ფიდელ კასტრომ მარადონას წერილი გაუგზავნა

კუბას რევოლუციის ლიდერმა ფიდელ კასტრომ ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას წერილი გაუგზავნა.

გასულ კვირას ინტერნეტში ფიდელ კასტროს სიკვდილთან დაკავშირებული ჭორები გავრცელდა, რის შემდეგაც მსოფლიოს ნაწილი, ამასთან დაკავშირებით, მისი ძმის რაულ კასტროს ოფიციალურ განცხადებასაც ელოდებოდა.

ერთ-ერთი კუბელი კორესპონდენტის ფაბიოლა ლოპესის თქმით, ფიდელის სიკვრდილთან დაკავშირებული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ჭორია. მეტიც, კასტრომ ტელევიზორში დიეგო მარადონას გადაცემას უყურა, რის შემდეგაც ლეგენდარულ ფეხბურთელს წერილი გაუგზავნა. წერილის ძირითადი თემა დღევანდელი მსოფლიოს რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემებს ეხებოდა.

მარადონამ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ მოთამაშეებს შორის ფავორიტი დაასახელა.

“არც მესი და არც რონალდუ. ჩემი ფავორიტი მანუელ ნოიერია. 2014 წლის მიხედვით, ის ყველაზე მეტად იმსახურებს “ოქროს ბურთს”, – განაცხადა მარადონამ ვენესუელის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

დიეგო მარადონა ფორმაშია (ვიდეო)

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა დუბაიში ჩატარებულ ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ასე გამოიყურებოდა.

“აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარადონას მსგავსი გოლი გაიტანა

ამსტერდამის “აიაქსისა” და “ალკმაარის” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართული მატჩი დედაქალაქურმა გუნდმა ანგარიშით 6:3 მოიგო. დონი ვან დე ბიკის მიერ გატანილმა გოლმა კი მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე ლეგენდარული დიეგო მარადონას მიერ ინგლისის ნაკრების კარში გატანილი ბურთი გაგვახსენა. ამის გამო ახალგაზრდა ჰოლანდიელ ფეხბურთელს მეტსახელად “მარადონიც” კი შეარქვეს.

 

არგენტინელმა მცველმა მარადონას სტილში გაიტანა (ვიდეო)

„ლანუსის“ ცენტრალურმა მცველმა დიეგო ბრაგიერიმ „კოპა სუდამერიკანას“ მატჩში სერო პორტენიოს ბრწყინვალე გოლი გაუტანა და გულშემატკივრებს ლეგენდარული დიეგო მარადონა გაახსენა.

ვის გამო იჩხუბა მარადონამ ხორვატიაში

როგორც გუშინ გაცნობეთ, ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ კვირას გამთენიისას, ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკის ერთ-ერთ ღამის კლუბთან იჩხუბა. ინციდენტის მიზეზი მარადონას ყოფილი სიძე, არგენტინის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო გახდა.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, მარადონა იმ ადამიანზე გაიწია, რომელმაც აგუერო ახსენა. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა “ქალაქელთა” 26 წლის ფეხბურთელის მისამართით რამდენიმე შეურაცხმყოფელი ფრაზაც გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო 2008-დან 2013 წლამდე მარადონას ქალიშვილ ჯანინას მეუღლე იყო. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბენჟამინი დაარქვეს.

მარადონამ ხორვატიაში იჩხუბა (ვიდეო)

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ხორვატიაში იჩხუბა. ინციდენტი ქალაქ დუბროვნიკის ერთ-ერთ ღამის კლუბთან, კვირას გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთმა თვითმხილველმა მომხდარი მობილური ტელეფონის საშუალებით გადაიღო. ვიდეოში გარკვევით ისმის “კუნ აგუერო” და სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ტერმინები ესპანურ ენაზე.

კონფლიქტის არცერთ მონაწილეს პოლიციისთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, ჩხუბში მარადონას მონაწილეობა ოფიციალურად არ დასტურდება.

მარადონას პასი, ბაჯოს გოლი

ამხანაგურ მატჩში, რომელშიც ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ, რობერტო ბაჯომ მეტოქის კარში გოლი დიეგო მარადონას პასის შემდეგ გაიტანა.

დიეგო მარადონამ ჯულია რობერტსი გამოიწვია

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ცივი წყალი გადაისხა და გამოწვევა მსახიობ ჯულია რობერტსს გაუგზავნა.

დიეგო მარადონა საავადმყოფოში მოათავსეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. მარადონა საავადმყოფოში გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. რა ხანს გაატარებს არგენტინელი კლინიკაში, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონამ რამდენიმე დღის წინათ არგენტინის ეროვნული ნაკრების კვლავ ჩაბარების სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, თუ კარლოს დუნგა კიდევ ერთხელ დანიშნეს ბრაზილიის ნაკრების თავკაცის პოსტზე, მასაც აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ არგენტინის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ისევ ანდონ.

დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებს 2008-დან 2010 წლამდე თავკაცობდა, კარლოს დუნგა კი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს 2006-დან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა.

 

მარადონამ ჟურნალისტს სახეში ხელი გაარტყა (ვიდეო)

არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა დიეგო არმანდო მარადონამ ჟურნალისტს სახეში ხელი გაარტყა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მარადონა შვილ დიეგო ფერნანდოსთან და ბავშვის დედა ვერონიკა ოხედასთან ერთად თეატრში მიდიოდა.

მარადონას ავტომობილის გარშემო ჟურნალისტების მთელმა ჯგუფმა მოიყარა თავი, თუმცა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ინტერვიუს მიცემა არ ისურვა. მედიის წარმომადგენლები მარადონას არ მოეშვნენ, რის შემდეგაც დიეგო მანქანიდან გადმოვიდა და ერთ-ერთ კორესპონდენტს სახეში ხელი გაარტყა.

მარადონა: “თუ ბრაზილიის ნაკრები დუნგას ჩააბარეს, მე რატომ არ უნდა მანდონ არგენტინა?”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ ურიგო არ იქნება, თუ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ მას მიიწვევს.

“გუნდს მწვრთნელი არ ჰყავს. არგენტინის ნაკრებში ვთამაშობდი. თუ ბრაზილიის ნაკრები დუნგას ჩააბარეს, მე რატომ არ უნდა მანდონ არგენტინის ეროვნული გუნდი?

რაც არ უნდა იყოს, დუბაიში ბედნიერი ვარ და არავის წინაშე არ ვალდებული, რომ დავიჩოქო.

არ მინდა ალეხანდრო საბელიას და ბიჭების გაკიცხვა, მაგრამ გუნდმა ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო კარგ სტილში. არგენტინის ნაკრების მატჩების შემყურე ვერცერთმა ადამიანმა ვერ შენიშნა რაიმე კარგი ასპექტი გუნდის თამაშში”, – მარადონას სიტყვები “ოლემ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებს 2008-დან 2010 წლამდე თავკაცობდა, კარლოს დუნგა კი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს 2006-დან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა.