დიეგო კოსტა: „ჩვენ ტორესის გოლსაც მშვიდად შევხვდით“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი მადრიდელთა გაესპანელებულმა გოლეადორმა დიეგო კოსტამ შეაფასა.

„ფინალში გასასვლელად ძალისხმევა არ დავიშურეთ. მაშინაც კი, როდესაც ფერნანდო ტორესმა გოლი გაგვიტანა, ჩვენ მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ერთი გატანილი ბურთის შემთხვევაში, ფინალში ჩვენ გავიდოდით“, – დიეგო კოსტას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ჩელსი ატლეტიკოს 32 მილიონს შესთავაზებს

ლონდონური კლუბი მზად არის დიეგო კოსტაში 32 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ინგლისური პრესის ცნობით, “ატლეტიკოს” და “ჩელსის” წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც ტიბო კურტუას საკითხის გამო დაინიშნა, საუბარი დიეგო კოსტაზეც იქნება. წყაროს ცნობით, ლონდონში ფორვარდს ხუთწლიან კონტრაქტს უმზადებენ.

დიეგო სიმეონემ კი გუშინ განაცხადა, რომ დიეგო კოსტას მიმართ “ჩელსის” ინტერესი არ აკვირვებს.

დიეგო კოსტამ ვარჯიში დაიწყო

დიეგო კოსტამ ვარჯიში განაახლა. “ხეტაფესთან” მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. თუმცა, სპეციალისტთა ვარაუდით, პარასკევას “ელჩეს” წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

პრიმერას მიმდინარე სეზონის 31 მატჩში კოსტამ 26 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასიი მიითვალა. “ატლეტიკო” ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე პირველ პოზიციაზეა და უახლოეს მდევარ “რეალს” 3 ქულით უსწრებს.

დიეგო კოსტა მწყობრშია

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი დიეგო კოსტა საკუთარი გუნდის უახლოეს მატჩში მონაწილეობის მიღებას შესძლებს.

შეგახსენებთ, რომ კოსტმა ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიიღო ტრავმა და მოედანი 30-ე წუთზე დატოვა.

ესპანური პრესის ცნობით, ფეხბურთელი უკვე მწყობრშია და მონაწილეობის მიღებას “ატლეტიკოს” უახლოეს მატჩში შესძლებს.

აღსანიშნავია, რომ კვლავ ტრავმირებულია მადრიდული კლუბის კიდევ ერთი ლიდერი არდა თურანი.

გაბი: “დიეგო კოსტა მხოლოდ “ბარსელონასთან” თამაშზე ფიქრობს”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა გაბი “ბარსელონასთან” მატჩის წინ თავის პარტნიორზე, დიეგო კოსტაზე ისაუბრა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

“განმეორებითი მატჩის წინ განწყობა ოპტიმისტურია. ჩვენი გულშემატკივრების იმედი მაქვს, მათ დიდი როლი უნდა შეასრულონ ჩვენს წარმატებაში.

დიეგო კოსტას ძალიან უნდა დღევანდელ თამაშში მონაწილეობის მიღება. ის მხოლოდ “ბარსელონასთან” მატჩზე ფიქრობს” – განაცხადა გაბიმ.

მონაკო დიეგო კოსტაში 48 მილიონს გადაიხდის

The Independent-ის ცნობით, ფრანგული “მონაკო” მზად არის მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ დიეგო კოსტაში 48 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ფეხბურთელს კი, გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის ფინანსური მხარეც საკმაოდ სოლიდურია.

მიმდინარე სეზონში კოსტამ “ატლეტიკოს” მაისურით ყველა ტურნირში 33 გოლის გატანა მოახერხა.

დიეგო კოსტამ ვარჯიში ნაადრევად დაასრულა

„ბარსელონასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური მატჩის წინ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ ვარჯიშის ბოლომდე დასრულება ვერ მოახერხა.

როგორც ჩანს, მადრიდელთა თავდამსხმელს ბილბაოს „ატლეტიკთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრისას მიღებული ტრავმა აწუხებს.

ამის მიუხედავად, პრესა წერს, რომ კოსტას „ბარსელონასთან“ თამაშის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ჩელსიმ“ დიეგო კოსტას შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო

Goal.com-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსიმ“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დიეგო კოსტას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო.

დასავლეთლონდონური კლუბი მზად არის, ესპანეთის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადოს. „პენსიონერებს“ სურთ, რომ ტრანსფერი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაჩარხონ.

მიმდინარე სეზონში დიეგო კოსტას ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 41 მატჩში 31 გატანილი გოლია. ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 23 გოლით მას მეორე ადგილი უკავია და სულ 3 გოლით ჩამორჩება ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს.

 

დიეგო კოსტა: “ფინალში თამაშის იმედი მაქვს”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი დიეგო კოსტა “მილანთან” მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტბს ესაუბრა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის სურვილიც გამოთქვა.

“მილანთან თამაში ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ზუსტად შევასრულეთ მწვრთნელის დავალება და გამარჯვებაც ამან განაპირობა.

ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ მომდევნო მეტოქეზე. ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე სუსტი გუნდი უბრალოდ არ არსებობს. ფინალში გასვლის დიდი იმედი მაქვს. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ ლიგაში “ატლეტიკოზე” ძლიერი გუნდებიც არიან” – განაცხადა დიეგო კოსტამ.

დიეგო კოსტა: „ახლა მე და სერხიო რამოსი ძმებივით ვართ“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ დიეგო კოსტას გუშინ ესპანეთის ნაკრების რიგებში დებუტი ჰქონდა. წარმოშობით ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩი სრულად ჩაატარა. „ფურია როხამ“ მეტოქე პედროს კინკილა გოლის წყალობით დაამარცხა.

„ახლა მე და სერხიო რამოსი ძმებივით ვართ“, – აღნიშნა მატჩის შემდეგ დიეგო კოსტამ.

შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართულ მატჩებში დიეგო კოსტასა და სერხიო რამოსს ხშირად ექმნებოდათ ურთიერთკონფლიქტური სიტუაციები.

დელ ბოსკე: „ნაკრებში თამაშს ბევრი იმსახურებს, თუმცა ყველას ვერ გამოვიძახებთ“

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ გუნდის ახალწვეული დიეგო კოსტა კოლექტივს კარგად შეეწყო.

„კოსტას არანაირი პრობლემა აქვს. გუნდს იგი ძალიან კარგად შეეწყო“, – განაცხადა დელ ბოსკემ.

გარდა ამისა, „ფურია როხას“ თავკაცმა ფერნანდო ლორენტეს შესახებაც ისაუბრა.

„ამ მოთამაშეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. გუნდში ყოველი ადგილისთვის დიდი კონკურენციაა. ჩვენ სოლდადოს, ლორენტეს, ტორესსა და ვილიას არ ვიძახებდით. ეს მოთამაშეები ნაკრებში თამაშს იმსახურებენ, თუმცა ყველას გამოძახებას ვერ მოვახერხებთ“.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვილია რეალთან ვერ ითამაშებს?

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა დავიდ ვილიამ ტრამვა ,,რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მიიღო.

უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ სამედიცინა შემოწმების შემდეგ გადაწყვეტენ მწვრთნელები ითამაშებს თუ არა ესპანელი ხვალ ,,რეალის” წინააღმდეგ.

,,ატლეტიკოს” ხვალინდელ შეხვედრაში დიეგო კოსტაც ვერ დაეხმარება. რომელიც ორი ყვითელი ბარათის გამო ტოვებს შეხვედრას.

ვილიამ პრიმერა დივიზიონში 22 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.