ბექჰემმა ზიდანს იუბილე მიულოცა

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი ზინედინ ზიდანი იუბილარია. ზიზუს დღეს 43 წელი შეუსრულდა. ფრანგ ფეხბურთელს დაბადების დღე ყოფილმა თანაკლუბელმა დეიდ ბექჰემმა მიულოცა.

“ჩემს მეგობარს დაბადების დღეს ვულოცავ. ეს არის კაცი, რომელსაც არასდროს უყვარდა, როდესაც გენიოსს ეძახდნენ, თუმცა ის ნამდვილად არის გენიოსი ბევრი რამის გამო. პროფესიონალი, მშრომელი, ნიჭიერი და ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც შეიძლება საფეხბურთო მოედანზე შეხვედროდით. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ, ზიზუ”, – დაწერა ბექჰემმა სოციალურ ქსელში.

 

დევიდ ბექჰემს გაი რიჩის ფილმში გადაიღებენ

“ინდეპენდენტის” თანახმად, ცნობილი რეჟისორი გაი რიჩი ინგლისის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ დევიდ ბექჰემს თავის ფილმში გადაიღებს.

ფილმი მეფე არტურსა და მრგვალი მაგიდის რაინდებზე იქნება. ბექჰემი ქვიდან ხმლის ამოღების სცენაში მიიღებს მონაწილეობას.

მეფე არტურის როლს ჩარლი ჰენემი შეასრულებს. გარდა ამისა, ფილმში მონაწილეობენ ჯუდ ლოუ, ანაბელ უოლისი და სხვები.

 

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობთ დევიდ ბექჰემს?

გთავაზობთ ქვიზს ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, დევიდ ბექჰემის შესახებ. ვნახოთ, რამდენად კარგად იცნობთ ინგლისელ ფეხბურთელს და ათი კითხვიდან რამდენს უპასუხებთ სწორად.

ბექჰემმა შვილს ვიდეოს ჩაწერა არ დააცადა (ვიდეო)

დევიდ ბექჰემმა საკუთარ შვილს სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” ასატვირთი ვიდეოს ჩაწერა არ დააცადა.

ბრუკლინი: “დღეს დედას დაბადების დღეა”.
დევიდი (სხვა ოთახიდან): “ბრუკლინ, მივდივართ”.
ბრუკლინი: “და ერთ მილიონ მიმდევარს მივაღწიე”.
*ოთახში ბექჰემი შემოდის*
დევიდი: “მე 52 (მილიონი) მყავს”.

როგორც ჩანს, ბექჰემმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მოწონების რაოდენობა იგულისხმა.

დევიდ ბექჰემმა 11 წლის კიბოთი დაავადებულ ბავშვს ოცნება აუსრულა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა 11 წლის ბიჭი მოინახულა, რომელიც კიბოთი არის დაავადებული. როგორც გაირკვა, ბიჭუნა დევიდის დიდი თაყვანისმცემელია და მასთან შეხვედრაზე ყოველთვის ოცნებობდა.

ბექჰემმა მოიწონა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა ეროვნული გუნდის კაპიტნის პოზიციაზე უეინ რუნის არჩევა მოიწონა. ბექჰემის თქმით, აღნიშნულ საპასუხისმგებლო როლს რუნი იდეალურად შეეფერება.

“დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტნის პოზიციაზე რუნი იდეალური ვარიანტია. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მოედანზე და დანარჩენი მოთამაშეებისთვის მაგალითიც გახდება. უეინი არასდროს არ იმალება, პრობლემებს არ გაურბის, რაც კაპიტნისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა. ის ყურადღების ცენტრში რჩება არამხოლოდ კარგი მომენტის დროს, არამედ წარუმატებლობის წუთებშიც”, – ბექჰემის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ კაპიტნად არჩევის შემდეგ პირველი მატჩი ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და “სამმა ლომმა” სწორედ მის მიერ რეალიზებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოიგო (1:0).

 

ბექჰემი ჯერარდს სანაკრებო კარიერის გაგრძელებას ურჩევს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი იმედს გამოთქვამს, რომ სტივენ ჯერარდი ეროვნულ გუნდში თამაშს გააგრძელებს.

„ლივერპულის“ კაპიტანი არ მალავს, რომ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო კარიერის დასრულებას აპირებს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯერარდი უკვე 36 წლის იქნება.

გარდა ამისა, მერსისააიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი პირადად არის დაინტერესებული, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა საერთაშორისო კარიერა დაასრულოს, რათა სრული კონცენტრაცია კლუბზე გააკეთოს.

დევიდ ბექჰემს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

„ინგლისის ნაკრებში რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდი, ვიყავი გუნდის კაპიტანიც. ეს პერიოდი ამ დრომდე მენატრება. ინგლისის ნაკრები ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე სხვა რაღაცები.

კარგი იქნება, თუ სტივენი ნაკრებში თამაშს გააგრძელებს. მსოფლიოს ჩემპიონატმა იმედგაცრუება მოგვიტანა, კაპიტანი ყოველთვის საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ამ ამპლუაში გარკვეულ ვალდებულებას გრძნობ, ცდილობ, რომ გუნდი წამოაყენო, სტივენი ყოველთვის იყო ნამდვილი ლიდერის განსახიერება.

ახალგაზრდა მოთამაშეები უნდა უყურებდნენ წარმატებულ ადამიანებს. ვფიქრობ, სტივენი შესანიშნავი კაპიტანია. მას არ სჭირდება ჩემი რჩევები, თუმცა მაინც ვეტყოდი: „სანამ შეგიძლია, ითამაშე ნაკრებში“, – განაცხადა ბექჰემმა.

 

დაერქმევა ბექჰემის ახალ გუნდს „მაიამი მეტროსექსუალსი“?

Fanebi.com-ის მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების, მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა ოფიციალურად განაცხადა, MLS-ში საფეხბურთო კლუბს შევქმნი, რომელიც მაიამის წარმომადგნელი იქნებაო. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, თუ სად ითამაშებს მისი გუნდი, როდის შეუერთდება ლიგას და რა ერქმევა მას. საბუქმეიქერო კანტორებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხებზე მარჩიელობა და ფეხბურთის გულშემატკივრებს სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობენ, მათ შორის საკმაოდ უცნაურსაც.

ერთ-ერთი უცხოური საბუქმეიქერო კანტორის ვარიანტები და კოეფიციენტები ასე გამოიყურება:

„მაიამი ბექჰემ იუნაიტედი“ — 3-1
„მაიამი ტროპიკსი“ — 6-1
„მაიამი ფუჟენი“ — 7-1
„მაიამი მატადორსი“ — 12-1
„მაიამი გატოსი“ — 16-1
„მაიამი მეტროსექსუალსი“ — 20-1
„მაიამი მაესტროსი“ — 22-1
„მაიამჩესტერ იუნაიტედი“ — 1000-1

 

ბექჰემმა ბრაზილიის ნაკრები მოინახულა (ფოტომასალა)

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ეწვია, რომელიც მაიამიში არის დაბინავებული. 17 ნოემბერს ბრაზილიელი ფეხბურთელები ჰონდურასის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ბრაზილიის ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერი იტყობინება, რომ ბექჰემს „სელესაოს“ სამწვრთნელო შტაბთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა. ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მოქმედ ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ფოტოებიც გადაიღო.

დევიდ ბექჰემი ავარიაში მოყვა (ფოტოები)

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი შვილ ბრუკლინთანერთად ავტოავარიაში მოყვა.

ბექჰემი Range Rover Sport-ით ბევერლი-ჰილზში (ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი) მდებარე საკუთარი სახლისკენ მიემართებოდა, როცა სხვა ავტომობილს დაეჯახა, რომელსაც ქალი მართავდა.

საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ბექჰემი სახლში დაბრუნა, სადაც პოლიციის წარმომადგენლებმა დაკითხეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ბექჰემისთვის მეორე ავარიაა. 2011 წელს დევიდს ავტოავარია ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ავტოგზაზე მოუვიდა. მაშინაც ავტომობილში მასთან ერთად შვილი ბრუკლინი იყო. მაშინაც ბექჰემების ოჯახი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.

გთავაზობთ ავტოავარიის ამსახველ ფოტომასალას.

ბექა დოგრაშვილი

ფერგიუსონი: „გეტყვით, როდის დაკარგა ბექჰემმა ფეხბურთზე აქცენტი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კლუბის ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მაშინ შეიცვალა, როდესაც მან ვიქტორია ადამსი ცოლად შეირთო. ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, გამორჩეული სპორტსმენიდან დევიდი ჩვეულებრივ სახედ იქცა.

„როდესაც ბექჰემს პირველად შევხვდი, ის 12 წლის იყო. მაშინ მას ფეხბურთის თამაშის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, უნდოდა, რომ მაღალ დონეზე ეთამაშა. ის გამორჩეული მოთამაშე იყო, რომელიც მუდმივად ვარჯიშობდა და უკეთესობისკენ მიიწევდა. მისი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც „The Spice Girls“-ის ერთ-ერთ გოგოს შეხვდა. მან თავისი პრიორიტეტები შეცვალა. სპორტსმენი დევიდისგან ცნობილი სახე მივიღეთ. მან ფეხბურთზე აქცენტი დაკარგა. შემდეგ ჩვენ ის მადრიდის „რეალში“ გავყიდეთ, სადაც ასევე კარგად თამაშობდა, თუმცა ვერაფრით ამიხსნია, რატომ წავიდა „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“. მე იქ არასდროს წავიდოდი. მწვრთნელის რანგში ყველაფერი გავაკეთე, რომ ბექჰემს ისეთ კლუბებში ეთამაშა, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“. ამის შემდეგ დევიდმა კვლავ შეცვალა თავისი ცხოვრება. მოხვდა ინგლისის ნაკრებში და ევროთასებზე „მილანის“ ღირსებას იცავდა. ის ყველა მხრივ გასაოცარი ფეხბურთელია. ეჭვგარეშეა, რომ ბექჰემი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ნამდვილი ხატია“, – ფერგიუსონის სიტყვები ბრიტანულმა „თაიმსმა“ გამოაქვეყნა.