დელე ალი: “მუნდიალზე მოსაგებად მივდივართ, სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს”

ლონდონის “ტოტენჰემისა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა, დელე ალიმ, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.

“რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად მივდივართ. ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგებაა, მოვლენების განვითარების ყოველი სხვა ვარიანტი მიუღებელია, იმედგაცრუებულები ვიქნებით, თუ მეორე ადგილს დავიკავებთ.

ჩემი აზრით, სწორედ ასეთი მენტალიტეტით უნდა გავიდეთ მოედანზე.ჩვენ იქ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივდივართ, ვიცით რამდენად ძლიერი გუნდი გვყავს. ჩემპიონობას ვუმიზნებთ, სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს,” – აცხადებს დელე ალი.

მუნდიალის საწყის ეტაპზე ინგლისის ნაკრები G ჯგუფში, ბელგიის, ტუნისისა და პანამის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ვენგერი: “რეალსა” და ინგლისის ნაკრებს რამდენიმეჯერ ვუთხარი უარი”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, არსენ ვენგერი აცხადებს, რომ 22-წლიანი ლონდონური კარიერის მანძილზე რამდენჯერმე მიიღო შეთავაზება მადრიდის “რეალისა” და ინგლისის ნაკრების მესვეურებისაგან.

“როდესაც სტადიონს ვაშენებდით (2006), კლუბმა მთხოვა, რომ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე დანახარჯები შემემცირებინა. სწორედ იმ ხუთწლიან პერიოდში დამიკავშირდა პირველად “რეალი”, თუმცა ვიფიქრე, რომ წასვლა ჩემი მხრიდან ღალატის ტოლფასი იქნებოდა.

მგონი, ორჯერ თუ სამჯერ ვუთხარი “რეალს” უარი. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კლუბია, თანაც ბავშვობიდან, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მაშინ “არსენალს” უფრო ვჭირდებოდი. “რეალი” კლუბზე სრულ კონტროლს მპირდებოდა.

ინგლისიდანაც მქონდე შეთავაზებები, მაგრამ ჩემთვის იმ დროს ყოველდღიურად მუშაობა მნიშვნელოვანი იყო და ამიტომაც ვერ შევძელი ნაკრებში წასვლა,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ინგლისის ნაკრებში “ვესტ ჰემის” ორი მოთამაშე მიიწვიეს

“ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აარონ ქრესველსა და ჯორდან პიქფორდს გარეთ საუთჰეიტმა ინგლისის ნაკრებში თამაშის შანსი მიცა.

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ესპანეთის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე ოთხი დღით ადრე ნაკრები ტრავმების გამო დენი დრინქვოთერმა და ფრეიზერ ფორსტერმა დატოვეს, რომელთაც სწორედ ეს ლონდონური წყვილი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ამ გათამაშების ბოლო მატჩი “სამმა ლომმა” არასასურველი შედეგით – სლოვენიის ნაკრებთან ფრედ ნათამაშები მატჩით დაასრულა, თუმცა ბრიტანელები მაინც რჩებიან F ჯგუფის ლიდერებად 7 ქულით.

უეინ რუნის მეუღლე ტვიტერზე: “მოკეტე, იდიოტო”

უეინ რუნის მეუღლე, კოლინ რუნი ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდს გამოექომაგა, რომელიც მალტასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ (2-0) ნაკრებიდან დააქვეითეს.

ამასთანავე, 30 წლის ინგლისელი ვერც “მანჩესტერში” ახერხებს სამწვრთნელო შტაბის მოხიბლვას, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მას ბოლო ორი მატჩიდან არცერთი არ დაუწყია ძირითადი შემადგენლობიდან.

კოლინ რუნიმ კი ამ ყველაფრით გამოწვეული უკმაყოფილება სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატა: “მომწონს, ყველას თავისი აზრი რომ გააჩნია. ცხოვრება ხანმოკლეა, მოეშვით, ხალხს შესვენების საშუალება მიეცით. ზოგს ავიწყდება, რომ სხვებსაც აქვს გრძნობები.”

ხოლო, როდესაც “მანჩესტერის” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თანხის იმ რაოდენობას გაუსვა ხაზი, რომელსაც რუნი ხელფასის სახით იღებს, კოლინმა თავი ვეღარ შეიკავა და ასეთი პასუხი გასცა მას: “მოკეტე, იდიოტო.”

ინგლისის ნაკრებს რობერტო მანჩინი ჩაიბარებს? (ვიდეო)

რობერტო მანჩინი გუშინ, “უემბლიზე” გამართულ მატჩს დაესწრო, სადაც უთავკაცოდ მყოფი ინგლისის ნაკრები მალტელებს დაუპირისპირდა. მატჩი ბრიტანელთა მოკრძალებული გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი სპეციალისტი აღნიშნულ მატჩზე ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის ჩინოვნიკებმა მიიწვიეს, რათა მას გარკვეული დასკვნები გაეკეთებინა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაკრების დროებითი თავკაცობა გარეთ საუთგეიტმა იკისრა, რომლის ხელშიც ნაკრები მართლაც რომ მშვენივრად გამოიყურება – ორი გამარჯვება ორი მატჩიდან.

გთავაზობთ რობერტო მანჩინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს:

ჯონ სტოუნზი: “ინგლისის ნაკრების კაპიტნობაზე ვოცნებობ”

“მანჩესტერ სიტის” ინგლისელი მცველი, ჯონ სტოუნზი, რომელსაც 11 მატჩში აქვს ინგლისის ნაკრების მაისური მორგებული, აღიარებს, რომ ის ინგლისის ნაკრების კაპიტნობაზე ოცნებობს.

“ახლა ამაზე არ ვფიქრობ – უბრალოდ საკლუბო დონეზე ფეხბურთის თამაშითა და ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლით სიამოვნებას ვიღებ. მაგრამ თუ ეს მოხდება, ნამდვილად ფანტასტიკური რამ იქნება.

ყველა ბავშვი ოცნებობს საკუთარი ნაკრების კაპიტნობაზე. არც მე ვარ განსხვავებული. ასე რომ, თუ ეს მოხდება, სიხარულით ცას ვეწევი. თუმცა ვიმეორებ, რომ ამაზე ბევრს არ ვფიქრობ.

ჩემთვის ისიც დიდი პატივია, ინგლისის ნაკრებში რომ მიძახებენ, ამითაც ბედნიერი ვარ.” – განაცხადა სტოუნზმა.

ინგლისის ნაკრები: ვინ ჩაანაცვლა ტრავმირებული სტერლინგი?

რაჰიმ სტერლინგი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით მალტასა და სლოვენიას წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ინგლისის ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს. ამის მიზეზად კი ტრავმა სახელდება.

ინგლისის ნაკრების დროებითმა თავკაცმა, გარეთ საუთგეიტმა სტერლინგი, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებოდა, “კრისტალ პალასის” ვინგერით, ანდროს ტაუნსენდით ჩაანაცვლა, რომელსაც პრემიერ ლიგის ბოლო 7 მატჩში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.

Daily Telegraph: ინგლისური ფეხბურთის ასოციაციაში არსენ ვენგერის კანდიდატურასაც განიხილავენ

Daily Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ინგლისური ფეხბურთის ფედერაცია არსენ ვენგერისა და “არსენალის” დაცილებას აპირებს.

როგორც იცით, ინგლისის ნაკრების აწ უკვე ყოფილი თავკაცი, სემ ალარდაისი დაკავებული პოსტიდან დღეს, მას შემდეგ გადააყენეს, რაც ის უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებისას გამოიჭირეს, რაც მას აკრძალული ჰქონდა.

ბრიტანული მედია კი ირწმუნება, რომ “მეთოფეთა” ფრანგი თავკაცი, რომელიც უკვე მეოცე წელია, რაც ლონდონურ გრანდს წვრთნის, საკმაოდ ახლოსაა “სამი ლომის” ჩაბარებასთან.

გეტყვით იმასაც, რომ ვენგერს “არსენალთან” არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. კლუბის ხელმძღვანელი, სტან კროენკე კი ამ დრომდე ამაოდ ცდილობს მისი სერვისის გახანგრძლივებას.

სქოულზი: “მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო!”

უკვე დასრულებულ სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ტრანსფერი “არსენალის” მოთამაშის, ჯეკ უილშირის ერთი წლით “ბორნმუთში” წასვლა იყო. “მეთოფეთა” საყრდენს 22 სხვადასხვა შემოთავაზება ჰქონდა; მათ შორის იყო “რომას” ვარიანტი, მაგარამ მან ლონდონში დარჩენა არჩია.

ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა პოლ სქოულზლმა. “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშემ განაცხადა, რომ უილშირმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ჯობდა, იგი “რომაში” წასულიყო.

“გასაგებია, რომ უილშირს ლონდონისა და საკუთარი ოჯახის დატოვება არ უნდოდა და ამიტომ გადავიდა “ბორნმუთში”, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდი სათამაშო დრო გარანტირებული აქვს. ჯეკი არაა ფორმაში და, ჩემი აზრით, სხვა მოთამაშეებთან კონკურენციის გაწევა მოუწევს. “ბორნმუთში” არიან ისეთი სპორტსმენები, რომლებიც იტყვიან: “რატომ უნდა იყოს ის ძირითადში და მე არა?” მოკლედ, ჯეკს “არსენალის” მსგავსად, არც მის ახლანდელ გუნდში არ აქვს გარანტირებული რამე.”

“ჯობდა, უილშირი “რომაში” წასულიყო. იგი განსხვავებულ გამოცდილებას მიიღებდა საზღვარგარეთ, რაც, როგორც მას, ასევე მთლიანად “არსენალსა” და ინგლისის ნაკრებს წაადგებოდა,” – განაცხადა სქოულზმა.

ოფიციალურად: “სანდერლენდს” ახალი მწვრთნელი ჰყავს!

გუშინ სემ ელერდაისმა ოფიციალურად დატოვა “სანდერლენდის” მწვრთნელის პოსტი და ინგლისის ნაკრები ჩაიბარა…

დღეს, სულ რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისელი მწვრთნელის ადგილს დევიდ მოიესი დაიკავებს. აღნიშნულმა სპეციალისტმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს, 2014/15 წლებში შოტლანდიელი მწვრთნელი “რეალ სოსიედადს” წვრთნიდა.

 

ოფიციალურად: სემ ელერდაისი ინგლისის ნაკრების მწვრთნელია

“ევრო 2016”-ზე სენსაციური მარცხის შემდეგ, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი როი ჰოჯსონმა დატოვა. ამის შემდეგ ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, თუ ვის უნდა დაეკავებინა აღნიშნული თანამდებობა.

დღეს ოფიცილაურად დადასტურდა, რომ ბრიტანელთა ახალი თავკაცი “სანდერლენდის” უკვე ყოფილი მწვრთნელი, სემ ელერდაისი იქნება. 61 წლის სპეციალისტმა 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სწორედ ის გაიყვანს ინგლისელებს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე. ელერდაისს სადებიუტო შეხვედრის ჩატარება პირველ სექტებერს მოუწევს. ეს იქნება ამხანაგური მატჩი, რომელშიც მეტოქე ჯერ არაა გარკვეული.

 

კარიკატურა: ბრძოლა ინგლისის ნაკრების მწვრთნელობისთვის

“ევრო 2016”-ზე ინგლისის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ისლანდიის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. არ წყდება მითქმამოთქმა, ვინ უნდა დაიკავოს ეს პოსტი.

ნახენებ თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტები მძიმეწონიანები: სემ ელარდაისი და სტივ ბრიუსი არიან. ამასთან დაკავშირებით ომან მომანი საინტერესო  კარიკატურას გვთავაზობს…

cartoon-20716_dfi2kbrnzhjs18wiscblqr34m