სლოვაკეთის ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური სლოვაკეთისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩით გაიხსნა. მატჩი სლოვაკთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა – მარეკ ჰამშიკი გადაცემის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ორი რუსი მცველი მარტივად მოატყუა და აკინფიევის კარი დალაშქრა. პირველი ნახევრის ბოლო წამებში, სლოვაკთა შემტევმა ნახევამრცველმა, მარეკ ჰამშიკმა ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. რუსებმა სხვაობა ერთამდე მე-80 წუთზე შეამცირეს – დენის გლუშაკოვმა სკოვაკთა კარი თავური დარტყმით აიღო.

B ჯგუფი
რუსეთი – სლოვაკეთი

რუსეთი: აკინფიევი, სმოლნიკოვი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი, ნოიშტადერი (გლუშაკოვი 46′), გოლოვინი (მამაევი 46′), სმოლოვი, შატოვი, კოკორინი (შიროკოვი 76′), ძიუბა.

სლოვაკეთი: კოზაჩიკი, პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ჰუბოკანი, ჰამშიკი, პეჩოვსკი, კუცკა, ვაისი (შვენტო 72′), დუდა (ნემეცი 67′), მაკი (დურიში 80′).

გოლები: გლუშაკოვი 80′ – ვაისი 32′, ჰამშიკი 45′
გაფრთხილებები: დურიცა 4′.

6 ყველაზე გიჟური ვარცხნილობა ფეხბურთში (ფოტო)

პიერ-ემერიკ ობამეიანგი

სტეფან ელ შაარავი

მარეკ ჰამშიკი

არტურო ვიდალი

პოლ პოგბა

მარიო ბალოტელი

5 ყველაზე საშიში გარეგნობის ფეხბურთელი მსოფლიოში

საფეხბურთო პორტალმა kicktv-მ დაასახელა ხუთი ფეხბურთელი, რომელთაც ყველაზე საშიში გარეგნობა აქვთ.

5. ადებაიო აკინფენვა

083d2d78f7aa0acef0f026a28bcd1119

4. ჯეი სპირინგი

spearing-412340

3. მარეკ ჰამშიკი

960

2. პეპე

Pepe-celebrates-Denmark-vs-Portugal-Arena-Lvi_2780288

1. ფრანკ რიბერი

franck-ribery_2267216

ჰამშიკმა, კალეხონმა და ინლერმა გიჟობა დაიწყეს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ მხიარულობენ “ნაპოლის” ფეხბურთელები.

ბენიტესი ჰამშიკით უკმაყოფილოა

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფა ბენიტესი თვლის, რომ მის გუნდს ნამდვილი ლიდერი აკლია, რომლის როლის მორგება ყველა კარგად ჰამშიკს შეუძლია.

“შემადგენლობაში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ჩვენ უკეთესი გუნდი უნდა ვიყოთ, რაც მეტ ძლიერ მოთამაშეს მოგვიტანს.

ვფიქრობ, “ნაპოლის” წარმატების მისაღწევად ნამდვილი ლიდერი სჭირდება, რომელიც ტიტულების მოპოვებაში დაგვეხმარება. ამ როლის მორგება ჰამშიკს შეუძლია, თუ ის პიროვნულ თვისებებს გაიუმჯობესებს და უფრო პროფესიონალურად მიუდგება საქმეს, რაც მას სტაბილურობას მოუტანს” – განაცხადა ბენიტესმა.

 

მარეკ ჰამშიკი იტალიურ კარნავალზე

ამ დროისათვის, იტალიაში კარნავალის კვირა მიმდინარეობს. კარნავალებს ათასობით ადამიანი ესწრება. მათ რიცხვს არ ჩამორჩა “ნაპოლის” ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი.

ჰამშიკი: “ნაპოლის მეორე ადგილზე გასვლა შეუძლია”

“ნაპოლის” ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი თვლის, რომ მის გუნდს “რომას” გასწრება და მეორე ადგილის დაკავება შეუძლია.

ამ დროისათვის “ნაპოლი” მესამე ადგილზე იმყოფება და “რომას” 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა რომაელებს ერთი თამაში თადარიგში აქვთ

“ვწუხვარ, რომ უკანასკნელ ტურში ორი ქულა დავკარგეთ. თუმცა ისევ ვთვლი რომ, “ნაპოლის” მეორე ადგილზე გასვლა შეუძლია.

კონკრეტული მიზნები არ გვაქვს, უბრალოდ გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ და მაქსიმალურად მაღალი ადგილი დავიკავოთ.

წარმატების მიღწევა ევროპის ლიგაზეც მნიშვნელოვანია” – განაცხადა ჰამშიკმა.

ჰამშიკი: “ნაპოლის” იტალიის ჩემპიონატისა და თასის მოგება შეუძლია”

იტალიური “ნაპოლის” სლოვაკი ფეხბურთელი, მარეკ ჰამშიკი აცხადებს, რომ ნეაპოლელებს მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატისა და იტალიის თასის მოგება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ბენიტესის შეგირდები სერია A-ში მესამე პოზიციას იკავებენ და პირველ ადგილზე მყოფ “იუვენტუსს” 15 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება იტალიის თასს, ამ გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “ნაპოლი” “რომასთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

“რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონში იტალიის თასისა და იტალიის ჩემპიონატის მოგება გვსურს. ვიცით, რომ ეს ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს”, – ამბობს ჰამშიკი.

ჰამშიკი: “ნაპოლის” სკუდეტოს მოგება შეუძლია”

იტალიური “ნაპოლის” სლოვაკი ფეხბურთელი, მარეკ ჰამშიკი ახადებს, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, იტალიის ჩემპიონატში, 43 ქულით, “იუვენტუსი” პირველ ადგილზე იმყოფება. ტურინელებს ხუთი ქულით ჩამორჩება მეორე ადგილოსანი “რომა”, ხოლო “ნაპოლი” 35 ქულით, მესამე ადგილს იკავებს.

“რა თქმა უნდა, გვინდა, მიმდინარე სეზონში რომელიმე ტიტული მოვიგოთ. სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია, ამიტომ შევეცდებით, “იუვენტუსსა” და “რომას” კონკურენცია გავუწიოთ”, – ამბობს ჰამშიკი.

ჰამშიკი “ბორუსიასთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს

იტალიურმა “ნაპოლიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის სლოვაკი ფეხბურთელი, მარეკ ჰამშიკი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ “ბორუსია” “ნაპოლის” საკუთარ მოედანზე 26 ნოემბერს მიიღებს. F ჯგუფში, “ნაპოლი” ცხრა ქულით მეორე ადგილს იკავებს და მესამე პოზიციაზე მყოფ “ბორუსიას” სამი ქულით უსწრებს.

თუმცა, ნეაპოლელებს მნიშვნელოვან შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დააკლდებათ. ჰამშიკმა 23 ნოემბერს, “პარმასთან” ჩატარებულ შეხვედრაში ფეხზე ტრავმა მიიღო.