25 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ესპანეთი მაროკოს დაუპირისპირდება. “ფურია როხა” მერვედფინალში გასულია, თუმცა ჯერ არ გარკვეულა, ის დაიკავებს პირველ ადგილს თუ პორტუგალია, რომელიც ირანს შეხვდება.
მნიშვნელოვანი თამაშის წინ, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო იერომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“მეტი ძალა მოედნის ცენტრში? არა, ძალისმიერი თამაში ჩვენთვის არაა. მაროკო ძალიან კარგი გუნდია და პორტუგალიასთანაც მშვენიერი თამაში ჩაატარა. მათ წინააღმდეგ ასპარეზობა რთულია, რადგან მობილურები არიან. თუმცა, ჩვენი მოვალეობა სამი ქულის აღება, კარგი თამაშის ჩვენებაა. ხოლო, თუ შევძებთ, რომ პირველ ადგილზე დავასრულოთ ეს ეტაპი, უკეთესი იქნება. არ ვიცით, ხვალ მეტოქე როგორ ითამაშებს. თუმცა, ჩვენი ძალების გვჯერა.
ეს თანასწორობის მსოფლიოს ჩემპიონატია. ყველა გუნდი კარგად თამაშობს და, საბედნიეროდ, ფეხბურთი უფრო თანასწორია. ეს სპორტის ამ სახეობისთვის ძალიან სასარგებლოა,” – ამბობს იერო.