13 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰერტასა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ შეხვედრაში, დორტმუნდელები სამაგალითოდ მოიქცნენ.
ჭდე: ჰერტა
“ჰერტას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა მაკრატელათი ლამაზი გოლი გაიტანა (ვიდეო)
გერმანიაში, “ჰერტასა” და “ბურდისა ბაუტსენს” შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.
მანუელ ნოიერმა “ჰერტასთან” იფრინა (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გააკეთა მანუელ ნოიერმა “ჰერტას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში.
არიენ რობენმა “ჰერტას” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)
მანუელ ნოიერმა მეტოქე ამჯერად თავით მოატყუა (ვიდეო)
29 ნოემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში “ჰერტასა” და “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში მანუელ ნოიერმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოატყუა.
“ჰერტა” იაპონელი ფორვარდით გაძლიერდა
ბერლინის “ჰერტა” იაპონელი ფორვარდით, გენკი ჰარაგუჩით გაძლიერდა. ინოფრმაციას ბერლინური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს. 23 წლის იაპონელი გასულ სეზონში სამშობლოში, “ურავა რედ დაიმონდსის” ღირსებას იცავდა.
იაპონურ ლიგაში ბერლინური კლუბის ახალწვეულმა 162 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 33 გოლის გატანა მოახერხა. ჰარაგუჩის იაპონიის ნაკრების შემდაგენლობაში სამი მატჩი აქვს ჩატარებული.
ჰერტამ შტოკერი დაიმატა
ბერლინის “ჰერტამ” შვეიცარული ბაზელის ნახევარმცველი ვალენტიმ შტოკერი დაიმატა.
შვიცარიის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა ბერლინელებთან 2018 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.
ტრასნფერი დეტალები უცნობით. “ჰერტას” შტოკერი მუნდიალის შემდეგ შეუერთდება.
“ბაზელის” რიგებში შტოკერის დებიუტი 2007 წელს შედგა.
ბუნდესლიგაში სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი კისლინგმა გაიტანა
13 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში, ლევერკუზენის “ბაიერმა” საკუთარ მოედანზე ბერლინის “ჰერტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე გავიდა. “ბაიერის” თავდამსხმელმა სტეფან კისლინგმა ლევან კობიაშვილის გუნდის კარის დალაშქვრა მე-40 წამზე მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი გამოდგა.
“ბაიერნი” ჩემპიონია
25 მარტს ბერლინის “ჰერტას” დამარცხებით “ბაიერნმა” ნაადრევად გაიფორმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
მიუნხენელებმა მთელი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და სავსებით ლოგიკური გამარჯვებაც მოიპოვეს. მატჩის დებიუტში, მე-6 და მე-14 წუთებზე ჯერ კროოსმა შემდეგ კი მარიო გიოტცემ ორი გოლი გაუტანეს ბერლინელებს.
მეორე ნახევარში რამოსმა 11-მეტრიანი დარტყმით სხვაობის შემცირება შესძლო, თუმცა 79-ე წუთზე რიბერიმ გიოტცეს გადაცემით ორბურთიანი სტატუს ქვო აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:3
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლევან კობიაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ქართველი 64-ე წუთზე ნეიმაიერმა შეცვალა.
ლევან კობიაშვილი: „ჩემს წვლილს შევიტან, რომ ქართული ფეხბურთი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს“
ლევან კობიაშვილს ბერლინის „ჰერტას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტმა ქართველ ფეხბურთელს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებაც სთხოვა. კობიაშვილის თქმით, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა შეუძლებელი არაფერია.
„ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოს ნაკრებმა დიდ ტურნირზე ითამაშოს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს განსაკუთრებული რამ იქნება. ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ქვეჯგუფში ევროპის უმაღლესი დონის გუნდებთან ერთად მოხვდით და ძალიან მძიმე მატჩები გველის, თუმცა შეუძლებელი არაფერია.
ჩემს ქვეყანაში ფეხბურთი ბევრს უყვარს, ქართული ფეხბურთი გულთან ახლოს მყავს. მომავალში მინდა, რომ ჩემი გამოცდილებით ფედერაციას სტრუქტურების განვითარებაში დავეხმარო. ადრე თუ გვიან, საქართველოში დავბრუნდები და ჩემს წვლილს შევიტან იმაში, რომ ქართულმა ფეხბურთმა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაიწიოს და უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს“, – ციტირებს კობიაშვილის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ბექა დოგრაშვილი
კობიაშვილმა „შტუტგარტს“ გაუტანა
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში ლევან კობიაშვილის „ჰერტა“ „შტუტგარტს“ ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი დაიდო ქართველმა ფეხბურთელმა. ანგარიში მე-5 წუთზე სწორედ კობიმ გახსნა, ქართველმა ფეხბურთელმა კუთხურის მოწოდების შემდეგ მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და დახლობით 11 მეტრის მანძილიდან გაიტანა. მე-40 წუთზე „შტუტგარტის“ კოტ დივუარელმა მცველმა არტურ ბოკამ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ბერლინელებმა გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხეს: 87-ე წუთზე სანდრო ვაგნერმა გაიტანა, რომელიც მოედანზე შვიდი წუთის შესული იყო და „ჰერტას“ გამარჯვება მოუტანა – 1:2.
კობიაშვილი კვლავაც ცენტრალური მცველის პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა 85-ე წუთზე მოედანზე ჯონ ბრუქსი შევიდა და ქართველმა ფეხბურთელმაც ნახევარდაცვაში გადაინაცვლა, შეხვედრა კი სრულად ჩაატარა.
ამრიგად, ქართველმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 344-ე შეხვედრაში 32-ე გოლი მიითვალა.
„ჰერტა“ სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.
ბექა დოგრაშვილი
“ჰერტა” რამოსის “ბორუსიაში” გადასვლას არ ადასტურებს
ბერლინის “ჰერტამ” კიდევ ერთხელ უარყო ადრიან რამოსის “ბორუსიაში” გადასვლაზე გავრცელებული ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია გერმანულმა ბილდმა გააავრცელა და ტრასნფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილად ჩათვალა. გერმანულმა პრესამ თანხაც კი დაასახელა, ბილდის ვერსიით “ბორუსიამ” დედაქალაქურ გუნდს 11 მილიონი გადაუხადა. თუმცა, “ჰერტამ” აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
“ტრასნფერი არ არის. ამ თემაზე ყველა გავრცელებული ცნობა ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება” – განაცხადა “ჰერტას” პრეს-სამსახურის უფროსმა, პეტერ ბომბახმა.