ფრანგები მუნდიალს ჯგუფის პოტენციურ აუტსაიდერთან მატჩით იწყებენ.
ჩემპიონატზე საფრანგეთს შედარებით იოლი ჯგუფი შეხვდა. ჰონდურასთან გასამართი პირვლეი შეხვედრა დიდი ალბათობით წარმატებულ სტარტს ნიშნავს. უკანასკნელი შვიდი მატჩიდან ჰონდურასმა მხოლოდ ერთი მოიგო. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჰონდურასელებმა ინგლისელებთან ფრე ითამაშეს.
საფრანგეთის ნაკრების ამბიციებს მნიშვნელოვანი დარტყმა რიბერის ტრავმამ მიაყენა. ხარისხიანი შემტევები ფრანგებს მრავლად ყავთ, თუმცა რიბერის გამოკლების შემდეგ, დეშამმა ნასრის არგამოძახება ალბათ ძალიან ინანა.
ფრანგების ცენტრი სტაბილური და შეთამაშებულია. პოგბა-კაბაიე-მატუიდის ტრიო ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალა იქნებოდა. დაცვაში კი, დეშამს დიდი არჩევანი აქვს. ძირითადი გარანტირებული მხოლოდ პატრის ევრას ექნება.
ჰონდურასელები დიდი ალბათობით ინგლისელებთან ნათამაშებ შემადგენლობას არ შეცვლიან და კიდევ ერთი წარამტებისთვის იბრძოლებენ.