კოტ-დივუარის ნაკრების თავდამსხმელი დიდერ დროგბა უკმაყოფილოა იმით, რომ იაპონიასთან მატჩის დაწყება სათადარიგოთა სკამიდან მოუწია.
„გული დამწყდა, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოვხვდი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ პატივს ვცემ ყოველ მოთამაშეს, რომელიც მოედანზე იყო. როდესაც მოედანზე გამოვედი, მსურდა, გუნდს დავხმარებოდი , ამისთვის კი დამატებითი მოტივაცია არც კი დამჭირდა“, – განაცხადა დროგბამ.
ალექსანდრე მატევოსოვი