ეშლი იანგი:”დარწმუნებული არ ვარ, როგორ მოვიქცევი, რუსეთში რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში”

რამდენადაც რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ახლოვდება, იმდენად აქტუალური ხდება რასიზმის პრობლემა, რასაც რუსები ვერ აგვარებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ეშლი იანგმა ისაუბრა.

“დარწმუნებული არ ვარ, როგორ მოვიქცევი მოედანზე, რუსეთში რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში,” – აცხადებს ინგლისის ნაკრების ფერადკანიანი მოთამაშე.

“ერთმანეთში ამ საკითხს აუცილებლად განვიხილეთ, უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე – რა უნდა გავაკეთოთ და რა არა. იმედი მაქვს, რომ ფიფა, ყველანაირ მსგავს შემთხვევას დასაწყისშივე აღკვეთს,” – აცხადებს იანგი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია ახლახან დაჯარიმდა 22 000 ფუნტით, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფანების მიერ რასისტული და შეუმრაცხყოფელი შეძახილების სკანდირებისთვის.

მოურინიო: “სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ პერიოდში მხოლოდ მას შეუძლია გუნდის დატოვება”

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად ხმებისა, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერიდან” მნიშვნელოვანი ფიგურები, მაგალითად, რუნი, არ გაუშვია.

პორტუგალიელმა ის ერთადერთი ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც იანვარში კლუბის დატოვების უფლება აქვს.

” ეს ეშლი იანგია. იგი ძალიან მესიმპათიურებოდა და მისი დარჩენაც მინდოდა, თუმცა ახლა შეუძლია, წავიდეს. აქედანვე ვამბობ, რომ მას სათამაშო დრო არ ექნება. იანგი ჩემს გეგმებში აღარ შედის,” – აცხადებს ჟოზე.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (24 იანვარი)


“ლივერპული” კარვალიოს ტრანსფერზე მუშაობს


მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები “სპორტინგის” პორტუგალიელი ნახევარმცველის, უილიამ კარვალიოს ტრანსფერზე მუშაობენ. ამ ინფორმაციას A Bola-ს რედაქცია ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ენფილდელებს” პორტუგალიელი ფეხბურთელის გადაბირება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურთ, ეს კი შესაძლოა, მათ დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდეთ.


ალვეში ჰალკისა და ოსკარის ნაკვალევს გაყვება?


Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ჩინური სუპერ ლიგის კლუბი, “შანხაი სიპგ” სერიოზულად არის დაინტერესებული “იუვეს” ბრაზილიელი მცველის, დანი ალვეშის გადაბირებით.

ბრიტანული პრესის ცნობით, ბრაზილიელს, რომელიც “ბებერ ქალბატონს” გასულ ზაფხულს შეუერთდა, ჩინელები კვირაში 160 000-იან ხელფასს სთავაზობენ.


იანგს “ოლდ ტრაფორდის” დატოვება სურს


“მანჩესტერ იუნაიტედის” ვინგერმა, ეშლი იანგმა გუნდის პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს მისი ტრანსფერზე დაყენება თხოვა. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail ავრცელებს.

იანგის გადაბირების სურვილი კი ბოლო დროს რამდენიმე ინგლისურმა (“ვესტ ჰემი”, “სუონსი”, “უოტფორდი”) და ჩინურმა კლუბმა გამოთქვა. ასე რომ, დიდია შანსი იმისა, რომ ინგლისელმა “ოლდ ტრაფორდი” არენდის წესით დატოვოს.


ოფიციალურად: ლესკოტი “სანდერლენდის” ფეხბურთელია


სულ ცოტა ხნის წინ ოფციალურად დადასტურდა, რომ “შავმა კატებმა” ინგლისელი ცენტრალური მცველი, ჯოლეონ ლესკოტი გაიფორმეს.

34 წლის ფეხბურთელი ბოლოს ათენის “აეკში” გამოდიოდა. იგი ბერძნულ კლუბში 2016 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, ლესკოტი “სანდერლენდში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და კლუბთან, ასევე, ნახევარწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.


“ლივერპულმა” კოუტინიოსთან მოლაპარაკებები წამოიწყო


როგორც მოსალოდნელი იყო, “ლივერპულის” ხელმძღვანელები მაქსიმუმს აკეთებენ გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შესანარჩუნებლად, რომელსაც კარგა ხანია, რაც კატალონიურ “ბარსელონასთან” აკავშირებენ.

Sky Sports-ის ცნობით, “წითლებმა” უკვე წამოიწყეს ბრაზილიელთან მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. ინგლისელები 24 წლის მოთამაშეს გაუმჯობესებულ პირობებსა და გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობენ.


“მანჩესტერ სიტი” ჰიტონისთვის ბრძოლაში ჩაერთო


არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მეკარის პოზიცია რჩება – კლაუდიო ბრავო თავის მოვალეობებს თავს სათანადოდ ვერ ართმევს.

“ქალაქელებს” არაერთი უცხოელი მეკარე დაუკავშირეს, თუმცა, პეპმა არჩევანი “ბარნლის” 30 წლის კარის დარაჯზე, ტომ ჰიტონზე შეაჩერა, რომლის გადაბირებითაც ამავდროულად “ლივერპულისა” და “ევერტონის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულნი.

ეშლი იანგის სიმულიანტობა გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

3 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ცსკა-ს შორის გამართულ მატჩში (1:0), ეშლი იანგმა ისიმულიანტა.

ოფიციალურად: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ეშლი იანგთან გაახანგრძლივა

ნახევარმცველმა ეშლი იანგმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

„მიხარია, რომ კლუბთან შეთანხმება გავახანგრძლივე. ახალი სეზონის წინ ყველანი მოტივირებულები ვართ. იმედია, წარმატებული სეზონი გველის. დიდ კლუბში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო“, – აღიარა ფეხბურთელმა.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2018 წლამდე იმოქმედებს.

იანგი: „სიმულაციის შეფასება მხოლოდ მსაჯს შეუძლია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ეშლი იანგმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სიმულაციის თემაზეც ისაუბრა. მისი აზრით, მსგავს მომენტებში მოთამაშის ქმედების შეფასება მხოლოდ მსაჯს შეუძლია.

„ყველას თავისი აზრით უფლება აქვს, მაგრამ სიმულაციების ეპიზოდში საფეხბურთო მეოდანზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს“, – განაცხადა იანგმა.

ეშლი იანგის “სუპერ აუტი” “ტოტენჰემთან” მატჩში (ვიდეო)

28 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ტოტენჰემსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ შეხვედრაში (0:0) კურიოზული რამ მოხდა.

ასტონ ვილას იანგის დაბრუნება სურს

“მანჩესტერის” ნახევარმცველი, ეშლი იანგი, “ასტონ ვილას” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ბირმინგემულ კლუბს გარემარბის საკუთარ შემადგენლობაში დაბრუნება იანვარში სურს.

ფეხბურთელის საკუთარი გუნდში ხილვა “სოსიედადის” მთავარ მწვრთნელ, დევიდ მოიესსაც სურს.

მიმდინარე სეზონში, იანგმა, რომელიც “ასტონ ვილას” ღირსებას 5 წლის განმავლობაში იცავდა, “მანჩესტერის” შემდაგენლობაში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.

ეშლი იანგისთვის 3 ინგლისური კლუბი იბრძოლებს

”მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს, ეშლი იანგს, ბოლო პერიოდში, ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება უჭირს. ვრცელდება ხმები, რომ სათამაშო დროის არქონის შემთხვევაში, ფეხბურთელი კლუბს დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იანგით 3 ინგლისური კლუბია დაინტერესებული: ”სანდერლენდი”, ”საუთჰემპტონი” და ”ასტონ ვილა”. სამივე კლუბი მზადაა ”ემიუსთან” მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ პრობლემა ფასშია.

”მანჩესტერ იუნაიტედს” ფეხბურთელის გაყიდვას, მინიმუმ 15 მილიონ ფუნტად გეგმავს და რამდენად შეძლებენ ზემოთ აღნიშნული კლუბები ამ რაოდენობის თანხის გადახდას ძნელი სათქმელია. არაა გამორიცხული, რომ ”ასტონ ვილამ” გარისკოს. ”ემიუმდე” ეშლი იანგი, სწორედ ”ასტონ ვილაში” თამაშობდა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” შესანიშნავი კომბინაცია და გოლი “რეალის” კარში

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში ეშლი იანგმა მეტოქის კარში გოლი მშვენიერი კომბინაციის შემდეგ გაიტანა.

9 ფეხბურთელი, რომლებსაც ინტერნეტში ყველაზე მეტად “ტროლავენ”

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინტერნეტ-სივრცეში, 9 ყველაზე “დატროლვადი” ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

9. ფილ ჯონსი

8. ეშლი იანგი

7. ემილ ჰესკი

6. პეპე

5. ლუის სუარესი

4. ნიკლას ბენდტნერი

3. ფერნანდო ტორესი

2. ჯონ ტერი

1. მარიო ბალოტელი

საუკეთესო 7 სიმულიანტობა ფეხბურთის ისტორიაში

პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 7 სიმულიანტობა გამოაქვეყნა.

7. ლუის სუარესი (“ლივერპული”) – “სტოკ სიტი”

6. კრიშტიანო რონალდუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “ჩელსი”

5. სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”) – “ინტერი”

4. გარეტ ბეილი (“ტოტენჰემი”) – “ასტონ ვილა”

3. ეშლი იანგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “რეალ სოსიედადი”

2. ეშლი იანგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “კრისტალ პალასი”

1. არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”) – “რეალი”