ფინეთთან მატჩში დერიკ როუზმა დანკი ორი ხელით შეასრულა

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ს ნაკრებისთვის უკეთესად ვერ დაიწყებოდა – მაიკ კშიშევსკის გუნდმა ფინეთი 59 ქულით გაანადგურა.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმითაც იყო, რომ მოედანზე ოფიციალურ მატჩში „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დაბრუნდა. ჯამში „ხარების“ მოთამაშემ 12 ქულა დააგროვა და 3 გადაცემაც გააკეთა. თუმცა ყველაზე მეტად როუზმა მაყურებლებს თავი ჩინებული დანკით დაამახსოვრა.

როუზი: „ბევრს არ ეგონა, რომ ასეთ ფორმაში ვიქნებოდი“

„ჩიკაგოს“ გამთამაშებელმა დერიკ როუზმა პარკეტზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

„დამეთანხმებით, რომ ჩემი თამაშით ბევრი გავაკვირვე. სხვა მხვრივ, თვითონაც მესმის, რომ ეს ყველაფერი ზაფხულს შესრულებული სამუშოს შედეგია. ოპტიმალურ ფორმას ჯერ არ დავბრუნებულვარ, თუმცა მეტოქისთვის წინაამღდეგობის გაწევა მაინც შემიძლია. ვფიქრობ, როდესაც ჩვეულ რითმს დავუბრუნდები, მეტოქეებს კვლავ შევაშინებ“, – განუცხადა დერიკმა Chicago Sun-Times-ს

ცნობისთვის, შვიდ მოსამზადებელ მატჩში როუზის საშუალო მონაგარმა 20,7 ქულა და 5 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

როუზის შესანიშნავი თამაში (ვიდეო)

„დეტროიტ პისტონსთან“ ანგარიშით 96:81 მოგებულ მატჩში „ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელმა დერიკ როუზმა დაამტკიცა, რომ იგი ძველ ფორმას სწრაფი ტემპებით იბრუნებს.

როუზი და ნოა სათამაშოდ მზად არიან

„ჩიკაგო ბულზის“ მთავარმა მწვრთვნელმა ტომ ტიბოდომ თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟოაკიმ ნოა და დერიკ როუზი მიკროტრავმების მიღების შემდეგ უკვე გამოჯანმრთელდნენ.

აქედან გამომდინარე, ნოა და როუზი „ხარების“ თავკაცის განკარგულებაში უკვე „დეტროიტ პისტონსთან“ ჩასატარებელ მატჩში იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ როუზმა თავისი ბოლო ოფიციალური მატჩი 2011/12 წლების სეზონში ჩაატარა. რაც შეეხება ნოას, მან გასული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის 66 მატჩში ითამაშა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 11,9 ქულა და 11,1 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

როუზი: „არ მეგონა, რომ ფორმაში ასე სწრაფად ჩავდგებოდი“

„ჩიკაგო ბულზის“ უკანახაზელისთვის დერიკ როუზისთვის პარკეტზე დაბრუნების შემდეგ კარგად ნაჩვენები თამაში მოულოდნელი გახდა.
„ძალიან გამიკვირდა, რომ თავს ასე კარგად ვგრძნობ. ეს ბუნებრივა, რადგან საკმაოდ დიდი ხნის განმალობაში არ მითამაშია. კარგია, რომ წინ კიდევ ბევრი მოსამზადებელი მატჩია, რომელშიც კიდევ უფრო მოვუმატებ და ახალ სეზონს მომზადებული შევხვდები“, – განაცხადა დერიკმა.
ალექსანდრე მატევოსოვი

დერიკ როუზი: „თავს შესანიშნავად ვგრძნობ“

„ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელმა დერიკ როუზმა „ინდიანა პეისერსთან“ მოსამზადებელი შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ამჟამად იგი თავს შესანიშნავად გრძნობს.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ტკივილს აღარ ვგრძნობ და უსიამოვნო შეგრძნებებიც აღარ მაწუხებს. გარდა ამისა, აღარც ფეხების პრობლემები მაქვს“, – განუცხადა როუზმა ESPN Chicago.

აღსანიშნავია, რომ „პეისერსთან“ ჩატარებული შეხვედრა ბოლო 17 თვეში დერიკისთვის პირველი აღმოჩნდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

როუზი: „პარკეტზე დედაჩემსაც კი არ დავინდობ“

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები საინტერესო და ამავე დროს, ცოტა სასაცილო კომენტარების კეთებას აგრძელებენ.

მაგალითად, „ჩიკაგო ბულზის“ უკანახაზელის დერიკ როუზის აზრით, ამჟამად, იგი თავს იმდენად კარგად გრძნობს, რომ პარკეტზე არავის დაინდობს, მათ შორის საკუთარ დედასაც კი.

„ახლა ყველას დამარცხება შემიძლია. არავის დავინდობ, მათ შორის დედაჩემსაც“, – განუცხადა დერიკმა CSNChicago.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტი: ”როუზმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

”ოკლაჰომა სიტი თანდერის” ფორვარდის კევინ დურანტის აზრით, ”ჩიკაგო ბულზის” უკანახაზელმა დერიკ როუზმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 2012/2013 წლების სეზონის გამოტოვება გადაწყვიტა. გარდ აამისა, კევინმა აღნიშნა, რომ ამჟამად, დერიკი კარგ ფორმაში იმყოფება.

”ამ მომენტისთვის, როუზი კარგად გამოიყურება. დერიკმა მთლიანი სეზონი გამოტოვა, თუმცა მას ეს გამოადგა. საზოგადოება მას ამის გამო აკრიტიკებდა, მაგრამ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – განუცხადა ”დურანტულამ” ESPN Chicago-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

როუზს ესპანეთში გამგზავრება სურს

”ჩიკაგო ბულზის” უკანახაზელს დერიკ როუზს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა 500-ზე მეტი დღის განმალობაში არ აქვს მიღებული. მისი აღდგენითი პროცესი ამჟამად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და იგი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეხვედრებში უნდა დაბრუნდეს პარკეტზე.

თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი 24 წლის კალათბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების სურვილი გამოთქვა.

”თუ შემდეგ წელს აშშ-ს ნაკრებში გამომიძახებენ, მაშინ ჩემთვის ეს უდიდესი პატივი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მაიკ კჟიჟევსკის ჩემი გამოძახება მოუნდება, გუნდში რა თქმა უნდა ვიქნები”, – განაცხადა როუზმა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი დერიკმა მუხლის სერიოზული ტრავმის გამო გამოტოვა.

ალექსანდრე მატევოსოვი