“დილამ” “შუქურას” სტუმრად ძარიას გოლით მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრები იმართება.

“რაგბი არენაზე” ქობულეთის “შუქურა” გორის “დილას” დაუპირისპირდა. ანგარიში მერვე წუთზე გაიხსნა, როცა ირაკლი ძარიამ აჭარლების კარი აიღო.

მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა.

საბოლოოდ, “დილამ” სტუმრად მინიმალური სხვაობით მოიგო. ეს კლუბი 28 ქულით მეშვიდეზეა. “შუქურას” 12 ქულა აქვს და მეათეზეა.

 

საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” დაამარცხა და ყიფიანის თასის 1/2 ფინალში გავიდა

დღეს დავით ყიფიანის თასის 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა.

“ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” მიიღო. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 38-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა. ზუსტად ხუთ წუთში მიშიკო სარდალიშვილმა საჩხერელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

56-ე წუთზე დინო ჰამზიჩმა წითელი ბარათი მიიღო და “ჩიხურას” მეკარის შეცვლა მოუწია. 74-ეზე კი ტატანაშვილმა დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, 3:0 და “ჩიხურა” 1/2 ფინალში გავიდა!

“ლოკომოტივმა” “დილას” სძლია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში თბილისის “ლოკომოტივმა” გორის “დილა” “მიხეილ მესხი 2”-ზე მიიღო.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. მეექვსე წუთზე ვატო არველაძემ დააწინაურა თბილისლები. 23-ე წუთზე გიორგი გოროზიამ “რკინიგზელთა” უპირატესობა ორამდე გაზარდა. “დილას” მდგომარეობა 43-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როცა გილერმე მორასმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. 45-ე წუთზე გიორგი დიასამიძემ მესამე გოლიც გაიტანა.

მეორე ნახევარში, 54-ე წუთზე მამუკა კობახიძემ ავტოგოლი გაიტნა და სხვაობა ორამდე შემცირდა. 69-ე წუთზე ლუკა კიკაბიძემ სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა. ხოლო, 85-ე წუთზე რევაზ თევდორაძემ საკუთარ კარში შეაგდო და საბოლოო ანგარიში, 4-2 დააფიქსირა.

“ლოკომ” ამ მოგებით 42 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზეა. “დილას” 25 ქულა აქვს და მერვეზეა.

 

ქუთაისის “ტორპედომ” გორის “დილა” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრები იმართება.

“რამაზ შენგელიაზე” ქუთაისის “ტორპედო” გორის “დილას” დაუხვდა. ანგარიშისს გახსნა სტუმრებმა 34-ე წუთზე მოახერხეს. თავი ფლავიო ნუბიომ გამოიჩინა.

მეორე ნახევარში, 48-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ პენალტი გამოიყენა და თანასწორობა აღადგინა. ორ წუთში კი იმავე მოთამაშემ საერთოდ წინ გაიყვანა “ტორპედო”.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ, იმერლებმა 2-1 იმარჯვეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მიამატეს მთლიან მონაგარს. ისინი 47 ქულით მეორეზე არიან. “დილას” 22 ქულა აქვს და მერვეზეა.

“საბურთალომ” “დილას” სძლია

დღეს ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. “თენგიზ ბურჯანაძეზე” ადგილობრივმა “დილამ” თბილისის “საბურთალო” მიიღო.

მატჩის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე სტუმართა ლიდერმა, გიორგი ხარაიშვილმა გამოიჩნა თავი და ანგარიში გახსნა. მე-80 წუთზე ბიძინაშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა.

საბოლოოდ, “საბურთალომ” 2-0 იმარჯვა. მას 32 ქულა აქვს და მეოთხეზეა, “დილა” 22-ით მერვეზეა.

 

“დინამომ” “დილა” დაამარცხა

დღეს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ერთი მატჩი გაიმართა. თბილისის “დინამო” გორის “დილას” დაუპირისპირდა.

დაძაბულ მატჩში ალექსანდრე კვახაძემ მე-12 წუთზე წითელი ბარათი მიიღო. ხოლო, 22-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ “დინამო” დააწინაურა. სამ წუთში ბექა მიქელთაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, ორ წუთში ჩაკვეტაძემ მესამეც შეაგდო.

67-ე წუთზე ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. 87-ეზე “დინამომ” მეხუთეც შეაგდო. საბოლოოდ, 5-0 “დინამოს” სასარგებლოდ.

თბილისურ კლუბს 49 ქულა აქვს და პიველ ადგილზეა. “დილა” 22-ით მერვეზეა.

სარდალიშვილი: “ჩიხურა” პროგრესირებს, მოტივიაცია დიდია, პირველობისთვის ვიბრძოლებთ!”

დღეს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” მიიღო და ანგარიშით, 4-2 დამაარცხა. ჰეთრიკი შეასრულა მიშიკო სარდალიშვილმა, რომელსაც Fanebi.Com-ი მატჩის დასრულებისთანავე დაუკავშირდა.

– შეაფასე მატჩი და გვითხარი, რის ხარჯზე მოახერხეთ მეტოქის ასე დაჯაბვნა?

– ჩემი აზრით, დღევანდელი თამაშიდან ჩანდა ის, რომ მეტად ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე “დილა”. ჩვენ გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, რომელებიც კარგად გამოვიყენეთ. ძირითადად, შეტევაზე ვიყავით ორიენტირებულნი – ამ ტაქტიკამ აშკარად გაამართლა, რაც შედეგზეც აისახა.

– შენ არც ისე სუსტ მეტოქეს სამი გოლი გაუტანე. შეაფასე საკუთარი ასპარეზობა.

– რაც შეეხება ჩემს თამაშს, ეს ჩემი გუნდელების  დიდი დამსახურებაა. რომ არა მათ მიერ შექმნილი საგოლე მომენტები და პასები, გოლებით ნამდვილად ვერ დავაგვირგვინებდი (იღიმის, ავტ.). რა თქმა უნდა, სასიხარულოა ის, რომ ჩემი ე. წ. “ჰეთრიკი” შედგა.

– ზოგადად რომ მითხრა, რა შანსები აქვს ჩემპიონატში “ჩიხურას” ამ სეზონში?

– რაც შეეხება “ჩიხურას” შანსებს წლევანდელ ჩემპიონატში, პროგრესის მიღწევა აშკარად შეგვიძლია, მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია, ვიბრძოლებთ პირველობისთვის, ან მინუმუმ იმ შედეგს გავიმეორებთ, რაც შარშან დავაფიქსირეთ.

“ჩიხურამ” “დილას” დამაჯერებლად მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში საჩხერის “ჩიხურა” გორის “დილას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა. ანგარიშის გახსნა 32-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მიშიკო სარდალიშვილმა მოახერხა. ზუსტად შვიდ წუთში ბაქარ მირცხულავამ ორამდე გაზარდა იმერლების უპირატესობა. 42-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა სამ წუთში კაკუბავას შესანიშნავი პასის შემდეგ, სარდალიშვილმა დუბლი შეასრულა და ორბურთუანი სხვაობა აღადგინა.

მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე სარდალიშვილმა კიდევე ერთხელ აიღო მუჯრიშვილის კარი. 88-ეზე კი სალიეუ ტარავალიემ ორამდე შეამცირა სხვაობა.

საბოლოოდ, 4-2 და “ჩიხურამ” ეს დაპირისპირბა დამაჯერებლად მოიგო.

ამჟამად საჩერული კლუბი 29 ქულით მეოთხეზეა, “დილას’ 22 ქულა აქვს და ემშვიდეზეა.

“დილამ” “შუქურას” გადაუარა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-17 ტურმა აიღო სტარტი.

“დინამო არენაზე” გორის “დილამ” ქობულეთის “შუქურა” მიიღო. მატჩი ნომინალური მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-18 წუთზე ფლავიო ნუბიომ გახსნა. ექვს წუთში ლეანდრო რიბეირომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევარში 66-ე წუთზე თენგიზ წიქარიძემ გამოიჩინა თავი. ხოლო, 78-ეზე კი სალიეუ ტარავალიემ მეოთხე ბურთიც გაიტანა.

საბოლოოდ, 4:0 და “დილამ” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. იგი 22 ქულით მეშვიდეზეა. ქობუელეთელებს შვიდი ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე არიან.

ოფიციალურად: გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა!

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში გორის “დილა” თბილისის “ლოკომოტივთან” დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “დილას” მთავარმა მწვრთნელმა ზივ ავრაჰამ არიემ ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და გუნდის სტაფს გუნდიდან წასვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან მადლობა გადაუხადა კლუბის მფლობელებს მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და გუნდის პერსონალს. ზივ არიეს თქმით, მან მიიღო წინადადება ისრაელის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის კლუბიდან, სადაც გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას.

ეროვნული ლიგის უახლოეს ორ მატჩში დროებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობას გიორგი დეკანოსიძე შეასრულებს.

“ლოკომოტივმა” წარუმატებელი სერია “დილასთან” მოგებით დაასრულა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთი მატჩი “მიხეილ მესხზე” შედგა, სადაც ნომინალური მასპინძელი, გორის “დილა” დეაქალაქურ “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბედი ჩემპიონატის ბომბარდირის, ირაკლი სიხარულიძის დუბლმა გადაწყვიტა. მან 23 წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. ხოლო, ზუსტად ოც წუთში ისევ აიღო მიხეილ მუჯრიშვილის კარი.

მეორე ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა და “ლოკომაც” 2:0 მოიგო. საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებით დასრულდა თბილისური გუნდის ხუთმატჩიანი წაგებათა სერია. ახლა კლუბი 24 ქულით მეოთხეზეა. “დილას” 19 ქულა აქვს და მეშვიდეზეა.

 

ფოტო: Fcloco.Ge

ეროვნული ლიგა: “კოლხეთმა” და “დილამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის სადებიუტო შეხვედრა სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” გაიმართა. ერთმანეთს ჩემპიონატის მეცხრე- და მეშვიდეადგილოსნები, შესაბამისად, ფოთის “კოლხეთი” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

მატჩი დაძაბული გამოდგა. უპირატესობა “დილას” ჰქონდა, თუმცა “კოლხეთმაც” შექმნა რამდენიმე მომენტი. საბოლოოდ, დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ მეგრელებს 15 ქულა აქვთ და მეცხრე ადგილზე არიან. “დილა” 19 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.