“პსჟ”-მ ნეიმარს უფლება მისცა, რომ საფრანგეთის თასის დაპირისპირება გამოტოვოს

“პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის თასზე “სტრასბურგს” დაუპირისპირდება. როგორც ირკვევეა, აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ნეიმარი. ბრაზილიელმა ნებართვა მიიღო, რომ საკუთარ ქვეყანაში ოჯახური პრობლემის მოსაგვარებლად წასულიყო და ნახსენები მატჩი გამოეტოვებინა.

25 წლის სპორტსმენი ლიგა 1-ის ბოლო, უკანასკნელ ტურში, “ლილთან” (“პსჟ”-მ 3-1 იმარჯვა) არ ყოფილა. ამის მიზეზი წითელი ბარათი იყო. მატჩის შემდეგ, უნაი ემერიმ განაცხადა, რომ იმედოვნებდა, ნეიმარი 3-4 დღეში დაბრუნდებოდა. თუმცა, ახლა მივიღეთ სურათი, რომლის თანახმადაც იგი ოთხშაბათს გასამართი მატჩის განაცხადში არაა.

კვირას, ბრაზილიურიმა მედიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც მოთამაშე თავისი მეგობრის მამის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. ხოლო, ორშაბათს თავად ნეიმარმა “ტვიტერზე” თავისი ფოტო დადო და დააწერა: “ფოკუზირება, ძალა, რწმენა ახალ დღეს ზეიმისთვის!”

 

ფედერაციის პრეზიდენტი: “ბენზემასთვის საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება რთული იქნება”

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ პრესასთან საფრანგეთის ნაკრებში კარიმ ბენზემას დაბრუნების შესაძლებლობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი რამ ნაკლებად სავარაუდოა.

“ყრუ ან ბრმა უნდა იყო, რომ ვერ გაიგო, თუ რა სიტუაციაა ახლა ნაკრებში – ბენზემას დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ჩემ აზრით, ამ საკითხზე დავა არ ღირს.

ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ გუნდში ისედაც ბევრი ნიჭიერი თავდამსხმელია და შეტევის ხაზის პრობლემა ბოლო დროს ნამდვილად არ დგას დღის წესრიგში.

დეშამი ხშირად იძახებდა მას ნაკრებში, მაშინაც კი, როდესაც ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა,” – აცხადებს ნოელი.

ზუმა: “მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება გვინდა!”

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პერუს, დანიასა და ავსტრალიას დაუპირისპირდება.

კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს ფრანგთა ცენტრალური მცველი, კურტ ზუმა ესაუბრა.

“რა თქმა უნდა, რუსეთში ამბიციების მაქსიმუმი გვექნება. ხედავთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. სხვა გზა არცაა.”

“ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით დს შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ. თუმცა, არსებობენ სხვა გუნდები, რომლებიც საკმაოდ ძლიერები არიან. ყველაფრის მიუხედავად, საფრანგეთზე ცუდს არავინ ამბობს. ჩვენ ხომ ძალიან ძლიერი და მეგობრული კოლექტივი ვართ, რომელსაც ყველაფრის მიღწევა შეუძლია!” – აცხადებს ზუმა.

დეშამი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე: “შეიძლებოდა, უარესიც მომხდარიყო”

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უმასპინძლებს, საფრანგეთის ნაკრებს ავსტრალიის, დანიისა და პერუს გუნდებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. წილისყრის შედეგები ფრანგთა თავკაცმა, დიდიე დეშამმა შეაფასა.

“სიმართლე გითხრათ, შეიძლებოდა, უარესიც მომხდარიყო. საკმარისზე მეტი დრო გვაქვს მეტოქეთა შესაძლებლობების გასაანალიზებლად, რისთვისაც ამხანაგურ მატჩებს გამოვიყენებთ. შედეგად კი, მოქმედების გეგმას შევადგენთ.

მაქსიმალურად ვეცდებით, ისეთ გუნდებთან გავმართოთ მატჩები, რომლებიც ჩვენი მომავალი მეტოქეების მსგავს ფეხბურთს თამაშობენ. საკუთარ თავზე მუშაობით ყველაფერი გამოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი ამბიციებით მივდივართ,” – აცხადებს დეშამი.

მოურასა და მარკინიოსს შვილები შეეძინათ – ცხრა თვის წინ “პსჟ”-მ “ბარსა” გაანადგურა

“პსჟ”-ს ფეხბურთელებმა, ლუკას მოურამ და მარკინიოსმა მსოფლიოს სასიხარულო ამბავი აუწყეს – ორივე მათგანს შვილი შეეძინა. ამ ფაქტების შესახებ ფეხბურთელებმა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გააგებინეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ზუსტად ცხრა თვის წინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “პსჟ”-მ “ბარსელონა” ანგარიშით, 4-0 გაანადგურა. ამ მატჩში ზემოთ ნახსენები ორივე სპორტსმენი თამაშობდა.

შეგვიძლია, გავყვეთ საინტერესო თეორიას…

U19: საქართველომ და საფრანგეთმა ქულები გაიყვეს – ჩვენი ნაკრები ჯგუფში ჩარჩა

დღეს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

საქართველო საფრაგეთს დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული გამოდგა. ანგარიში ანტუან ბერნედემ გახსნა. ფრანგმა ახალგაზრდამ ამის გაკეთება მეოცე წუთზე შეძლო. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულლა. მეორე ნახევარში ქართველები გააქტიურდნენ და გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა მათმა რამდენიმე მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. სამაგიეროდ, ზუსტი გამოდგა 64-ე წუთზე ლევან ხარაბაძე, რომელმაც იეჰვან დიუფის კარი აიღო.

საბოლოოდ, დაპირისპირება ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ ქართველები მე-11 ჯგუფში ორი ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ და ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს.

კროოსი: “ბუნდესლიგა ლიგა 1-ზე ძლიერი ჩემპიონატია”

ხვალ გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდები ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ გერმანელების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ერთმანეთს აღნიშნული ორი ქვეყნის ჩემპიონატები შეადარა.

“საფრანგეთის ლიგა სულაც არაა ცუდი, თუმცა დასაწყისშივე ცნობილია, ვინ მოიგებს მას. წახვალ თუ არა “პსჟ”-ში, შენ ზუსტად იცი, ვინ იქნება ბოლოს გამარჯვებული. ბუნდესლიგა ლიგა 1-ზე ძლიერი ჩემპიონატია. ჩემი აზრით, იქ წასვლა ფეხბურთელს უნდა სურდეს. თუ ერთის არჩევა მოუწევს ვინმეს, მე ბუნდესლიგას ვურჩევ,” – აცხადებს ტონი.

 

“პსჟ”-მ “ანჟერსს” გადაუარა (ვიდეო)

დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის მატჩები გაიმართა.

“ანჟერსი” “პსჟ”-ს “სტეიდ რეიმონდ კოპაზე” დაუხვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ფრანგების აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა: დანი ალვეშის ჩაგდება საჯარიმოში და კილიან მბაპეს ზუსტი დარტყმა – 0-1. მეორე შემთხვევაშიც ბრაზილიელი მარჯვენა მცველი მოგვევლინა ასისტენტად – მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ იულიან დრაქსლერმა გაიტანა. 30-ე წუთზე კილიანი საჯარიმოში შეიჭრა და ქუსლით ეფექტურად დაუტოვა ბურთი ედინსონ კავანის, რომელმაც მესამედ აიღო “ანჟერსის” კარი.

მე-60 წუთზე ისევ ურუგვაელმა გაიბრწყინა. ხოლო, 84-ე წუთზე ლუკას მოურას გადაცემის შემდეგ, მბაპემ კიდევ ერთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 5-0 დააფიქსირა. ამ გამარჯვების შემდეგ “პსჟ” 29 ქულით პირველია. “ანჟერსს” 13 ქულა აქვს და მე-13 პოზიციას იკავებს.

უგო ლორისის ტრავმა არც ისე უმნიშვნელო აღმოჩნდა

ტრავმა, რომელიც ლონდონის “ტოტენჰემის” ფრანგმა კარის დარაჯმა, უგო ლორისმა სერხიო რამოსთან შეჯახების შედეგად მიიღო, არც ისე უმნიშვნელო აღმოჩნდა და შესაძლოა, ამის გამო მას ორ კვირაზე მეტი გაუცდეს.

“დილით ლორისს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც მცირე დაზიანება აღმოაჩინა. მისი რეაბილიტაციის პროცესი კი დაახლოებით 15 დღით უქმობას მოითხოვს,” – აცხადებს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი.

ტრავმის გამო ლორისი დეშამმა ნაკრებში, უელსისა და გერმანიის საფეხბურთო გუნდებთან სათამაშოდ არ გამოიძახა. არაა გამორიცხული, რომ ლორისმა 18 ნოემბერს გასამართი ლონდონური დერბიც გამოტოვოს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დეშამს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეს თქმით, ფედერაცია კმაყოფილია დიდიე დეშამის მიერ ნაკრებში ჩატარებული სამუშაოებით და თანახმაა, ფრანგ სპეციალისტთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

Le Parisien-ის ცნობით, დიდიე დეშამმა უკვე მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს, რომელიც 2020 წლამდე იქნება გაწერილი, კერძოდ კი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე.

შეგახსენებთ, რომ დიდიე საფრანგეთის ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან უდგას. მისი მეთაურობით ფრანგებმა ევრო 2016-ის ფინალში გასვლა მოახერხეს, სადაც დამატებით დროში დამარცხდნენ პორტუგალიის ნაკრებთან.

“პსჟ”-მ “ნიცა” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრაში “პსჟ”-მ საკუთარ მოედანზე “ნიცა” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა.

ანგარიშის გახსნა მესამე წუთზე ედინსონ კავანიმ დი მარიას პასით გახნსა.  31-ე წუთზე ისევ ანხელის ულამაზესი პასით ურუგვაელმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე დანტემ საკუთრ კარში ჩაჭრა ბურთი. საბოლოოდ, “პსჟ”-მ ანგარიშთ, 3-0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ პარიზელები 26 ქულით მეათე პოზციაზე არიან. “ნიცას” 10 ქულა, ბოლო ხუთ თამაში ხუთი წაგება და მე-14 ადგილი უფიქსირდება ცხრილში.

 

“პსჟ”-ში ნეიმარის პრივილეგიები, რომლებიც სხვა თანაგუნდელებს აღიზიანებს

გასულ ზაფხულში ნეიმარმა კატალონიის “ბარსელონა” რეკორდული რაოდენობის თანხის, (222 მილიონი ევრო) სანაცვლოდ დატოვა და “პსჟ”-ში მიაშურა. როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელ შემტევს, გარდა ძალიან დიდი ხელფასისა (30 მილიონი ევროს), სხვა პრივილეგიებიც აქვს.

La Parisien-ი იტყობინება, რომ 25 წლის მოთამაშისთვის პერსონალურად ორი ფიზიოთერაპევტია გამოყოფილი. ვარჯიშზე ფეხბურთელებს მის წინააღმდეგ სახიფათო თამაში ეკრძალებათ. ნეიმარს ის პრივილეგიაც აქვს, რომ მხოლოდ მას შეუძლია აირჩიოს ის ბრენდი, რომელიც სურს და მისი ჩანთა ატაროს. სხვა მოთამაშეები კი მხოლოს “პსჟ”-ს ლოგოიან ჩანთებს ატარებენ.

მომავალ სეზონში, როგორც ნახსენები გამოცემა იტყობინება, ნეიმარს შეეძლება, ყველა პენალტი დარტყმის უფლება მას ჰქონდეს.