17 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის 88-ე წუთზე, სტუმართა კარი კევინ-პრინს ბოატეგნმა დალაშქრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ განელმა ნახევარმცველმა “როსონერიში” დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
„ფიორენტინას“ თავდამსხმელის ჯუზეპე როსის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი კლიენტი 99%-ით სხვა კლუბში გადავა.
„ფიორენტინაში“ ესმით, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება არ შეუძლიათ, რადგან მას რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. იანავრში 99%-ით ის სხვა კლუბში გადავა“, – ციტირებს აგენტს „Football-Italia“.
ცნობისთვის, როსით „სამპდორია“ და „ბეტისი“ ინტერესდებიან.
„სამპდორიას“ პრეზიდენტის მასიმო ფერეროს თქმით, მისი კლუბი „ფიორენტინას“ თავდამსხმელის ჯუზეპე როსის დამატებით დაინტერესდა. გენუელები იმედოვნებენ, რომ იანვარში „იები“ მათ ფასდაკლებაზეც დათანხმდებიან.
„როსი დიდი ნიჭის პატრონია, ის ნამდვილი ჩემპიონია. თუ „ფიორენტინა“ მისთვის ხელფასის გადასახდელად მზად იქნება, მას გენუაში სიამოვნებით ვიხილავ. პირველ რიგში, მონტელას გავესაუბრები და თუ ის თანახმა იქნება, რატომ არა? რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელის სრული სატრანსფერო ფასის გადახდა არ შეგვიძლია“, – ციტირებს ფერეროს „Firenzeviola“.
მიმდინარე სეზონში როსიმ სერია ა-ში ცხრაჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.
დღეს ლეგენდარულ იტალიელ კიპერ ფრანჩესკო ტოლდოს 44 წელი შეუსრულდა. Fanebi.Com-ი თქვენთან ერთად გაიხსენებს ტოლდოს კარიერის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებს.
ჰოლანდიის დამმარცხებელი
ნიჭიერ მეკარეს დიდი ხნის განმავლობაში არ უმართლებდა: ის უმეტესად უფრო სახელოვანი თანაგუნდელების ჩრდილში ექცეოდა. ასე იყო ნაკრებში და ასე იყო „ინტერშიც“. ტოლდომ ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. ტურნირამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონმა ხელი მოტეხა და ასე გაეხსნა გზა ფრანჩესკოს.
ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, „ამსტერდამ არენაზე“, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტოლდომ ექვსი პენალტიდან მხოლოდ ერთი გაუშვა. აქედან ორი თერთმეტმეტრიანი შეხვედრის ძირითად დროში დაინიშნა. თანაც, იტალიელები ჯანლუკა ძამბროტას გაძევების შემდეგ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. ტოლდომ ჯერ ფრანკ დე ბურის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პატრიკ კლუივერტმა ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერიაში ჰოლანდიელები აშკარად ცუდად გამოიყურებოდნენ. ტოლდომ თითქოს მოაჯადოვა იმ საღამოს თავისი კარი.
მხსნელი გოლეადორი
ტოლდოს „ინტერი“ ბევრჯერ გადაურჩენია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი არა საკუთარ, არამედ მეტოქე გუნდის კართან მოხდა. 2002 წელი, პრინციპული ბრძოლა ტურნირის „იუვენტუსთან“. ყველაზე დრამატული მატჩის ბოლო ნაწილი გამოდგა: 89-ე წუთზე პიერლუიჯი კოლინამ „ინტერის“ კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ალესანდრო დელ პიერომ გოლად აქცია. 95-ე წუთზე კი ნამდვილი სასწაული მოხდა: „იუვენტუსის“ კართან კუთხური დაინიშნა, ტოლდო მეტოქის საჯარიმოსკენ გაეშურა, ბურთის მოწოდების შემდეგ არეულობა შეიქმნა, რითაც ფრანჩესკომ ისარგებლა და ბურთი ბუფონის კარში გადაგზავნა. ტურინელებს ისღა დარჩენოდათ, კოლინასთან დაეჩივლათ, ჩვენს მეკარეზე თავდასხმა მოხდაო, თუმცა გოლი გავიდა და ამას ვინღა გააუქმებდა?!
„იების“ საგუშაგოზე
90-იანი წლების ბოლოს „ფიორენტინა“ მრისხანე ძალა იყო. „იების“ რიგებში მანუელ რუი კოშტა და „მკვლელად“ წოდებული ფორვარდი გაბრიელ ომარ ბატისტუტა ბრწყინავდნენ, თუმცა ერთ დღეს, როდესაც კლუბის მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ტრაპატონის ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მან ასეთად ტოლდო დაასახელა. 1998/99 წლების სეზონში „ფიორენტინა“ დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა სერია A-ს, თუმცა ფინიშის ხაზთან მას „მილანმა“ და „ლაციომ“ გადაასწრეს. ამის მიუხედავად, ქომაგებს სიხარული არ განელებიათ, რადგან „ფიორენტინამ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და რაც ყველაზე მთავარია, ფლორენციელები იშვიათი სილამაზის ფეხბურთს თამაშობდნენ.
„ფიორენტინა“ ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეულად გამოვიდა. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩად ლონდონის „არსენალთან“ სტუმრად გამართული მატჩი გამოდგა. იმ შეხვედრაში ფლორენციელები ბატისტუტას გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ლონდონელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და რომ არა ტოლდო, ინგლისელები, ალბათ, სასურველ შედეგსაც მიაღწევდნენ. იტალიელმა კიპერმა „ჰაიბერიზე“ ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც ორი მეტრის მანძილიდან კანუს დარტყმულზე რეაგირება მოასწრო და ბურთი მოიგერია. ნიგერიელ თავდამსხმელს ასეთი გაოცებული სახე, ალბათ, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია.
ტოლდო იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და „ინტერის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, თუმცა მან ეს ტიტული მაშინ მოიგო, როდესაც მილანური გუნდის პირველ მეკარედ ჟულიო სეზარი ითვლებოდა. გარდა ამისა, ის შეყვანილი იყო 1998 და 2002 წლის მსოფლიოს და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატების სანაკრებო განაცხადებში, თუმცა არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, ტოლდო იტალიის რესპუბლიკისადმი გაწეული დამსახურებისთვის დაჯილდოებულია კავალერის ორდენით.
2010 წლის 7 ივლისს ფრანჩესკო ტოლდომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა: „კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მივიღე. ამას ოფიციალურად პირველად ვამბობ, ამიტომ ძალიან მიჭირს, თუმცა კლუბიდან არ მივდივარ — ახალგაზრდებთან მუშაობას გავაგრძელებ. რაც შეეხება გამოსათხოვარ მატჩს, ის არ იქნება“.
დღესდღეობით ფრანჩესკო ტოლდო არაკომერციულ სოციალურ ორგანიზაცია “ინტერ კამპუსში” მუშაობს, რომელიც მასიმო მორატის დაფუძნებული ფონდია. ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებისთვის საფეხბურთო პროგრამებს ატარებს.
„Sky Sports“-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა „ფიორენტინას“ თავდამსხმელით მარიო გომესით დაინტერესდა, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარით „ბეშიქთაშში“ თამაშობს.
„იები“ 30 წლის ფორვარდის გაყიდვისგან 14 მილიონი ფუნტის მიღებას გეგმავენ, მაგრამ ტრანსფერი 2016 წლის ზაფხულამდე ვერ შედგება, რამეთუ თურქულ კლუბთან გერმანიის ნაკრების ფორვარდს შეთანხმება სწორედ ამ პერიოდამდე აკავშირებს.
სათქმელია, რომ აქამდე ევროპული პრესა გომესის „გალათასარაიში“ შესაძლო გადასვლის შესახებაც წერდა.
იტალიის სერია ა-ს მე-12 ტური გენუაში დასრულდა, სადაც „ლუიჯი ფერარისზე“ „სამპდორიამ“ „ფიორენტინა“ მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
მე-10 წუთზე ანგარიში იოსიპ ილიჩჩა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. უპირატესობა სტუმრებმა 58-ე წუთზე კალინიჩის გოლით გაზარდეს.
ამ გამაჯრვებით „ფიორენტინამ“ 27 ქულა დააგროვა და ახლა „ინტერთან“ ერთად კვლავ პირველ ადგილს იყოფს. რაც შეეხება „სამპდორიას“, გენუელთა აქტივში 16 ქულაა და ისინი მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან.
იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურის ერთ-ერთი გამორჩეულ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მეორე ტიამის უკვე პირველ წუთზე ლორენცო ინსინიემ გახსნა. 73-ე წუთზე „ფიორენტინამ“ წონასწორობა აღადგინა – გოლი კალინიჩმა გაიტანა, თუმცა უკვე ორ წუთში გონსალო იგუაინმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა.
წაგების მიუხედავად, „ფიორენტინა“ ჯერჯერობით 18 ქულით პირველ ადგილზე რჩება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დღეს „ინტერი“ შინ „იუვენტუსს“ დაამარცხებს, ფლორენციელები მეორე ადგილზე გადაინაცვლებენ.
„ფიორენტინა“ „მილანის“ მცველ ფილიპ მექსესით აღარ ინტერესდება. ბ
ოლო დროს ევროპული პრესა ფრანგის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლორენციაში შესაძლო გადასვლის შესახებ ბევრს წერს, თუმცა „იების“ სპორტულმა დირექტორმა ეს ინფორმაცია უარყო. ამავდროულად, მან დაადასტურა, რომ ზაფხულში მისი კლუბი ფილიპის შეძენას ნამდვილად აპირებდა, თუმცა „მილანმა“ მისი გაშვება არ ისურვა.
აღსანიშნავია, რომ დარჩენის მიუხედავად, გუნდში სინიშა მიჰაილოვიჩის მოსვლის შემდეგ, მექსესი ოფიციალური მატჩების ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.
იტალიის სერია A-ს VI ტურში მილანის “ინტერმა” “ჯუზეპე მეაცაზე” “ფიორენტინა” მიიღო და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
შეხვედრის მე-4 წუთზე საჯარიმო მოედანზე ნიკოლა კალინიჩის წაქცევისთვის მასპინძელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც იოსიპ ილიჩიჩმა გამოიყენა და “ვიოლაც” დაწინაურდა. მე-18 წუთზე კალინიჩმა უპირატესობა გაზარდა, ზუსტად ხუთ წუთში კი დუბლი ჩაიწერა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. შეხვედრის 31-ე წუთზე მოედნიდან “ინტერის” მცველი ჟოაო მირანდა გააძევეს, რადგან მეტოქეს მეკარესთან ერთი ერთზე გასვლის საშუალება თამაშის წესის დარღვევის გზით არ მისცა.
მატჩის მე-60 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 76-ე წუთზე კალინიჩმა ჰეთთრიკი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 1:4. სხვათა შორის, კალინიჩი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პირველი და საერთოდ მეორე ხორვატი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში ჰეთთრიკის შესრულება მოახერხა.
ამ გამარჯვების შემდეგ “ფიორენტინა” “ინტერს” ქულათა რაოდენობით (15) გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
იტალიის სერია A (VI ტური)
“ინტერი” — “ფიორენტინა” 1:4 (0:3)
„პალერმოს“ ახალწვეული ალბერტო ჯილარდინო მიმდინარე სეზონის ჩატარებას „ფიორენტინას“ შემადგენლობაში გეგმავდა.
„ივნისის დასაწყისში მეგონა, რომ „ფიორენტინაში“ დავრჩებოდი. როდესაც ყველაფერი შეიცვალა, დამოუკიდებლად ვარჯიში დავიწყე. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მე არ დავნებდი. ასე „პალერმოს“ ვარიანტი გაჩნდა, რომელიც მივიღე“, – განუცხადა ჯილამ „სქაი სპორტსს“.
23 აგვისტოს, იტალიის ჩემპიონატში, “ფიორენტინასა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში (2:0), კარიდან წინ გამოსულმა დიეგო ლოპესმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს გოლი არ გაატანინა.
„რომას“ თავდამსხმელი მატია დესტრო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, სერია ა-ში დაბრუნებული „ბოლონიას“ რიგებში გადაბარგდეს. როგორც ცნობილია, ბოლონიელებმა რომაელებს ფორვარდის სანაცვლოდ ცხრა მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს.
სათქმელია, რომ „ბოლონიას“ გარდა, მოთამაშის დამატება ასევე „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობას სურს.
შეგახსენებთ, რო 2014/15 წლების სეზონის მეორე ნახევარში დესტრომ იჯარით „მილანში“ ითამაშა.