ვენგერი: “ოზილი საკმარისად თავდაჯერებული არაა”

ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთი ლიდერი, მესუთ ოზილი დიდი რაოდენობის გოლს ისევ ვერ იტანს. გერმანელმა ფლეიმეიკერმა მეტოქის კარის აღება ბოლოს 10 დეკემბერს შეძლო. ეს ფაქტი არ მოსწონს “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს, რომელიც თვლის, რომ 28 წლის შეგირდს ბოლო ფაზაში თავდაჯერებულობა აკლია.

“დროა, მესუთმა ისევ გაიტანოს. მან პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრებშ ბევრი შანსი ვერ გამოიყენა. რეალურად, მას ექმნება მომენტები, თუმცა ბოლო ფაზაში სათანადოდ ვერ მოქმედებს. ჩემი აზრით, გერმანელს თავდაჯერებულობა აკლია. ეს მისთვის, როგორც გუნდის ლიდერისთვის, დაუშვებელია.”

“იმედია, მესუთი მის შესაძლებლობებში მალე დარწმუნდება. სწორედ ეს აკლდა მას ბოლო ტურის შეხვედრაში, “ჰალ სიტის” წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ოფიციალურად: მემფის დეპაი “ლიონის” ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, მემფის დეპაი  “ლიონში” ითამაშებს. ტრასნფერის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

ირკვევა, რომ “ლიონის” მესვეურებმა 15 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ჰოლანდიელის წარმატებული ასპარეზობის (კონტრაქტში კონკრეტული პირობებია ჩაწერილი) შემთხვევაში, ლიგა 1-ის ბინადრებს, მაქსიმუმ, 6.7 მილიონი ფუნტის დამატება მოუწევთ.

მემფისი ცხრანომრიან მაისურს მოირგებს. მას კვირას, “მარსელის” წინააღმდეგ შესაძლოა, ჰქონდეს დებიუტი.

აქვე გეტვყით, რომ მეფისის “წითელი ეშმაკი” 2015 წლის ზაფხულზე გახდა. მან “მანჩესტერელთა” რიგებში 18 თვეში, მხოლოდ და მხოლოდ, 56 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

გრიზმანი საფრანგეთის წლის ფეხბურთელი გახდა

ფრანგული ჟურნალი, France Football-ი ყოველ წელს ასახელებს საფრანგეთის წლის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელს. ეს ჯილდო 2015 წელს ბლეზ მატუიდიმ მოიგო.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, France Football-ის მიხედვით, ანტუან გრიზმანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მოთამაშემ გასულ სეზონში მონაწილეობა მიიღო, როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თუმცა ორივეგან დამარცხდა.

 

“ბარსელონასა” და “რეალზე” უკეთესი შეტევა? რამდენი გოლი გაიტანა “მონაკომ”ახალ სეზონში?

სანამ “რეალი” და “ბარსელონა” ერთმანეთში ურთიერთობას არკვევდნენ, ევროპის ტოპ 5 ლიგის მასშტაბით კიდევ ერთი გუნდი იკრებდა საკუთარ ძალებს. საუბარია ფრანგულ “მონაკოზე”, რომელსაც სათავეში ლეონარდო ჟარდიმი უდგას.

შესაძლოა, “მონაკო” ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეორე იყოს, მაგრამ მხოლოდ ბოლო ექვსი მატჩის მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ისინი პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ.

“მონაკოელებმა” ლიგა 1-ის პირველ 17 მატჩში 53 გოლის გატანა მოახერხეს. დროის ასეთ მონაკვეთში მათზე უკეთესი შედეგის ჩვენება მხოლოდ “RC პარიზმა” მოახერხა 1959 წელს, რომელსაც 56 გოლი ჰქონდა 18 მატჩში გატანილი. დიახ, ჟარდიმის ბიჭებს ამ შედეგის გაუმჯობესებაც შეუძლიათ, ოღონდ ამისთვის “ლიონთან” უნდა გაილაღონ.

hh

რაც შეეხება ფრანგთა მთავარ დამრტყმელ ძალას, რადამელ ფალკაომ ყველა ტურნირში ერთად კოლუმბიელმა 14 გოლის გატანა მოახერხა (ახალ სეზონში). “მონაკომ” კი საერთო ჯამში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 78 გოლი დააგროვა, რაც თითო მატჩში საშუალოდ 3.1 გოლს უდრის.

ანტუან გრიზმანი ფრანგებს კოტ-დ’იუვართან გასამართ მატჩში ვეღარ დაეხმარება

ანტუან გრიზმანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს კოტ-დ’იუვარის წინააღმდეგ გასმართ ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება, რომელმაც სტარტი სამშაბათს უნდა აიღოს.

“ლურჯებისა” და მადრიდული “ატლეტიკოს” ფორვარდმა ტრავმა შვედეთის ნაკრებთან, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ მატჩში მიიღო, რომელიც დიდიე დეშამის გუნდის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

მიუხედავად ანტუანის ტრავმისა, ფრანგები დამხმარის გამოძახების უფლების გამოყენებას არ აპირებენ.

“მომავალ მატჩში გრიზმანის თამაშის შანსები მარცხენა ფეხზე განვითარებულმა ჰემატომამ ნულამდე დაიყვანა. მისი ჩანაცვლება არ მოხდება.” – ვკითხულობთ ფრანგთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მატიე: “საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობის მოტივაცია აღარ მაქვს”

გუშინ “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ჟერემი მატიემ ოფიციალურად განაცხადა მისი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. მან ეროვნულ გუნდში მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა. მიუხედავად ამისა, მან უკვე მიიღო ნახსენები გადაწყვეტილება და მთავარ მწვრთნელს, დეშამსაც აცნობა ამის შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით მატიემ კომენტარი გააკეთა.

“საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობის მოტივაცია აღარ მაქვს. ამის შესახებ დეშამს ვაცნობე და მანაც ჩვეულებრივად მიიღო ეს ამბავი.”

“გეტყვით, რომ როცა ვნახე იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მთავარმა მწვრთნელმა გამოიძახა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის, გადავწყვიტე, რომ ეროვნული გუნდი დამეტოვებინა. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ნაკრებთან, არაფერზე ვარ ნაწყენი, უბრალოდ დრო მოვიდა,” – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.

FIFA 17: საჯარიმო დარტყმების შემსრულებელების საუკეთესო ათეული

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ცნობილ საფეხბურთო თამაშში, FIFA 17-ში საჯარიმო დარტყმების შემსრულებლების საუეკთესო ათეულს.

10.გილფი სიგურდსონი

9.შუნსუკე ნაკამურა

8.ფრანჩესკო ლოდი

7.მემფის დეპაი

6.ლიონელ მესი

5.მეჰმედ ეკიჩი

4.დიმიტრი პაიე

3.მირალემ პიანიჩი

2.ჰაქან ჩალხანოღლუ

1.ანდრეა პირლო

“პსჟ”-მ “სენტ-ეტიენს” ვერ მოუგო (ვიდეო)

სტარტი აიღო საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურმა. სადებიუტო შეხვედრაში ერთმანეთს “პსჟ” და “სენტ-ეტიენი” დაუპირისპირდნენ. პირველმა ტაიმმა სტუმრების უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში ანგარიშის გახნსა სწორედ პარიზელებმა მოახერხეს – 67-ე წუთზე ლუკას მოურამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აიღო რუფიერის კარი. ამის შემდეგ დაწინაურებული კლუბი ცოტა მოდუნდა, რაც მას ძვირად დაუჯდა – 90-ე წუთზე რობერტ ბერიჩმა ანგარიში გაათანაბრა და მეტოქეს გამარჯვება წაართვა. საბოლოოდ, შეხვედრა 1-1 დასრულდა.

4 ტურის შემდეგ “პსჟ”-ს 7 ქულა აქვს და, ჯერჯერობით, მესამე ადგილს იკავებს. “სენტ-ეტიენი” კი 5 ქულით მეათე პოზიციაზეა.

ოქრიაშვილმა მარსელის “ოლიმპიკში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

გუშინ Fanebi.Com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოქრიაშვილი მარსელის “ოლიმპიკში” გადადიოდა. სულ მალე ეს ტრანსფერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი წაიშალა.

როგორც გაირკვა, ოქრიაშვილს სამედიცინო შემოწმების დროს გულზე აღმოუჩინეს პრობლემები. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს ტრანსფერი ნახსენები მიზეზით ჩაიშალა.

ქართველი მოთამაშე ბელგიაში 20-დღიანი მკურნალობის კურსს გაივლის. ცნობილია, რომ იგი 5 სექტემბერს ავსტრიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

“იუვეში” პოგბას მატუიდი ჩაანაცვლებსო… რამდენს ითხოვს “პსჟ”?

ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულად არის დაინტერესებული “პსჟ”-ს ნახევარმცველის, ბლეს მატუიდის შეძენით.

როგორც Le Parisien-ი იტყობინება, ფრანგები 29 წლის მოთამაშეში საკმაოდ მაღალ თანხას, 50 მილიონ ევროს ითხოვენ. ისინი მხოლოდ მაშინ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას, თუ “ბებერი ქალბატონი” აღნიშნული თანხის გადახდას დათანხმდება.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრების სპორტსმენის შეძენა ინლისურ გრანდებსაც, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსისაც” სურთ.

ვერატი: “”პსჟ”-სთან ერთად ამ ტიტულის მოგება მსურს!”

მარკო ვერატიმ ამ ზაფხულზე “პსჟ”-სთან ახალ, 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის პარიზში 2021 წლამდე იქნება. 23 წლის მოთამაშე 2012 წელს გადაბარგდა ფრანგულ გუნდში და 4 წლის მანძილზე ოთხჯერ აღმართა “ლიგა 1”-ის თასი.

ვერატიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალიან სურს “პსჟ”-ს რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება.

“ჩვენ ბევრი რამ მოვიგეთ საფრანგეთში, ახლა კი ჩემს გუნდთან ერთად ევროპის მასშტაბითაც მსურს წარმატების მიღწევა. გვინდა, ჩემპიონთა ლიგის თასი აღვმართოთ, მომავალ სეზონში სწორედ ეს იქნება ჩემი და მთლიანად გუნდის მთავარი მიზანი.”

“ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დიდი გუნდი ვართ, რომელსაც დიდი მიზნები უნდა გააჩნდეს. “

“აქ პროფესიონალი ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ. ასევე, კოლექტივს შესანიშნავი მწვრთნელები ხელმძღვანელობენ. ეს ყველაფერი ხელს მიწყობს იმაში, რომ განვვითარდე და პროგრესი განვიცადო. 4 წლის მანძილზე პარიზულ გუნდში, როგორც სპორტსმენი, ძალიან გავიზარდე. მე ხომ უმაღლესი დონის თამაშებში ვიღებ მონაწიელობას… ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობ… ეს ყველაფერი ნამდვილი ფუფუნება ახალგაზრდა მოთამაშისთვის,” – განაცხადა მარკო ვერატიმ.

“პსჟ”-მ “ლესტერი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს დილით ადრე, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “პსჟ” ინგლისის მოქმედ ჩემპიონს, “ლესტერ სიტის” დაუპირისპირდა.

მთელმა თამაშმა პარიზელთა უპირატესობით ჩაიარა. 26-ე წუთზე ანგარიში ედინსონ კავანიმ გახსნა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. პირველი ნახევრის მიწურულს, 45-ე წუთზე იკონემ მუნიეს პასით ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ტაიმში რანიერის გუნდს კიდევ ორი გოლი გაუტანეს. 64-ე წუთზე ლუკას მოურამ მაქსველის პასით, ხოლო 90-ე წუთზე ედუარდმა კალეგარის პასით გაიტანეს და საბოლოოდ თავიანთ კლუბს 4:0 გაამარჯვებინეს.