იბრაჰიმოვიჩი: “არ მჭირდება იმის თქმა, რომ ოქროს ბურთი მე მეკუთვნის”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე, ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოქროს ბურთი მას ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, შვედმა ფეხბურთელმა რვა გოლის გატანა მოახერხა და ის ტურნირის ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდუსთან ერთად ლიდერობს.

“სულაც არ მჭირდება იმის თქმა, რომ ოქროს ბურთი მეკუთვნის. მე ისედაც ვიცი, რომ საუკეთესო ვარ”, – ამბობს ზლატანი.

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

ფეხბურთში, ძლიერი დარტყმის შემდეგ, არაერთი ლამაზი გოლი გასულა. პერუში კი, ერთ-ერთმა პორტალმა – Depor.pe-მ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დარტყმებს ყველაზე ძლიერად ასრულებენ.

1. რონი (“ჰერტა” / მარცხენა ფეხი)

27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია. “კორინთიასისა” და “სპორტინგის” ყოფილი მოთამაშე დარტყმებს რომ ძალიან კარგად ასრულებს, ამაში თავადაც დარწმუნდებით.

2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / მარჯვენა ფეხი)

33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ძლიერი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით გამოირჩევა. მას შორეული მანძილიდან არაერთი ულამაზესი გოლი გაუტანია.

3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / მარჯვენა ფეხი)

28 წლის პორტუგალიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მიმდინარე სეზონში, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი პრეტედენტია. რონალდუს ძლიერი დარტყმების შესრულება ორივე ფეხით შეუძლია.

4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / მარჯვენა ფეხი)

ზლატანის დარტყმის შესახებ, ყველამ კარგად იცის. მეკარეები, ამის გამო, მას ხშირად უფრთხიან.

5. ჰალკი (“ზენიტი” / მარცხენა ფეხი)

მისი ზედმეტსახელიც კი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ბრაზილიელს ბრწყინვალე დარტყმა აქვს.

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

1. რონი (“ჰერტა” / ბრაზილია / 96 კმ/სთ)
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / ინგლისი / 95 კმ/სთ)
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / პორტუგალია / 94 კმ/სთ)
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / შვედეთი / 93 კმ/სთ)
5. ჰალკი (“ზენიტი” / ბრაზილია / 92 კმ/სთ)
6. ფრედი გუარინი (“ინტერი” / კოლუმბია / 92 კმ/სთ)
7. ქაბული (“ტოტენჰემი” / საფრანგეთი / 92 კმ/სთ)
8. პიტი (“გრანადა” / ესპანეთი / 92 კმ/სთ)
9. ილიჩიჩი (“ფიორენტინა” / სლოვენია / 91 კმ/სთ)
10. ტინო კოშტა (მოსკოვის “სპარტაკი” / არგენტინა / 91 კმ/სთ)

დიტო ჭიჭინაძე

იბრაჰიმოვიჩი: “ჩემს გარეშე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება არ ღირს”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, იმის შემდეგ, რაც თქვა, რომ ის ღმერთია, კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. შვედი ფეხბურთელის აზრით, მის გარეშე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება არ ღირს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფში, ორი მატჩის ჯამში, პორტუგალიელებმა შვედებს 4:2 სძლიეს.

“სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის ბოლო შანსი მქონდა. ვფიქრობ, 2018 წელს, მუნდიალზე ვეღარ მოვხვდები. ერთი რამ ნათელია: ჩემს გარეშე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება არ ღირს. პორტუგალიის ნაკრებს ვულოცავ, თუმცა ბრაზილიაში მოხვედრას ორივე გუნდი იმსახურებდა”, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი.

იბრაჰიმოვიჩის მშვენიერი ფინტი პორტუგალიის ნაკრებთან მატჩში

იბრაჰიმოვიჩი ჟურნალისტს: “შენ ახლა ღმერთს ელაპარაკები!”

“პარი სენ-ჟერმენის” შვედი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გულშემატკივრების გაოცებას კვლავაც განაგრძობს.

იბრაჰიმოვიჩმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის, პორტუგალიისა და შვედეთის ნაკრებებს გასამართი მატჩის წინ, TV4-ს ინტერვიუ მისცა.

ჟურნალისტი: “რომელი გუნდი გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე?”

იბრაჰიმოვიჩი: “მხოლოდ ღმერთმა იცის”

ჟურნალისტი: “ღმერთისთვის ამის კითხვა ძალიან ძნელი იქნება.”

იბრაჰიმოვიჩი:“თქვენ ახლა ღმერთს ესაუბრებით!”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კრიშტიანო რონალდუ – ქუსლით გატანილი გოლები

როგორც იცით, 15 ნოემბერს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფში, ერთმანეთს პორტუგალიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა დიდ ყურადღებას იმითაც იწვევს, რომ მატჩში მონაწილეობის მიღება მსოფლიოს ორ გამორჩეულ ფეხბურთელს – კრიშტიანო რონალდუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს მოუწევთ.

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ორივე ფეხბურთელის მიერ, ქუსლით გატანილი გოლებია აღბეჭდილი.

იბრაჰიმოვიჩი: “შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ შვედეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ შვედები ფლეი-ოფში მოხვდნენ, სადაც პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ზლატანის აზრით, ფავორიტები პორტუგალიელები არიან.

“ვფიქრობ, ფავორიტი პორტუგალიის ნაკრებია. თუმცა, ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე, გერმანიის ნაკრებთან მოგვიხდა ბრძოლა, რომელიც ევროპაში საუკეთესოა. მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებთ”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

ფურცლებზე გადატანილი იბრაჰიმოვიჩის ბრწყინვალე გოლი

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასახა ერთმა ხელოვანმა ადამიანმა ფურცლებზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბრწყინვალე გოლი.

იბრაჰიმოვიჩმა და ჯოკოვიჩმა ერთმანეთის წინააღმდეგ ჩოგბურთი ითამაშეს

ყველასათვის ცნობილია, რომ სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს ფეხბურთი ძალიან უყვარს. “მილანის” ძალიან დიდ გულშემატკივარს საჩოგბურთო კორტზე “პარი სენ-ჟერმენის” შვედ თავდამსხმელთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაპირისპირება მოუწია.

ფრანსუა ოლანდმა კლუბებს „წითელი ბარათი“ უჩვენა

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფეხბურთელებთან დათმობაზე არ წავიდა. მაღალ შემოსავალზე საგადასახადო განაკვეთი უცვლელი დარჩება.

მოგეხსენებათ, საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელებმა მაღალი გადასახადების გამო უკმაყოფილება გამოხატეს. ამ თემასთან დაკავშირებით პროფესიონალური კლუბების წარმომადგენლები პრეზიდენტ ოლანდს შეხვდნენ, თუმცა „სიმდიდრისთვის გადასახადი“ ძალაში რჩება.

თითოეული ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში ერთ მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს, ვალდებულია, ბიუჯეტში შემოსავლების 75 პროცენტი შეიტანოს. არადა,  წელიწადში ერთ მილიონზე მეტი შემოსავალი საფრანგეთის პირველი და მეორე ლიგის თითქმის ყველა მოთამაშეს აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელები ნოემბრის ბოლოს მაღალი გადასახადების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიბრძოლებენ. ასე რომ, შესაძლოა, გულშემატკივრები საფრანგეთის პირველი ლიგის მე-15 და მეორე ლიგის მე-16 ტურის მატჩების გარეშე დარჩნენ.

კლუბების წარმომადგენლები თვლიან, რომ მაღალი გადასახადები ფრანგულ ფეხბურთს კლავს, პროფესიონალიზმის დონეს დაბლა სწევს.

იმავდროულად, ქვეყნის ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„ხალხი უბრალოდ ვერ გაიგებს, გადასახადები სპეციალურად ფეხბურთელებისთვის რომ გავაუქმოთ. ნორმალურია, როდესაც ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში შედარებით მდიდარი ხალხი საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან-მარკ ერომ.

ბექა დოგრაშვილი

ზლატან იბრაჰიმოვიჩის საუკეთესო გოლები

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც “პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილი საუკეთესო გოლებია აღბეჭდილი.

იბრაჰიმოვიჩმა მომაკვდავ ბოსნიელ ბიჭუნას მაისური გაუგზავნა

ოქტომბრის დასაწყისში, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბოსნიაში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც ის ბოსნიელ ბიჭუნას, ჰარიუდინ კამენიას უნდა შეხვედროდა.

როგორც გაირკვა, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ბოსნიაში გამგზავრება ვერ მოახერხა, თუმცა მან მომაკვდავ ბიჭუნას მაისური გაუგზავნა.