თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უეფამ “გალათასარაი” ევროთასებიდან ორი წლით მოკვეთა

უეფამ “გალათასარაი” ფინანსური ფეარ-პლეის წესის დარღვევისთვის დასაჯა. თურქულ კლუბს მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ევროთასებზე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. გარდა ამისა, “გალათასარაის” მოეთხოვა, რომ კლუბის საქმიანობა ფინანსური ფეარ-პლეის წესების შესაბამისად აწარმოოს.

ამრიგად, თურქული კლუბი 2016/2017 და 2017/2018 წლების სეზონში ვერც ჩემპიონთა ლიგაზე და ვერც ევროპის ლიგაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

 

“გალათასარაის” დიეგო კოსტას იჯარით აყვანა სურს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ კარიერა შესაძლოა, თურქეთში გააგრძელოს. კერძოდ, 27 წლის ფეხბურთელით “გალათასარაი” დაინტერესდა. სტამბულელებს დიეგო კოსტას სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აყვანა სურთ.

მიმდინარე სეზონში გაესპანელებულმა ფორვარდმა 17 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. წელს დიეგო კოსტას უგოლო სერიამ 10 საათს გადააჭარბა, ფეხბურთელს ლორან კოსელნისთან კონფლიქტის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც ჰქონდა.

 

“გალათასარაის” თავკაცის მოვალეობას კლაუდიო ტაფარელი შეასრულებს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მეკარე კლაუდიო ტაფარელი “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ თურქული კლუბის ხელმძღვანელობამ დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო ჰამზა ჰამზაოღლუ გაათავისუფლა, რის შემდეგაც გუნდის თავკაცის პოსტი ვაკანტური იყო.

ტაფარელი “გალათასარაის” ღირსებას ფეხბურთელის რანგშიც იცავდა. ბრაზილიელი მეკარე თურქულ კლუბში 1998-დან 2001 წლამდე გამოდიოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ორ-ორჯერ მოიგო თურქეთის ჩემპიონატი და თასი, დაეუფლა უეფას თასსა და ევროპის სუპერთასს. ტაფარელი 2011 წლიდან “გალათასარაის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, 2014 წლიდან კი ანალოგიურ საქმიანობას ბრაზილიის ნაკრებში ახორციელებდა.

 

სნეიდერმა “გალათასარაისთან” გაახანგრძლივა

“გალათასარაის” ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ჰოლანდიელი ფეხბურთელი თურქულ კლუბში 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

უესლი სნეიდერი “გალათასარაიში” 2013 წლიდან თამაშობს. შეგახსენებთ, რომ მანამდე იგი ამსტერდამის “აიაქსის”, მადრიდის “რეალისა” და მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა. ჰოლანდიელი ნახევარმცველი “გალათასარაისთან” ერთად ორჯერ გახდა თურქეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი.

 

პოდოლსკი “გალათასარაიში” გადავიდა

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი “გალათასარაიში” გადავიდა. 30 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდგომში ერთი წლით გახანგრძლივების პირობით.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის საერთო ღირებულებამ 3,9 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა. “გალათასარაი” ჯერ კიდევ 2012 წელს ცდილობდა პოდოლსკის შეძენას, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა “არსენალში” გადასვლა არჩია.

“პირველ რიგში, ყველას მადლობას ვუხდი. მშობლები მხარს მიჭერდნენ, რომ “გალათასარაიში” გადავსულიყავი. ამ ტრანსფერით ძალზედ ბედნიერი ვარ. მოვედი გამარჯვებული სულის მქონე გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც იბრძოლებს. დღეს “გალათასარაის” ფანებისგან დიდი სითბო ვიგრძენი”, – ციტირებს პოდოლსკის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი ლუკას პოდოლსკიმ იჯარის წესით მილანის “ინტერში” გაატარა.

 

“გალათასარაის” თავკაცი: “იმედია, ვან პერსის მოველაპარაკებით”

“გალათასარაის” მთავარმა მწვრთნელმა ჰამზა ჰამზაოღლუმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქული კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ რობინ ვან პერსით არის დაინტერესებული.

“გვინდა, დავიმატოთ ფეხბურთელები, რომელიც გააძლიერებენ ჩვენს გუნდს და გაახარებენ ფანებს.

ვან პერსიზე უარს არცერთი მწვრთნელი არ იტყოდა, თუმცა ბევრ ფულს ვერ დავხარჯავთ. იმედი გვაქვს, მასთან შეთანახმებას მივაღწევთ”, – “გალათასარაის” თავკაცის კომენტარს Goal.com-ი აქვეყნებს.

 

 

პოდოლსკი “გალათასარაიში” მიდის

თურქული გამოცემა Aksam-ი იუწყება, რომ ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი კარიერას “გალათასარაიში” გააგრძელებს.

წყაროს თანახმად, მხარეებს შორის პირადი კონტრაქტის დეტალებისა და ტრანსფერის ღირებულების თაობაზე შეთანხმება უკვე შედგა. ტრანსფერი 1,4 მილიონ ფუნტ სტერლინგად ფასდება.

შეგახსენებთ, რომ ლუკას პოდოლსკიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით მილანის “ინტერში” გაატარა. გერმანელმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატი მეოცედ მოიგო!

თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში “ფენერბაჰჩემ” სტუმრად ” ისთანბულ ბაშაკშეჰირთან” ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა. ამით ლიდერ “გალათასარაისა” და მეორეადგილოსან “ფენერბაჰჩეს” შორის სხვაობამ 5 ქულა შეადგინა და გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “ლომებმა” საჩემპიონო ტიტული გაინაღდეს.

ეს “გალათასარაისთვის” რიგით მეოცე ჩემპიონობაა, რითაც გახდა პირველი გუნდი, რომელმაც “ფენერბაჰჩეს” ეროვნული ჩემპიონატის ტიტულების რაოდენობით გაუსწრო. როგორც მოგეხსენებათ, “ფენერს” 19-ჯერ აქვს თურქეთის ჩემპიონატი მოგებული.

ამრიგად, “გალათასარაი” თურქეთის ჩემპიონატის ოქროს მედლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.

 

“იუვე” სნეიდერში 7 მილიონს იხდის, “გალა” 12-13 მილიონს ითხოვს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ “გალათასარაი” უესლი სნეიდერის ტურინის “იუვენტუსში” გაშვების წინააღმდეგი არ არის და “ბებერ სინიორას” ფეხბურთელის სანაცვლოდ აქამდე დადგენილი თანხა შეუმცირა კიდეც. კერძოდ, თუ აქამდე თურქები ჰოლანდიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ახლა მზად არიან, სნეიდერი 12-13 მილიონ ევროდ დათმონ.

ამის მიუხედავად, “იუვენტუსი” მაინც ჭირვეულობს და ჰოლანდიელის სანაცვლოდ მხოლოდ შვიდ მილიონ ევროს იხდის.

წყაროს ცნობით, მხარეებს შეთანხმებამდე ბევრი უკლიათ, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.

 

“იუვენტუსს” სნეიდერი სურს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ “გალათასარაის” შემტევი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ტურინის “იუვენტუსის” ინტერესის სფეროში მოექცა.

წყაროს თანახმად, “ბებერი სინიორას” ხელმძღვანელობამ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჯერდან შაჩირიზე მაღალი ფასის გამო უარი თქვა და 30 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე გადაერთო.

როგორც მოგეხსენებათ, სნეიდერს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2009-დან 2013 წლამდე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა.

ცნობისთვის, უესლი სნეიდერმა თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

 

„გალათასარაიმ“ მეტოქე ანგარიშით 9:1 დაამარცხა (ვიდეო)

„გალათასარაიმ“ თურქეთის თასის G ჯგუფის მატჩში ერთ-ერთი ქვედა ლიგის მონაწილე „ბალჩვა ბალედისპორი“ გასვლაზე ანგარიშით 9:1 დაამარცხა.

არადა, ანგარიში მე-10 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. 27-ე წუთზე ანგარიში გორან პანდევმა გაათანაბრა, რომელმაც გოლები კიდევ 39-ე და 45-ე წუთებზე გაიტანა. დუბლებით ოლკან ალდინი და იეკტა კურტულუსი გამოირჩნენ, თითო-თითო გოლი კი ჰამით ალტინტოპმა და სინან გუმუსმა გაიტანეს.