დიდიე დეშამმა ლუკა მოდრიჩზე და ხორვატიის ნაკრებზე ისაუბრა

მოსკოვში, “ლუჟნიკი არენაზე” მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და ხორვატია დაუპირისპირდებიან. ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მეტოქის ლიდერზე, ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა.

“ყველას, ვინც ამბობს, რომ მოდრიჩი ცოტას მოძრაობს, არ აქვს მისი თამაში ნანახი. ის შთამბეჭდავი ფეხბურთელია, რომელიც მთლიანად მატჩის მიმდინარეობაზე დიდ გავლენას ახდენს. მოდრიჩმა იცის, როგორ მოიქცეს თითოეულ სიტუაციაში. ის იტანს გოლებს, აკეთებს საგოლე გადაცემებს და უამრავ პასს, ასრულებს დიდ სამუშაოს.

ორი წლის წინ ფინალი წავაგეთ, მაგრამ ახლა ამ და და იმ გუნდს შორის განსვავება 14 ფეხბურთელშია. ვიცით, ხორვატიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მაღალკვალიფიციური ფეხბურთელებით, რომლებსაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ეს იქნება გამოცდა, თუმცა ჩვენ მზად ვართ,” – ამბობს დეშამი.

დიდიე დეშამმა ჟირუს მთავარი მინუსი დაასახელა

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მთავარი მიზეზი დაასახელა, რის გამოც ამ უკანასკნელს დიდად არ ენდობა.

“ოლივიე ჟირუს მთავარი პრობლემა მისი ხასიათია. ხშირად ჟირუ მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის თამაშობს და არა ისე, როგორც გუნდსა და მის თანაგუნდელებს სჭირდება,” – განაცხადა დეშამმა პერუსთან გასამართ მატჩამდე.

შეგახსენებთ, რომ ჟირუ მუნდიალის გახსნით მატჩში შეცვლაზე შემოვიდა (70′) და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. – “მეორეს მხრივ, როდესაც ის არ თამაშობს, ყველანი ვრწმუნდებით, თუ რამდენად გვჭირდება ის,” – ამატებს დეშამი.

გეტყვით იმასაც, რომ ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის რიგით მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია.

დიდიე დეშამი: “გრიზმანი ლიდერია, მისგან მეტს ველი”

მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალია მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ დიდიე დეშამმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა გრიზმანი 70-ე წუთზე.

“ანტუანი ანტუანია – ის ჩვენი შეტევის ლიდერია და მომავალშიც ლიდერი იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო თამაში არ უჩვენებია,” – განაცხადა “მამლების” თავკაცმა.

კითხვას, დაიწყებს თუ არა გრიზმანი მომდევნო მატჩს სათადარიგოთა სკამიდან, დეშამმა ასე უპასუხა:”არა, არა. ის თამაშს სასტარტოდან დაიწყებს, მაგრამ მეტი უნდა გააკეთოს, მისგან მეტს ველი.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშებს და ვინ არა. მთავარია, როგორ გამოადგებიან გუნდს. ოლივიე ჟირუ შეცვლაზე შემოსულა და გამარჯვებაში დაგვეხმარა. იმედგაცრუება ნაკრებისთვის პოზიტიურ ძალად უნდა გარდაქმნან.”

დიდიე დეშამი: “რაბიო ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, უარი განაცხადა საფრანგეთის ნაკრების რეზერვში ყოფნაზე. მის ამ ნაბიჯს დიდიე დეშამი საჯაროდ გამოეხმაურა.

“ფეხბურთელებს უფლება აქვთ, საკუთარი გადაწყვეტილებები თავად მიიღონ. მესმის, რომ თავს იმედგაცრუებულად გრძნობს. მე არჩევანს სპორტულ ასპექტებზე დაყრდნობით ვაკეთებ. რაბიომ შეცდომა დაუშვა, რამაც, შესაძლოა, მის მომავალზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

ის უკმაყოფილოა, რადგანაც ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია, უკეთ თამაშობს. რატომაც არა? მას ყველანაირი უფლება აქვს, ასე იფიქროს. მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ მიმდინარე სეზონში ნაკრებში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩს გადახედავს.

ნზონზი ავირჩიე, რადგანაც ჩემს სისტემაში, შემიძლია, მას სხვა დავალებებიც მივცე. არამგონია, რაბიო დაბრუნებაზე ფიქრობდეს, უახლოეს მომავალში მაინც. ფეხბურთელებისთვის ნაკრები უპირველესი რამ უნდა იყოს. როგორც ჩანს, რაბიო ასე არ ფიქრობს,” – განაცხადა დეშამმა.

დეშამი: “პოგბას რთული პერიოდი უდგას, თუმცა მასზე იმავე აზრის ვარ”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს, პოლ პოგბას არც ისე კარგი პერიოდი უდგას. იგი ტრავმებმა შეაწუხეს და ახლა, ჯერჯერობით, ფორმაში ვერაა. ამასთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ისაუბრა.

“სექტემბერსა და ოქტომბერში გრიზმანი ვერ იყო ფრომაში, შემდეგ მბაპეზე ამბობდნენ, რომ ის ჭაობშია. ახლა, იგივე პოგბაზე ხდება. პოლი პოლია. ის ახლა უფრო რთული სიტუაციაშია. ეს ხანგრძლივი აღმოჩნდა. თუმცა, ვიცი, მას რისი გაკეთება შეუძლია. შესაძლოა, მას რაღაც სირთულეები ჰქონდეს ხოლმე, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რასაც მე პოგბაზე ვფიქრობ. ვერცერთ ვარსკვლავს შეუძლია, მუდამ უმაღლეს დონეზე თამაში,” – ამბობს დეშამი.

დეშამი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე: “შეიძლებოდა, უარესიც მომხდარიყო”

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უმასპინძლებს, საფრანგეთის ნაკრებს ავსტრალიის, დანიისა და პერუს გუნდებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. წილისყრის შედეგები ფრანგთა თავკაცმა, დიდიე დეშამმა შეაფასა.

“სიმართლე გითხრათ, შეიძლებოდა, უარესიც მომხდარიყო. საკმარისზე მეტი დრო გვაქვს მეტოქეთა შესაძლებლობების გასაანალიზებლად, რისთვისაც ამხანაგურ მატჩებს გამოვიყენებთ. შედეგად კი, მოქმედების გეგმას შევადგენთ.

მაქსიმალურად ვეცდებით, ისეთ გუნდებთან გავმართოთ მატჩები, რომლებიც ჩვენი მომავალი მეტოქეების მსგავს ფეხბურთს თამაშობენ. საკუთარ თავზე მუშაობით ყველაფერი გამოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი ამბიციებით მივდივართ,” – აცხადებს დეშამი.

ვარანი: “ბენზემას ნაკრებში გამოუძახებლობა? ამის შესახებ დეშამს ჰკითხეთ”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მალაგა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-2 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ, “ბლანკოსის” ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვიცით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. გუნდები, რომლებიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩამოდიან, ცდილობენ, ბოლომდე დაიხარჯონ. აქ ასპარეზობა, უფრო და უფრო, რთულდება, თუმცა ნებისმიერი მეტოქისთვის ერთნაირად დიდი შემართებით ვემზადებით.”

“ბენზემას ნაკრებში გამოუძახებლობა? ამის შესახებ დიდიე დეშამს ჰკითხეთ. ის ფანტასტიკური მოთამაშეა. თუმცა, მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, მოირგებს თუ არა, ნაკრების ფორმას კარიმი. ჩვენთვის ამაზე არასდროს უკითხავს ან უსაუბრია,” – აცხადებს რაფაელი.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დეშამს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეს თქმით, ფედერაცია კმაყოფილია დიდიე დეშამის მიერ ნაკრებში ჩატარებული სამუშაოებით და თანახმაა, ფრანგ სპეციალისტთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

Le Parisien-ის ცნობით, დიდიე დეშამმა უკვე მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს, რომელიც 2020 წლამდე იქნება გაწერილი, კერძოდ კი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე.

შეგახსენებთ, რომ დიდიე საფრანგეთის ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან უდგას. მისი მეთაურობით ფრანგებმა ევრო 2016-ის ფინალში გასვლა მოახერხეს, სადაც დამატებით დროში დამარცხდნენ პორტუგალიის ნაკრებთან.

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის მებრძოლი 10 სპეციალისტის ვინაობა ცნობილია

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ (FIFA) იმ 10 სპეციალისტის სია გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის საუკეთესო მთავარი მწვრთნელის სტატუსისთვის იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ სიაში პრემიერ ლიგის 4 სპეციალისტი მოხვდა – კლაუდიო რანიერი (“ლესტერი”), პეპ გვარდიოლა (“სიტი”), იურგენ კლოპი (“ლივერპული”) და მაურისიო პოჩეტინო (“ტოტენჰემი”). ლა ლიგას კი 3 წარმომადგენელი ჰყავს – ლუის ენრიკე (“ბარსელონა”), ზინედინ ზიდანი (“რეალი”) და დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”).

ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე სამუშაო დაუშავეს ქრის კოულმენსაც, რომელიც დიდიე დეშამთან (საფრანგეთი) და ფერნანდო სანტუშთან (პორტუგალია) იბრძოლებს ამ წოდებისთვის.

გთავაზობთ სრულ სიას: ქრის კოულმენი (უელსი); დიდიე დეშამი (საფრანგეთი); ლუის ენრიკე (“ბარსელონა”); პეპ გვარდიოლა (“ბაიერნ მიუნხენი”, “მანჩესტერ სიტი”); იურგენ კლოპი (“ლივერპული”); მაურისიო პოჩეტინო (“ტოტენჰემ ჰოტსპური”); კლაუდიო რანიერი (“ლესტერ სიტი”); ფერნანდო სანტუში (პორტუგალია); დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო მადრიდი”); ზინედინ ზიდანი (“რეალ მადრიდი”).

დიდიე დეშამი: “მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში”

ისლანდიის ნაკრებთან მოგებული მატჩის (5-2) შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა პრესასთან კომენტარი გააკეთა.

“გერმანია საუკეთესო გუნდია, ამაში ეჭვი არავის ეპარება – მიუხედავად იმისა, რომ იტალიასთან მატჩში რამოდენიმე ხარვეზი გამოჩნდა. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.

კმაყოფილი ვარ ყოველთვის, როდესაც ჩემი გუნდი იგებს. მოგება ადვილი არასოდეს არის. პირველ ნახევარში ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. შემდეგ კი ცოტათი მოვდუნდით, რამოდენიმე შეცვლაც გავაკეთეთ.”

გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გასამართი ნახევარფინალური დაპირისპირება 7 ივლისს აიღებს სტარტს.

საფრანგეთი – რუმინეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

საფრანგეთი – რუმინეთი
შეხვედრის ადგილი: პარიზი; “სტად დე ფრანსი”
შეხვედრის დრო: პარასკევი, 10 ივნისი; 22:45 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი:  ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)


დღეს ევროპისც 2016 წლის ჩემპიონატი იწყება. მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის ნაკრები პარიზში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფრანგეთმა 4 ივნისს შოტლანდიის ნაკრები გაანადგურა და ტურნისის პირველ მატჩს კარგი განწყობით ხვდება. რაც ყველაზე მნიშნველოვანია, მასპინძლის სტატუსი ძალიან მნიშნელოვანია, ამიტომ დეშამის შეგირდები თავიანთი გულშემატკივრების წინაშე მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის ნაკრები აუტსაიდერია, ეს გუნდი ხელწამოსაკრავი სულაც არაა. ერთი კვირის წინ, რუმინელებმა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 5:1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მათ სწრაფად თამაში შეუძლიათ. რუმინელები მეორე ნომრად ითამაშებენ და გოლის გატანა კონტრ-შეტევაზე თამაშით შეეცდებიან.


საფრანგეთის ბოლო 5 მატჩი:

04.06.16 ამხ. საფრანგეთი შოტლანდია 3:0
30.05.16 ამხ. საფრანგეთი კამერუნი 3:2
29.03.16 ამხ. საფრანგეთი რუსეთი 4:2
25.03.16 ამხ. ჰოლანდია საფრანგეთი 2:3
18.11.15 ამხ. ინგლისი საფრანგეთი 2:0

რუმინეთის ბოლო 5 მატჩი:

03.06.16 ამხ. რუმინეთი საქართველო 5:1
29.05.16 ამხ. რუმინეთი უკრაინა 3:4
25.05.16 ამხ. კონგო რუმინეთი 1:1
27.03.16 ამხ. რუმინეთი ესპანეთი 0:0
23.03.16 ამხ. რუმინეთი ლიტვა 1:0

ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)

06.09.11 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: რუმინეთი 0:0 საფრანგეთი
09.10.10 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: საფრანგეთი 2:0 რუმინეთი (გოლები: რემი, გურკუფი)


დიდიე დეშამი: “ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ვმართავთ. ვფიქრობ, ჩვენ სრულიად მზად ვართ. რამდენიმე ამხანაგური მატჩი გავმართეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა ამხანაგურებისაგან ძალიან განსხვავდება. რუმინეთი კარგად შევისწავლეთ, ჩვენ კი სამი ქულის მოპოვება გვსურს.”

ანგელ იორდანესკუ: “ვიცით, რა პოტენციალი გააჩნია საფრანგეთის ნაკრებს შეტევაში. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ამ ტურნირზე ყველაზე მნიშვნელოვანი სწორეს ეს მატჩი იქნება. ვფიქრობ, საფრანგეთის ნაკრები თამაშს აგრესიულ სტილში დაიწყებს. ჩვენ დაცვითი ფეხბურთის თამაში არ გვსურს. ალბათ, ფრანგებს ბევრ პრობლემას შევუქმნით.”


 

საფრანგეთი

– დიდიე დეშამი ყველაზე მეტს დაცვის ხაზზე ფიქრობს. მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი ორი ცენტრალური მცველი უნდა დააყენოს ძირითად შემადგენლობაში.

– დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება ნგოლო კანტე, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლესტერის” წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

– შესაძლოა, შეტევაში დიმიტრი პაიეს ნაცვლად ანტონი მარსიალმა ითამაშოს.

რუმინეთი

– დიდი ალბათობით, მარჯვენა მცველი მცველის პოზიციაზე საპუნარუ ითამაშებს. თუმცა, რუმინულ პრესაში ხშირად ახსენებენ ალექსანდრუ მატელის გვარს.

– რუმინელთა თავკაცმა არჩევანი უნდა გააკეთოს პოპასა და ტორიეს შორის.

– ჯერ კიდევ გადასწყვეტია, ვინ იქნება რუმინელთა ცენტრალური თავდამსხმელი დღევანდელ მატჩში, თუმცა თამაშის უფრო მეტი შანსი კესერუს აქვს.


 

საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; პოგბა, კანტე, მატუიდი; გრიზმანი, ჟირუ, პაიე.

france sportz

რუმინეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ტატარუშანუ; საპუნარუ, კრიკესი, გრიგორი, რატი; ჰობანი, პინტილი; პოპა, სტანჩიუ, სტანკუ; კესერუ.

cats

 


 

საინტერესო ფაქტი:

საფრანგეთი და რუმინეთი ერთმანეთშ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზეც დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ მაშინ დიდიე დეშამი ფრანგთა ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, ხოლო იორდანესკუ რუმინეთის ნაკრებს თავკაცობდა.


 

Fanebi.Com-ის პროგნოზი:

საფრანგეთი 2:0 რუმინეთი

დეშამი: “პოგბასგან ყოველ მატჩში ჰეთ-ტრიკის გაფორმებას არ უნდა ველოდოთ”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა პოლ პოგბაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოგბა არ არის ისეთი ტიპის ფეხბურთელი, რომელიც ყოველ მატჩში 2-3 გოლის გატანას შეძლებს.

“პოლ პოგბამ თავისი შესაძლებლობები თავიდანვე ძალიან კარგად წარმოაჩინე, ამიტომაც ხალხს მისგან მეტის მოლოდინი გაუჩნდა. მისგან ყოველთვის გოლებსა და დიდებულ თამაშს ველით.

ის არის ნახევარმცველი, რომელიც გუნდს წარმატების მიღწევაში ეხმარება. თუ ის მატჩის ბედის გადაწყვეტას ვერ ახერხებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უიმედოა გუნდისთვის.

პირადად მე მისგან ყოველ მატჩში 2-3 გოლის გატანას არ მოველი. მას გოლების გატანა შეუძლია, შეუძლია უკეთ თამაშიც. ის კოლექტივის ნაწილია.”- განაცხადა დიდიე დეშამმა, რომელიც საფრანგეთში გასამართ ევრო-2016-ისთვის ემზადება.