„ლივერპულის“ თავდამსხმელმა დანიელ სტარიჯმა განაცხადა, რომ მერსესაიდულ კლუბში გადასვამ მასზე მხოლოდ პოზიტიურად იმოქმედა.
„როდესაც ვილაშ-ბოაში „ჩელსიში“ იყო, მოედანზე ხშირად გამოვდიოდი. ძირითადად მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობდი, რისგანაც სიამოვნებას ვიღებდი. თუმცა, საქმე მხოლოდ იმაშია, რომ სათამაშო დრო მქონდა. როდესაც მწვრთნელი გაუშვეს, მისი ადგილი რობერტო დი მატეომ დაიკავა და შემადგენლობაში ადგილი კვლავ დავკარგე. სათადარიგოთა სკამზე დარჩენას ვერ ვეგუებოდი, რადგან თამაშს შევეჩვიე.
სიამოვნებას ვიღებდი მომენტისგან, როდესაც სათამაშო ფორმას ვიცვამდი და მინდორზე გამოვდიოდი. მაშინ ფერბურთისადმი სიყვარული დავკარგე. მსურდა, ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაში დროგბასგან და ანელკასგან მესწავლა. მეგონა, დიდიეს წასვლის შემდეგ უფრო ხშირად ვითამაშებდი, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა“, – განაცხადა სტარიჯმა.
ალექსანდრე მატევოსოვი