11-წლამდე გოგონების გუნდი გათამაშებიდან იმიტომ მოხსნეს, რომ მისი ფეხურთელი ბიჭს ჰგავდა

აშშ-ში მიმდინარეობს ფეხბურთში 11-წლამდე გოგონების გუნდების ტურნირი – “სფრინგფაილდ სოქქერ ქლაბი”. მასში მოანწილე ერთ-ერთი კლუბი “ნებრასკაა”. საგულისხმოა, რომ იგი ორგანიზატორებმა გათამაშებიდან მოხსნეს. ამის მიზეზი კლუბის ის წევრია, რომელიც ბიჭს ჰგავს. მას, განსაკუთრებით, მოკლე თმები აქვს ბიჭის მსგავსად.

რვა წლის მილი ჰერნანდესმა ჟურნალისტებთან კომენტარიც კი გააკეთა.

“მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭს ვგავარ, არ ნიშნავს, რომ ბიჭი ვარ. მათ არ აქვთ საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ შეჯიბრებიდან მოგვხსნან. როცა ჩემი თმები გაიზრდება, მას ისევ შევიმოკლებ. არ მიყვარს გრძელი თმა,” – აცხადებს მილი.

ამერიკელი ქალი ფეხბურთელები პატარა გოგონას მხარდაჭერას უცხადებენ. ერთ-ერთმა მათგანმა, მია ჰემმა ჰერნანდესი საფეხბურთო ბანაკშიც კი დაპატიჟა.

პოგბა პრემიერ ლიგის სადებიუტო შეხვედრას გამოტოვებს

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განხორციელდა  – პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” რეკორდულ თანხად გადავიდა და, გასაკვირი არაა, რომ ყველა მის დებიუტს ელოდა “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში, მაგრამ…

როგორც გაირკვა, “იუვენტუსში” მიღებული ყვითელი ბარათების შედეგად პოლს ერთი მატჩის გამოტოვება უწევდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ აღნიშნული სასჯელი ფრანგ ნახევარმცველს ინგლისურ კლუბშიც გადმოყვა და, შესაბამისად, იგი პირველ შეხვედრაში, “ბორნმუთის” წინააღმდეგ, არ იქნება.

ნეიმარს ესპანური ფეხბურთის ასოციაციამ შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიუსაჯოს

ნეიმარმა შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიიღოს ანტონიო ბარაგანისთვის სახეში ხელის გარტყმისათვის. აღნიშნული ინციდენტი კვირას, “ვალენსიასთან” გამართული მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, როცა “ღამურები” ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ.

ელ კლასიკო 32

ნეიმარის ამ ქმედებად ბარაგანის მხრიდან მყისიერი და აგრესიული რეაქცია მოჰყვა. ბარაგანს მხარი თანაგუნდელებმაც დაუჭირეს.

მართალია აღნიშნული ეპიზოდი მატჩის მთავარ არბიტრს, დავიდ ფერნანდეს ბორბალანს არ შეუმჩნევია, თუმცა კამერებმა ყველაფერი დააფიქსირეს.

ელ კლასიკო 32

ამ საქმეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს და თუ გადაწყვეტს, რომ ნეიმარი ამ შემთხვევაში დამნაშავე იყო, მას რამოდენიმე მატჩიან დისკვალიფიკაციას მიუსჯიან.

“ლევერკუზენის” თავკაცს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

“ბაიერ ლევერკუზენისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, გერმანული კლუბის თავკაცი, როჯერ შმიდტი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

როგორც იცით, კვირას “ბაიარენაზე” გამართული მატჩში მსაჯმა 10 წუთით შეწყვიტა თამაში, რის მიზეზადაც დასახელდა ის, რომ გაძევებულმა როჯერ შმიდტმა მოედნის დატოვება იუარა.

მართალია 48 წლის სპეციალისტმა ამ ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა გერმანული ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ “ლევერკუზენი” მომდევნო 3 მატჩში მწვრთნელის გარეშე ითამაშებდა, დანარჩენ ორ მატჩს კი 2017 წლის 30 ივნისამდე.

“შმიდტს აეკრძალება არ გამოჩნდეს მოედანზე და გასახდელში. ამასთანავე მას 20 000 ევროს გადახდაც მოუწევს. ” – ვკითხულობთ განცხადებაში.

პოლონეთი 2:0 გერმანია (გოლები)

გუშინ 22:45 საათზე გაიმართა, ევრო 2016-ის კიდევ ერთი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი. ერთმანეთს ვარშავაში, პოლონეთისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი “თეთრი არწივების” გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

გოლები: 51′ მილიკი, 88′ მილა.

ძირითადი შემადგენლობები:

პოლონეთი: შესნი, პისშეკი, შუკალა, გლიკი, ვავრჟინიაკი(84′ იედრეიჟიაკი), გროსიცკი (71′ სობოტო), კრიშოვიაკი, იოდლოვიეცი, რიბუსი, მილიკი (77′ მილა), ლევანდოვსკი.

გერმანია: ნოიერი, დურმი, ჰუმელსი, ბოატენგი, რიუდიგერი (83′ კრუსე), კრამერი (’71 დრაქსლერი), კროოსი, შურლე (77′ პოდოლსკი), გიოცე, ბელარაბი, მიულერი.

ლუის სუარესს FIFA 15-შიც დისკვალიფიკაცია აქვს

“ბარსელონას” თავდამსხმელ ლუის სუარესს ვიდეოთამაშ FIFA 15-იც აქვს 26 ოქტომბრამდე დისკვალიფიკაცია.

აღნიშნულ თარიღამდე გეიმერები FIFA 15-ში სუარესს მოედანზე ვერ გამოიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში წელს გამართულ მსოფლოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის კბენისთვის ურუგვაელი თავდამსხმელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გარდა ამისა, სუარესს ცხრამატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია აქვს.

სუარესის დისკვალიფიკაცია, შესაძლოა, ორ თვემდე შემცირდეს

“ბარსელონას” ახალწვეულის ლუის სუარესის დისკვალიფიკაცია, შესაძლოა, ოთხიდან ორ თვემდე შემცირდეს. უცხოური პრესის ცნობით აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაძოა,  ლოზანის სპორტულმა არბიტრაჟმა მიიღოს, რომელიც “ბარსელონას” აპელაციას 8 აგვისტოს განიხილავს.

გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სუარესის 9-მატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩება.

სასჯელის შემცირების შემთხვევაში ურუგვაელ ფორვარდს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა 14 სექტემბერს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში მიეცემა.

ლუის სუარესი დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ითამაშებს

დღეს, ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულს“ დაუხვდება. მანჩესტერულ დერბიში სამარცხვინოდ დამარცხების შემდეგ (1:4), „წითელი ეშმაკები“ რეაბილიტაციას მერსისაიდულ გუნდთან შეეცდებიან. ამ მხრივ არც „ლივერპულია“ კარგ მდგომარეობაში, „ენფილდროუდელები“ ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურში შინ „საუთჰემპტონთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრემიერლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძლო დამარცხება ერთიორად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

„ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ყოველთვის გამორჩეული მატჩები იმართება ხოლმე. ორივე კლუბს სურს ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასვლა. სამარცხვინო მარცხის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ასეთ შეხვედრაში გამარჯვება“, – აღნიშნა როჯერსმა.

აღსანიშნავია, რომ „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეეძლება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლონდონის „ჩელსის“ მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა, რისთვისაც ათმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

„სუარესი ნამდვილად ითამაშებს. გვიხარია, რომ ის დაგვიბრუნდა. ფეხბურთელისთვის რთულია თითოეული მატჩის გამოტოვება, თუმცა ვიცი, როგორ ემზადებოდა ის ბოლო კვირის განმავლობაში. სუარესი ვარჯიშებზე ფანტასტიურია. საწვრთნელი პროცესისადმი მისი დამოკიდებულება ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მას სურს, რომ გუნდს კვლავ დაეხმაროს. ის გუნდს მატჩებზეც დაჰყვებოდა. იქნება თუ არა სუარესი სასტარტო განაცხადში, ეს რამდენიმე საათში გადაწყდება“, – დაამატა „ლივერპულის“ თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის უკვე შედგა ერთი შეხვედრა. პრემიერლიგის მესამე ტურში, „ენფილდზე“ გამართული მატჩი მერსისაიდელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს.

დღევანდელი შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მარკ კლატენბურგი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი