მეკარე რევიშვილის თავურმა “რუსთავი” მარცხისგან იხსნა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა.

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილამ” “რუსთავი” მიიღო. მეათე წუთზე ანგარიში ალვინ ფორტისმა გახსნა. ხოლო, მე-80 წუთზე ნოდარ ქავთარაძემ მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ. თუმცა, სტუმრებმა მაინც მოახერხეს ამ მატჩის გადარჩენა: ჯერ 90-ეზე თამაზ მაქაცარიამ გამოვარდნილ ბურთზე შეძლო დამატება და მინიმუმამადე შეამცირა სხვაობა. ხოლო, მატჩის გმირის ვინაობა მეხუთე დამატებით წუთზე გახდა ცნობილი, როცა გეორგი გაბულოვმა კუთხური მოაწოდა; იქ მარტო დარჩენილმა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა თავით შეძლო გატანა და ანგარიშის გათანაბრება – 2-2.

ამ ფრის შემდეგ “დილა” 12 ქულით მესამე ადგილზეა. ხოლო, “რუსთავს” 10 ქულა აქვს და მეხუთე საფეხურზე იმყოფება.

 

“სამტრედიამ” და “დილამ” ფრე გააგორეს (ვიდეო)

ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” ერვონული ლიგის მეექვსე ტურში ერთმანეთს “სამტრედია” და “დილა” დაუპირისპირდნენ.

მიუხედავად გუნდების მიერ შექმნილი მომენტებისა, ვერცერთმა მათგანმა მოახერხა გოლის გატანა. შესაბამისად, ის უგოლო ფრით დასრულდა. გეტყვით, რომ “სამტრედიას” ოთხი ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. “დილა” 11 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

 

ეროვნული ლიგის მეხუთე ტური: პრევიუ

დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.

ბოლნისის “სიონი” – რუსთავის “რუსთავი”

დაწყების დრო: 4 აპრილი, 16:00 საათი

ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხი 2”-ზე რუსთავის “რუსთავს” მიიღებს. წინა ტურში მასპინძლები გორის “დილასთან” დამარცხდნენ. თუმცა, ამ სეზონში მათ უკვე მოახერხეს ერთი მოგებისა და ფრის მიღწევა. შესაბამისად, ოთხი ქულა აქვთ და მეექვსე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება “რუსთავს”, ამ გუნდმა პირველ ტურში “დინამოსთან” სტუმრად მოგების შემდეგ, გოლიც კი ვერ გაიტანა და სამ მატჩში ოთხი გოლი გაუშვა. ერთი მოგებითა და სამი წაგებით, რუსთაველები მერვე საფეხურზე იმყოფებიან.

თბილისის “საბურთალო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დაწყების დრო: 4 აპრილი, 21:00 საათი

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც დღეს შედგება თბილისური დერბია. მზიანი დღის დასასრულს, “მიხეილ მესხზე” დედაქალაქელებს მშვენიერი მატჩი ელით – “საბურთალო” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ. პირველი მათგანი შეუჩერებელია, რადგან ოთხივე შეხვედრა მოიგო. რაც შეეხებათ “რკინიგზელებს”, ეროვნულ ლიგაში მათზე მეტად მოგება ახლა არავის სჭირდება – “ლოკო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში ვერცერთხელ ვერ მოახერხა სამი ქულის მოპოვება. ლოგიკურია, რომ ის ერთი ქულით ათში ბოლოა.

საჩხერის “ჩიხურა” – თბილისის “დინამო”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 16:00 საათი

უკვე ხვალ საჩხერის “ჩიხურა” თბილისის “დინამოს” “დავით პეტრიაშვილი არენაზე” მიიღებს. იმერულ კლუბს “საბურთალოსთან” ერთად ამ სეზონში არცერთი მატჩი არ წაუგია: ორი ფრე, ორი მოგება, რვა ქულა და მესამე ადგილი. მასზე ერთი ქულითა და ადგილით წინ სწორედ “დინამოა”, რომელმაც ბოლო სამი დაპირისპირება ისე მოიგო, რომ ცხრა გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. შესაბამისად, აქაც საინტერესო და დაძაბულ ჯახს უნდა ველოდოთ.

ფოთის “კოლხეთი” – გორის “დილა”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 18:00 საათი

“კოლხეთის” ამჟამინდელი მეტოქე “დილაა”. მეგრელებმა წინა ტურში პატარა სენსაცია გამოაცხვეს და “სამტრედიას” სტუმრად ანგარიშით, 2-0 მოუგეს. ეს გუნდი ერთ-ერთი ყვლაზე სუსტია ჩემპიონატში და, ვინ იცის, სად გამოადგება აღნიშნული სამი ქულა. ამჟამად, “კოლხეთი” ოთხი ქულით მეშვიდე ადგილზეა. გორელებს რაც შეეხებათ, ბოლოს ისინი “სიონს” დაუპირისპირდნენ და პირველი ტაიმი 3:0 მოუგეს. მიუხედავად, ბოლნისლების მიერ გაქვითული ორი გოლისა, მათ მეტი ვეღარაფერი შეძლეს და “დილამაც” სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ის შვიდი ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

ქუთაისის “ტორპედო” – სამტრედიის “სამტრედია”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 21:00 საათი

ეროვნული ლიგის გულშემატკივარი იმერული დერბის მოლოდინშია: “ტორპედო” “სამტრედიის” წინააღმდეგ. სხვათა შორის, ვერც ერთი გუნდი ვერ ბრწყინავს: “ტორპედომ” პირველ ტურში წაგების შემდეგ, ორჯერ კი მოიგო, თუმცა “დინამოსთან” უშანსოდ დამარცხდა. “სამტრედიამ” კი ბოლო სამი დაპირისპირება დათმო და სამი ქულით მეცხრე ადგილზეა. ორივე გუნდს სჭირდება გამარჯვება წინ სვლისა და თავდაჯერებისთვის – ვნახოთ, რა იქნება.

 

“სიონმა” “დილას” სამ წუთში ორჯერ გაუტანა, თუმცა მაინც დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ერთმანეთს გორის “დილა” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ.

პირველ ნახევარში, თითქოს, მასპინძლებმა ყველაფერი მოაგვარეს. “დილამ” ჯერ კიდევ მეშვიდე წუთზე გაიტანა – ავტორი ალვინ ფორტისის პასის შემდეგ ნოდარ ქავთარაძე გახდა.  ზუსტად ორ წუთში ლეანდრო რიბეიროს გადაცემის შემდეგ, ისიფუ ლემფტიმ შეაგდო. ხოლო, 31-ე წუთზე “სიონს” მიკოლა კოვტალიუკმაც გაუტანა.

მეორე ნახევარში, მოულოდნელად, სიტუაცია ტაიმის მიწურულს დაიძაბა. 84-ე წუთზე ჯაბა დვალის გადაცემის შემდეგ, გიორგი მიქაბერიძემ შეაგდო. ხოლო, ორ წუთში გიორგი დათუნაიშვილმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა – 3-2

ამ გამარჯვების შემდეგ “დილა” შვიდი ქულით მესამეა. ხოლო, “სიონს” ოთხი ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

“საბურთალო” წინ უდანაკარგოდ მიიწევს – გამარჯვება “დილასთან”

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” გაიმართა. ადგილობრივმა “საბურთალომ” გორის “დილა” მიიღო.

მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარე თააშში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე გაიხსნა: გიორგი დიასამიძემ დავით ვოლკოვის პასით დედაქალაქელები დააწინაურა.მეორე ნახევარში სტუმრებს კოხრეიძემ შეუტია, შევიდა საჯარიმოში, თუმცა ის ალვინ ფორტისმა წააქცია. ამ მომენტში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და 22 წლის ჰოლანდეილმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო. თავად დაზარალებულმა შეასრულა თერთმეტმეტრიანი და გაიტანა კიდეც. საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით, 2:0 დასულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალოს” 9 ქულა აქვს და პირველზეა. “დილა” 4 ქულით მეხუთე ადგილზეა.

 

 

“დილამ” და “ჩიხურამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის სადებიუტო შეხვედრაში გორის “დილამ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და მეტოქესთან ქულები გაიყო.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში ანგარიში არ გაიხსნა. მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე გიორგი გაბედვაამ შეძლო გორელების კარის აღება. მას ასისტენტობა თეიმურაზ მარკოზაშვილმა გაუწია. თუმცა, ზუსტად ხუთ წუთში ნოდარ ქავთარაძემ დავით რაჟამაშვილის პასით ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, 1-1.

ამ ფრის შემდეგ იმერლებს 4 ქულა აქვთ და პირველ პოზიციას იკავებენ. იმდენივე ქულით “დილა” მეორეზეა.

“დილამ” მოქმედ ჩემპიონ “ტორპედოს” სტუმრად ფორტისის ულამაზესი გოლით მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მორიგმა გათამაშებამ აიღო სტარტი. სადებიუტო შეხვედრა ქუთაისში, მოქმედ ჩემპიონ “ტორპედოსა” და გორის “დილას” შორის შედგა.

დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მე-14 წუთზე ანგარიშის გახსნა იმერელთა მოთამაშემ, გრიგოლ დოლიძემ მოახერხა. მას საგოლე გადაცემა ლევან კუტალიამ გაუკეთა. პირველი ნახევრის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე გიორგი ფანცულაიამ დავით რაჟამაშვილის პასით გაათანაბრა.

მეორე ტაიმში, 46-ეზე ფანცულაიამ დუბლი შეასრულა და გორელები წინ გაიყვანა. თუმცა, 54-ეზე უკვე დოლიძის დუბლით ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა. 88-ე წუთზე “დილას” ლეგიონერმა, ალვინ ფორტისმა დრიბლინგი, საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა. საბოლოოდ, 3-2 სტუმართა სასარგებლოდ.

 

“დინამომ” სპარინგ-მატჩი “დილასთან” გამართა

გუშინ ქართულმა გუნდებმა, თბილისის “დინამომ” და გორის “დილამ” ამხანაგური შეხვედრა გამართეს.

დაძაბული დაპირისპირება დიღმმის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. თბილისელთა მწვრთნელმა, კახი კაჭარავამ, ძირითადად, ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და უმეტესად სინჯებზე მყოფი და აკადემიის ფეხბურთელები დატვირთა, სპარინგი “დილას” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

გეტყვით, რომ სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებიდან “დინამოელები” შეკრებაზე უკრაინელ ნახევარმცველს – დმიტრო ივანისენიას იახლებენ, რომელსაც თურქეთში დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებასაც შემდეგ მიიღებენ. 24 წლის ნახევარმცველი დონეცკის შახტარის აღზრდილია, იგი ასევე “ილიჩივეცსა” და “მარიუპოლში” გამოდიოდა.

“შუქურამ” “დილას” სტუმრად მოიგო და ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსი ბოლო ტურამდე შეინარჩუნა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩები გაიმართა.

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ადგილობრივი “დილა” ქობულეთის “შუქურას” დაუხვდა. თამაშის პირველ ნახევარში ანგარიში არ გაიხსნა.

მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე აჭარელთა მოთამაშემ, კობა შალამბერიძემ შეძლო მასპინძელთა კარის აღება. ეს ამ მატჩში ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. საბოლოოდ, “შუქურამ” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

ამჟამად ქობულეთურ გუნდს 21 ქულა აქვს და ორით ჩამორჩება “კოლხეთს”. შესაბამისად, ბოლო ტურში გაირკვევა, ვინ გავარდება ეროვნული ჩემპიონატიდან. რაც შეეხება “დილას”, ის ორმოცი ქულით მეშვიდე ადგილზეა.

“დინამომ” “დილა” თოთაძის დუბლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ დაპირისპირებაში გორის “დილამ” თბილისის “დინამო” მიიღო. მე-40 წუთზე ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა.

მორე ნახევარში, 83-ე წუთზე ლაშა თოთაძემ პენალტით გაათანაბრა. სწორედ მან მესამე დამატებით წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა.

საბოლოოდ, “დინამომ” ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.

ამ მარცხის შემდეგ “დილა” 34 ქულით მეშვიდეზეა. “დინამოს” 65 ქულა აქვს და პირველზეა.

გორის “დილამ” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

ეროვნულ ლიგაში ოცდამერვე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა თენგიზ ზურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივმა გორის “დილამ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა.

გორელმა გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა . საწყის წუთებში ორივე გუნდი ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და მატჩის სადავეების ხელში ჩაგდებას, თუმცა მეთხუთმეტე წუთზე წიქარიძის დარტყმის შემდეგ, ჰამზიჩმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი, პირველი ირაკლი ძარია იყო, რომელმაც საკმაოდ ძლიერი და ლამაზი დარტმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, უკვე საჩხერლები გადავიდნენ შეტევაზე, ჯერ მიშიკო სარდალიშვილი ვერ მიწვდა ბურთს შემდეგ კი, ბესიკ დეკანოიძემ ვერ გამოიყენა თავისი შანსი.

მეორე ტაიმში კიდევ უფრო გააქტიურდა ზემო იმერული კლუბი, ცდილობდნენ გოლის გატანას, მაგრამ ამაოდ. სოსო ფრუიძემ შეტევს გასაძლიერებლად ჯერ ტატანაშვილი ჩართო შეხვედრაში, შემდეგ კი, ფონიავა, მაგრამ საჩხერელთა მცდელობას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და საბოლოოდ გორელებმა 1-0 იმარჯვეს.

შიდა ქართლელები რამდენიმე ტურის წინ გასავარდნ ზონაში იყვნენ, თუმცა გიორგი დარასელიას გაწვრთნილები სამი თამაშია, რაც ზედიზედ ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას და ამ მომენტში “დილა” 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მის უშუალო მდევარს კი, ხუთი ქულით უსწრებს.

მომდევნო შეხვედრას ორივე გუნდი 13 ოქტომბერს გამართავს. გორის “დილა” დინამო “ბათუმთან” ჩავა სათამაშოდ, საჩხერლები კი, “სამტრედიას” უმასპინძლებენ.

ეროვნული ლიგა: “დილამ” და “ლოკომოტივმა” თავიანთ მოედნებზე იმარჯვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მორიგი შეხვედრები შედგა.

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილამ” “სამტრედია” მიიღო. მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე დავით კირკიტაძემ გახსნა. ზუსტად ათ წუთში ლევან ნონიკაშვილმა ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა. 32-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ ერთი ბურთი გაქვითა.

საბოლოოდ, ეს დაპირისპირება გორელებმა ანგარიშით, 2-1 მოიგეს. მათ 31 ქულაა აქვთ და მეშვიდე ადგილზე არიან. “სამტრედია” 51 ქულით მესამეა.

 

თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. სიხარულიძის (11 და 22 წუთები) დუბლსა და დიასამიძის (55 წთ) გოლს, იმერლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს.

საბოლოოდ, 3:0 “ლოკომოტივის” სასარგებლოდ.

თბილისურ კლუბს 45 ქულა აქვს და მეოთხეა. “ჩიხურა” 40-ით მეექვსე ადგილზეა.