ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს.
ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე “მონაკოსთან” ჩატარებული შეხვედრა (2:0) “ბებერი სინიორასთვის” მიჯრით მეექვსე მატჩი გამოდგა, რომელშიც გოლი არ გაუშვია. “იუვენტუსმა” პლეიოფის ყველა შეხვედრაში მშრალად დაიცვა კარი, ასევე გოლი არ გაუშვა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში.
ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით ექვსი “მშრალი” შეხვედრა პირველად ჩაატარა.