გორის “დილას” ფეხბურთელები გულშემატკივრებს მატჩის მიმდინარეობისას დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

21 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე ბელგრადის “პარტიზანი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

გორელმა ფეხბურთელებმა მეორე გოლი 64-ე წუთზე გაუშვეს, რამაც გულშემატკივრები გაანაწყენა. საბოლოოდ, ფეხბურთელებსა და მაყურებლებს შორის შელაპარაკებაც მოხდა, ხოლო მარცვალაძემ და ნავალოვსკიმ ყვითელი ბარათები მიიღეს.

“დილას” დირექტორის სპეციალური მიმართვა

გორის “დილას” დირექტორი გიორგი ტუღუში სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გორის ,,დილა“ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რაც ჩვენი ქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობის სპორტულ და სოციალურ მოვლენას წარმოადგენს. ამავდროულად, ასეთი მასშტაბის ღონისძიებები, რომელიც საერთაშორისო სპორტული საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს დარწმუნებული ვარ ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქ გორის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
გორის ,,დილას“ აქვს რეალური შანსი კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპისკენ. ორი თვის წინ შეუძლებელი ჩანდა ,,დილას“ სტადიონზე ასეთი მნიშვნელობის მატჩის გამართვა, თუმცა დავისახეთი მიზანი, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრა სწორედ გორში გაიმართებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი სრულ მზადყოფნაში ხვდება დღევანდელ შეხვედრას, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა თანამშრომელს, სპორტულ და ორგანიზაციულ მხარეს, რადგან მათ უმოკლეს პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს, იმისათვის რომ ჩვენს არენას უეფას სტანდარტებისა და რეკომენდაციებისთვის გაეცა პასუხი.
მთავარი სათქმელი, რომელიც აგრეთვე სიურპრიზია ჩვენი გულშემატკივრისთვის, მინდა ბოლოსკენ გადმოგცეთ: იმ შემთხვევაში თუ დღეს ჩვენი გუნდი ,,პარტიზანის“ ბარიერს გადალახავს, რისი დიდი იმედიც გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, დღევანედლის მსგავსად, გორის ,,დილა“ კვლავ ჩვენს ქალაქში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს!
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქალაქი, ღმერთმა დალოცოს გორის ,,დილა“.

„დილას“ პრესსამსახური

“პარტიზანის” თავკაცი: “დილასგან” განსხვავებულ თამაშს მოველით”

ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართება. სერბები საქართველოს დედაქალაქში დღეს დილით ჩამოფრინდნენ, მატჩისთვგის თბილისშივე ემზადებიან.

“პარტიზანის” მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ხვალ “დილასგან” პირველი მატჩისგან განსხვავებულ თამაშს მოელის.

“გვინდა, რომ ორი მატჩის ჯამში “დილას” ვაჯობოთ. ბელგრადში დადებით შედეგს მივაღწიეთ, რაც მიზნის გასაიოლებლად მნიშვნელოვანი იყო. “დილასგან” პირველი მატჩისგან განსხვავებულ თამაშს ველოდებით. ბელგრადში მეტოქისგან ბევრი არაფერი გვინახავს და სიფრთხილე გვმართებს.

“პარტიზანს” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ამბიცია აქვს. იქამდე მისასვლელი გზა იოლი არ არის, თუმცა მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

მომენტების გამოყენების მხრივ პრობლემები გვქონდა, ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. პირველ შეხვედრაში უფრო მეტს ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია. შესაძლოა, გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ სერბეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გაცილებით ეფექტიანად ვიმოქმედეთ (“პარტიზანმა” “მეტალაცი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა – ავტ).

ბელგრადიდან დღეს დილით ჩამოვედით. დიდი გზა გამოვიარეთ და გადავწყვიტეთ, რომ თბილისში დავრჩენილიყავით. გორამდე ჩასვლა დამატებით დროს მოითხოვდა. ჩვენი მიზანი არ იყო, რომ მთელი დრო მოგზაურობაში დაგვეხარჯა. ვიცით, რომ გორი კარგ ადგილას მდებარეობს, ამიტომ ადაპტაციის პრობლემა არ უნდა გვქონდეს”, – განაცხადა “პარტიზანის” თავკაცმა.

მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა ხვალ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება და მას დანიელ სტეფანსკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

სოსიაშვილი: “ამ მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ვატარებთ, რაც დამატებითი მოტივაციაა”

ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართება. “დილას” მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობის მხრივ გარკვეულ ცვლილებებს ვიხილავთ.

“რაც შეეხება გულშემატკივარს, მათ მოწოდება არ სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩისთვის სტადიონის გაივსება. ისტორიული ფაქტია ის, რომ გორის “დილა” მსგავსი მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ატარებს, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იქნება”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე უჩა სოსიაშვილმა.

გეტყვით, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა ხვალ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება და მას დანიელ სტეფანსკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

“დილა” — “პარტიზანის” მატჩს პოლონელები განსჯიან

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის გასამართ საპასუხო მატჩს პოლონელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი 38 წლის დანიელ სტეფანსკი იქნება.

ხაზის მსაჯი: რაფალ როსტკოვსკი (პოლონეთი);
ხაზის მსაჯი: მარცინ ბონეკი (პოლონეთი);
მეოთხე მსაჯი: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი).

მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა 21 ივლისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

უჩა სოსიაშვილი: “ფალავანდიშვილი გაძევებას არ იმსახურებდა”

ბელგრადის “პარტიზანთან” განცდილი მარცის შემდეგ, გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა მატჩი შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“პირველ რიგში, “პარტიზანს” შევაქებ. როგორც მატჩამდე აღვნიშნე, ძალიან კარგი, ტექნიკური და სწრაფი გუნდია. ველოდი, რომ ასეთი თამაში იქნებოდა. შეგპირდით, რომ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გველოდა და ასეც იყო.

ჩემი გუნდის თამაშს დადებიდათ შევაფასებდი, რადგან ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით. “დილას” ფეხბურთელები მთელი 90 წუთის განმავლობაში მაქსიმუმს აკეთებდნენ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ეს დაპირისპირება ორი მატჩისაგან შედგება, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ გორში გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.

რაც შეეხება მსაჯებს, მათ კომპეტენციაში ვერ ჩავერევი. თუმცა, ვფიქრობ, ფალავანდიშვილი გაძევებას არ იმსახურებდა. მსაჯი იმ ეპიზოდს ახლოდან აკვირდებოდა და ჩათვალა, რომ ფეხბურთელისათვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა.”

შეგახსენებთ, რომ გორის “დილასა” და “პარტიზანს” შორის განმეორებითი შეხვედრა 21 ივლისს გაიმართება.

სერბი ფეხბურთელის ლამაზი გოლი “დილას” კარში (ვიდეო)

14 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “პარტიზანმა” საკუთარ მოედანზე გორის “დილა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე ბაბოვიჩმა გაიტანა.

პარტიზანი” — “დილა” (სასტარტო შემადგენლობები)

სულ ცოტა დრო რჩება უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის “პარტიზანსა” და გორის “დილას” შორის გასამართი მატჩის დაწყებამდე. უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

“პარტიზანი”: ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, ნ. პეტროვიჩი, ბალაჟიცი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი, ბაბოვიჩი, ნინკოვიჩი, იევტოვიჩი, უმარუ, ბოჟინოვი.
მთავარი მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი.

“დილა”: შევჩენკო, ხურცილავა, კვირკველია, კვახაძე, ნავალოვსკი, პაპავა, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, ილურიძე, გვალია, მარცვალაძე.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას ბასტიან დანკერტის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

„პარტიზანი“ – „დილა“: მსაჯთა ბრიგადა

ბელგრადის „პარტიზანსა“ და გორის „დილას“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მათჩს გერმანელი მსაჯების ბრიგადა გაუძღვება.

მთავარი მსაჯად ამ მატჩზე ბასტიან დანკერი დაინიშნა. 35 წლის ფიფა-ს კატეგორიის არბიტრი 2012 წლიდან პირველი ბუნდესლიგის მატჩებზე მუშაობს. გვერდით არბიტრები რაფაელ ფოლტინი და რენე როჰდე იქნებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ბენჟამინ ბრენდი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ „პარტიზანი“ – „დილას“ მატჩი დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

„პარტიზანის“ თავკაცი: „გორის „დილა“ რუსული სტილია გუნდია“

ბელგრადის „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა პრესკონფერენციაზე გორის „დილასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ერთთვიანი მუშაობის შემდეგ სეზონის სტარტს მოუთმენლად ველით. საქართველოს ჩემპიონს პატივს ვცემთ. ამ გუნდს კარგი თამაშის ჩვენება შეუძლია, თუმცა იგივე ამბიცია ჩვენც გაგვაჩნია. ცოტა ხნის წინ მეტოქემ სამი დახურული მატჩი ითამაშა, მაგრამ მასზე საკმარისი ინფორმაციის მოპოვება მაინც მოვახერხეთ. მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ. სიტუაცია პირველი შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი გახდება. „პარტიზანს“ ხვალინდელი მატჩის შემდეგ მეორე ეტაპზე გასვლის შანსების გაზრდა სურს, მაგრამ წინ კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა გველის. პირველი თამაშის შემდეგ უფრო გვეცოდინება, თუ როგორ ვითამაშოთ.

„დილას“ რუსული სტილი ეტყობა – მოთამაშეები ბევრს დარბიან, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან კარგია, რაზეც შედეგები მეტყველებენ. ამის მიუხედავად, მგონია, რომ მათთან სათამაშოდ მზად ვარ. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, „დილას“ თამაშის ყურება ვერ შევძელით.

ფაბრიციოს გარდა, ამ მატჩისთვის ყველა მზადაა. იმედია, ის შემდეგი კვირის მიმდინარეობისას დაგვეხმარება.

მსურს, ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერა ვთხოვო. წინ საინტერესო სეზონი გველის, „პარტიზანს“ ის მიზნები აქვს, როგორიც დიდ კლუბს შეეფერება“, – განაცხადა მილინკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „პარტიზანი“ – „დილას“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

გორში “პარტიზანი” — “დილას” მატჩის ტრანსლირება იგეგმება

დღეს, 14 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის “პარტიზანსა” და გორის “დილას” შორის პირველი მატჩი გაიმართება. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საფეხბურთო კლუბ “დილას” ორგანიზებით სერბეთიდან შეხვედრის საჯარო ტრანსლირება იგეგმება. გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივართა შეკრება 20:00 საათიდან დაიწყება. მატჩის დაწყებამდე პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ მონიტორზე ქომაგები იხილავენ კლიპს, რომელშიც ნაჩვენები იქნება საუკეთესო ეპიზოდები “დილას” მიერ ჩატარებული შეხვედრებიდან.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სერბულ მხარესთან მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღია და დიდი ალბათობით, საქართველოში შეხვედრის ტელერეპორტაჟი არ განხორციელდება.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას ბასტიან დანკერტის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

სოსიაშვილის ბანაკს დღეს სერბული მედია ეახლა

გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს, რომელიც გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის უკვე ბელგრადში განაგრძობს მზადებას, დღეს ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ სოსიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერეს და სერბი ჟურნალისტების კითხვებს უჩამ ამომწურავად უპასუხა.

ჯურნალისტის კითხვას, რატომ გაემგზავრა გორის „დილა“ ბელგრადში მატჩამდე ექვსი დღით ადრე, სოსიაშვილმა უპასუხა, რომ გუნდი უცხო გარემოსთან უკეთესად მოახდენს ადაპტირებას, რაც მნიშვნელოვანია უცხო ქალაქში გასამართი თამაშისთვის. მან ასევე აქცენტი გააკეთა ბელგრადის„პარტიზანის“ გამოცდილებაზე.

„დილას“ თავკაცი გულშემატკივრებს სანახაობრივ და საინტერესო დაპირისპირებას პირდება.

fcdila.ge