იგუაინი: “სერია A-ში მოთამაშე მცველები მეხმარებიან”

“ნაპოლის” არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი აცხადებს, რომ იტალიის სერია A-ში მოთამაშე მცველები მას იმაში ეხმარებიან, რომ უკეთესი ფეხბურთელი გახდეს.

“როდესაც ესპანეთში სათამაშოდ ჩავედი, ახალგაზრდა ვიყავი. პრიმერა დივიზიონში ბევრი რამ ვისწავლე. ამის შემდეგ, იტალიაში, “ნაპოლიში” გადავედი. მინდა, გითხრათ, რომ სერია A-ს ყველა კლუბში მაღალი დონის მცველები თამაშობენ, ისინი კი მეხმარებიან იმაში, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე”, – ამბობს იგუაინი.

იგუაინი: სერია A ბუნდესლიგაზე და პრიმერაზე სუსტი არ არის

“ნაპოლის” ფორვარდი გონსალო იგუაინი ჟურნალისტებს ნეაპოლშ ცოხვრებაზე და იტალიურ ფეხბურთზე ესაუბრა.

“ახლა განსაკუთრებული პერიოდი გვაქვს. კარგა ფორმაში ვარ და გუნდიც ძალიან კარგად გამოიყურება. ყველანაირად ვცდილობ გულშემატკივართა იმედების გამართელბას, რომლების სიყვარულსაც ყველგან ვგრძნობ. ნეაპოლში ბედნიერი ვარ, აქაურობა არგენტინას ძალიან გავს.
“ნაპოლის” მატჩებს დიეგო მარადონას აქ ყოფნის პერიოდში ვუყურებდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ გუნდის მაისურს მე ჩავიცვამდი.

სერიას ა-ს საუკეთესო მოთამაშეები? ტოტის და ტევესს გამოვარცევდი. საერთოდ, ვფიქრობ რომ იტალიური ლიგა ბუნდესლიგას და პრიმერას არაფრით არ ჩამოუვარდება” – განაცხადა იგუაინმა.

იგუაინი “სუონსისთან” სათამაშოდ მზად არის

“ნაპოლის” არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი გუნდთან ერთად სუონსიში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში შესძლებს მონაწილეობის მიღებას.

ჯერ კიდევ გუშინ, ტრავმის გამო,  ფეხბურთელის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა როგორც გაირკვა იგუაინი ჯანმრთელია და მოედანზე გასასვლელად მზად არის.

ასევე იტალიური კლუბის დელეგაციაშ არიან მეკარე პეპე რეინა და გამოჯანმრთელებული ჟორჟინიო.

 

როგორ აღნიშნავენ იგუაინის გოლს (ვიდეო)

გუშინ იტალიის თასის ფარგლებში “ნაპოლიმ” “რომა” გაანადგურა (3:0) და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა გონსალო იგუაინის გოლი ტრადიციისამებრ საკმაოდ ემოციურად აღნიშნეს.

იგუაინი: “სწორი გზით მივდივართ”

იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი აცხადებს, რომ ნეაპოლელთა გუნდი სწორი გზით ვითარდება.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა 8 თებერვალს, იტალიის სერია A-ში, საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღეს და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა იგუაინმა.

“სიმართლე გითხრათ, ძალიან მშვიდად ვიყავი და მე რომ გოლი არ გამეტანა, დარწმუნებული ვარ, მაინც მოვიგებდით. მართალია, პირველი გოლი ჩვენ კარში გავიდა, თუმცა რეაბილიტაცია მალევე მოვახერხეთ. ვფიქრობ, “ნაპოლი” სწორი გზით ვითარდება”, – ამბობს იგუაინი.

გონსალო იგუაინის წარმოუდგენელი აცილება “კიევოსთან” მატჩში

25 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “ნაპოლისა” და “კიევოს” შორის გამართულ შეხვედრაში (1:1), ნეაპოლელთა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა წარმოუდგენლად რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.

აშკარა თამაშგარე, რომელიც მსაჯმა ვერ დააფიქსირა

15 იანვარს, იტალიის თასზე, “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ნეაპოლელთა მხირდან, მეორე გოლი ლორენცო ინსინიემ გაიტანა, იქამდე კი მსაჯმა აშკარა თამაშგარე ვერ დააფიქსირა.

იგუაინი: “ნაპოლიში” გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო”

არგენტინელი თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი აცხადებს, რომ მადრიდის “რეალიდან” იტალიურ “ნაპოლიში” გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

“ვფიქრობ, რომ მადრიდის “რეალიდან” “ნაპოლიში” გადმოსვლით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რითაც ვამაყობ. ნეაპოლი და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები შემიყვარდა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩემს სახელს არასოდეს სკანდირებდნენ, აქ კი სხვა სიტუაციაა. იმედი მაქვს, “ნაპოლისთან” ერთად არაერთ წარმატებას მივაღწევ”, – ამბობს იგუაინი.

“ჩელსის” სარფიანი შეთავაზება “ნაპოლის”

ლონდონის “ჩელსი” იტალიური “ნაპოლის” ფორვარდის, იგუაინის ხელში ჩაგდებას ყველა ხერხით ცდილობს. რომან აბრამოვიჩმა იტალიელებს მორიგი შეთავაზება გაუკეთა. ამჯერად “არისტოკრატები” მზად არიან იგუაინის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადონ და ამასთან ერთად დავიდ ლუისიც დაუთმონ “ნაპოლის”.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ რაფაელ ბენიტესმა სასტიკი უარი თქვა იგუაინის გასხვისებაზე.

გონსალო იგუაინი “ნაპოლიში” მადრიდის “რეალიდან” გასულ ზაფხულს გადავიდა და 16 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.

ბენიტესი იგუაინს არ უშვებს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი თავისი გუნდის ფორვარდის, გონსალო იგუაინის გაშვებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელის სამსახურით ლონდონის “ჩელსია” დაინტერესებული. არისტოკრატები მზად არიან 60 მილიონი ევრო გადაიხადონ იგუაინის სანაცვლოდ. მაგრამ, ბენიტესი უარზეა. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში იგუაინის ყიდვა “ნაპოლის” 37 მილიონი დაუჯდა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის იგუაინმა 16 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

იგუაინმა “არსენალთან” მატჩის შემდეგ იტირა

როგორც იცით, 11 დეკემბერს, “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა მეტოქის დამარცხება მოახერეს, ისინი მაინც ჯგუფში ჩარჩნენ, რაც გონსალო იგუაინმა ძალიან განიცადა.

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს და ამას ფაქტები ადასტურებს, ამას ის ადამიანები ადასტურებენ, რომელბმაც გასულ ზაფხულს „სამეფო კლუბი“ დატოვეს: გონსალო იგუაინი, ხოსე კალეხონი და რაულ ალბიოლი – „ნაპოლიში“, მესუთ იოზილი – „არსენალში“, რიკარდო კარვალიუ – „მონაკოში“ და კაკა – „მილანში“.

იოზილი „არსენალს“ ძალიან კარგად მოერგო. ლონდონური კლუბი კარგ ფორმაშია და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, რაშიც გერმანელი ფეხბურთელის წვლილი საკამოდ დიდია: 8 მატჩში 2 გოლი მიითვალა და 4 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში ყველაზე კარგად სწორედ იოზილის მაისურები იყიდება.

კალეხონის, ალბიოლისა და იგუაინის „ნაპოლი“ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლება. არგენტინელ თავდამსხმელს „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში უკვე 8 გოლი აქვს მითვლილი. მას დიდად არც კალეხონი ჩამორჩება, რომელმაც 16 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. ალბიოლი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. თუ ჯანმრთელადაა, ის აუცილებლად ხვდება სასტარტო განაცხადში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად.

კაკას სახეზე ღიმილი დაუბრუნდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმაოდ სარგებლიანად თამაშობს და ბრაზილიის მუნდიალზე მისი თამაშის შანსებიც გაიზარდა.

35 წლის რიკარდო კარვალიუს საფრანგეთის პირველი ლიგის ჯერ ერთი წუთიც არ გამოუტოვებია. ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაშია და ყველა მატჩს ბოლომდე ამთავრებს.

ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა მაიკლ ესიენი გახლავთ, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის არცერთ და ქვეყნის თასის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი