ინგლისურ, გავლენიან გამოცემა Daily Mirror-ს თუ დავუჯერებთ, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონელლთა მთავარი სამიზნე გონსალო იგუაინი იქნება.
წყაროს ცნობით, “ჩელსის” არგენტინელი ფეხბურთელის შეძენა იანვარშიც სურდა, თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა, რამეთუ მას “არისტოკრატთა” ძირითადში მოხვედრის გარანტია არ ჰქონდა.
იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის “ატლეტიკო”, რომელიც სერიოზულად ინტერესდება დიეგო კოშტას დაბრუნებით, თავის საწადელს აიხდენს, მაშინ ამ ტრანსფერის განხორციელებას ხელს არაფერი შეუშლის.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ჩელსის” კიდევ ერთი თავდამსხმელი, ლოიკ რემია ახლოს კლუბის დატოვებასთან.