ლუიშ ფიგუ მესისა და რონალდუს ერთმანეთთან შედარებაზე

“ბარსელონას” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ ამავე კლუბების ამჟამინდელი ლიდერების — ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთთან შედარება არ ისურვა. A Bola-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფიგუმ განაცხადა, რომ აღნიშნული ფეხბურთელების შედარება არ შეიძლება.

“მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ მე ვარ. აი, ეს არის გამოსავალი ამ კითხვის დასმის დროს, – გაიხუმრა ფიგუმ. – შეუძლებელია, მსოფლოს ორ საუკეთესო მოთამაშეს შორის უკეთესის ამორჩევა. ძალიან რთულია, ვინაიდან ერთის ამორჩევით მეორე მოთამაშეს უკან აყენებ, რითაც გულისხმობ, რომ ის არც ისე კარგი ფეხბურთელია. ეს არასწორი მიდგომაა. ამიტომ, მე მათ შორის არჩევანს არ ვაკეთებ, ორივე ძალიან კარგი მოთამაშეა”.

 

კრიშტიანუ რონალდუმ დანი ალვესი მიწაზე რესლინგის ილეთით დააგდო

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის ერთ-ერთმა მოთამაშემ საინტერესო ეპიზოდი დააფიქსირა — აღნიშნულ მომენტში მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ “ბარსელონას” მცველ დანი ალვესს რესლინგის ილეთის აგდებს მიწაზე.

ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენციის შესახებ

თანამედროვე ფეხბურთში “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შორის დიდი კონკურენციაა გაჩაღებული, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელი ამბობს, რომ პორტუგალიელს მსოფლოს საუკეთესო მოთამაშის წოდების მოსაპოვებლად არ ეცილება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე კრიშტიანუ რონალდუმ წუხელ 69-ე გოლი გაიტანა, რაც ერთით აღემატება ლეო მესის მონაგარს. სავარაუდოდ, ძალიან მალე ორივე მათგანი გაუსწრებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირ რაულს, რომელსაც 71 ბურთი აქვს გატანლი.

“არც რონალდუს და არც არავის არ ვეჯიბრები. ინდივიდუალურ ჯილდოებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. უბრალოდ მინდა, რომ გუნდს დავეხმარო. არ ვფქრობ იმაზე, თუ რა ადგილს დავიკავებ ფეხბურთის ისტორიაში. ვცდილობ, კიდევ უფრო გავძლიერდე და გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო.

“ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკება მალევე დასრულდა, რადგან ეს ჩემთვის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება გახლდათ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გუნდში დავრჩებოდი. ზაფხულში ძალიან კარგი მოთამაშეები დავიმატეთ, რომლებმაც გუნდთან ადაპტაცია მალევე გაიარეს. ახლა შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს.

რაც შეეხება არგენტინის ნაკრებში ჩემს თამაშს, პრესაში ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ჭორები ვრცელდება, თუმცა ეროვნულ გუნდში ასპარეზობას გავაგრძელებ”, – მესის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

კრიშტიანუ რონალდუმ მესის კვლავ გაუსწრო

უეფას ჩემპონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის II ტურში მადრიდის “რეალმა” სტუმრად რაზგრადის “ლუდოგორეცი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში “სამეფო კლუბის” ლიდერმა კრიშტანუ რონალდუმ ორჯერ შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა: პირველ ჯერზე მას მეკარემ აჯობა, მეორედ დანიშნული პენალტის შესრულებაც პორტუგალიელმა ითავა და გაიტანა.

ამრიგად, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით “ბარსელონას” ლიდერ ლონელ მესის კვლავ გაუსწრო. ახლა რონალდუს ანგარიშზე 69 გატანილი ბურთია, რაც ერთით აღემატება არგენტინელი ფეხბურთელის მონაგარს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად ამ დრომდე რჩება რაული, რომელსაც 71 გოლი აქვს გატანილი.

 

“რონალდუ, სახლში დაბრუნდი”, – “მან იუს” ფანებმა “რეალის” მატჩს გადაუფრინეს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის VI ტურში “ვილიარეალსა” და მადრდის “რეალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობის დროს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანების ჯგუფმა “ელ მადრიგალს” თვითმფრინავით გადაუფრინა, რომელსაც სპეცალური ბანერი ჰქონდა გამოკიდული. “რონალდუ, სახლში დაბრუნდი”, – ეს წარწერა იყო ბანერზე გამოსახული. აღნიშნული შეხვედრა “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, ერთ-ერთი გოლი კი სწორედ რონალდუმ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 2003-დან 2009 წლამდე იცავდა. ბოლო პეროდში აქტიურად ისმის ხმები იმის შესახებ, რომ პორტუგალელ ფეხბურთელს “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნება სურს, თუმცა თავად რონალდუ ამას უარყოფს.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა საკუთარი სურვილის გამოსახატავად ამ ხერხს მიმართეს — გასულ სეზონში თვითმფრინავზე გამობმულ ბანერზე დევიდ მოიესის გათავსუფლების მოთხოვნა იყო დაფიქსრებული.

როდის გაიმართება სეზონის პირველი “ელ კლასიკო”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის IX ტურში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩი, სავარაუდოდ, 25 ოქტომბერს ჩატარდება.

“სეზონის პირველი “ელ კლასიკო” შაბათ დღეს გაიმართება”, – განაცხადა პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელ ლუის სუარესს დისკვალიფიკაცია 24 ოქტომბერს ეწურება. ამრიგად, ურუგვაელ ფეხბურთელს “რეალის” წინააღმდეგ თამაში შეეძლება.

 

რონალდუ ეცდება

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ახალ სეზონში გუნდის და საკუთრივ მის წინაშე დასახული მიზნების შესახებ ისაუბრა.

“გასული სეზონი ფანტასტიური გამოვიდა. მეათედ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგის თასი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდით. ამ სეზონში ვეცდებით, რომ კვლავ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა, გავიმარჯვოთ ესპანეთის ჩემპიონატშიც.

რაც შეეხება ინდივიდუალურ მიზნებს, ვეცდები, რომ ჩემი რეკორდები დავამხო. ვიცი, რომ ეს რთული საქმე იქნება, თუმცა მე მაინც ვეცდები”, – რონალდუს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

 

რონალდუმ მარსელოს გაყინული წყალი გადაასხა

ALS Ice Bucket Challenge-ის სახელით აგორებულ კამპანიაში მადრიდის “რეალის” კიდევ ერთი ფეხბურთელი მარსელო ჩაერთო.

აღნიშნული აქცია ამიოტროფული სკლეროზი წინააღმდეგ არის მიმართული და მსოფლიოს ცნობილი სახეები თავზე გაყინულ წყალს ისხამენ, თან სხვა ცნობილ სახეებსაც მოუწოდებენ, რომ კამპანიაში ჩაერთონ.

მარსელოს გაყინული წყალი თვით კრიშტიანუ რონალდუმ გადაასხა, რომელიც თავის მხრივ, სხვებმა გაწუწეს.

 

რონალდუს თავზე გაყინული წყალი გადასხეს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ALS Ice Bucket Challenge-ის სახელით აგორებულ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული აქცია ამიოტროფული სკლეროზი წინააღმდეგ არის მიმართული და მსოფლიოს ცნობილი სახეები თავზე გაყინულ წყალს ისხამენ, თან სხვა ცნობილ სახეებსაც მოუწოდებენ, რომ კამპანიაში ჩაერთონ. ასე მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუმ ესტაფეტა “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ დარენ ფლეტჩერისგან მიიღო, თავად პორტუგალიელმა კი აღნიშნულის გაკეთება ცნობილ მომღერლებს ბიონსეს, ჯეი ლოსა და ლილ უიენს სთხოვა.

 

რონალდუმ გაიტანა, მაგრამ “რეალმა” წააგო

ფლორენციის “ფიორენტინასა” და მადრიდის “რეალს” შორის პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული ამხანაგური მატჩი იტალიური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ მე-4 წუთზე გახსნა. 27-ე წუთზე მარიო გომესმა გაათანაბრა, 69-ე წუთზე კი მარკოს ალონსომ “რეალის” კარში მეორე ბურთი გაიტანა და საბოლოო შედეგი 2:1 დაფიქსირდა.

ამხანაგური მატჩი
“ფიორენტინა” — “რეალი” 2:1 (1:1)

ფიორენტინა“: ნეტო, როდრიგესი (ჰეგაზი 86′), ტომოვიჩი (პიჩინი 85′), სავიჩი, მარკოს ალონსო (პასკუალი 85′), პიზარო (ვოლსკი 77′), აკვილანი (ბრილანტე 69′), ბორხა ვალერო (ჯილი 90′), ვარგასი (ლაძარი 85′), გომესი (ილიჩიჩი 68′), ბაბაკარი (ბერნარდეში 77′).
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

რეალი“: ნავასი, არბელოა (ლუკას ვასკესი 76′), მარსელო (ფაბიო კოენტრაუ 46′), ნაჩო, ვარანი (სერხიო რამოსი 74′), ჩაბი ალონსო (კროოსი 46′), ხედირა (მედრანი 75′), ილიარამენდი (ბურგუი 75′), დი მარია, ხამეს როდრიგესი (კარვახალი 46′), რონალდუ (ბენზემა 46′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: გომესი 27′, მარკოს ალონსო 69′ — რონალდუ 4′.

რონალდუ: “იკერი იყო და დარჩება ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გუნდის მეკარე იკერ კასილასმა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა.

“იკერი ყოველთვის იყო და დარჩება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Goal.com-ი.

მას შემდეგ, რაც გუნდში დიეგო ლოპესი მოვიდა, კასილასმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, იკერს ძირითადად ევროთასების მატჩებში ათამაშებდნენ. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, “რეალმა” დიეგო ლოპესი “მილანში” გაუშვა. ასე რომ, გუნდის ძირითად მეკარედ, სავარაუდოდ, კვლავ იკერ კასილასი მოგვევლინება, მიუხედავად იმისა, რომ “სამეფო კლუბმა” კეილორ ნავასის სახით კიდევ ერთი მაღალი დონის კიპერი დაიმატა.

 

რა გააკეთა რონალდუმ, უფრო მაღალი რომ წარმოჩენილიყო

უეფას სუპერთასის მატჩიწინა სამახსოვრო ფოტოს გადაღებისას მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ უფრო მაღალი რომ წარმოჩენილიყო, ფეხის წვერებზე დადგა.