ქვეშ მყოფი “სუონსის” ხელმძღვანელობამ, რომელმაც ახლახან გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბობ ბრედლი, მთავარ მიზნად ქრის კოულმენის გადაბირება დაისახა. (Express)

“არისტოკრატები” ჩიჩარიტოს აკვირდებიან

“ბაიერ ლევერკუზენის” მექსიკელი ფორვარდისთვის, ხავიერ ერნანდეს ჩიჩარიტოსათვის გამართულ ბრძოლას ლონდონური “ჩელსიც” შეუერთდა. ფორვარდმა “მანჩესტერის” დატოვების შემდეგ, ბუნდესლიგის 43 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა. (Bild)

კლოპმა ოქსლეიდ-ჩემბერლენი არ გვჭირდებაო

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კატეგორიულად უარყო იფნორმაცია “არსენალთან” ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკებების არსებობის შესახებ: ” ზოგადად, სატრანსფერო ჭორებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია. მინდა გითხრათ, რომ ეს სრული ნონსენსია.” (Sky Sports)

მოსალოდნელი ტრანსფერები (29.12.2016)

პრემიერ ლიგის გრანდებს ჩიჩარიტო სურთ

გავლენიანი ინგლისური გამოცემა, The Mirror იტყობინება, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” და მერსესაიდული “ლივერპული” სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის შეძენით.

ჩიჩარიტო 2015 წელს შეუერთდა გერმანულ კლუბს და პირველ სეზონში 28 ბუნდესლიგურ შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება ახალ სეზონს, მექსიკელმა 12 მატჩში 5 გოლს მოუყარა თავი.

ორივე ინგლისურ გრანდს სურს, რომ 28 წლის ფეხბურთელი მომდევნო – ზამთრის – სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინოს.

ლონდონელებსა და მერსესაიდელებს მექსიკელში ესპანური “ვალენსია” შეეცილება.