მოიესმა ქეროლს ვარჯიშის უფლება არ მისცა და სახლში გაუშვა

უთანხმოებაა “ვესტ ჰემის” თავკაც დევიდ მოიესსა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერ, ენდი ქეროლს შორის. Daily Mail-ის ცნობით, დღეს ვარჯიშზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ქეროლი სახლში გაუშვეს.

საქმე ისაა, რომ “მანჩესტერ სიტისთან” გამართულ მატჩში გაბრაზებულმა ქეროლმა სათადარიგოთა სკამი მატჩის დასრულებამდე დატოვა, რაც მოიესმა უპატივცემლობად მიიჩნია.

“რაშ გრინის” სავარჯიშო ბაზაზე გამოცხადებულ ენდი ქეროლს კართან დევიდ მოიესი დახვდა და მას ვარჯიშის უფლება არ მისცა. ამით მოიესმა, როგორც დისციპლინის მოყვარულმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ ვინ არის მთავარი “ჩაქუჩთა” რიგებში.

“პოგბა ისეთივე გამორჩეული არ არის, როგორიც კანტონა იყო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა დევიდ მოიესმა პრესასთან პოლ პოგბაზე ისაუბრა, რომელიც მანჩესტერული გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს იმედად მოისაზრება.

“ჩემი გადმოსახედიდან, ის უმაღლესი დონის მოთამაშეა, მაგრამ არ ვიცი, შეუძლია თუ არა მას “მანტერ იუნაიტედის” სასარგებლოდ მატჩის ბედის გადაწყვეტა.

წარსულში “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰყავდა ისეთი განსაკუთრებული მოთამაშეები, როგორებიც კანტონა და გიგზი იყვნენ. პოგბა კი ასეთივე გამორჩეული ნამდვილად არ არის.

პოგბა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არამგონია, მნიშვნელოვან მატჩებში მან გუნდის ლიდერობა შეძლოს,” – აცხადებს მოიესი.

ოფიციალურად: მოიესმა “სანდერლენდი” დატოვა

“სანდერლენდის” მიერ დადასტურებული, ოფიციალური ინფრომაციის მიხედვით, დევიდ მოიესმა პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდეგ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

როგორც იცით, მოიესმა “შავი კატები” 2016 წლის ივლისში ჩაიბარა და მათთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა აღნიშნული კონტრაქტი ნაადრევად, შოტლანდიელი სპეციალისტის ინიციატივით გაწყდა.

“მინდა ფეხბურთელებსა და ჩემს ჩამნაცვლებელს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო, პირველ რიგში კი, უკან, პრემიერ ლიგაში დაბრუნება,” – აცხადებს დევიდ მოიესი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს “ევერტონის”, “რეალ სოსიედადისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-თავკაცის ადგილს “სანდერლენდში”.

მოიესს “სანდერლენდიდანაც” უშვებენ?

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ყოფილ თავკაცს, დევიდ მოიესს “სანდერლენდიდანაც” უშვებენ.

როგორც იცით, “შავი კატები” მიმდინარე სეზონში საშინლად გამოიყურებიან და თითქმის განაღდებული აქვთ პრემიერ ლიგიდან გავარდნაც.

მიღბული არასახარბიელო შედეგის გამო, კლუბის ხელმძღვანელები მოიესის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე აიტორ კარანკას დანიშვნას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ კარანკა აქამდე “მიდლსბროს” ედგა სათავეში, თუმცა ჟოზე მოურინიოს ყოფილმა ასისტენტმა “ბორო” იგივე მიზეზის გამო დატოვა.

Sky Sports ადასტურებს: დევიდ მოიესი დისკვალიფიცირებულია

ბრიტანული “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის მიერ შექმნილმა სპეციალურმა დისციპლინარულმა კომიტეტმა დევიდ მოიესი დამნაშავედ ცნო.

“შავი კატების” შოტლანდიელ სპეციალისტს ერთ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რის გამოც ის “ბორნმუთის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში თავის პოსტს ვერ დაიკავებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესის გუნდი ახალ სეზონში საშინლად გამოიყურება – ამ დროისთვის მათ მხოლოდ 2 ქულა აქვთ და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციას იკავებენ.

დევიდ მოიესი ღამეებს ჩაბნელებულ ოთახში ვატარებ

დევიდ მოიესის თქმით, “სანდერლენდის” ამჟამინდელი მდგომარეობა მას დიდად და ის მაქსიმალურად ცდილობს ამ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას.

“საშინელებაა. ზოგჯერ, თავს ტილიანადაც ვთვლი. ნამდვილად არ მსიამოვნებს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ უნდა მივიღოთ ის, რაც გვაქვს. შაბათის საღამოებს ჩაბნელებულ ოთახში ვატარებ ხოლმე.

კვირას თავს ცოტათი უკეთესად ვგრძნობ, თუმცა ეს არც ისე შესამჩნევია. ორშაბათის იმედი ყოველთვის მაქვს, რომ მაშინ ყველაფერი უკეთ იქნება.” – განაცხადა “ევერტონის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “რეალ სოსიედადის” ყოფილმა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ 10 ტურის შემდეგ დევიდ მოიესის “შავ კატებს” მხოლოდ 2 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციას იკავებენ.

მოიესი: “მანჩესტერში უსამართლოდ მომექცნენ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა, დევიდ მოიესმა ინგლისურ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” ყოფნისას, მას უსამართლოდ ექცეოდნენ.

“არაერთხელ მითქვამს, რომ უსამართლოდ მომექცნენ. როდესაც 6-წლიან კონტრაქტს გიფორმებ და შემდეგ, ათ თვეში წყვეტენ მას, რა თქმა უნდა, უსამართლობასთან გვაქვს საქმე.

მაგრამ, სწორედ ასეთია ფეხბურთი. ერთადერთი გამოსავალი მსგავსი სიტუაციებიდან მატჩების მოგებაა. მე საკმარისი ოდენობის მატჩების მოგება ვერ მოვახერხე.

მჯერა, რომ სწორედ იმ დონეზე უნდა ვმუშაობდე, იმ მოკლე პერიოდის მანძილზე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ არის. იქ უნდა ვმუშაობდე.” – განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (23 ივლისი)

“სევილიას” გიორგი აბურჯანიას შეძენა სურს

დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ნახევამრცველი, გიორგი აბურჯანია “ხიმნასტიკს” მალე დატოვებს. ესპანური პორტალი l’esportiu de catalunya იტყობინება, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენა “სევილიას” სურს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მალე დასრულდება, ხოლო “ხიმნასტიკი” ტრანსფერით დიდ სარგებელს მიიღებს.

მოლაპარაკებები ზაფხულის ორ უდიდეს ტრანსფერზე წინ მიიწევს !

პოლ პოგბა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა “მანჩესტერ იუნაიტედს”, მას შემდეგ, რაც “ნაპოლიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ იგუაინი “იუვენტუსში” გადავიდოდა. არგენტინელი ფორვარდი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს.

კაპუსტკა მაჰრეზის ნაცვლად?

რიად მაჰრეზს კვლავ აკავშირებენ “არსენალში” გადასვლასთან – დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მეთოფეთა” ხელმძღვანელობამ “მელიებთან” მისი გამოსასყიდი თანხა შეათანხმეს. საუბარია 50 მილიონ ევროზე.

ალჟირელი ფეხბურთელის ჩამნაცვლებლად კი პოლონელი ბარტოშ კაპუსტკა მოისაზრება. 19 წლის ფეხბურთელის გადაბირებისათვის, ინგლისის ჩემპიონებს სულ რაღაც 6.5 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

ddddddddddddddddddddddddddddd

იგუაინს ბაკა ჩაანაცვლებს?

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ნაპოლი” გონსალო იგუაინის “იუვენტუსისთვის” მიყიდვას აპირებს. ნეაპოლელებმა უკვე დაიწყეს არგენტინელი თავდამსხმელის შემცვლელის ძიება – Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ნაპოლიმ” უკვე გაუგზავნა ოფიციალური შეთავაზება “მილანის” ხელმძღვანელობას კარლოს ბაკას ტრანსფერთან დაკავშირებით.

“სანდერლენდი” დევიდ მოიესს ჩააბარეს

დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ “სანდერლენდში” ინგლისელი სემ ალარდაისის ადგილს დევიდ მოიესი დაიკავებს. აღნიშნულმა სპეციალისტმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ “დიდმა სემმა” ინგლისის ნაკრები ჩაიბარა.

პეპი სტოუნზის მოყვანას და კომპანის გაშვებას აპირებს

The Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტისა” და “ევერტონის” მოლაპარაკებები, ჯონ სტოუნზის ტრანსფერის თაობაზე წარმატებით მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ პეპ გვარდიოლა ჯონ სტოუნზს გადაიბირებს, მაშინ კლუბის დატოვება გუნდის კაპიტანს, ვინსენ კომპანის მოუწევს.

რონალდუს კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

კრიშტიანუ რონალდუ ადასტურებს ინტერესს მადრიდის “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე: “ფლორენტინო პერეზს ტელეფონით უკვე ვესაუბრე, ხოლო როცა მადრიდში დავბრუნდები, ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ.”

მოიესი: “ევერტონს” განახლება ესაჭიროება და მე ამას კვლავ გავაკეთებ”

დევიდ მოიესი მზად არის ახალი გამოწვევებისათვის. “რეალ სოსიედადისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა მზადყოფნა გამოთქვა მშობლიურ “გუდისონ პარკზე” დაბრუნებისათვის.

“ვფიქრობ თუ არა დაბრუნებაზე? როგორც უკვე ვთქვი, მე საინტერესო გამოწვევას ველი. თუ რაიმე მაგრძნობინებს, რომ ამ საქმეში მთელი გულს ჩავდებ, მაშინ ამით დავინტერესდები.

ჩვენ 11 წარმატებული წელი გამოვიარეთ, თუმცა განახლების საჭიროება მაშინაც იგრძნობოდა. ვფიქრობ, რომ ახლაც, “ევერტონს” განახლება ესაჭიროება.

თუ დევიდ მოიესს შანსს მისცემთ, ის იზრუნებს იმაზე, რომ კლუბი ხელახლა ააშენოს და სწორ გზაზე დააყენოს.” – განაცხადა დევიდ მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ “გუდისონ პარკზე” დასახლებას ფრანკ დე ბურსაც უწინასწარმეტყველებენ, რომელმაც ახლახან დატოვა “აიაქსი”.

დევიდ მოიესი ინგლისში აპირებს დაბრუნებას

ცნობილი ინგლისური გამოცემა, The Sun იუწყება, რომ დევიდ მოიესი კარიერის გაგრძელებას ინგლისში, კერძოდ კი ლივერპულში აპირებს.

როგორც იცით, მოიესმა “გუდისონ პარკზე” 11 წელი გაატარა, რამაც “ევერტონი” საკმაოდ მაღალ მწვერვალზე აიყვანა. თუმცა საბოლოოდ მოიესმა “მანჩესტერში” არჩია გადაბარგება, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ არ გაამართლა.

ამჟამად “კამფეტების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მარტინესი იმყოფება, რომლის ხელშიც ინგლისური გუნდი საშინლად გამოიყურება.

ბოლო დროს მოიესს “ასტონ ვილაც” დაუკავშირეს, ისევე როგორც “სელტიკი”. თუმცა მეტად მოსალოდნელია, რომ 53 წლის სპეციალისტმა არჩევანი “ევერტონზე” შეაჩეროს.

მოიესი: „მთელ ინგლისს სურს, რომ პრემიერლიგა „ლესტერმა“ მოიგოს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ინგლისის პრემიერლიგაში „ლესტერ სიტის“ მოუდლონელი ლიდერობის შესახებ ისაუბრა.

„რანიერი ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულს. ინგლისში ყველას სურს, რომ მან „ლესტერს“ ტიტული მაოგებინოს. ეს ბრწყინვალე საფეხბურთო ისტორიაა.

შესაძლოა, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყოს, როცა წარმატების გასაღები ფული არ არის. მთელი ფეხბურთისთვის ეს დიდი მესიჯია!

თუმცა, წარმატების მიღწევა რთულია, როდესაც შენ უკან „არსენალის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ მსგავსი გუნდები არიან“, – ციტირებს მოიესს იტლაიელი ჯურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

დევიდ მოიესი: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვან გაალს დრო უნდა მისცეს“

„მანჩესტერ იუნაიუტედის“ ყოფილი თავკაცი დევიდ მოიესი „წითელი ეშაკების“ ამჟამინდელ თავკაცს ლუი ვან გაალს მხარდაჭერას უცხადებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოველთვის იმით გამოირჩეოდა, რომ თავის მწვრთნელებს მხარს უჭერდა. იმედია, კლუბი ვან გაალს შეინარჩუნებს, ის მეტ დროს იმსახურებს. ლუი პროგრესზე მუშაობს. მათ ახალი ფეხბურთელები შეიძინეს. ესპანეთში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ მოთამაშეს ახალ ჩემპიონატში შესათამაშებლად დრო სჭირდება“, – ციტირებს მოიესს „ევროსპორტი“.