სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში შეუძლია (ფოტოები)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკრლებობას არ განიცდის. ხულენ ლოპეგედს ძალიან დიდი არჩევანი აქვს: მას თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე პროფესიონალი ჰყავს.

Marca გვთავაზობს საინტერესო სტატიას, სადაც ნათლადაა ასახული, რომ “ფურია როხას” სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

დე ხეა, ხორდი ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, ინიესტა, ბუსკეცი, კოკე, ისკო, მორატა, სილვა.

 

კეპა (რეინა), მონრეალი (მორენო), ნაჩო, ბარტრა, ორაისოლა (ასპილიკუეტა), საული (სუსო), ილარამენდი, ტიაგო, ასენსიო (ლუის ალბერტო), როდრიგო (ასპასი), ვიტოლო (კალეხონი).

სერხიო რიკო, მარკოს ალონსო, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, სერხი რობერტო, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი (პარეხო), მატა, ნოლიტო (პედრო), დიეგო კოშტა, დეულოფეუ (ლუკას ვასკესი).

ისკო: “ბეილს რთული პერიოდი უდგას”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, გარეთ ბეილი კვლავ ტარვმირებულია. უელსელმა შემტევმა ამჟამად ვარჯიშზე მიიღო კუნთის დაზიანება და, ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს უქმობა.

ბეილის თანაგუნდელმა, ისკო ალარკონმა 28 წლის შემტევზე ისაუბრა.

“გარეთი დიდი ხანია, ტრავმირებულია. მას რთული პერიოდი უდგას. უელსელს ყველანი მხარში უნდა ამოვუდგეთ. იმედი მაქვს, ბეილი მალე დააღწევს ამ სიტუაციას თავს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაემხარება.”

“პირადად მე რაც შემეხება, ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ, განვვითარდე. ადრე ბევრ სათამაშო დროს ვერ ვიღებდი, თუმცა რაც მქონდა, მინდოდა,მაქსიმალურად პროდუქტიულად გამომეყენებინა. ახლა გაცილებით უფრო თავდაჯერებული და იმედიანი ვარ.  მოედანზე ისეთ რაღაცების კეთების სურვილი და მხნეობა მაქვს, რისიც ადრე არ მქონდა,” – ამბობს ისკო.

“რეალმა” “ლას პალმასს” დამაჯერებლად სძლია (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შევხედრაში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლას პალმასი” მიიღო. ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც “ბლანკოსმა” კუთხური მოაწოდა და კაზემირომ თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. ეს ყოველივე 41-ე წუთზე მოხდა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე მარკო ასენსიომ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო. ხოლო, 74-ე წუთზე კი ისკომ ივარგა. მას საგოლე გადაცემა კრიშტიანუ რონალდუმ გაუკეთა. საბოლოოდ, მადრიდელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს.

ამ მოგების შემდეგ ზიდანის შეგირდებს 23 ქულა აქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ. “ლას პალმასი” ექვსი ქულით ბოლოს წინა პოზიციაზეა.

 

ისკო: “ვერავინ იტყვის, რომ “რეალი” ლა ლიგაში “მკვდარია”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ჟირონას” ესტუმრა და მეტოქესთან ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.

მძიმე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” ნახევარმცველი, ისკო ალარკონი ესაუბრა.

“ვერავინ იტყვის, რომ ლა ლიგაში “რეალი” მკვდარია. არა ერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ ქამბექის გაკეთება შეგვიძლია. როცა ყველაფერი უპრობლემოდ მიდის, მარტივია, თქვა, ჩვენ კარგი გუნდი ვართ. ახლა რთულ სიტუაციაში ვართ და ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ. აშკარაა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.”

“უცნაური შეხვედრა გამოივდა. 1-0-ზე თავი ბედნიერად ვიგრძენით. თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისში კონცენტრაცია დავკარგეთ და ორი გოლი მივიღეთ. ახლა ლონდონში, ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს გასამართი. მხოლოდ ამაზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ კი ლა ლიგას დავუბრუნდეთ,” – აცხადებს ისკო.

 

 

იერო: “ისკოს თამაშს პირველად მაშინ დავესწარი, როდესაც ის 15 წლის იყო”

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ ფერნანდო იერომ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

იერო ჟურნალისტებს მადრიდელთა ტალანტის შესახებ ესაუბრა.

პირველად ისკოს თამაში რეგიონალურ ჩემპიონატში ვნახე, როდესაც ის 15 წლის იყო. მე გაგებული მქონდა, რომ “ვალენსიაში” ირიცხებოდა უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელი. სწორედ მის სანახავად გავემართე რიოხაში. თამაშზე მისულს ერთი კითხვა მაწუხებდა – თუ სად იყო ის ტალანტი, რომელზეც საუბრობდნენ, 10 წუთის შემდეგ მე სტადიონი დავტოვე, რადგან ვნახე ყველაფერი, რაც საჭირო იყო. ისკოს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ასევე იმის შეგრძნება, რომ ის მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ფერნანდო იერო.

პოჩეტინო: “ისკოს მაგიურობას აუცილებლად გავითვალისწინებთ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტუსი შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” მადრიდის “რეალს” შეერკინება.

“სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“რეალში” ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ვფიქრობ, ისკო ალარკონი საუკეთესოა. მქონდა ბედნიერება, სხვადასხვა კლუბის წინააღმდეგ მისი თამაში მენახა. ის შემოქმედებითი სპორტსმენია. ვფიქრობ, ისკომ “რეალში” თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინა. ჩვენ მის მაგიურობას მხვედელობაში მივიღებთ.”

“ჰარი კეინი უმნიშნელოვანესი ფიგურაა. ახლა ის “ტოტენჰემის” ღირსებას იცავს, თუმცა არ ვიცით, რა იქნება მომავალში. იმედი მაქვს, მას შევინარჩუნებთ. ჰარი ბევრი თანაგუნდელისთვის მისაბაძი პიროვნებაა. ზინედინ ზიდანმა უკე თქვა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, კეინს ისევ აქვს თავისი ოთახი, სადაც თავდაუზოგავად შრომობს.”

“მოედანზე შემართებით გავალთ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვხვდებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვცადოთ,” – აცხადებს ჰარი.

ფლორენტინო პერესის ახალი გეგმა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ახალ გეგმაზე მუშაობს.

“ბლანკოსის” ბოსი აპირებს, რომ სამომავლოდ ესპანეთის ნაკრების ძირითადმა ბირთვმა სწორედ მის კლუბში მოიყაროს თავი. მსგავსი რამ 2010 წელს “ბარსელონამ” შემოგვთავაზა და გვახსოვს თუ რამდენად წარმატებულები იყვნენ ამ დროს ესპანელები.

რაც შეეხება “რეალს”, ამ მიზნით გუნდში ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც არიან: ისკო ალარკონი, მარკო ასენსიო, ხესუს ვალიეხო, მარკოს ლორენტე, დანი კარვახალი, დანი სებალოსი და ა.შ.

თუმცა, როგორც ჩანს პერესი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მას სურს, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე სწორედ მისი გუნდიდან იყოს. წლების განმავლობაში იკერ კასილასი იცავდა, როგორც ესპანეთის ნაკრების კარს, ასევე მადრიდის “რეალისას”. ფლორენტინომ რამდენიმე წლის წინ სცადა, რომ დავიდ დე ხეა დაემატებინა, მაგრამ ეს ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. ამჟამად მადრიდელთა პრეზიდენტი გეგმავს, რომ 23 წლის კეპა არისაბალაგა დაიმატოს და იმედები სწორედ მასზე დაამყაროს.

კეპა ბილბაოს “ატლეტიკის” აღზრდილია. იგი ბასკური კლუბის ძირითად გუნდში 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდის. ახალ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში მან ექვსი შეხვედრა ჩაატარა. საინტერესოა, დათმობენ თუ არა ბასკები ახალგაზრდა კიპერს.

ესპანური ტიკი-ტაკა

გუშინ, ესპანეთის ნაკრებმა ალბანეთს უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა მეტოქე.

განსაკუთრებული აღმოჩნდა 24 წუთზე ისკოს გოლი. საქმე იმაშია, რომ დავიდ დე ხეას გადაცემის შემდეგ ესპანეთის ნაკრების 10 მოთამაშე შეეხო ბურთს. 18 ზუსტი გადაცემა და ბურთი ისკომდე მივიდა, რომელმაც საოცარი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა. ესპანელებს ამ შეტევის განსახორციელებლად 53 წამი დასჭირდათ.

ისკო: “განსაკუთრებული მოგონება? “ლა დესიმა”!”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეექვსე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “ალავესი” სტუმრად ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. საგულისხმოა, რო ეს შეხვედრა “ბლანკოსის” ნახევარმცველისთვის, ისკოსთვის საიუბილეო – მე-200 მატჩი იყო.

დაპირისპირების შემდეგ ალარკონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბედნიერი ვარ ჩემი მადრიდული კარიერით. ამ დროის მანძილზე უფრო მეტი კარგი მოგონება მაქვს, ვიდრე – ცუდი. გამორჩეული გრძნობა “ლა დესიმას” მოგებაა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტ ტიტულს დავისაკუთრებთ.”

“როგორც ფეხბურთელი, ძალიან განვვითარდი. უფრო და უფრო, კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. იმედი მაქვს, “რეალის” დახმარებას დიდ ხანს შევძლებ,” – აცხადებს ისკო.

დე ხეა: “ისკო მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება!”

2 სექტემბერს ესპანეთის ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპრიდა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მეტოქე ანაგრიშთ, 3:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ისკო ალარკონმა.

ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ მადრიდის “რეალის” ნახევარცმველზე ისაუბრა და იგი შეაქო. ასევე, “მანჩეტსერის” კარის დარაჯი საკვალიფიკაციოზე თავისი გუნდის გამოსვლასაც შეეხო.

“ისკოს დიდი ხანია ვიცნობ და მისგან ასეთი კარგი თამაში არ მიკვირს. თუნდაც ვარჯიშზე, ჩემს თვალწინ ძალიან ბევრი დაუჯერებელი რამ აქვს გაკეთებული. ის ახლა უმაღელს დონეზე თამაშობს და, ჩემი აზრით, სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდება.”

“რაც შეეხება შესარჩევზე ჩვენს გამოსვლას, გეტყვით, რომ ჯერ არაფერი გადაყწვეტილა. იტალია დავამარცხეთ, თუმცა ხვალ ლიხტენშტეინს დავუპირისპირდებით და ამ შეხვედრას დიდი სერიოზულობით ვეკიდებით. ამაყი ვარ, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად დიდ შეხვედრებში ვიღებ მონაწილეობას,” – აცხადებს ესპანელი გოლკიპერი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 აგვისტო


მოუ ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონს ჩამოდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო კლუბის უფროსებს გარეტ ბეილის ტრანსფერის განხორციელებას სთხოვს. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Sun ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები მაქსიმალურად ცდილობენ უელსელი ვარსკვლავის შენარჩუნებას, ჟოზე თვლის, რომ კვირაში 500 000-იანმა ხელფასმა შესაძლოა, ბეილის გული მაინც მოიგოს. მადრიდელებისთვის კი 100 მილიონი ფუნტის შეთავაზებას გეგმავს.


უსმან დემბელეს 135 მილიონ ფუნტად აფასებენ

დორტმუნდის “ბორუსიამ” “ბარსელონას” უსმან დემბელეს ფასი დაუსახელა, რომლის გადახდის შემთხვევაშიც, ესპანელები ახალგაზრდა, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის დამატებას შეძლებენ.

გერმანელები “ლურჯ-ბროწეულისფრებს ნეიმარის ტრანსფერიდან მიღბული 198 მილიონი ფუნტიდან 135 მილიონს სთხოვენ.


“ჩელსი” ოქსის სანაცვლოდ 35 მილიონს ჩამოდის

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები მზად არიან ლონდონის “არსენალს” 35 მილიონი ფუნტი გადაუხადონ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინის ტრანსფერის სანაცვლოდ.

როგორც იცით, 23 წლის ფეხბურთელს “მეთოფეებთან” სულ რაღაც ერთი წლით აკავშირებს კონტრაქტი. ასე რომ, ამ შეთავაზებაზე “არსენალს” უარის თქმა ძალიან უნდა გაუჭირდეს.


ისკოს ახალი კონტრაქტი

ესპანურ, საკმაოდ ავტორიტეტულ გამოცემას, As-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები უახლოეს დღეებში ისკოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ. წყაროს ცნობით, კონტრაქტი 2022 წლამდე იქნება გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, ესპანელი ნახევარმცველი ბრწყინვალე ფორმაშია და ევროპის სუპერთასის მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.


დემბელემ “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა

ევროპის უმთავრესი საფეხბურთო გამოცემები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ კილიან მბაპეს მომავალს სულ მალე მოეფინება მომავალი.

როგორც ცნობილი ხდება, მადრიდის “რეალის” სამიზნემ არჩევანი ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლაზე გააკეთა, რომელმაც უკვე შეიძინა კატალონიელთა სუპერვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი.


ისკო: “რეალთან” მალე ახალ კონტრაქტს გავაფორმებ”

ევროპის სუპერთასის გამარჯვებულმა და გუშინდელ შეხვედრაში გოლის ავტორმა, ისკო ალარკონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მოლაპარაკება მიმდინარეობს და ახლავე ვაცხადებ, რომ ახალ კონტრაქტს ხელს მალე მოვაწერ. “რეალი” უძლიერესი კლუბია, რომელშიც თავს შესანიშნავად ვგრძნობ. დღევანდელ მატჩში მაღალ დონეზე ვითამაშეთ, ჩვენი მოვალეობები შევასრულეთ, რამაც შედეგი მოიტანა.”

“იუნაიტედი” კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ გვყავს ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა, რომელსაც ნებისმიერ მეტოქეზე გამარჯვება ძალუძს. ასევე, გვყავს ხელმძღვანელობა, რომელსაც სწორი გზით მივყავართ,” – აცხადებს ისკო.