ესპანური პრესა: კიკე სანჩეს ფლორესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

ინგლისური “უოტფორდის” ყოფილი მწვრთნელი, კიკე სანჩეს ფლორესი ესპანეთში აპირებს დაბრუნებას. ამ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ესპანიოლის” წარმომადგენლებმა ორრაუნდიანი მოლაპარაკებები გამართეს მწვრთნელის აგენტთან, ხიმენეს კარვახალთან და თავად სანჩესთან.

მხარეებმა ერთმანეთთან შეთანხმებას მიაღწიეს – ფლორესი ესპანურ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომელიც კატალონიურ კლუბს საშუალებას მისცემს, რომ კიკესთან თანამშრომლობა კიდევ ერთი სეზონით გააგრძელოს.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად მომდევნო კვირაში დადასტურდება.

ვიქტორ ვალდესი “ესპანიოლთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს

როგორც ჩანს, ვიქტორ ვალდესის “მანჩესტერული კოშმარი” დასასრულს უახლოვდება, რაზეც მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მან უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები “ესპანიოლის” ხელმძღვანელებთან.

როგორც იცით, “მანჩესტერმა” ესპანელი მეკარე “სტანდარდში” გაუშვა, სადაც მას რეგულარულად უნდა ეთამაშა, თუმცა ვალდესმა ვერც ბელგიურ კლუბში მოიკიდა ფეხი.

ვალდესი მანჩესტერულ გრანდს 2014 წლის შემოდგომას შეუერთდა და მას შემდეგ მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა “წითელი ეშმაკების” ღირსების დაცვა, რამაც ის უზომოდ გაანაწყენა.

ესპანელი მეკარე შემოდგომასვე აპირებდა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა “ესპანიოლმა” პაუ ლოპესთან ამჯობინა თანამშრომლობა. ახლა კი, როცა კვლავ გაჩნდა ვაკანტური ადგილი, “ესპანიოლი” მოლაპარაკებების მაგიდას კვლავ დაუბრუნდა და საკმაოდ ახლოსაც არის ვიქტორის გადაბირებასთან.

გარი ნევილს გათავისუფლება „ვალენსიას“ უახლოესი მატჩის შემდეგ ემუქრება

როგორც ესპანური „მარკა“ იუწყება, გარი ნევილი, შესაძლოა, „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უკვე „ესპანიოლთან“ პრიმერა დივიზიონის უახლოესი მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ. წყაროს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ „სქაი სპორტსის“ ყოფილი ექსპერტის შესაძლო შემცვლელიც იპოვა და „ესპანიოლთან“ მარცხის შემთხვევაში, მის ადგილს 39 წლის კურო ტორესი დაიკავებს, რომელიც ამჟამად „ვალენსიას“ მეორე გუნდ „მესტალიას“ თავკაცობს.

ცნობისთვის, გარი ნევილის მოსვლის შემდეგ „ვალენსიამ“ 9 მატჩიდან ვერც ერთი მოიგო, „ბარსელონასთან“ თასის პირველ 1/2-ფინალურ მატჩში კი ანგარიშით 0:7 განადგურდა.

აქამდე ესპანური პრესა ნევილის შესაძლო შემცვლელად ხუანდე რამოსსაც განიხილავდა.

სუარესი: „ჩემი სინდისი სუფთაა“

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი, რომელმაც ესპანეთის თასის მატჩში „ესპანიოლის“ ფეხბურთელების შეურაცხოფისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა.

„არ ვიცი, შევძლებ თუ არა თამაშს, მაგრამ ჩემი სინდისი სუფთაა, რადგან არაფერი მითქვამს.

„ატლეტიკოსთან“ მატჩი? ჩემი ამბიციები ნორმალური თამაშის ჩვენების საშუალებას მაძლევენ. მთელი თამაში ვიბრძოდი და პენალტის მოპოვება მოვახერხე. ვცდილობ, ჩემი სამუშაო შევასრულო, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთში ჩემზე წინ არიან“, – ციტირებს ურუგვაელს Goal.com-ი.

ლუის სუარესი ესპანეთის თასზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი ესპანეთის თასზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

6 იანვარს, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, ფეხბრუთელებს შორის შელაპარაკება კი რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში სუარესმა მეტოქეს უთხრა, რომ ის გამოუსადეგარი პიროვნება იყო. ურუგვაელი კი სწორედ ამის გამო დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ “ესპანიოლსა” და “ბარსელონას” შორის განმეორებითი მატჩი 14 იანვარს გაიმართება.

ლუის ენრიკე: „ესპანიოლთან“ მატჩი ლოგიკურად მორჩა“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ესპანიოლთან“ უგოლოდ დასრულებული მატჩი შეაფასა.

„ესპანიოლისგან“ ასეთ მატჩს ველოდებოდი, მეტოქემ კარგი თამაში აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ მომენტები გვქონდა, ვფიქრობ, ეს ლოგიკური შედეგია. რასიზმი ნეიმარის მისამართით? უკომენტაროთ.

რატომ გამოვიყენე მხოლოდ ერთი ცვლილება? შეცვლების რაოდენობა კონკრეტულ მატჩზეა დამოკიდებული. საჭიროდ ჩავთვალე, რომ ასე მოვქცეულიყავი“, – აღნიშნა ენრიკემ.

“ესპანიოლმა” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“ესპანიოლის” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სერხიო გონსალესის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ეს სპეციალისტი კატალონიურ გუნდს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა. “ესპანიოლმა” გონსალესის თანაშემწეებთანაც გაწყვიტა შრომითი ურთიერთობა.

ამ დროისთვის “ესპანიოლს” პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი უკავია. გუნდს გასავარდ ზონამდე 3 ქულა აშორებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ იანვარში გუნდმა შესაძლოა, ესპანელი მეკარე ვიქტორ ვალდესი დაიმატოს.

 

რონალდუმ კარიერაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი შეასრულა

როგორც მოგახსენეთ, „ესპანიოლთან“ ანგარიშით 6:0 მოგებულ მატჩში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ხუთი გოლი გაიტანა.

პირველი სამი გოლი პორტუგალიელმა შეხვედრის მე-20 წუთისთვის გაიტანა, რითაც კარიერაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიფორმა.

ცნობისთვის, წინა მაჩვენებელი რონალდუმ მიმდინარე წლის მაისში დაამყარა, როდესაც „ხეტაფესთან“ სამი გოლი 34 წუთში გაიტანა.

„რეალმა“ „ესპანიოლი“ რონალდუს ხუთი გოლით გაანადგურა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მესამე ტურში მადრიდის „რეალი“ გასვლაზე „ესპანიოლს“ შეხვდა და ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

აღნიშნულ შეხვედრაში რონალდუმ მეტოქეს 5 გოლი გაუტანა, 1 გოლიც თავის ანგარიშზე ქარიმ ბენზემამ ჩაიწერა. ამ გამარჯვებით „რეალი“ მინიმუმ ხვალამდე შვიდი ქულით პირველ ადგილზეა. რაც შეეხება „ესპანიოლს“, კატალონიელები სამი ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

„ესპანიოლი“ – „რეალი“ – 0:6

გოლები: რონალდუ 7′, 17′ (პენ.), 20′, 61′, 81′, ბენზემა 28′

გაფრთხილებები: გონსალესი 16′, კანიანი 66′ – ბენზემა 36′, კოვაჩიჩ 69′

ლიონელ მესიმ “ესპანიოლის” ფეხბურთელს ერთი ფინტით ტრავმა მიაყენა (ვიდეო)

25 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ესპანიოლსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში ლიონელ მესიმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ერთი მოძრაობით მარტივად ჩამოიშორა.

“ესპანიოლის” ფანებმა ინიესტას საქციელი დააფასეს (ვიდეო)

25 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის 88-ე წუთზე, ლუის ენრიკემ ანდრეს ინიესტა მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში ჩავი ჩართო. “ესპანიოლის” სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა 30 წლის ფეხბურთელი მოედნიდან ტაშით გააცილეს.

მოგეხსენებათ, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, ეპსანეთისა და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, 116-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ ერთადერთი გოლი გაიტანა. მან თავისი გოლი “ესპანიოლის” ყოფილ კაპიტანს, დანიელ ხარკეს მიუძღვნა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2009 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

კატალონიური დერბი „ბარსელონამ“ მოიგო

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურში „ბარსელონამ“ კატალონიური დერბი ანგარიშით 2:0 მოიგო.

მე-17 წუთზე „ბარსელონა“ ნეიმარის გოლით დაწინაურდა, 8 წუთში კი თავისი გუნდის უპირატესობა ლიონელ მესიმ გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ 54-ე წუთზე ხორდი ალბას გაძევების შემდეგ „ბარსელონა“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეორე ყვითელი ბარათი„ესპანიოლის“ მოთამაშემ ექტორ მორენომაც მიიღო.

„ესპანიოლი“ – „ბარსელონა“ 0:2
გოლები: ნეიმარი 17′, მესი 25′