დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” და მიუნხენის “ბაიერნმა” ფრე, 2:2 ითამაშეს, ანუ ორი მატჩის ჯამში 4-3 “ბლანკოსის” სასარგებლოდ. ფინალში, სწორედ მადრიდელები გავიდნენ.
დაპირისპირების შემდეგ “რეკორდმაისტერის” მცველმა, მატს ჰუმელსმა კომენტარი გააკეთა.
“რეალს” ორ თამაშში ორი გოლი ვაჩუქეთ. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, თუმცა ამ დონეზე ასპარეზობის დროს, ასეთი შეცდომა დაუშვებელია. თავაწეულები ვიყავით, ვიბრძოდით, გვქონდა შანსები, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და ძვირად დაგვიჯდა ეს ყოველივე. მხოლოდ კარგად თამაში არაა საკმარისი. აუცილებელია, ბოლო მომენტში იყო ზუსტი. სწორედ ესაა საჭირო, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო,” – აცხადებს გერმანელი.