მადრიდის “რეალის” უკვე ყოფილი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მიერ ტურინის “იუვენტუსის” კარში გატანილი “მაკრატელა” უეფას წლის გოლის ნომინაციაშია წარდგენილი.
აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
“
მადრიდის “რეალის” უკვე ყოფილი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მიერ ტურინის “იუვენტუსის” კარში გატანილი “მაკრატელა” უეფას წლის გოლის ნომინაციაშია წარდგენილი.
აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
“
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ სიმბოლური გუნდი შეადგინა იმ ფეხბურთელებისგან, რომლებისთვისაც თავის დროზე უთავკაცია.
შეგახსენებთ, რომ მას სხვადასხვა პერიოდში ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებში, ასევე მადრიდის “რეალში”, “მილანში”, ტურინის “იუვენტუსში”, “რომასა” და “ცზიანსუ სუნინში” უმუშავია
ფაბიო კაპელომ სიმბოლური გუნდი 4-3-3 სქემით დააკომპლექტა:
ჯანლუიჯი ბუფონი; პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი, კაფუ; ფერნანდო რედონდო, დეიან სავიჩევიჩი, რუდ გულიტი (ან ფრანჩესკო ტოტი); რაული, მარკო ვან ბასტენი, რონალდო.
ფეხბურთის სერბი სპეციალისტი სინიშა მიხაილოვიჩი ლისაბონისის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.
სინიშა მიხაილოვიჩმა “სპორტინგის” თავკაცის პოსტზე ჟორჟე ჟეზუში შეცვალა, რომელმაც გუნდი სეზონის ბოლოს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის სერბ სპეციალისტს საკლუბო დონეზე მთელი სამწვრთნელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული, სადაც სხვადასხვა დროის განმავლობაში “ბოლონიას”, “კატანიას”, “ფიორენტინას”, “სამპდორიას”, “მილანსა” და “ტორინოს” ედგა სათავეში.
ტურინის “იუვენტუსმა” დუგლას კოშტა მიუნხენის “ბაიერნისგან” სრულად გამოისყიდა. ამ ინფორმაციას იტალიელები ადასტურებენ.
“ბებერმა ქალბატონმა” “რეკორდმაისტერს” ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადა. კოშტა ტურინში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება. მისი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არაა საჯარო.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მოთამაშე “გერმიოს” აღზრდილია. ის შემდეგ დონეცკის “შახტარში” თამაშობდა, საიდანა მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა. გერმანელებმა კოშტა გასულ ზაფხულში “იუვეში” გაანათხოვრეს. მან სერია ა-ს 31 შეხვედრაში ოთხი გოლი შეაგდო.
“ჯენოას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, მატია პერინი “იუვენტუსში” ითამაშებს. 25 წლის მეკარე დღეს ჩავიდა ტურინში, სასტუმროში დაბინავდა და ხვალ კონტრაქტს ხელს მოაწერს. ჯერჯერობით, უცნობია, რა თანხა დაუჯდა იტალიელი “ბებერ ქალბატონს”.
პერინი ჯენოას აღზრდილია. ის 2010 წლიდან თამაშობს მთავარ გუნდში, თუმცა 2011-2013 წლებში თითო-თითო სეზონი “პადოვასა” და “პესკარაში” გაატარა. მან წინა სეზონში სერია ა-ს 38 მატჩიდან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ მეკარის ტრანსფერი დაკავშირებულია ჯანლუიჯი ბუფონის “იუვედან” წასვლასთან. როგორც გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, მომავალ სეზონში მთავარი კარის დარაჯი ვოიცეხ შჩესნი იქნება. პერინი კი მისი შემცვევლის როლს შეასრულებს.
პირველ ივნისს საფრანგეთისა და იტალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი შედგა. შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3-1. მატჩი პრესასთან იტალიელთა თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ, შეაფასა.
” ამ მატჩისგან დიდ გამოცდილებას მივიღებთ. არავის უყვარს წაგება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2-1-ზე ანგარიშის გათანაბრების შანსები გვქონდა. იტალიასა და საფრანგეთს შორის დიდი განსვავებაა ამ ეტაპისთვის.
ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს. რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი დებიუტანტთა თამაში იყო, მათ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს.
დღესდღეობით საფრანგეთის ნაკრები ნამდვილად გვჯობნის. ბევრი უნდა ვიმუშავოთ და ვისწავლოთ, რომ მათ დავეწიოთ. იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში მათ დონეს მივუახლოვდებით, ან გავუსწრებთ,” – აცხადებს მანჩინი.
გუშინ იტალიის სერია ბე-ს უკანასკნელი, 42-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში “პარმა” სტუმრად “სპეციას” ეთამაშა და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. გოლების ავტორები კარავოლო და ჩიჩირეტტი გახდნენ. საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებით კლუბმა 72 ქულა მოაგროვა და ის მეორე ადგილზე აღზევდა. მან გადაუსწრო “ფროსინონეს”, რომელმაც “ფოგგიასთან” ფრე ითამაშა და ასევე 72 ქულა დააგროვა. თუმცა, “პარმას” ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს და ამიტომ ის პირდაპირ, პლეი-ოფის გარეშე, გადავიდა სერია ა-ში!
შეგახსენებთ, რომ ეს გუნდში 2015 წელს სერია დე-ში იყო. იქიდან მოყოლებული ყოველ წელს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა სერია ა-სკენ და ცოტა ხნის წინ მიზანს მიაღწია!
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში რომის “რომა” სტუმრად, მერსესაიდის “ლივერპულთან” ანგარიშით, 2-5 დამარცხდა. დღეს იტალიელებმა ქვეყნის ჩემპიონატში “კიევოს” სძლიეს (4-1). მატჩის შემდეგ რომაელთა მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო ჟურნალისტებს ესაუბრა და “ლივერპულთან” დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი.
“აუცილებელია, რომ ჩვენი ფიზიკური და მენტალური ენერგია აღვიდგინოთ. ოთხშაბათს, მატჩი ისე უნდა დავტოვოთ, რომ ვიცოდეთ, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ ფინალში გასასვლელად. ბოლო დროს ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ კარგი შედეგების მიღწევა შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე. უნდა ვირწმუნოთ, ეს ფუნდამენტალურია!” – ამბობს “რომას” თავკაცი.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5-2 გაანადგურა. მარცხის შემდეგ “რომას” კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ კომენტარი გააკეთა.
“დღეს შავი დღე იყო. თუმცა, შანსი კიდევაა. სამი გოლი გვაქვს გასატანი და ეს ადვილი არ იქნება. თუმცა, შეუძლებელი რამ გასაკეთებელი ნამდვილად არ გვაქვს. შოკში ჩავაგდებთ მსოფლიოს, თუ ამას ისევ ვიზამთ. შეუძლებელი არაფერია,” – ამბობს დე როსი.
მართალია, “ბენევენტომ” სერია ა-ს 34-ე ტურში იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, “მილანი” გასვლაზე დაამარცხა (0-1), მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად.
მას შემდეგ, რაც “კროტონემ” გასვლაზე “უდინეზეს” დამარცხება შეძლო (1:2), “ბენევენტომ” ჩემპიონატში დარჩენის თეორიული შანსებიც კი დაკარგა. მეოცეადგილოსნებს მხოლოდ 17 ქულა აქვთ 34 მატჩის შემდეგ, გასავარდნ ზონასთან ყველაზე ახლოს მყოფ “კროტონეს” კი – 31.
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ აწ უკვე გავარდნილ “ბენევენტოს” საუკეთესო შედეგი “მილანთან” ჰქონდა – შინ მოპოვებული ფრე (2:2) და გასვლაზე ღისეული გამარჯვება (0:1).
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვადნის შემდეგ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ახლა უკეთ ვაანალიზებ ყველაფერს. ვფიქრობ, იმ საღამომ ჯანლუიფი ბუფონს მეტი ვნება, ენერგია, მუხტი შესძინა. ჩემპიონები სწორედ ასეთი მომენტებით ცოცხლობენ. მან დიდი ადრენალინი მიიღო.”
“ნორმალურია, რომ ახლა “რეალი” და “ბაიერნი” ფავორიტები არიან. ერთ-ერთი მათგანი ფინალში გავა, რომელიც იქ, ვფიქრობ, თავის მეტოქეზე გამორჩეული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მეორე წყვილის გუნდებს დიდი პატივს ვცემ, ფავორიტი მაინც ამ კლუბებიდან იქნება. რაც შეეხება “რომას”, დასაფასებელია, რაც ამ გუნდმა გააკეთა. ეს მათთვის დიდი მიღწევაა და არც მახოვს, როდის იყვნენ ბოლოს რომაელები ამ ეტაპზე.”
“ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება სერია ა-სა და კოპა იტალიაზე,” – ამბობს ალეგრი.
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ერთმანეთს რომის “რომა” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, იტალიელებმა ესპანელები ანგარიშით, 3-0 გაანადგურეს.
ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.