მონტელას ინგლისში მუშაობა სურს

ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ აღიარა, რომ იგი ინგლისის ჩემპიონატში სიამოვნებთ იმუშავებდა.

„საკუთარ ძალებში ინგლისში მოვსინჯავდი. ამჟამად ინლისურსაც ვსწავლობ. მითხრეს, რომ ჯერ ყველაფერი გამომდის. ვიცი, რომ ეს თავდგადასავალს ჰგავს, თუმცა ინგლისური ფეხბურთი ძალიან მომწონს. „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსიში“ რობერტო მანჩინისა და კარლო ანჩელოტის მუშაობით აღტაცებული დავრჩი“, – აღნიშნა „იების“ დამრიგებელმა.

ოკამპოსი იანვარში შეიძლება “ფიორენტინაში” გადასულიყო

“მონაკოს” ნახევარმცველის, ლუკას ოკამპოსის ტრანსფერი “ფიორენტინაში” ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ამ ინფორმაციასთან დაკავშრებით მონაკოელთა ვიცე-პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილიევმა ისაუბრა.

ვასილიევის თქმით, ტრანსფერის ყველა დეტალი მოგვარებული იყო, მაგრამ ხუან კუადრადოსა და მოჰამედ სალაჰის ბარტერმა გარიგება ჩაშალა.

ამის შემდეგ, ლუკასი არენდის წესით “მარსელში” გაუშვეს, რადგან ის არ შედის “მონაკოს” მთავარი მწვრთნელის, ლეონარდო ჟარდიმის გეგმებში.

5 ფეხბურთელი ევროპაში, რომელთა წინააღმდეგ ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ დაასახელა ევროპაში მოთამაშე ხუთი ფეხბურთელი, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში მეტოქეები ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან.

5. ალბინ ეკდალი (“კალიარი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 71-ჯერ

ITALY SOCCER SERIE A

4. ნაბილ ფეკირი
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 74-ჯერ

4

3. ედენ აზარი (“ჩელსი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 74-ჯერ

3

2. ხუან კუადრადო (“ფიორენტინა” / “ჩელსი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 88-ჯერ

2

1. პერპარიმ ჰეტემაი (“კიევო”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 99-ჯერ

1

“ფიორენტინას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა ზლატანის სტილში გაიტანა (ვიდეო)

ვიარეჯოს თასზე, “ფიორენტინასა” და “სპეციას” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში, “ფიორენტინას” 18 წლის ფეხბურთელმა მინელიმ მეტოქის კარში გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში გაიტანა.

ხუან კუადრადო – „ჩელსის“ ახალი ვარსკვლავი?

რამდენიმე კვირის წინ ჟოზე მოურინიომ განაცხადა: „არავის დამატებაზე არ ვფიქრობთ. კუადრადო „ფიორენტინას“ მოთამაშეა. ვფიქრობ, იგი ამ გუნდის შემადგენლობასა და კოლუმბიის ნაკრებს კარგად უხდება, თუმცა „ჩელსიში“ იგი არ იქნება“. მსგავსი კომენტარი „ფიორენტინას“ დამრიგებელმა ვინჩენცო მონტელამაც გააკეთა: „ამჟამად კუადრადოს „ფიორენტინასთან“ წასვლის ალბათობა ნულის ტოლია. მას კარგად ესმის, რომ ეს მხოლოდ ჭორებია“. ამიტომ, ზოგჯერ ტყუილის თქმას დუმილი სჯობს. თანაც, „ჩელსის“ მხრიდან კოლუმბიელისადმი ინტერესის შესახებ ცნობილი დიდი ხნის წინ იყო. სხვათაშორის, მისი დამატება ორი წლის წინ ჯერ კიდევ მადრიდის „რეალს“ სურდა, რომელსაც პორტუგალიელი მწვრთნელი თავკაცობდა. ასე რომ, ორივე სპეციალისტის მხრიდან მსგავსი კომენტარი არც ისე ლამაზი იყო.

ერთი კვირის წინ მონტელამ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კოლუმბიელი კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს, რადგან ლონდონელებმა ფლორენციელებს, საბოლოოდ, საკმაოდ კარგი წინადადებით მიმართეს. ყველაფერი ასე მომენტალურად შეიცვალა. ასეთი ფორმატის მოთამაშეებს „არისტოკრატებს“ დიდი ხანი აკავშირებდნენ. ასე, საუბარი დუგლას კოსტას თაობაზე იყო – ფეხბურთელზე, რომელიც სათამაშო სტილით ხუანს ძალიან ჰგავს, თუმცა კუადრადოს თავისი უპირატესობები აქვს, იგი უნივერსალური მოთამაშეა, რომელსაც ცენტრისა და შეტევის დაკავშირება შეუძლია და, საჭიროების შემთხვევაში, დაცვის ფლანგზეც საიმედოდ თამაშობს. ზაფხულში კუადრადოს დამატებას „ბარსელონა“ ცდილობდა, თუმცა კოლუმბიელმა „ფიორენტინაში“ დარჩენა ამჯობინა. ახალ კლუბში კუადრადო ფლანგის მცველი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ამ პოზიციაზე მოთამაშე ყველა ფეხბურთელს ტრავმა ექნება. თუმცა, მას არც ცენტრში თამაშის საშუალებას მისცემენ, რამეთუ ეს ჟოზე მოურინიოს თამაშის სტილს არ მოუხდება.

კუადრადოს სათამაშო სტილი პორტუგალიელ სპეციალისტს შემთხვევით არ გაუხსენებია. „ჩელსის“ ფლანგზე ცოტა სხვა აზროვნების ფეხბურთელები სჭირდება. გუნდს ვილიანი ჰყავს, თუმცა აზარი უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია. არ დაგვავიწყდეს ოსკარისა და სესკის შესახებ. ჟოზეს კუადრადოს დახმარებთ ფლანგებზე ხიფათის დამატება სურს. ხუანს ფლანგზე კლასიკურად თამაშისა და შეტევაში გადასვლის უნარი აქვს. კონკურენციის გათვალისწინებით, ლონდონურ კლუბში კოლუმბიელს გაუჭირდება, მაგრამ მას თავისი უპირატესობები გააჩნია. კუადრადო სწრაფი ფეხბურთელია და მას მეტოქეების მოტყუება ადვილად შეუძლია. სპორტული თვალსაზრისით, იგი აგრესიული და თავხედია, რთულ სიტუაციციებში მას, სხვებთან შედარებით, გაცილებით რთულად შესასრულებელი დავალებების შესრულება შეუძლია. მისი შეძენა ბევრ კლუბს უნდოდა, „ფიორენტინა“ კი, უბრალოდ, ფინანსურად მომგებიან წინადადებას ელოდებოდა, რომელიც, როგორც იქნა, „ჩელსისგან“ მიიღო. კუადრადოს წასვლა დიდი ხნის განმავლობაში სურდა. ზამთრის კვალობაზე. ეს ზედმეტად სოლიდური ტრანსფერია. სხვა მხვრივ, კოლუმბიელს ადაპტირება ძალიან გაუჭირდება. კუადრადო, შესაძლოა, იმიტომ შეიძინეს, რომ კლუბიდან აზარის ან ოსკარის წასვლის ალბათობა არსებობს. ამ ტრანსფერს, პირველ რიგში, მარცხენა ფლანგის გაძლიერებით თუ ავხსნით.

„ფიორენტინამ“ მარიო გომესის დუბლით „რომა“ დაამარცხა

იტალიის თასის 1/4-ფინალურ მატჩში „რომამ“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიში მეორე ნახევრის მე-15 წუთზე გაიხსნა, როდესაც თავი მარიო გომესმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში „რომამ“ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა. წერტილი 89-ე წუთზე იმავე გომესმა დასვა.

„რომა“ – „ფიორენტინა“ 0:2
გოლები: გომესი 65′, 89′

უძღები შვილის დაბრუნება

ნახევარი წელიწადიც არ გასულა, რაც თავდამსხმელ ალბერტო ჯილარდინოს სამშობლო მოენატრა – ჩინეთიდან იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სერია ა-სა და „ფიორენტინაში“ დაბრუნდა.

როგორც ჩანს, ფლორენციულმა კლუბმა ჩინურ „გუანჩჟოუ ევერგრანდთან“ საერთო ენა იპოვა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. რამდენიმე წლის წინ აზიურ კლუბში მარჩელო ლიპი მუშაობდა, ცოტა ხნის წინ კი იგი ფაბიო კანავარომ შეცვალა, შესაბამისად, ამ კლუბის ყურადღება იტალიელმა ფეხბურთელებმაც დაიმსახურეს.

ზაფხულში „გუანჩჟოუში“ ჯილარდინოსთან ერთად ალესანდრო დიამანტიც გადაბარგდა. სხვათაშორის, ჯილას მსგავსად, „ფიორენტინაში“ იჯარით ისიც დაბრუნდა. თუმცა, „იების“ რიგებში უფრო დიდი ხნის განმავლობაში ალბერომ ითამაშა და სამ სეზონში „ვიოლას“ მაისურით სამოცამდე გოლიც გაიტანა. ორივე ამ მოთამაშის გამოცდილების ხარჯზე, ვინჩენცო მონტელა მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდის თამაშის გაუმჯობესაბას იმედოვნებს.

Gilardino in China
ჯუზეპე როსის ტრავმა უკვე დიდი ხნის განმავლობაში აქვს, მარიო გომესი კი, კომპლიმენტების მიუხედავად, მასზე დახარჯულ ოცდაათ მილიონ ევროს ვერ ამართლებს. ელ-ჰამდაუი გულშემატკივრებს უკვე დიდი ხანი აღარ ახსოვთ, 21 წლის ჰუმა ბაბაკარი კი სტაბილურობით ნამდვილად ვერ გამოირჩევა. ასე რომ, საქმეში ძველი გვარდიის ჩართვა, „ფიორესთვის“, შესაძლოა, შესაფერისი ვარიანტი იყოს. დიამანტის მოწვევასთან დაკავშირებით კამათი კიდევ შეიძლება, მაგრამ ალბერტოს მოსვლა, ალბათ, ფლორენციელი გულშემატკივრების უმეტესობას გაუხარდებოდა. საუბარი ჰომ ეფექტურ თავდამსხმელზეა, რომელიც წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო კარგი ხდებოდა. „პარმას“ რიგებში წარმატების მიღწევის შემდეგვე იგი „მილანმა“ მიიწვია. არა, იგი დღევანდელ, პრობლემებით სავსე „მილანში“ არ ყოფილა – ჯილა იმ გუნდის რიგებში თამაშობდა, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისში ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი იყო.

Alberto Gilardino
კარლო ანჩელოტის გუნდის რიგებში ალბერტომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მანამდე ერთი წლით ადრე კი „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. შემდგომ ჯილა „შავ-წითლების“ შემადგენლობაში ნაკლებად ხვდებოდა, რის გამოც, 2008 წელს იგი „ფიორენტინას“ შეუერთდა. იმ წელს „იების“ შემტევი ხაზი საინტერესოდ გამოიყურებოდა, მის რიგებში ადრიან მუტუ, ჯამპაოლო პაცინი, პაბლო ოსვალდო და სტევან იოვეტიჩი თამაშობდნენ. პირველივე სეზონი ალბერტოსთვის იმდენად წარმატებული გამოვიდა, რომ მან 25 გოლის გატანა მოახერხა. სამწუხაროდ, ეს მისი მაქსიმუმი იყო. შემდეგ მან „ბოლონიასა“ და „ჯენოაშიც“ ითამაშა.

 

Gilardinoo
ჩინეთში ჯილასგან უფრო მეტს ითხოვენ, თუმცა იქ თამაში გაცილებით ადვილია. ვნახოთ, რამდენად შეძლებს 32 წლის მოთამაშე ევროპის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში დაბრუნებას. აზიაში, ალბათ, იტალიის პირველობაში მოასპარეზე მცველების მსგავსი ფეხბურთელები არ თამაშობენ. იტალიური კლუბები, ხშირად, ახალ მოთამაშეებს მათი სახელებიდან გამომდინარეც იმატებენ. გარდა ამისა, მნიშვნელობა არც ასაკს აქვს, რასაც დი ნატალე და ტოტი ამტკიცებენ, რომლებიც თავისი კლუბების წამყვან მოთამაშეებად ახლაც რჩებიან. მათი ასაკიდან გამომდიანრე, ჯილარდინოს თავის გამოსაჩენად კიდევ საკმარისი დრო აქვს. უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში იჯარით თამაშის შემდეგ „ფიორენტინას“ მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება. „არტემიო ფრანკიზე“ ალბერტოს ყველა იცნობს, აქაური პუბლიკა მისგან კარგ თამაშს მოელის და ნაცნობი ხალხის გულის დაწყვეტა ჯილას მხრიდან ლამაზი ნამდვილად არ იქნებოდა…

სხვათაშორის, ალბერტომ „ფიორეში“ დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი მატჩის ჩატარება უვკე მაოსწრო. გუშინ ფლორენციელები მის ყოფილ გუნდ „ჯენოას“ შეხვდნენ – შეხვედრა, ფრედ, 1:1 დასრულდა, ჯილარდინო კი სააქმეში 74-ე წუთიდან ჩაერთო, თუმცა თავის გამოჩენა დარჩენილ დროში ვერ შეძლო.

“ფიორენტინას” მეკარემ თავის კარში გოლი თავით გაიტანა (ვიდეო)

31 იანვარს, იტალიის ჩემპიონატში “ჯენოამ” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მე-14 წუთზე შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა, გოლი კი საკუთარ “ფიორენტინას” მეკარემ კარში მეკარე ჩიპრიან ტეტერუშანუმ გაიტანა.

 

“ფიორენტინამ” კურიოზული გოლი გაუშვა

იტალიის სერია A-ს XXI ტურში “ჯენოასა” და “ფიორენტინას” შორის გამართულ მატჩში ანგარიში მეტად კურიოზულ ვითარებაში გაიხსნა. გენუელთა ერთ-ერთი შეტევის დროს სტეფანო სტურაროს დარტყმა არ გამოუვიდა, თუმცა ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ “ფიორენტინას” მეკარე ჩიპრიან ტატარუსანუს თავში და კარში შეგორდა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

კუადრადომ „ფიორენტინას“ გულშემატკივრებს ღია წერილით მიმართა

ნახევარმცველმა ხუან კაუდრადომ, რომელიც უახლოეს დროში ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდება, „ფიორენტინას“ გულშემატკივრებს ღია წერილით მიმართა.

„ფლორენცია ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. აქ ჩინებული ადამიანები ცხოვრობენ. „ფიორენტინა“ მე როგორც ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარა. ამისთვის ამ დიდებული კლუბს მადლობას ვუხდი.

ახალი ეტაპი და ემოციები მელის. დიდი მადლობა ყველას!“, – დაწერა კაუდრადომ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე.

არაოფიციალური ინფორმაციით, ახალ კლუბში კოლუმბიელი 74 ნომრით ითამაშებს. აღნიშნული ნომრის ციფრების ჯამი 11-ს შეადგენს, რომელიც მისი საყვარელი რიცხვია.

ხოაკინმა “პალერმოს” გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

11 იანვარს, იტალიის ჩემპიონატში “ფიორენტინასა” და “პალერმოს” შორის გამართულ შეხვედრაში ხოაკინმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

ოფიციალურად: „ფიორენტინამ“ დიამანტი შეიძინა

„ფიორენტინას“ ახალწვეული ჰყავს. „იების“ ოფიციალური საიტი ადასტურებს, რომ კლუბმა ალესანდრო დიამანტი დაიმატა.

ნახევარმცელმა ფლორენციულ კლუბში სამედიცინო შემოწმების გავლა და კონტრაქტის გაფორმებაც მოასწრო.

„ფიორეში“ 31 წლის კრეატიული ნახევარმცველი იჯარით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მისი კონტრაქტი ჩინურ „გუანჩჟოუს“ ეკუთვნის. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სეზონის ბოლოს „ფიორენტინას“ სამ მილიონ ევროდ დიამანტის გამოსყიდვის უფლება ექნება.