მოურინიო: „დიეგო კოსტას თამაშით „ჩელსის“ ფეხბურთელები გაკვირვებულები დარჩნენ“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის ახალწვეულ დიეგო კოსტაზე ისაუბრა.

„დიეგო კოსტა ჩვენთვის კარგი გაძლიერებაა. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მას საოცარი ტექნიკა გააჩნია.

ზუსტად ამიტომ ჩვენი ფეხბურთელები მისი მოსვლის კმაყოფილები არიან. მათ დაუკვირდათ, რადგან არ ეგონათ, რომ მისი სათამაშო დონე ასეთი მაღალი იქნებოდა.

ფიზიკურად დიეგო ძალიან ძლიერია და თამაშის მიმდინარეობისას ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს. როდესაც ამ ფეხბურთელის თამაშს უყურებ, რთულია, მისი შრომისმოყვარეობა არ დააფასო.

კოსტას, ტორესისა და დროგბას წყალობით შემტევი ხაზი ჩვენი ყველაზე ძლიერი რგოლია“, – განაცხადა ფეხბურთს პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

დიეგო კოსტა – „ატლეტიკოდან“ „ჩელსიმდე“

გავიხსენოთ ის ეპიზოდები, რომელთა წყალობითაც დიეგო კოსტამ ბოლო სეზონში წარმატებას მიაღწია და შედეგად მადრიდის „ატლეტიკოდან“ ლონდონის „ჩელსიში“ გადაბარგდა.

ოფიციალურად: დიეგო კოსტა „ჩელსიში“ ითამაშებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა. გაესპანელებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „პენსიონერებთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

25 წლის თავდამსხმელი „ჩელსის“ მომავალ კვირას შეუერთდება.

დიეგო კოსტამ ესპანეთის პრეიმერდივიზიონის 2013-14 წლების სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.

 

ესპანეთის ნაკრების წევრები ჩაბი ალონსოს განცხადებით უკმაყოფილონი არიან

„მარკას“ ცნობით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ ჩაბი ალონსოს მიერ გაკეთებულ კომენტარს „ლა როხას“ წევრების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაგირება მოჰყვა.

ბასკმა ნახევარმცველმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანელი ფეხბურთელები გამარჯვებისკენ სწრაფვით დაიღალნენ და გუნდი მუნდიალს ფსიქოლოგიურად მზად ვერ შეხვდა.

ესპანეთის ნაკრების დანარჩენი წევრები თვლიან, რომ ალონსოს მხოლოდ საკუთარი შეხედულება უნდა გამოეხატა და მთელი გუნდის სახელით არ უნდა ესაუბრა. ანდრეს ინიესტამ და დიეგო კოსტამ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს თავიანთი პრეტენზიები წაუყენეს. გარდა ამისა, კომენტარები გააკეთეს იმ მოთამაშეებმაც, რომლებსაც შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევის თეორიული შანსიც დაკარგა.

 

ტიბო კურტუა „ჩელსიში“ ბრუნდება, გადავა დიეგო კოსტაც?

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის კლუბს მადრიდის „ატლეტიკოდან“ დიეგო კოსტას გადმობირება სურს.

„მინდა, რომ ჩემს გუნდში კოსტა ვიხილო. კლუბს მისი ყიდვა ვთხოვე. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენთან აღმოჩნდება“, – მოურინიოს სიტყვებს „მარკა“ ციტირებს.

როგორც პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობს, „ჩელსი“ „ატლეტიკოში“ განათხოვრებულ ტიბო კურტუასაც დაიბრუნებს.

„მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კურტუა „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდება. მორჩა და გათავდა“, – აღნიშნავს მოურინიო.

ბექა დოგრაშვილი

დიეგო კოსტამ ატლეტიკოს უარი უთხრა

როგორც ჩანს, “ატლეტიკოს” ფორვარდმა დიეგო კოსტამ მადრიდული კლუბის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა. “ატლეიტკოს” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა, თუმცა დიეგო კოსტამ უარი აღნიშნულ წინადადებაზე უარი თქვა.

ესპანური პრესის ცნობით, კოსტასთვის ბრძოლაში ამ ეტპაზე ლონდონის “ჩელსი” ლიდერობს.

დიეგო კოსტა: “თავს შესანიშნავად ვგრძნობ”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა დიეგო კოსტამ ესპანეთის ნაკრებში მოხვედრასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.

“ბედნიერი ვარ. ესპანეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე გამგზავრებას მოუთმენლად ველი. ძალიან გახარებული ვარ.

ფიზიოთერაპევტთან ერთად ვმუშაობ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ხვალიდან უკვე ეროვნულ ნაკრებს შევუერთდები. იმედი მაქვს, სალვადორის ნაკრეთან თამაშის საშუალება მომეცემა” – განაცხადა დიეგო კოსტამ.

სკოლარი: „მუნდიალზე დიეგო კოსტას გამოძახებას ვაპირებდი“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ აღიარა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის დიეგო კოსტას გამოძახებისთვის მზად იყო. ამის მიუხედავად, ფორვარდმა ესპანეთის ნაკრებში თამაში ამჯობინა.

„კოსტას მუნდიალზე გამოძახებას ვაპირებდი. იგი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის მაისურით 100%-თ ითამაშებდა. მას აღნიშნულ თემაზე ორჯერ ვესაუბრე. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პირველ ადგილზე მან სხვა ინტერესები დააყენა“, – განაცხადა ფეხბურთის ბრაზილიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო კოსტა, სავარაუდოდ, თხუთმეტ დღეში გამოჯანმრთელდება

გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი დიეგო კოსტა, დიდი ალბათობით, თხუთმეტ დღეში გამოჯანმრთელდება, რაც დღევანდელი სამედიცინო შემოწმების შემდგომ დადასტურდა.

კოსტას ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში გაურთულდა, რომელშიც მან სულ რაღაც ცხრა წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში თავის პირველ მატჩს ესპანეთის ნაკრები 13 ივნისს ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, კოსტა „ფურია როხას“ მაისურით თამაშს შეძლებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო კოსტა “ბარსელონასთან” ითამაშებს

მადრიდის “ატლეტიკოს” სამედიცინო პერსონალის ცნობით, დედაქალაქური კლუბის მთავარმა მეგოლემ დიეგო კოსტამ ტრავმა ფაქტობრივად მოიშუშა და “ბარსელონასთან” გასამართ ბოლო ტურის მატჩში მონაწილეობის მიღებას შესძლებს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ბარსელონაში გასამართი დაპირისპირება გამოავლენს პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული ვინაობას. მასპინძლებს ტიტულის მოსაპოვებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.

Sky Sports: „ჩელსი“ დიეგო კოსტას გამოსასყიდი თანხის გადახდაზე თანახმაა

„სქაი სპორტსი“ იუწყება, რომ ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ დიეგო კოსტას სატრანსფერო ღირებულებას დათანხმდა.

წყაროს ცნობით, დასავლეთლონდონური კლუბი გაესპანელებული თავდამსხმელის სანაცვლოდ 32 მილიონ ფუნტს სტერლინგს გადაიხდის. კონტრაქტის მიხედვით, სწორედ ეს არის დიეგო კოსტას გამოსასყიდი თანხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი ოფიციალურად მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა დადასტურდეს.

 

დიეგო კოსტა და ტიბო კურტუა „ბარსელონასთან“ მატჩისთვის, დიდი ალბათობით, მზად იქნებიან

თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ და მეკარე ტიბო კურტუამ დღეს მადრიდის „ატლეტიკოს“ დილის ვარჯიში გამოტოვეს.

კოსტა მიღებული ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსის გავლას აგრძელებს და დღეს სატრენაჟორო დარბაზშიც ივარჯიშა.

რაც შეეხება კურტუას, ბელგიელმა კარის დარაჯმა „მალაგასთან“ ბოლო შეხვედრაში მუხლი იტკინა.

ასეა თუ ისე, დიდი ალბათობით, ორივე ფეხბურთელი „ბარსელონასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 38-ე ტურის მატჩისთვის მზად იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი