ირინა შეიკმა სტრიპტიზი შეასრულა (ვიდეო)

კრიშტიანუ რონალდუს გერლფრენდმა ირინა შეიკმა ახალ თამამ ფოტოსესიაშ მიიღო მონაწილეობა და კამერაზე მაყურებლებს თავისი სხეულის უჩვენა.

კრიშტიანუ რონალდუს 2014 წლის ყველა გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც შესულია 2014 წელს კრიშტიანუ რონალდუს ოფიციალურ მატჩებში გატანილი ყველა გოლი.

რონალდუმ პლატინის ხელი მაინც ჩამოართვა (ვიდეო)

„სან ლორენცოსთან“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალის დროს მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ უეფა-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის ხელი არ ჩამოართვა, რასაც მედიაში და გულშემატკივრებს შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თუმცა, მოგვიანებით, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოვების დროს, პორტუგალიელმა პლატინის ხელი მაინც ჩამოართვა, რითაც აგორებული სკანდალი ჩიხში შეაქცია.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ განვლილ ტურნირზე საუკეთესო მოთამაშეთა შორის მეორე ადგილი დაიკავა, პირველი საფეხური კი მისმა თანაგუნდელმა სერხიო რამოსმა დაიკავა.

რონალდუს სამშობლოში ძეგლი დაუდგეს

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს სამშობლოში ძეგლი დაუდგეს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ქანდაკება მის მშობლიურ ქალაქ ფუნშალში აღიმართა. ძეგლის სიმაღლე 2,4 მეტრია.

თავად რონალდუს “რეგიონის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის” მედალი გადასცეს.

“ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ემოციებს ვერ გამოვხატავ. ეს მოტივაციას ამიმაღლებს და განვითარების საშუალებას მომცემს. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია”, – განაცხადა რონალდუმ.

Cristiano Ronaldo - statue

 

კრიშტიანუ რონალდუმ მიშელ პლატინის ხელი არ ჩამოართვა

მადრიდის “რეალსა” და არგენტინულ “სან ლორენსოს” შორის გამართული საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის (2:0) შემდეგ “სამეფო კლუბის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის ხელი არ ჩამოართვა.

შეგახსენებთ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ რონალდუ “ოქროს ბურთს” არ იმსახურებს.

რონალდუს დაცვის წევრმა “ალმერიასთან” მატჩის შემდეგ მსაჯი შეაშინა

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სპეციალური პირი დაიქირავა, რომელიც მას მატჩების შემდეგ ცნობისმოყვარე გულშემატკივრებისგან დაიცავს.

დაცვის სამსახურის წევრის მუშაობა ბევრმა შენიშნა პარასკევს “ალმერიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (4:1) შემდეგ. ბოდიგარდი იმდენად სერიოზულად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი, რომ რაღაც მომენტში ერთ-ერთი მსაჯიც კი შეაშინა.

რონალდუ vs მესი — ვინ რამდენი ჰეთთრიკი შეასრულა პენალტის გარეშე

ესპანეთში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის მიკროდუელი გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე პრიმერადივიზიონში ორივე მათგანმა შეასრულა ჰეთთრიკი.

რონალდუს ლა ლიგაში სულ 23 ჰეთთრიკი აქვს გაფორმებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, მესის ანგარიშზე კი 21 ჰეთთრიკია.

კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივოს” ჟურნალისტებმა დაითვალეს და დაადგინეს, რომ რონალდუმ 23-დან 15 შემთხვევაში ჰეთთრიკი პენალტის დახმარებით გაიფორმა, როცა მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მხოლოდ სამჯერ შეასრულა ჰეთთრიკი, 18 შემთხვევაში კი მატჩში სამი ბურთი პენალტის დახმარების გარეშე გაიტანა.

 

“რეალმა” “ბარსელონას” მიღწევა გაიმეორა

მადრიდის “რეალმა” “ბარსელონას” მიღწევა გაიმეორა, რომელიც კატალონიურმა გუნდმა 2005/06 წლების სეზონში აჩვენა. კერძოდ, საუბარია მიჯრით 18 მატჩის მოგებაზე.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIV ტურში “სამეფო კლუბმა” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთთრიკის წყალობით “სელტა” ანგარიშით 3:0 დაამარცხა და მომდევნო შეხვედრაში ახალი რეკორდის დამყარების შესაძლებლობა მიეცა.

სტატისტიკაში ყველა ტურნირზე ჩატარებული მატჩი იგულისხმება.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ რეკორდი დაამყარა კრიშტიანუ რონალდუმაც, რომელმაც პრიმერადივიზიონში 23-ე ჰეთთრიკი გაიფორმა.

 

ბუფონმა “ოქროს ბურთის” ნომინანტებს შორის საკუთარი ფავორიტი დაასახელა

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ პრეტენდენტთა შორის ფავორიტი ამოარჩია.

“სავარაუდოდ, კრიშტიანუ რონალდუ გაიმარჯვებს. მას ჩემპიონთა ლიგა რომც არ მოეგო, ამ დროისთვის საუკეთესოა და სწორედ იგი უნდა დაჯილდოვდეს. გარდა იმისა, რომ მან შესანიშნავი კარიერა გაიკეთა, დიდი ხანია, უმაღლეს დონეზე თამაშობს. ბოლო ორი წელიწადია, ის საოცრებებს ახდენს და საყოველთაო აღიარებასაც იმსახურებს.

ამის მიუხედავად, მგონია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია. მასსა და რონალდუს შორის დიდი განსხვავება არ არის: ორივე მათგანი უმაღლეს დონეზე თამაშობს და შესაძლოა, ერთმა მეორეს ნებისმიერ დროს აჯობოს”, – ბუფონის სიტყვები ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუსა და მესის გარდა “ოქროს ბურთზე” წარდგენილია გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

რონალდო: “რონალდუმ მესის წელსაც აჯობა”

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რონალდომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის გაჩაღებული მეტოქეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“რონალდუს აქვს სისწრაფე, ძალა, თან ბევრ გოლს იტანს. ჩემი აზრით, შარშანდელის მსგავსად, მან წელსაც აჯობა ლეო მესის. როგორც იჩანს, რონალდუ კიდევ ერთხელ მოიგებს “ოქროს ბურთს”, – ციტირებს რონალდოს სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

ბრაზილიელს იმის შესახებაც ჰკითხეს, აჯობა თუ არა კრიშტიანუ რონალდუმ მას მიღწევებით, რაზეც რონალდომ ასე უპასუხა:

“რთულია, სხვადასხვა პერიოდებში მოთამაშე ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარება. მე ჩემი საქმე დიდი ხნის წინათ გავაკეთე”.

 

“რეალის” ვიცეპრეზიდენტი: “მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის რონალდუ”

მადრიდის “რეალის” ვიცეპრეზიდენტი ფერნანდო ტაპიასი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მის კლუბს “ბარსელონადან” ლიონელ მესის გადმობირება სურს.

“მესი “რეალში” რომ გადმოვიდეს, ახალი ლიგის შექმნა გახდება საჭირო. მაგალითად, ევროპულ-ამერიკული ლიგის, სადაც ყველა გუნდი “რეალის” წინააღმდეგ გამოვა. ჩვენ კმაყოფილები ვართ არსებული ვითარებით. რაც უფრო მეტ გუნდს ეყოლება თავის რიგებში ბევრი ძლიერი მოთამაშე, მით უკეთესი იქნება.

კრიშტიანუ რონალდუ გენიალური ფეხბურთელია. ის სხვა პლანეტიდან მოსული მოთამაშეა. ასეთები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ის ყველაფერს მიაღწევს, რასაც მოისურვებს. კი ბატონო, მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის რონალდუ”, – ციტირებს “რეალის” ვიცეპრეზიდენტის სიტყვებს Tribalfootball-ი.

 

რონალდუ ჩაბი ალონსოზე განაწყენდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, “ოქროს ბურთი” ბავარიელთა მეკარე მანუელ ნოიერს უნდა გადაეცეს, მადრიდის “რეალის” ბანაკში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

პირველ რიგში, საუბარია კრიშტიანუ რონალდუზე, რომელიც “ოქროს ბურთის” მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

რადიოსადგურ Cadena Cope-ს ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ახლო წრეში საუბრისას განაცხადა, რომ ჩაბი ალონსოს სიტყვებმა გაანაწყენა. რონალდუს წყენის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბასკი ნახევარმცველი გასული წლების განმავლობაში “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში რონალდუს გულმხურვალედ ქომაგობდა, ახლა კი მან პოზიცია შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.