დღეს სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში “ემპოლი” საკუთარ მოედანზე “კალიარის” დაუპირისპირდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ.
საქართველოს ნაკრების შემტევმა მე-8 წუთზე მარილუნგოს პასით შეძლო ანგარიშის გახსნა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.
მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე ისევ ქართველმა გაიტანა, დუბლი გაიფორმა და მის გუნდს, ანგარიშით, 2:0 მოაგებინა.
ამ გამარჯვების შემდეგ “ემპოლი” 11 ქულით მე-17 ადგილზეა.