დიეგო კოსტამ ტრავმის გამო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დატოვა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა ესპანეთის ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

26 წლის თავდამსხმელს მარცხენა თეძოს ტრავმა აღმოუჩნდა. მოთამაშე ლონდონში დაბრუნდება და „ჩელსის“ რიგებში მომზადებას გააგრძელებს.

ცნობისთვის, ესპანელები 27 მარტს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავენ, ხოლო 31 მარტს ჰოლანდიასთან ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ.

დიეგო კოსტა: „იბრაჰიმოვიჩი ნამდვილი ცხოველია“

„პარი სენ-ჟერმენთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის წინ „ჩელსის“ ფორვარდმა დიეგო კოსტამ პარიზული კლუბის თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

„იბრაჰიმოვიჩი უბრალოდ ცხოველია. ისტორიაში იგი ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელია. ზლატანი და მისი თამაშის მანერა ძალიან მომწონს.

ყველამ ვიცით, რომ პსჟ-ს დამარცხება იოლი არ იქნება“, – განაცხადა კოსტამ.

დიეგო კოსტას ინლისურის სწავლა ეზარება

„ჩელსის“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ აღიარა, რომ ინგლისურის სწავლისას პროგრესს ჯერ ვერ მიაღწია.

„სიტყვების სწავლას მაქსიმალურად ვცდილობ, თუმცა ეს რთული მგონია. ამ საქმეში ძალიან ზარმაცი ვარ. ყველაფრის გაკეთება ეტაპობრივადაა საჭირო: დასაწყისისთვის, ლონდონს შევეჩვევი და პირველ ტიტულს მოვიგებ.

ვფიქრობ, ახლა პარტნიორებს ჩემი უკვე კარგად ესმით. ჩვენი კომუნიკაციას დროის განმავლობაში უმჯობესდება“, – განაცხადა კოსტამ.

დიეგო კოსტა: “ანგელოზი არ ვარ”

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ, რომელიც სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, განაცხადა, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა ხასიათს მაინც არ შეიცვლის.

“მატჩის შემდეგ სახლში იმ აზრით მივედი, რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია. ჩემი მხრიდან ეს გამიზნული ქმედება არ ყოფილა. სპეციალურად არ მიქნია და ეს ისედაც კარგად ჩანს. მიუხედავად ამისა, დისკვალიფიკაციით დამსაჯეს და ამას უნდა შევეგუო, სხვა გზა არ მაქვს. რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ, რომ გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დავეხმარები, თუმცა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ, არ ვარ. მე ჩემი სათამაშო სტილი მაქვს. ამით ვარჩენ ოჯახს. მე კლუბისთვის და ფანებისთვის ვთამაშობ. მოედანზე ყოველთვის ასეთი ვიქნები. ასეთი ხასიათი მაქვს, მუდამ ვიბრძოლებ. მოედნის მიღმა სხვანაირი ვარ, მაგრამ მოედანზე არ შევიცვლები”, – დიეგო კოსტას სიტყვები ბრიტანულმა “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დიეგო კოსტამ მერსისაიდელთა ნახევარმცველ ემრე ჯანს ფეხზე დააბიჯა, რაც არბიტრებმა ვერ შენიშნეს, თუმცა გაესპანელებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მაინც მიიღო.

 

პელეგრინი: “დიეგო კოსტა უნდა შეიცვალოს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი თვლის, რომ დიეგო კოსტას დისკვალიფიკაცია ინგლისის პრემიერლიგის XXIII ტურში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მეტოქე გუნდის ძალაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას არ იქონიებს.

“ამ ადამიანს განსაკუთრებული ხასიათი აქვს, მძიმე ხასიათი. იმედი მაქვს, ეს დისკვალიფიკაცია მასზე დადებით გავლენას მოახდენს. ის უნდა შეიცვალოს. დიდი გუნდები მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე არ არიან დამოკიდებულნი. “ჩელსიში” არიან სხვა მოთამაშეებიც, რომელთაც დიეგო კოსტას ჩანაცვლება შეუძლიათ”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს AFP.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულთის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დიეგო კოსტამ მერსისაიდელთა ნახევარმცველ ემრე ჯანს ფეხზე დააბიჯა, რის გამოც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

“ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

 

დიეგო კოსტამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

„ლივერპულთან“ სათასო მატჩში „ჩელსის“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ ემრე ჩანს ფეხზე დააბიჯა, რის გამოც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. „არისტოკრატების“ ფორვარდმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებთ სააპელაციო სარჩელიც შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

აქედან გამომდინარე, დიეგო თავის გუნდს „მანჩესტერ სიტისთან“, „ასტონ ვილასთან“ და „ევერტონთნა“ მატჩებში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში კოსტამ პრემიერლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 17 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

დიეგო კოსტა და ფაბრეგასი ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან

ბელორუსისა და გერმანიის ნაკრებებთან მატჩებში „ჩელსის“ მოთამაშეები სესკ ფაბრეგასი და დიეგო კოსტა ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.

დიეგო კოსტამ გუშინ „ლივერპულს“ გაუტანა, თუმცა ნაკრების შტაბში მას დასვენების საშუალება მისცეს. რაც შეეხება ფაბრეგასს, მას მცირე ტრავმა აწუხებს.

„სესკ პრობელები აქვს. იგი პროფესიონალია და თამაში სურს, თუმცა მის გარეშე ერთი-ორი მატჩის ჩატარება შეგვიძლია. ესპანეთის ნაკრების რიგებში იგი ვერ ითამაშებს. მას გამგზავრება შეუძლია, თუმცა მოედანზე ფაბრეგასი ვერ გამოვა“, – განაცხხადა „არისტოკრატთა“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ.

დიეგო კოსტამ ვარჯიში განაახლა

უეფას ვებ-გვერდის ცნობით, “ჩელსის” ფორვარდმა დიეგო კოსტამ ვარჯიში განაახლა.

ესპანეთის ნაკრების შემტევს ფეხის ტრავმა აწუხებდა, შემდეგ კი ვირუსის გამო ის საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. კოსტას ლურჯების შემადგენლობაში 5 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.

ესპანელის დაბრუნება შაბათს, “ქუინზ პარკ რეინჯერსთანაა” მოსალოდნელი.

 

საბალეტა: “მიკვირს, დიეგო კოსტა რომ არ გააძევეს მოედნიდან” (ფოტო)

ინგლისის პრემიერლიგის V ტურის ცენტრალურ შეხვედრაში (1:1), რომელიც “მანჩესტერ სიტისა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გაიმართა, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. მატჩის მიმდინარეობისას “ქალაქელთა” მცველი პაბლო საბალეტა და “პენსიონერთა” თავდამსხმელი დიეგო კოსტა წაკინკლავდნენ და ერთმანეთს ფიზიკურადაც შეეხნენ. ინციდენტის შემდეგ მთავარმა არბიტრმა საბალეტას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რამაც ავტომატურად არგენტინელი ფეხბურთელის მოედნიდან გაძევება გამოიწვია. დიეგო კოსტა კი მხოლოდ ყვითელი ბარათით დაისაჯა. საბალეტას აზრით, გაძევებას გაესაპანელებული ბრაზილიელი ფორვარდიც იმსახურებდა.

“მინდა, მომხდარის გამო ყველას ბოდიში მოვუხადო, თუმცა ამ სურათის ნახვის შემდეგ მიკვირს, დიეგო კოსტა მოედნიდან რომ არ გააძევეს”, – დაწერა სოციალურ ქსელში საბალეტამ.

პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესონი

ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის “ჩელსის” ახალწვეული დიეგო კოსტა დასახელდა. თვის საუკეთესო მწვრთნელი “სუონსი სიტის” თავკაცი გარი მონკი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის “ატლეტიკოდან” “ჩელსიში” გადასულმა დიეგო კოსტამ პრემიერლიგის საწყის სამ ტურში ოთხი გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება მონკს, ის უელსურ კლუბს მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით “სუონსიმ” აგვისტოს თვეში სამიდან სამი შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით, აქედან ერთი მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” მოიგო (2:1).

 

დიეგო კოსტას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა დიეგო კოსტამ ეროვნული გუნდის შეკრებაზე ტრავმა მიიღო და ლონდონში გაემგზავრა.

ექიმები მძიმე ტრავმას ვარაუდობდნენ, თუმცა სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ დაზიანებმა უმნიშვნელოა. ინფორმაცია ჟურნალსიტებს დავიდ სილვამ დაუდასტურა.

“დიეგოს პირადად ვესაუბრე. საბედნიეროდ ტრავმა სერიოზული არ არის. დაზიანება უმნიშვნელოა” – განაცხადა სილვამ.

 

დიეგო კოსტას მძიმე ტრავმას გადაურჩა

ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი დიეგო კოსტა მოედანს მალე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფორვარდმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო. თავიდან ექიმები სერიოზულ დაზიანებას ეჭვობდნენ, თუმცა განმეორებითმა სამედიცინო შემოწმებამ კუნთოვანი ქსოვილის მცირე დაზიანება დაადასტურა.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია შესძლებს თუ არა ესპანეთის ნაკრების ფორვარდი “ევერტონის” წინააღმდეგ თამაშს.