გასოლს ევრობასკეტზე თამაში სურს

„ჩიკაგო ბულზისა“ და ესპანეთის ნაკრების ფორვარდს პაუ გასოლ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს, რის შესახებაც გამოცემა „მარკა“ წერს.

გასოლს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ მისი სერჯო სკარიოლოს გუნდში თამაშის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გავრცელდება.

დერიკ როუზს თავისი გუნდის თავკაცის წასვლა არ სურს

„ჩიკაგო ბულზის“ ლიდერმა დერიკ როუზმა გუნდის მთავარ მწვრთნელს ტომ ტიბოდოს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ მისი წასვლა არ სურს.

„მსურს, რომ ტიბოდო დარჩეს. კლუბში და აშშ-ს ნაკრებში მუშაობის პერიოდში მასთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ის ჩემზე ყოველთვის ფიქრობდა. როდესაც ტრავმა მქონდა, ტომი ლოს-ანჯელესში ჩავიდა, სადაც ოპერაციის შემდეგ ვიმყოფებოდი და რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი.

შესაძლოა, ვინმეს ტიბოდოს გათავისუფლება ნამდვილად სურდეს, თუმცა ამ ადამიანთა შორის მე ნამდვილად არ ვარ. მასთან მუშაობის სურვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მსურდა“, – ციტირებს როუზს ESPN-ი.

ლებრონმა „კლივლენდს“ „ჩიკაგოსთან“ მეოთხე მატჩი მოაგებინა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფის მეორე რაუნდის სერიის მეოთხე მატჩში „კლივლენდ კავალიერსმა“ „ჩიკაგო ბულზი“ გასვლაზე ორი ქულით დაამარცხა.

სტუმრებმა პირველ ნახევარში მასპინძლებს აჯობეს და დიდი შესვენების წინ ანგარიიშთ 49:45 იგებდნენ. მესამე მეოთხედი მასპინძლებმა 11 ქულით იმარჯვეს, თუმცა გადამწყვეტ თორმეტ წუთში „კლივლენდმა“ 9 ქულით იმარჯვა, რისი დახმარებთაც სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

„ჩიკაგო ბულზი“ – „კლივლენდ კავალიერსი“ – 84:86 (28:26, 17:23, 23:12, 16:25)

„ჩიკაგო“: როუზი (31 ქ. 4 პ.), ბატლერი (19 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ნოა (8 ქ. 15 მ.), სნელი (7 ქ.), გიბსონი (6 ქ. 8 მ.), დანლივი (4 ქ.), ჰაინრიხი (4 ქ.), მიროტიჩი (3 ქ. 3 ბ.), ბრუკსი (2 ქ.)

„კლივლენდი“: ჯეიმსი (25 ქ. 14 მ. 8 პ. 2 ბ.), მოზგოვი (15 ქ. 9 მ. 3 ბ. 3 პ.), სმიტი (13 ქ.), ტომპსონი (12 ქ. 7 მ.), რვინგი (12 ქ.), შამპერტი (5 ქ.), დელავედოვა (2 ქ. 3 პ.), პერკინსი (2 ქ.)

ფაჩულიამ და „მილუოკიმ“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს

ღამით „მილუოკი ბაქსსა“ და „ჩიკაგო ბულზს“ შორის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის სერიის მეხუთე მატჩი გაიმართა. ამჯერად „ირმები“ „ხარებთან“ ჩავიდნენ. შეხვედრა კვლავ საინტერესო გამოდგა და „მილუოკის“ გამარჯვებით 94:88 დასრულდა.

რაც შეეხება „ბაქსის“ ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ შეხვედრაში 9 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, რითაც ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა. ამრიგად, სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა, არადა, ჩიკაგოელები მას ანგარიშით 3:0 იგებდნენ.

„ბაქსის“ რიგებში საუკეთესო 22 ქულით, 8 მოხსნიდა და 9 პასით მაიკლ კარტერ-უილიამსი იყო. „ხარების“ მხრიდან კი 25 ქულითა და 10 მოხსნით პაუ გასოლი გამოირჩა.

სერიის შემდეგ შეხვედრას გუნდები 30 აპრილს მილუოკიში გამართავენ.

ფაჩულიამ და „მილუოკიმ“ „ჩიკაგოს“ მეოთხე მატჩში მოუგეს

„ჩიკაგო ბულზთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის სამი მატჩის წაგების შემდეგ „მილუოკი ბაქსმა“ სხვაობის შემცირება შეძლო. დაძაბულ შეხვედრაში „ირმებმა“ „ხარებს“ შინ ორი ქულით – 92:90 სძლიეს.

პირველ მეოთხედში „ბულზმა“ 4 ქულით – 19:23 გაიმარჯვა, თუმცა მასპინძლებმა მეორე მეოთხედში წონასწორობა აღადგინეს – დიდი შესვენების წინ ტაბლოზე ანგარიში 50:50 დაფიქსირდა. მესამე მეოთხედში „მილუოკი“ წინ ორი ქულით გავიდა, რამაც შეხვედრის შედეგზე გავლენა იქონია – ბოლო თორმეტმა წუთმა კვლავ თანაბრად ჩაიარა.

რაც შეეხება „მილუოკის“ ქართველ ლეგიონერ ზაზა ფაჩულიას, ცენტრმა 8 ქულა, 6 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.

სერიის შემდეგი მატჩში 27 აპრილს ჩიკაგოში შედგება.

„მილუოკი“ – „ჩიკაგო“ 92:90 (19:23, 31:27, 23:21, 19:19)

„მილუოკი“: მეიო (18 ქ. 4 ჩ.), დადლი (!3 ქ. 5 პ.), ებილისი (10 ქ. 5 პ.), ადეტოკუნბო (10 ქ. 8 მ.), მიდლტონი (10 ქ.), ფაჩულია (8 ქ. 6 მ. 6 ჩ. 1 პ.)
„ჩიკაგო“: ბატლერი (33 ქ. 7 მ. 3 ჩ.), გასოლი (16 ქ. 10 მ. 5 დ.), როუზი (14 ქ. 6 პ. 5 მ. 8 დ.), დანლივი (10 ქ. 5 მ.)

ანგარიში სერიაში: 1:3

სხვა მატჩების შედეგები:

„ბრუკლინ ნეთსი“ – „ატლანტა ჰოუქსი“ – 91:83 (31:16, 16:24, 20:22, 24:21)

ანგარიში სერიაში: 1:2

„ნიუ-ორლეან პელიკანსი“ – „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ 98:109 (24:31, 30:36, 13:21, 31:21)

ანგარიში სერიაში: 0:4

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – „მემფის გრიზლისი“ 109:115 (19:24, 30:38, 26:23, 34:30)

ანგარიში სერიაში: 0:3

როგორ გასცდა როუზი ზაზა ფაჩულიას და მის სამ თანაგუნდელს (ვიდეო)

„მილუოკიოსთან“ პლეიოფის სერიის მესამე მატჩში „ჩიკაგოს“ ლიდერი დერიკ როუზი სამ მეტოქეს გასცდა, რის შემდეგაც ბურთი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა და მეტოქის ფარში ჩააგდო.

ფაჩულია და „მილუოკი“ პლეიოფის მესამე მატჩშიც დამარცხდნენ

ღამით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის მესამე მატჩში „მილუკი ბაქსი“ „ჩიკაგო ბულზს“ სახლში შეხვდა და ამჯერად ორ ოვერტაიმში ანგარიშით 106:113 დამარცხდა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, მან 19  წუთი ითამაშა და მხოლოდ  2 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, „მილულკი“ სერიას ანგარიშით 0:3 აგებს. სერიის შემდეგი მატჩი 26 აპრილს, კვლავ „ბაქსის“ დარბაზში შედგება.

პაუ გასოლი: „ფაჩულიამ მიროტიჩის წინააღმდეგ ზედმეტად იუხეშა“

„ჩიკაგო ბულზის“ ფორვარდი პაუ გასოლი თვლის, რომ „მილუოკის“ ცენტრი ზაზა ფაჩულია პლეიოფის რაუნდის მეორე მატჩში ნიკოლა მიროტიჩის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის სამართლიანად დასაჯეს.

„იმედია, მიროტიჩი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ვფიქრობ, ფაჩულიამ მის წინააღმდეგ რამდენიმეჯერ არასპორტულად ითამაშა. ზაზა ტექნიკურით სამათლიანად დასაჯეს“, – ციტირებს ესპანელს ESPN-ი.

როუზის ფანტასტიკური შეტევა ფაჩულიას გუნდთან მატჩში

„მილუოკი ბაქსთან“ პლეიოფის პირველ მატჩში „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერმა დერიკ როუზმა შეტევა თავისი ნახევრიდან დაიწყო, რის შემდეგაც მთელი მოედანი გაირბინა და ბურთი მეტოქის ფარში ჩააგდო.

ფაჩულიამ პლეიოფი წაგებით დაიწყო

გუშინ საღამოს და დღეს ღამით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფი დაიწყო.

ზაზა ფაჩულიას „მილულკი ბაქსი“ გასვლაზე „ჩიკაგო ბულზს“ შეხვდა და, სამწუხაროდ, ანგარიშით 103:91 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ჯამში ზაზამ 22 წუთის განმავლობაში ითამაშა და ამ დროში 6 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

სერიის მეორე შეხვედრა ოც აპრილს, კვლავ ჩიკაგოში გაიმართება.

„ჩიკაგო“ – „მილუოკი“ 103:91 (30:29, 30:22, 26:24, 17:16)

„ჩიკაგო“: ბატლერი (25 ქ. 6 პ.), როუზი (23 ქ. 7 პ.), ბრუკსი (13 ქ.), გასოლი (10 ქ. 13 მ. 3 ბ.), გიბსონი (8 ქ. 11 მ.), ნოა (6 ქ. 11 მ. 3 ჩ.)
„მილუოკი“: მიდლტონი (18 ქ. 4 ჩ.), ილიასოვა (15 ქ.), ადეტოკუნბო (12 ქ. 5 მ.), ჰენსონი (12 ქ. 7 მ.), ბეილისი (11 ქ. 5 პ.), ფაჩულია (6 ქ. 10 მ.)

სხვა მატჩების შედეგები:

„ტორონტო რეპტორსი“ – „ვაშინგტონ უიზარდსი“ 86:93 ოვერტაიმი (23:19, 19:27, 14:19, 26:17, 4:11)

„გოლდენ სტიეტ უორიორსი“ – „ნიუ-ორლეან პელიკანსი“ 106:99 (28:13, 31:28, 25:25, 22:33)

„ჰიუსტონი“ – „დალასი“ 118:108 (32:19, 27:36, 25:22, 34:31)

პაუ გასოლმა სეზონში 51-ე ტრიპლ-დაბლი გაიფორმა

„ჩიკაგო ბულზის“ ცენტრმა პაუ გასოლმა „მაიამი ჰიტთან“ შეხვედრაში 16 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, რითაც მიმდინარე სეზონში 51-ე ტრიპლ-დაბლი შეასრულა. მიმდინარე გათამაშებაში ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით საუკეთესოა.

მიროტიჩის ლამაზი დანკი

„ჩიკაგო ბულზის“ მფორვარდმა ნიკოლა მიროტიჩმა „შარლოტ ბობკეტსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში ჯეისონ მაკსიელის მხრიდან ხელის შეშლის მიუხედავად, ბურთი მეტოქის ფარში ჩატენა.