მოიესის დაბრუნებასთან დაკავშირებული ათი საუკეთესო ხუმრობა

წარმოგიდგენთ დევიდ მოიესის „რეალ სოსიედადის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებულ ათ ყველაზე სახალისო სურათს.

მატა: “მოიესს მანჩესტერში არ უმართლებდა”

“მანჩესტერ იუნიტედის” ნახევარმცველი ხუან მატა თვლის, რომ დევიდ მოიესს მანჩესტერულ კლუბში უბრალოდ არ უმართლებდა.

“მოიესს “ოლდ ტრაფორდზე” არ გაუმართლა. საჭირო შედეგს ვერ მივაღწიეთ რის შემდეგაც ის გაუშვეს. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ სრაფ გადაწვეტილებას არ ველოდი.

ალექს ფერგიუსონის შეცვლა იოლი საქმე არაა და ეს ყველა მწვრთნელს გაუჭირდებოდა. დევიდთან მხოლოდ რამდენიმე თვე ვიმუშამე, თუმცა ეს საინტერესო გამოცდილება იყო. სწორედ მისი ინიციატივით გადმოვედი “მანჩესტერში”. წარმატებებს ვუსურვებს მას ახალ გუნდთან ერთად” – განაცხადა მატამ.

მოიესი სოსიედადს ჩაიბარებს

ესპანური პრესის ცნობით “რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელობამ და შოტლანდიელმა სპეციალისტმა დევიდ მოიესმა ფაქტობრივად ყველა დეტალი შეათანხმეს.

გავრცელებული ინფორმაციით მოიესი კონტრაქტს 2017 წლამდე გააფორმებს. თუმცა, შეთანხმების საფუძველზე მხარეების მიმდინარე სეზონის ბოლოს განხორციელებულ სამუშაოს შეაფასაებენ და სამომავლო თანამშრომლობაზეც ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

კონტრაქტის გაფორმების შემთხვევასში მოიესი ბასკური კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

 

მოიესი მწვრთნელობას უბრუნდება?

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა დამრიგებელმა დევიდ მოიესმა, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს.

შოტლანდიელ სპეციალისტს “რეალ სოსიედადში” ხაგობა არასატეს პოტენციურ შემცველლად განიხილავენ. აღნიშნულ ინფორმაციას, ესპანური პრესა ავრცელებს.

9 ტურის შემდეგ ბასკები პრიმერაში მე-17 პოზიციაზე არიან.

მოიესი: „ვგრძნობ, რომ ახალგაზრდა ვარ და საუკეთესო წლები წინ მელის“

„ევერტონისა“ და „მანჩესტერ იუნატედის“ ექს-თავკაცი დევიდ მოიესი მუშაობის გასანახლებლად მზადაა.

„სამუშაოს დასაწყებად მზად ვარ. არანაირი ვადა არ მაქვს. თავისუფალი დროით ვტკბები, თუმცა მე საფეხბურთო ადამიანი ვარ. ვგრძნობ, რომ საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ მელის და მე კვლავ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ. სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს.

ვფიქრობ, ახლა უფრო მზად ვარ, ვიდრე მაშინ, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ მივედი. თუმცა, ამ სამუშაოს იმიტომ დავთანხმდი, რომ ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა.

საზღვარგარეთ მუშაობას ნორმალურად ვუყურებ. შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, მწვრნელთა და ფეხბურთელა საზღვარგარეთ წასვლის მომხრე ყოველთვის ვიყავი“, – განაცხადა მოიესმა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ მოიესთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი „ინტერის“ ხელმძღვანელებს აქვთ.

დევიდ მოიესმა “მანჩესტერ იუნაიტედისგან” 6 მილიონზე მეტი მიიღო

დევიდ მოიესმა, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასული სეზონის ბოლოს გაათავისუფლა, კონტრაქტის გაწყვეტისთვის კლუბისგან 6,5 მილიონი ევრო მიიღო. ამის შესახებ “მანჩესტერ იუნაიტედის” გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან აპრილის თვეში გაათავისუფლეს, ლივერპულის “ევერტონთან” განცდილი მარცხის შემდეგ (0:2).

მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასულ სეზონში რეკორდული შემოსავლები მიიღო.

 

დევიდ მოიესი ვან გაალის შესახებ

ინგლისის პრემიერლიგის I ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “სუონსი სიტისთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. აღნიშნული მარცხის შემდეგ “წითელი ეშმაკების” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ ლუი ვან გაალის კრიტიკისგან თავი შეიკავონ.

“ყველამ იცოდა, რომ მას დრო სჭირდება. ყველას სჭირდება დრო იმისთვის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის ღირსეული მემკვიდრე გახდეს. ის, რაც დღეს მოხდა, მე “ვესტ ბრომვიჩის”, “ნიუკასლისა” და “ევერტონის” წინააღმდეგ გასულ სეზონში გამართულ შეხვედრებში დამემართა. პრემიერლიგის ყველა გუნდი ორგანიზებულია, ყველას ჰყავს განსაკუთრებული ფეხბურთელები, რომელთაც მატჩისთვის მიმდინარეობის მიცემა შეუძლიათ”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს espn-ი.

ამ განცხადებამდე კი სოციალურ ქსელში გაჩნდა კომპიუტერული პროგრამით დამუშავებული ფოტო, რომელზედაც მოიესი ვან გაალის გათავისუფლებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰოლანდიელ სპეციალისტამდე სწორედ მოიესი თავკაცობდა, რომელიც ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გუნდიდან დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

პრემიერლიგის მეორე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “სანდერლენდს” ესტუმრება.

 

მოიესი: “დარწმუნებული ვარ, ბრიტანელი მენეჯერები ტოპ-კლუბებს გაწვრთნიან”

“იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელი, შოტლანდიელი დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ ის არ არის ბოლო ბრიტანელი მწვრთნელი, რომელიც წვრთნიდა ტოპ-კლუბს.

“იმისათვის, რომ გაწვრთნა უდიდესი კლუბი, საჭიროა დიდი გამოცდილება. ბრიტანელ მწვრთნელებს ძალიან დიდი გზის გავლა გვჭირდება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ, ტოპ კლუბი გავწვრთნათ და ჩვენი სახელი საზღვრებს გარეთ გავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვიქნები უკანასკნელი მწვრთნელი ვისაც დიდ კლუბში უმუშავია.”

“ამჟამად ბრიტანელი მწვრთნელებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდან როჯერსია, რომელმაც ლივერპულს ძველი დიდება დაუბრუნა, ასევე გამოვარჩევდი ტონი პულისსაც, რომელმაც ყველას თავისი ძლიერი ხასიათი და პროფესიონალიზმი უჩვენა.”-განაცხადა მოიესმა

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი  – http://redarmy.ge/

მოიესი დასაბრუნებლად მზად არის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ მთავარ მწვრთნელს დევიდ მოიესს რამდენიმე წინადადება აქვს.

“მანჩესტერიდან წასვლის შემდეეგ რამდენიმე წინადადება მივიღე. აქედან ორმა ნამდვილად დამაინტერესა.

ჯერ არაფერს არ გამოვრიცხავს. კარიერის შემდეგი ნაბიჯისთვის მზად ვარ და მინდა აქტიურ სამსახურს მალე დავუბრუნდე.

თუმცა, არც მცირე პაუზის აღებას გამოვრიცხავ” – განაცხადა მოიესმა.

მოიესი ბარის თანამშრომელს თავს დაესხა?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავკაცი კონფლიქტში გაეხვა, რის შესახებაც ცნობილი ბრიტანული გამოცემა „The Guardian“-სი წერს.

ინციდენტი ქალაქ კლიტეროში მდებარი ერთ-ერთ ღვინის ბარში მოხდა. თავდასხმის შედეგად, 23 წლის მოქალაქე დაზარალდა. საბედნიეროდ მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

ამჟამად მომხდართან დაკავშირებით პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ მოიესი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 22 აპრილს გაათავისუფლეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოიესის ბოლოსიტყვაობა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა სერ ალექს ფერგიუსონს, კლუბის ხელმძღვანელობასა და „წითელი ეშმაკების“ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

სამშაბათს კლუბის ხელმძღვანელობამ შოტლანდიელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

გასულ უქმეებზე „წითელი ეშმაკები“ მოიესის ყოფილ კლუბ „ევერტონთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ, რითაც „იუნაიტედმა“ სეზონის დასრულება ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა „გაინაღდა“. ასეთი რამ უკანასკნელი 19 წლის მანძილზე პირველად ხდება. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მანჩესტერ იუნაიტედს“ 57 ქულით სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიცია აქვს დაკავებული.

„ვთვლი, რომ მწვრთნელი მთელი კარიერის განმავლობაში სწავლობს. „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული დრო ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა. სერ ალექს ფერგიუსონის მადლიერი ვარ. მან შანსი მომცა და დიად კლუბში მიმიწვია.

ვამაყობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიყვანე. ვამაყობ, რომ ამ დიდებული კლუბის ნაწილი ვიყავი. ხანგრძლივი პროგრესისა და სტაბილურობის შემდეგ ახალი კლუბის ჩაბარება დიდი გამოწვევაა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობა განსაკუთრებული პოზიციაა, თუმცა მძიმე სამუშაოსი არ მეშინოდა. ეს ჩემს სამწვრთნელო შტაბსაც ეხება. ჩემი მწვრთნელების მადლიერი ვარ მთელი სეზონის განმავლობაში გამოვლენილი ერთგულებისა და ნდობისთვის. ჩვენ ფუნდამენტურ გარდაქმნაზე ვიყავით ორიენტირებულნი, ეს აუცილებელი იყო ძირითადი შემადგენლობისთვის. ამ რთულ პერიოდში ისეთ თამაშებს ვერ ვაჩვენებდით, როგორსაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკვრები იყვნენ მიჩვეულნი. მე მესმის მათი იმედგაცრუების.

ამ მოკლე პერიოდში გავაცნობიერე, როგორი განსაკუთრებული ადგილია „ოლდ ტრაფორდი“, ასევე კარინგტონში არსებული ბაზა. მადლობას ვუხდი ქომაგებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ მთელი სეზონის განმავლობაში. კლუბს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ „წითელ ეშმაკებს“ ინგლისის ჩემპიონატის დამდეგ მატჩში კლუბის ვეტერანი ფეხბურთელი რაიან გიგზი უხელმძღვანელებს.

ბექა დოგრაშვილი

“მანჩესტერმა” მოიესი დაითხოვა

დევიდ მოიესი “მანჩსტერ იუნაიტედის” მწვრთნელი აღარ არის.

დღეს, მანჩსტერულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა მოიესის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება და სპეციალიტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

“ეშმაკების” ახალი მწვრთნელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ვაკანტური პოსტის დაკავების მთავარი პრეტენდენტები იურგენ კლოპი, ლორან ბლანი, დიეგო სიმეონა და რაიან გიგზი არიან.