გადაწყდა: ვინ იმსაჯებს მადრიდულ დერბიში?

სანაკრებო პაუზის შემდეგ, მადრიდის “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რეალს” 18 ნოემბერს, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მიიღებს.

გაირკვა იმ არბიტრის ვინაობა, რომელიც აღნიშნულ დერბიში იმსაჯებს. ლა ლიგა სანტანდერის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩს დავიდ ფერნანდეს ბორბალანი განსჯის. სწორედ 44 წლის ესპანელი იყო “ვისენტე კალდერონზე” გამართული ბოლო დერბის რეფერი, რომელიც 2016 წლის 19 ნოემბერს შედგა. მაშინ, “ბლანკოსმა” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთრიკით იმარჯვა.

აქვე გეტვყით, რომ ზემოთ ნახსენებ თამაშში ბორბალანმა “ატლეტიკოს” მხრიდან” გოდინი, გაბი, კორეა და კოკე გააფრთხილა, ხოლო, “რეალის” მხრიდან ყვითელი ბარათი რონალდუსა და ვასკესს უჩვენა.

კარიკატურა: მილანური დერბი (ფოტო)

ხვალ, მილანში “ჯუზეპე მეაცაზე” დერბი შედგება: “ინეტრი” “მილანის” წინააღმდეგ! ერთმანეთს იტალიური ფეხბურთის ორი გრანდი დაუპირისპირდება.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარსონი “დერბიში” გადავიდა

“დერბის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მეკარე სკოტ კარსონი გუნდის ღირსებას 2017 წლამდე დაიცავს.

“უიგანიდან” ინგლისის ნაკრების მეკარის ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კარსონს აქმადე “ლიდსის”, “ლივერპულის”, “შეფილდის”, “ჩარლტონის”, “ასტონ ვილას”, “ვესტ ბრომვიჩის” და “ბურსასპორის” შემადგენლობაში უთამაშია.

ტომ ინსმა “ბოლტონს” შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

7 თებერვალს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “დერბიმ” საკუთარ მოედანზე “ბოლტონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ტომ ინსმა “ბოლტონის” კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

იხილეთ 0:20-დან:

ფილიპე ლუისმა “დერბის” ჯარიმიდან გაუტანა (ვიდეო)

16 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასზე, “დერბისა” და “ჩელსის” შორის გამრთულ მატჩში (1:3), ფილიპე ლუისმა მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.

ყველაზე სიმულიანტი მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში? (ვიდეო)

29 ნოემბერს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “ლიდს იუნაიტედსა” და “დერბის” შორის გამართულ მატჩში (2:0) კამერებმა კურიოზული კადრი დააფიქსირეს.

“ლესტერის” ფეხბურთელის მშვენიერი ფინტი

10 იანვარს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “ლესტერსა” და “დერბის” შორის გამართულ შეხვედრაში, “ლესტერის” ფეხბურთელმა, ენტონი ნოკერტმა მეტოქე მშვენიერი ფინტით ჩამოიტოვა.

რამირესის სიმულიანტობა და ყვითელი ბარათი “დერბისთან” მატჩში

5 იანვარს, ინგლისში, “დერბიმ” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ლონდონელთა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რამირესმა ისიმულიანტა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო.

ტორესი თავის სტიქიაშია

5 იანვარს, “დერბისა” და “ჩელსის” დაპირისპირებისას, ლონდონური გუნდის ესპანელმა თავდამსხმელმა, ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

ჰანოვერში ადგილობრივი კლუბის „ფანი“ ღორი იპოვეს

ჰანოვერის მცხოვრებლებმა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე არხეინად მოსიარულე დედალი ღორი იპოვეს, რომელსაც ადგილობრივი კლუბის შარფი ჰქონდა შემოხვეული, სხეულზე კი – ასევე „ჰანოვერის“ ლოგო ჰქონდა გამოსახული.

სამართალდამცავებმა ღორი ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ მოხვდა ოთხფეხა არსება ქუჩაში კლუბის შარფით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ბრაუნშვაიგის „აინტრახტის“ ქომაგთა ნამოქმედარია. გერმანიის ბუნდესლიგის დამდეგ ტურში ქვედა საქსონიის დერბია – „ჰანოვერი“ „აინტრახტს“ უმასპინძლებს. სწორედ ამ მატჩს უნდა უკავშირდებოდეს აღნიშნული ფაქტი. სხვათა შორის, ეს დერბი ბოლო 37 წლის მანძილზე პირველად შედგება.

მატჩი „ჰანოვერსა“ და „აინტრახტს“ შორის პარასკევს, ჩვენი დროით 23:30 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ „იუნაიტედი“ გაანადგურა

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა „ეტიჰადზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მე-16 წუთზე ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი გოლით თავი იაია ტურემ გამოიჩინა. მატჩის მეორე ნახევრის დებიუტში აგუერომ დუბლი გაიფორმა, სამი წუთის შემდეგ კი გოლის გატანა სამირ ნასრიმაც მოახერხა. ერთადერთი რამ, რაც „წითელმა ეშმაკებმა“ შეძლეს, ეს პრესტიჟის გოლის გატანა გახლავთ. 87-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი უეინ რუნიმ გაქვითა – 4:1.

ეს პირველი მანჩესტერული დერბი იყო როგორც გუნდების მთავარი მწვრთნელებისთვის, ასევე ცალკეული მოთამაშეებისთვის – მარუან ფელაინი („იუნაიტედი“), ხესუს ნავასი („სიტი“), ალვარო ნეგრედო („სიტი“) და ფერნანდინიო („სიტი“). სათქმელია, რომ ნეგრედომ თავისი პირველი მანჩესტერული დერბი ორი საგოლე პასით აღნიშნა. ხესუს ნავასმა კი ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. საზარდულის ტრავმის გამო, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო რობინ ვან პერსიმ.

5 ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ 10 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი 7 ქულა დარჩა და მე-8 პოზიციამდე დაქვეითდა.

ინგლისის პრემიერლიგა
V ტური
„მანჩესტერ სიტი“-„მანჩესტერ იუნაიტედი“ 4:1 (2:0)

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, კომპანი, ზაბალეტა, კოლაროვი, ნასტასიჩი, ნასრი, იაია ტურე, ხესუს ნავასი (მილნერი 71′), ფერნანდინიო, აგუერო (ხავი გარსია 86′), ნეგრედო (ჯეკო 75′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა. სმოლინგი, კერიკი, ვალენსია, იანგი (კლევერლი 51′), ფელაინი, რუნი, უელბეკი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

გოლები: აგუერო 16′, 47′, ტურე 45+1′, ნასრი 50′ – რუნი 87′.
გაფრთხილებები: ნასტასიჩი 5′ – რუნი 30′, ვალენსია 70′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.

ბექა დოგრაშვილი

მანჩესტერული დერბის მოლოდინში

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში მანჩესტერული დერბი შედგება. „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელთაც აქტივში 7-7 ქულა აქვთ, ერთმანეთს „ეტიჰადზე“ დაუპირისპირდებიან.

ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებული რობერტო მანჩინი მანუელ პელეგრინიმ შეცვალა, პენსიაზე გასული ალექს ფერგიუსონის სავარძელი კი დევიდ მოიესმა მოირგო.

„ეს იქნება მატჩი 6 ქულისათვის. პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოველთვის იბრძოდა და იბრძოლებს ინგლისის ჩემპიონობისთვის. თქმა არ უნდა იმას, რომ წაგებას ფრე სჯობს, თუმცა ჩვენ პირველივე წუთებიდანვე შევეცდებით გამარჯვებისთვის ბრძოლას. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. რუნი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ყურადღება მხოლოდ მის მიმართ არ უნდა გამოვიჩინოთ. სხვებიც უნდა გვყავდნენ თვალთახედვის არეალში. ვან პერსი და ვალენსიაც ძალზედ სახიფათონი არიან“, – აღნიშნა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პელეგრინიმ.

„წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. კარგია, რომ გასულ კვირას რუნიმ დუბლი გაიფორმა. ის კარგ ფორმაშია და ვიმედოვნებ, რომ ამ მდგომარეობას შეინარჩუნებს კიდეც. გვინდა, რომ რუნიმ კიდევ უფრო მოუმატოს. მე მას ყოველთვის ამას ვთხოვ“, – განაცხადა „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა.

მანჩესტერული დერბისთვის პირველად ემზადებიან როგორც გუნდების მთავარი მწვრთნელები, ასევე ცალკეული მოთამაშეები – მარუან ფელაინი („იუნაიტედი“), ხესუს ნავასი („სიტი“), ალვარო ნეგრედო („სიტი“) და ფერნანდინიო („სიტი“).

მატჩი დღეს, ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება და მას ჰოვარდ უები განსჯის.

ბექა დოგრაშვილი